აიღე მომენტალური სესხი ევრო კრედიტში - ყველაზე სწრაფი ონლაინ სესხები
Მომენტალური სესხი - 50 000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი
გაინტერესებთ რას ჰყვება ჩვენი 50 000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი ევროკრედის შესახებ? იმას, რომ ჩვენი ყველაზე სწრაფი ონლაინ სესხები არის მომენტალური სესხები, რომლის აღებაც ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეგიძლიათ. 100 მილიონზე მეტი გაცემული ლარი კი იმის დასტურია, რომ ევროკრედიტში ბიზნეს სესხი და ავტო სესხი მარტივად გაიცემა და თანხის მიღების შანსი აქვს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ნებისმიერი საკრედიტო ისტორიითა და შემოსავლების დადასტურების გარეშე.
ბაზარზე ათი წლის მუშაობის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ შესაძლებლობა მოგვცა ევროკრედიტის წრაფი ონლაინ სესხი გამხდარიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი - პროდუქტი თქვენზე მორგებული პირობებით!
მომენტალური სესხის აღება ბიუროკრატიის გარეშე
საქმე იმაშია, რომ ჩვენ მიზნობრიობას არ ვამოწმებთ და ვხდებით თქვენი სტაბილური მხარდამჭერი. თუ გაქვთ უძრავი ქონება - ბინა, მიწა ან კერძო ბიზნესი და გჭირდებათ დამატებითი თანხა, შეუზღუდავად შეგიძლიათ იმოქმედოთ და მოითხოვოთ ყველაზე სწრაფი სესხი თქვენი ბიზნესისთვის. ამისთვის, პირველ ყოვლისა, განაცხადის შევსება დაგჭირდებათ და ჩვენ რამდენიმე წუთში დაგიკავშირდებით. ბიზნეს სესხის შემთხვევაში პირობები ასეთია:
სესხის ვადა ევროკრედიტში 1-60 თვე
სესხის ვალუტა - აშშ დოლარი ან ლარი
საშეღავათო პერიოდი: სესხის სრულ ვადაზე
თქვენი უპირატესობაა და სესხის აღების პროცესს ამარტივებს, ასევე, როგორც უკვე ვახსენეთ, ის ფაქტი, რომ სესხს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით აიღებთ. სწრაფი ავტო სესხი მომხმარებლებისთვის ევროკრედიტის მიერ შექმნილი კიდევ ერთი პროდუქტია, რომლის შემთხვევაშიც შემოსავლის დადასტურება არ გჭირდებათ და ავტოლიზინგისგან განსხვავებით, ავტომობილი, სესხის სრულ დაფარვამდე, თქვენს საკუთრებაში რჩება. აი თქვენი სარგებელიც: ავტომობილი რჩება თქვენს საკუთრებაში, ვადა განსაზღვრულია 72 თვემდე, საშეღავათო პერიოდი კი 6 თვემდე.
ამრიგად, თუ გყავთ მანქანა ან სატვირთო ავტომობილი და თანხა გჭირდებათ, ევროკრედიტის ყველაზე სწრაფი ავტო სესხი საუკეთესო გამოსავალია.
Საერთაშორისო გამოცდილების მქონე სტაბილური მხარდამჭერი
რატომ არის ევროკრედიტი თქვენი სტაბილური მხარდამჭერი და კომპანიონი? მარტივი მიზეზების გამო, ეს არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც Zuk Group-ს მიეკუთვნება და ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. Zuk Group ფლობს ბიზნესებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, რუმინეთი, უკრაინა, საქართველო და არაერთი სხვა.
სწორედ ევროკრედიტია ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ავტოსესხი წარმოადგინა. დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილები ვართ 13 ფილიალით - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი და ზუგდიდი.
თქვენთვის პროფესიული მომსახურების მოწოდებას ჩვენთან 200-ზე მეტი პროფესიონალი უზრუნველყოფს, რომლებიც ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. დაარსების დღიდან ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს და ფეხი ავუწყოთ, შევქმნათ კომფორტული პროდუქტი და მოგაწოდოთ ინოვაციური სერვისები. ევროკრედიტთან ერთად ყველაფერი უფრო სწრაფი, მოსახერხებელი და მარტივია!
