შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

მარტი 16, 2022

ევროკრედიტი სრულად მომხმარებლებზე მორგებული პირობებს გვთავაზობს

ევროკრედიტი სრულად მომხმარებლებზე მორგებული პირობებს გვთავაზობს

ევროკრედიტის ფინანსური დირექტორი გუჯა ცინცაძე მიმოიხილავს მიკროსაფინანსო ბაზარს და გასული წლის შედეგებს.

პირველ ეტაპზე განვიხილოთ რა არის მიკროსაფინანსო და რით განსხვავდება ის ბანკისგან.

 მსოფლიოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფინანსური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. მათი სახელწოდება “მიკრო” სწორედ მათი მთავარი მიზნობრიობიდან გამომდინარეობს. ისინი გასცემენ შედარებით მცირე ზომის სესხებს და აქვთ გარკვეული ლიმიტები. მიკროსაფინსასოები ემსახურებიან შედარებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, რომელთაც ბანკის სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. დღეს მსოფლიოს გარშემო, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 160 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებით.

საქართველოში მიკროსაფინონსოები არც თუ დიდი ხის წინ გამოჩნდნენ და ისინი სწორედ იმ ადამიანებს ეხმარებიან, რომელთაც თანხის მიღება დიდ ბანკებთან ბიუროკრატიაში ჩაკარგვის გარეშე სჭირდებათ. ქართულ ბაზარზე გაჩნდა პროექტი, რომელიც სწრაფი, მარტივი, ხელმისაწვდომია და არ ქმნის ზედმეტ ბარიერებსა თუ ბიუროკრატიას.

შეგვიძლია, 2021 წელი და ამ წელს შექმნილი გამოწვევები მოკლედ შევაჯამოთ


2021 წელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. საანგარიშო პერიოდში მათი  წმინდა მოგება 97.8 მლნ ლარზე მეტი იყო, რაც დაახლოებით 20 მლნ ლარით აღემატება წინა კვარტალის მონაცემებს (78 მლნ ლარი), წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 52,6 მლნ ლარით მეტია (45,127 მლნ ლარი). (116.7%)

 მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალი სექტორმა 97 825 144 ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 108 435 014 ლარი შეადგინა. 


ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, 1.634 მლრდ ლარი იყო სექტორის აქტივები, მთლიანი კაპიტალი კი 570.9 მლნ ლარი. 

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალში მიკროსაფინონსოების საპროცენტო შემოსავალმა 324 463 284 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 290 866 335 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 8 426 046 მლნ ლარი შეადგინა. 


საანგარიშო პერიოდში მიკროსაფინანსოების არასაპროცენტო შემოსავლებმა 48 924 452 ლარი შეადგინა, აქედან საკომისიო და გაწეული მომსახურებიდან 50 639 651 ლარი. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალში ბაზარზე 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.

მიკროსაფინანსოებმა ფინანსურ განვითარებასთან ერთად დაიწყეს სერვისების გაუმჯობესება. ერთ-ერთი ასეთი სერვისია ევრო კრედიტის ავტოსესხი. შეიძლება ითქვას, რომ მათ  პირველებმა დანერგეს არხი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, რომ სესხი ონლაინ სახლიდან, ოფისიდან, აგარაკიდან გაუსვლელად მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით მიიღონ. მსგავსი პირობები ვრცელდება განმეორებით სესხზე. განმეორებითი სესხის შემთხვევაში მომხმარებელს აქვთ შესაძლებლობა, რომ ონლაინ ყოველგვარი დამატებით ბიუროკრატიის, ქაღალდის, მოსვლისა და დათვალიერების გარეშე, მშვიდად, წყნარად რამდენიმე წუთში მიიღონ სესხი.

ბოლო წლებში მსგავსი პროექტებით, ავტომობილებით უზრუნველყოფილი სესხებით, დაინტერესდნენ საქართველოში არსებული ბანკები და ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა პორტფელის ძირითად ნაწილს სხვა სეგმენტი წარმოადგენდა. ქვეყნის ბაზარზე გაზრდილმა ჯანსაღმა კონკურენციამ სასესხო პირობების ცვლილება გამოიწვია.  მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, პანდემიის გავლენებისა და კონკურენციის ზრდისა 2021 წელს ევრო კრედიტმა შეძლო წლის დასაწყისში არსებული 43 მილიონის ოდენობის საკრედიტო პორტფელის 31% ზე მეტით გაზრდა, რამაც 2021 წლის ბოლოს 57 მილიონი შეადგინა. პორტფელის ზრდამ არსებული აქტივის მოცულობა მნიშვნელიანად გააუმჯობესა, გააჯანსაღა, რაც ბუნებრივია მის ხარისხზე აისახა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად მეტად აკადემიური გახდა იმისათვის, რომ ერთის მხრივ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მათზე მორგებული პირობები შეეთავაზებინა, რომელიც მეტწილად იქნებოდა ინდივიდუალური გრაფიკი, რეფინანსირება იმისთვის, რომ შეფერხებების შემთხვევაშიც მომხმარებლებს შესძლებოდათ ანგარიშსწორება.

გარდა კონკურენციის ზრდისა მიკროსაფინანსოების შემდეგი გამოწვევა გახდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, მაგალითად შეზღუდვები ეფექტური სესხის გაცემაზე, სესხის უზრუნველყოფად მხოლოდ დაგირავებული აქტივის შეზღუდვა  და ა.შ. ამ ცვლილებებმა არსებული ფინანსური გეგმების დაკორექტირება გახადა საჭირო. ამ ცვლილებების შემდეგ აუცილებელი გახდა გაცემული სესხების განახლებულ განაკვეთზე მორგება და არსებულ პორტფელზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება, რაც ფინანსური თვალსაზრისით მათთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა. რიგ გამოწვევებს დაემატა პანდემიური ვითარება, კომპანიის გადაწყვეტილება მომხმარებლების გადასახდელ თანხაზე შეღავათებისა და გადავადებების დაწესება.  ამ სუბიექტურმა თუ ობიექტურმა გარემოებებმა კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა.   თუმცა ევრო კრედიტმა შეძლო შეენარჩუნებინა ზრდის ტენდენცია და 2020 წლის 1.7 მილიონი ფინანსური მოგებიდან 2021 წელი 4 ჯერ მეტი 6,1 მილიონი მოგებით დაესრულებინა. კომპანიის საოპერაციო შემოსავლები 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 40% ზე მეტით გაიზარდა და 18 412 069 ლარი შეადგინა.

ევრო კრედიტის ზრდასა და განვითარებასთან ერთად შემცირდა ბიზნესის რისკები, გაუმჯობესდა პორტფელი, ხოლო კომპანიის მოგება რამდენიმეჯერ გაიზარდა. ამ ყველაფერმა განაპირობა დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვისა და არსებულ ინვესტორებთან სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიზნით მოლაპარაკების შესაძლებლობა. 2021 წელს ევრო კრედიტმა დაიწყო თანამშრომლობა ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან და აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. კომპანიის დაფინანსების, სწორი პოლიტიკის დანერგვა ჩვენი მომხმარებლებისათვის უკეთესი პირობების შეთავაზების ყველაზე კარგი შესაძლებლობაა.

საფინანსო ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ტექნოლოგიური ცვლილებებისადმი ადაპტირება, ინოვაციები და გამართული საოპერაციო/პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაა. ევრო კრედიტის განვითარება მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის, მოქნილობისა და სიმარტივის უზრუნველყოფის გარანტია.

თანხის მოთხოვნა