ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

EuroCredit hero image

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“ Zuk Group-ის წევრია, რომელიც წარმატებით ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, რუმინეთი და უკრაინა. Zuk Group-მა საქართველოში ოპერირება 2011 წელს დაიწყო და მას შემდეგ „ევროკრედიტი“ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

„ევროკრედიტი“ ერთ ერთი პირველი იყო ქართულ ბაზარზე, ვინც მომხმარებლებს ავტოსესხი შესთავაზა. დღეს კომპანიის პორტფელი მრავალფეროვანი პროდუქტებით გამოირჩევა, მათ შორის: უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხები, სკუტერის სესხი, სესხი თვითდასაქმებულებისთვის, სესხი ახალი ავტომობილის შესაძენად, სესხი არსებული ავტომობილის უზრუნველყოფით და სხვა.

2022 წლიდან „ევროკრედიტმა“ აქტიურად დაიწყო ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრირება საოპერაციო პროცესებში, რითაც პირველი ნაბიჯი გადადგა ფინტეკ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისკენ. ჩვენი მისიაა მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ბარიერებისგან თავისუფალი მომსახურების მიწოდება. ამის უზრუნველსაყოფად, „ევროკრედიტი“ ფიზიკურად წარმოდგენილია საქართველოს 8 დიდ ქალაქში, სადაც 17 ფილიალი ფუნქციონირებს.

ჩვენი გუნდი 200-ზე მეტი პროფესიონალისგან შედგება, რომლებიც თავიანთ საქმეში ექსპერტულობითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. „ევროკრედიტში“ შექმნილია თანამშრომლებისთვის მეგობრული და თავისუფალი სამუშაო გარემო, რაც ლოიალობასა და გუნდურობას მნიშვნელოვნად აძლიერებს.

myauto logoself-hr logotelnet logovcc logohelio ai logogpi logoalta logo
myauto logoself-hr logotelnet logovcc logohelio ai logogpi logoalta logo
myauto logoself-hr logotelnet logovcc logohelio ai logogpi logoalta logo