ევროკრედიტის მომენტალური ბიზნეს სესხი - სესხი უზრუნველყოფის გარეშე
ევროკრედიტის ბიზნეს სესხი 2023 წლიდან მომხმარებელს განახლებული პირობებით დაუბრუნდა. ჩვენი მომენტალური ბიზნეს სესხი, საუკეთესო პირობებით სესხი ნამდვილად არის, რადგან ევროკრედიტის გუნდის გადაწყვეტილებით, 10 000 ლარამდე თანხის მიღება კომპანებს უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ.
გაინტერესებთ კიდევ რატომ არის ევროკრედიტის ბიზნეს სესხი მომენტალური სესხი? იმიტომ, რომ მისი აღება მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ. Ბიზნეს სესხის აღება რომ შეძლოთ, ბიუროკრატიული პროცედურების გავლა არ მოგიწევთ, ეს კი მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროს, ენერგიასა და რესურსებს. Ბიზნეს სესხის აღება მომენტარლურად, ჩვენი ვებ-გვერდიდან www.eurocredit.ge შეგიძლიათ, რისთვისაც, სულ რაღაც რამდენიმე მარტივი ველის შევსება დაგჭირდებათ: კომპანიის დასახელება, სასურველი თანხის მოცულობა და უზრუნველყოფის საგნის მითითება.
Საჭირო ველების შევსების შემდეგ, ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი დაგიკავშირდებათ და დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით იმის თაობაზე, თუ როგორია ევროკრედიტის ბიზნეს სესხის პირობები. Ჩვენი გუნდის წევრები აუცილებლად აგიხსნიან, რა პროცედურების გავლა მოგიწევთ და გაგაცნობენ ინფორმაციას ყველა იმ დოკუმენტის შესახებ, რომლებიც სესხის მომენტალურად მისაღებად დაგჭირდებათ.
ევროკრედიტის მომენტალური ავტო სესხი
ცოტა რამ ავტოსესხის შესახებაც აუცილებლად უნდა გითხრათ, თუმცა პირველ ყოვლისა, ხომ გახსოვთ, ავტოსესხის მიზნობრიობა ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენაა, ამის შანსს კი ევროკრედიტის მომენტალური ავტო სესხი მართლაც მომენტალურად გაძლევთ. თუ არჩევანს ევროკრედიტის ავტო სესხზე შეაჩერებთ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ ფინანსურ რისკებს მაქსიმალურად აგარიდებთ თავიდან.
ევროკრედიტში ავტო სესხის აღება რომ შეძლოთ, საკმარისია იყოთ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქე. ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ მოგთხოვთ უნაკლო საკრედიტო ისტორიას და არც შემოსავლების დადასტურებას. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ, ან თვითდასაქმებული ბრძანდებით და შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, მაინც გაქვთ შანსი, სასურველი ავტომობილი შეიძინოთ.
ევროკრედიტში სწრაფი ონლაინ სესხის აღება შესაძლებელია ახალ, ან მეორადი ავტომობილის უზრუნველყოფით, რომელიც, მართვის უფლებით, თქვენს საკუთრებაში დარჩება. შესაბამისად, ამ შეთანხმებაში უპირატესობას თქვენ ფლობთ, რადგან სესხის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, ავტომობილი გაფორმებული რჩება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სახელზე.
ამრიგად, ავტო სესხის მომენტალურად აღება - ეს ევროკრედიტის უპირატესი შეთავაზებაა ბაზარზე, რაც სესხის ბარიერების გარეშე დამტკიცებას მოიაზრებს. Როცა ამას ვამბობთ, იმასაც ვგულისხმობთ, რომ ჩვენთან ავტოსესხის აღება ონლაინ შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად. დიახ, ეს თქვენი კომფორტული შესაძლებლობაა არ გადაუხვიოთ დისტანციურად დაგეგმილ დღის წესრიგს და სესხის აღება ონლაინ მოახერხოთ.
ინოვაციური პროდუქტი - ავტო სესხი დისტანციურად - ჩვენ “ვოლიფეისთან” თანამშრომლობით დავნერგეთ და ამ დრომდე, აქტიურად ვთავაზობთ სერვისს ევროკრედიტის მომხმარებლებს და დაინტერესებულ ადამიანებს. შესაბამისად, თუ სესხის ასაღებად ფილიალებში მისვლა თქვენთვის გამოწვევას წარმოადგენს, განმეორებითი ავტო სესხი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ.
