რა არის მიკროსაფინანსო სესხი და როგორ უნდა ავიღოთ ის ყველაზე სწრაფად
ევროკრედიტი - სესხი ბარიერების გარეშე
როდესაც ფინანსურ ვალდებულებებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა, წარმოუდგენლადაც კი მოგეჩვენოთ წინადადება- ყველასთვის ხელმისაწვდომი სესხი და დაეჭვდეთ, ვინ შეიძლება სთავაზობდეს სასურველ თანხას ყველას, მიუხედავად მათი განსხვავებული საკრედიტო ისტორიის და ფინანსური შესაძლებლობებისა. ამ შეთავაზებას ტრადიციული ბანკებისგან განსხვავებით, აუცილებლად იპოვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. თქვენი გადასაწყვეტი იქნება მხოლოდ, შეარჩიოთ მათ შორის საუკეთესო- ევროკრედიტი საქართველოს ბაზარზე სწორედ ასე პოზიციონირებს.
რა არის მიკროსაფინანსო სესხი
ვიდრე ჩვენი პროდუქტების შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით, მოკლედ განვმარტოთ რას ნიშნავს მიკროსაფინანსო სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ შეიძლება სესხის აღება ყველაზე სწრაფად.
მიკროსაფინანსო სესხი ყველასთვის ხელმისაწვდომი სესხია, რომლის მიღება ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეგიძლიათ. მიკროსაფინანსო სესხი, იგივე მიკროკრედიტი წარმოადგენს საბანკო სერვისის ტიპს, რომელიც შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ან ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი. ეს ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო სესხი კრედიტია, რომლითაც სასურველი თანხის მიღების შანსი აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სხვა შემთხვევაში, მაგალითად ტრადიციული ბანკების სერვისით სარგებლობისას, ფინანსურ სერვისებზე წვდომა შესაძლოა შეზღუდული ჰქონდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო, კრედიტორი კომპანიები ყველაზე ხშირად გასცემენ სესხებს, სესხის ლიმიტი საკმაოდ მაღალია და ევროკრედიტის შემთხვევაში, ავტო სესხით სარგებლობისას 1 500 ლარიდან 50 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო ბიზნეს სესხის აღება თუ გსურთ, გეტყვით იმასაც, რომ მეორე წელი დაიწყო, რაც ევროკრედიტში ბიზნეს სესხზე 10 000 ლარამდე თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფა არ დაგჭირდებათ.
მიკროსაფინანსო სესხი - ცოტა რამ ისტორიიდან
ცოტა რამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ისტორიასა და საერთაშორისო გამოცდილებაზეც. მსოფლიოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საფინანსო სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, ისინი შედარებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობას უწევენ მომსახურებას, რომელთაც საბანკო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკებთან შედარებით, გასცემენ მცირე მოცულობის სესხებს და სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც “მიკრო”. დღესდღეობით, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან დაახლოებით 160 მილიონი ადამიანი იყენებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოშიც, რაზეც მათი რაოდენობის მზარდი ტენდენცია მეტყველებს. კონკურენცია ევროკრედიტში სერვისის გაუმჯობესების მოტივაციას გვაძლევს და ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდაზე მუშაობას არ ვწყვეტთ.
დღევანდელი ბაზარი მკვეთრად განსხვავდება იმ წლებისგან, როცა საქართველოში მხოლოდ ერთეული ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, სადაც შეგეძლო მოგეთხოვა მიკროსაფინანსო სესხი, ასეთი დრო 90-იანი წლები იყო. 1999 წლისთვის საქართველოში მხოლოდ ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, ხოლო 2006 წლიდან, ამ ორგანიზაციების რიცხვი, წლიდან წლამდე, იზრდებოდა. 2007-2014 წლებში რაოდენობა ყოველწლიურად, საშუალოდ, 74%-ით მატულობდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, დაახლოებით 74% თბილისშია რეგისტრირებული, თუმცა, რაოდენობის ზრდასთან ერთად, იმატებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალების რაოდენობა. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც, ევროკრედიტის ფილიალები შეგხვდებათ საქართველოს დიდ ქალაქებში და რა თქმა უნდა, დედაქალაქში. ჩვენი სერვისცენტრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავთ ევროკრედიტის ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ სწრაფი ტემპით იზრდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების რიცხვიც. საფინანსო სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორს ქვეყანაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი საფინანსო სექტორის პოპულარული და სწრფად მზარდი ქვესექტორია.
მიკროსაფინანსო სესხი- ბიზნეს სესხი ევროკრედიტისგან
თუ ბიზნეს იდეა გაქვთ ან ბიზნესის სტაბილურობისთვის კონკრეტული თანხა გჭირდებათ, რა თქმა უნდა, ბიზნეს სესხის შეთავაზების მოძიებას იწყებთ. ბაზარი მრავალფეროვანია და მირკოსაფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, შეხვდებით ტრადიციული ბანკების სერვისსაც, თუმცა თუ პირობებს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ თქვენზე მორგებული პირობებით სწრაფი სესხი, მხოლოდ ევროკრედიტშია ხელმისაწვდომი. ჩვენ გვჯერა, რომ მიკროსაფინანსო სესხი, როგორც პროდუქტი კომფორტული და მომხმარებელზე ორიენტირებულია, ხოლო თავის მხრივ მოხმარებელი, წარმატებული ბიზნესი, ქმნის სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს ვაჭრობას და აუმჯობესებს საერთო ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში.
ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის, ჩვენ ყველაზე სწრაფი და კომფორტული სერვისი შევიმუშავეთ. ევროკრედიტში ბიზნეს სესხი უმოკლეს ვადაში გაიცემა, განაცხადის გაკეთება კი მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია ჩვენს ვებგვერდზე, დისტანციურად, სახლიდან გასვლის გარეშე. მინიმუმამდეა დაყვანილი იმ ფაილებისა და დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც სესხის მისაღებად არის საჭირო. ბიზნეს სესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით არის შესაძლებელი და არც მიზნობრიობას ვამოწმებთ.
ბიზნესზე მორგებულია გადახდის გრაფიკიც, რომლის შედგენა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ხდება და ასევე, მსესხებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობაც, სესხის სრული ვადის პერიოდზე.
მიკროსაფინანსო სესხის აღება სააპლიკაციო ფორმის შევსებით, ჩვენს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
ავტოსესხი
მიკროსაფინანსო სესხი შეიძლება იყოს ავტო სესხი. ავტო სეხი ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენის შესაძლებლობას გულისხმობს. ამ ტიპის სესხით სარგებლობისას მიკროსაფინანსოებმა, შესაძლოა, თავად შემოგთავაზონ პარტნიორი ორგანიზაციები, სადაც ავტომობილის შეძენას შეძლებთ, თუმცა, ავტოსესხის აღება მაშინაც შეიძლება, როცა სასურველ ავტომობილს თქვენივე წყაროებითა და რესურსებით მოიძიებთ.
ევროკრედიტის ავტო სესხი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ამაში კი იმ პირობებით დარწმუნდებით, რომელსაც ახლა მოგიყვებიათ. ავტო სესხის აღება რომ შეძლოთ, ჩვენთან, საკმარისია იყოთ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქე, არ გთხოვთ უნაკლო საკრედიტო ისტორიას და არც შემოსავლების დადასტურებას. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ, ან თვითდასაქმებული ხართ და შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, მაინც გაქვთ შანსი, სასურველი ავტომობილის შესაძენად.
როგორ ავიღოთ ევროკრედიტის ავტო სესხი?
ხომ გახსოვთ, ჩვენი სერვისის მთავარი აქცენტი, ავტო სესხი ბარიერების გარეშეა, ხოდა ცოტა რამ “ვოლიფეის” აპლიკაციაზეც უნდა გითხრათ. აპლიკაცია, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის კომფორტთან და ნაკლები დროის დანახარჯთან არის დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ავტო სესხის აღება დისტანციურად, ვოლიფეის აპლიკაციით შეგიძლიათ.
შესაბამისად, თუ დატვირთული დღის წესრიგის და ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, სესხის ასაღებად ფილიალებში მისვლა თქვენთვის გამოწვევას წარმოადგენს, ევროკრედიტის ავტო სესხი, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ.
ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სასესხო ვალდებულება არ გამორიცხავს, ცვლილებების და სიახლეების სურვილს. მაგალითად, თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მისი შეცვლა მოგინდებათ, მარტივად და უპრობლემოდ, შეგეძლებათ სესხის რეფინანსირება და მისი ახალ ავტომობილზე გადაფორმება.
სწრაფი ონლაინ სესხი - თქვენი სარგებელი
თუ მაინც ფიქრობთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ონლაინ სერვისით სარგებლობას ტრადიციული სერვისი გირჩევნიათ, აქვე რამდენიმე განსხვავებაზე გავამახვილებთ თქვენ ყურადღებას. ის, რომ სესხის დისტანციურად აღება დაკავშირებული არ არის პირდაპირ კომუნიკაციასთან და არ გჭირდებათ კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლებთან პირისპირ კონტაქტი. სწრაფი ონლაინ სესხი რომ მიიღოთ, შეხება გექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ კრედიტორთან, რომელსაც შეგიძლიათ კითხვების შემთხვევაში მიმართოთ და ფუჭად დროის დახარჯვის გარეშე, მისგან მიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
ონლაინ სესხის უპირატესობაა მოქნილი და სწრაფი აპლიკაციები, რაც თქვენ განაცხადის მარტივად შევსებაში გეხმარებათ, ხოლო ჩვენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, განხილვის პროცესს გვიმარტივებს. ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თუ თქვენი არჩევანი გახდება მიკროსაფინანსო სესხი კრედიტორებთან, ერთ ან ორ სასესხო პროდუქტს იპოვით, რომლებშიც კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი. ამ მოთხოვნებს შეიძლება უბრალოდ ვერ აკმაყოფილებდეთ, საკრედიტო ისტორიისა თუ სხვა ფაქტორების გათვალსიწინებით. ამიტომ, თქვენი ამოცანაა, იპოვოთ საუკეთესო კრედიტორ კომპანიებს შორის. საუკეთესო შეფასებას კი დაგვეთანხმებით, ის სერვისი განაპირობებს რომელიც ზევით შემოგთავაზეთ - მოქნილ, სწრაფი და კომფორტული ონლაინ სესხი.