ამასთან, ჩვენთან ონლაინ რეჟიმშივე შეგიძლიათ სესხის რეფინანსირება, რაც დაგვერწმუნეთ, რომ ბაზარზე მხოლოდ ევროკრედიტის შეთავაზებაა და ამ ნაწილში კონკურენტი არ გვყავს. ეს ნიშნავს, რომ თუ სესხის რეფინანსირება და მისი ახალ, თქვენთვის სასურველ ავტომობილზე გადაფორმება მოგესურვებათ, პროცესის წარმართვა ონლაინ შეგიძლიათ.
ევროკრედიტში ავტო სესხი 12-დან 72 თვემდე ვადით გაიცემა. თანხის მოცულობა განისაზღვრება 1 500 ლარიდან 50 000 ლარამდე, რაც, როგორც წესი, საკმარისი ლიმიტია სასურველი მოდელის და წლოვანების ავტომობილის შესაძენად. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ავტო სესხის ლიმიტი ევროკრედიტში თავისუფლად ერგება სხვადასხვა მომხმარებლის მოთხოვნებს.
ავტო სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ევროკრედიტში 0.1%-დან 3.5%-მდეა, წლიური ეფექტური განაკვეთით 50%-მდე. საგირავნოდ მივიღებთ 2 000 წლიდან გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთა ღირებულება 4 700 ლარს აღემატება.
ბიზნეს სესხისა და ავტო სესხის გადახდის გრაფიკი
ევროკრედიტში ნებისმიერი სესხის გადახდის გრაფიკი მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულია და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დგინდება. ბიზნეს სესხის შემთხვევაში, ჩვენთან შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, თანაც სესხის სრული ვადის პერიოდზე, ეს კი განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის/ბიზნესებისთვის, რომელთა შემოსავალს შესაძლოა სეზონურობა ახასიათებდეს. ამას გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობთ, რადგან თითქმის სამი წლის განმავლობაში, ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხი არაერთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, კრიზისულ სიტუაციაში, მთავარი გამოსავალი აღმოჩნდა.
ბაზარზე ჩვენი უპირატესობები ცალსახად გამოვკვეთეთ ავტო სესხის სერვისის მიმართულებითაც. ამ შემთხვევაშიც დავნერგეთ მხოლოდ თქვენზე მორგებული პირობები, რაც პირველ ყოვლისა, ინდივიდუალურ გრაფიკს და რეფინანსირების შეთავაზებას გულისხმობს. ამ შემთხვევაშიც ჩვენი უპირატესობა საშეღავათო პერიოდია, რომელიც 6 თვემდე გრძელდება.
თქვენი ოპტიმალური არჩევანი - ონლაინ სწრაფი სესხი ყველასთვის
Საქმე იმაშია, რომ დროსთან ერთად, თანამედროვე მსოფლიო ახალ და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, რომელსაც ადამიანები საკმაოდ სწრაფად უწყობენ ფეხს. დღითიდღე იზრდება მოთხოვნები, ამიტომ საჭიროა ხარისხის გაუმჯობესება და სწორი მიდგომა. ევროკრედიტში გვჯერა, რომ განვითარებადი და ნოვატორი კომპანიების პრიორიტეტი მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებები უნდა იყოს, რომელსაც ჩვენი სერვისი და პროდუქტები მაქსიმალურად უნდა მოერგოს.
თქვენ არ გჭირდებათ ლოდინი, როდის შეაგროვებთ სასურველ თანხას ან იქნებით თუ არა შესაფერისი კანდიდატი, რომელსაც სწრაფი ონლაინ სესხი უნდა დაუმტკიცდეს. გახსოვდეთ, რომ დრო ძალიან ჩქარა გადის და თქვენ კომფორტი აქ და ახლა გჭირდებათ. გაქვთ მხოლოდ ერთი ამოცანა, უნდა მოძებნოთ სწორი კრედიტორი კომპანია და მას შემდეგ რაც არჩევანს ევროკრედიტზე შეაჩერებთ, ჩვენი გუნდი მყისიერად უზრუნველყოფს, რომ სასურველი თანხა უმოკლეს დროში, ბარიერების გარეშე მიიღოთ.
იმ შემთხვევაში თუ დისტანციური სერვისები არ გხიბლავთ და საქმიანი გადაწყვეტილების მიღების დროს, პირისპირ კონსულტაცია გირჩევნიათ, მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში მდებარეობს. Ჩვენ ყველგან დაგხვდებით!