ავტო სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე
უახლოეს მომავალში, საქართველოში ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ქვეყანაში, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ვარაუდია, რომ 2024 წლიდან, რეგულაციის ამოქმედება ავტომობილებზე საშუალო ფასის ზრდას გამოიწვევს.
Ცალკე საკითხებია, შეცვლის თუ არა რეგულაცია ბაზარზე როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მოლოდინებს, რა ეკონომიკურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, თუმცა ფაქტია, რომ ინდივიდუალური საჭიროებები უცვლელი რჩება და მიზნის ასრულებისთვის, გეგმების დღის წესრიგი არ უნდა შევცვალოთ.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს თანამედროვე ადამიანის გეგმები, თუ არა ავტომობილის შეძენას ან მის ახლით ჩანაცვლებას? Ამ მიზნის მისაღწევად, როგორც წესი, შედარებით მეტი ფინანსური ძალისხმევის გაწევა გვიწევს, რადგან ძვირადღირებული ნივთების შეძენა, დანაზოგითაც კი, მარტივი არ არის. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია ევროკრედიტის ავტოსესხი. კომპანია მზად არის, მაქსიმალური მხარდაჭერა გაგიწიოთ, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ პირობებს, მთავარი კონცეფციით - ავტოსესხი ბარიერების გარეშე!
ავტოსესხის მარტივად და სწრაფად მიღების საუკეთესო შანსი
მას შემდეგ, რაც თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს განსაზღვრავთ და
ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელ დღის წესრიგსაც გაითვალისწინებთ, მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ კრედიტორი კომპანია, რომელიც საქმეში, თქვენი კომპანიონი და სტაბილურობის გარანტი იქნება. პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ევროკრედიტში სასურველი თანხის მიღება მარტივად, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეგიძლიათ. კომპანიაში ავტოსესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მანქანის ფლობის შესაძლებლობა ეძლევათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ამისთვის თანხა არ ჰყოფნით. ამასთან, ევროკრედიტმა პირველმა დანერგა სერვისი ონლაინ ავტოსესხი, რომელიც შანსს გაძლევთ სასურველი თანხა დისტანციურად, ოფისიდან, სახლიდან, აგარაკიდან გაუსვლელად მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით მოითხოვოთ.
ევროკრედიტში შეგიძლიათ, ასევე, ავტოსესხის რეფინანსირება, რაც გულისხმობს, რომ თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მისი შეცვლა მოგინდებათ, მარტივად მოგიხერხდებათ სესხის რეფინანსირება და მისი ახალ ავტომობილზე გადაფორმება. ევროკრედიტის ავტოსესხის განმეორებით აღებას ან სასესხო ლიმიტის გაზრდას დისტანციურად “ვოლიფეის” მობილური აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ.
ვოლიფეის ბარათის აღება, ევროკრედიტის სერვისცენტრებშია შესაძლებელი და “ვოლიფეის” მომხმარებლებისთვის ავტოსესხზე განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. Მსგავსი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა სრულად კომპანიის ოპერაციულ ჯაჭვშიც დაიწყო, რამაც სერვისის თქვენთვის მიწოდება ყველაზე უფრო სწრაფი და მარტივი გახადა.
Ყველაზე მარტივი პირობები - ავტოსესხი ევროკრედიტში
Ევროკრედიტში ავტოსესხის აღება ყველზე გამარტივებული პირობებით არის შესაძლებელი. Სესხის მიღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეგიძლიათ, შესაბამისად არ გჭირდებათ იღელვოთ წარსულში არსებულ სხვა ფინანსურ დავალიანებებსა და ვალდებულებებზე, რადგან კომპანია ორიენტირს მომავალზე აკეთებს. Მოკლე და გრძელვადიანი სესხები ევროკრედიტში შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა, რაც ალბათ, ვთანხმდებით, რომ იდეალური პირობაა, თუ შემოსავალი ბანკში არ გიფიქსირდებათ.
Რაც მთავარია, სესხის სრული ვადის პერიოდში, ავტომოილი რჩება მხოლოდ და მხოლდო თქვენს საკუთრებაში და ეს კარგი შეთავაზებაა, მაგალითად ავტოლიზინგთან შედარებით. ავტოსესხის შემთხვევაში, მანქანა თქვენს სახელზეა და არცერთ ვარიანტში, არ გეზღუდებათ მისი მართვის უფლება. ეს ნიშნავს, რომ სესხის გადახდის მთელი ვადის პერიოდში, ზუსტად ისე სარგებლობთ ამ ავტომობილით, როგორც ეს სესხის გარეშე ყიდვის დროს იქნებოდა.
თქვენზე მორგებული პირობაა ისიც, რომ ავტოსესხის შეთავაზებით სარგებლობისას, ავტოსესხზე განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ მანქანა ჯერ კიდევ განუბაჟებელია. ამ კონკურენტული პირობით ევროკრედიტი ბაზარზე უპირატესობას ფლობს.
ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, კომპანიამ ზედმიწევნით გამოკვეთა ბაზარზე უპირატესობები და დანერგა მომხმარებელზე მორგებული სერვისი, რაც პირველ ყოვლისა, თითოეულ თქვენგანზე მორგებულ ინდივიდუალურ გრაფიკს და რეფინანსირების შეთავაზებას გულისხმობს. მნიშვნელოვანი უპირატესობაა, ასევე, საშეღავათო პერიოდი 6 თვემდე ვადით.
Ვის შეუძლია ევროკრედიტის ავტოსესხის აღება?
ევროკრედიტი პოტენციურ მომხმარებლებს ასაკის გამო არ ზღუდავს. ავტო სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის 21-დან 75 წლამდე. Სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა, რაც კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, ნიშნავს, რომ თუ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ ან თვითდასაქმებული ხართ და შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, მაინც გაქვთ შანსი სასურველი ავტომობილი შეიძინოთ.
Რაც შეეხეება საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც სასურველი თანხის უმოკლეს ვადაში მისაღებად დაგჭირდებათ, ესენია: პასპორტი ან პირადობა და ავტომობილის ტექ.პასპორტი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფ და მარტივ სერვისს მაქსიმალური ხელმისაწვდომობა უზრუნველჰყოფს, რომელსაც, მართალია, კომპანია ონლაინ სერვისით ამყარებს, თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ევროკრედიტის ხელმისაწვდომობა, ევროკრედიტი 11 ფილიალით, საქართველოს მასშტაბით, 5 დიდ ქალაქში შეგხვდებათ.
ამასთან, კომპანია მუდმივად მუშაობს ქსელის გაფართოებაზე. ფილიალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ევროკრედიტის ვებ-გვერდზე (www.eurocredit.ge).
Ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების გავლისა და დაკმაყოფილების შემდეგ, ევროკრედიტის გუნდი თქვენს განაცხადს მყისიერად განიხილავს და პასუხს უმოკლეს დროში დაგიბრუნებთ. ევროკრედიტში პირველად სესხის მიღებისას აუცილებელია, რომ ერთხელ ეწვიოთ ფილიალს, რათა კომპანიის გუნდმა ავტომობილი დაათვალიეროს, მანქანა შეფასდეს სწორად, ადეკვატურად და დასრულდეს მისი ვერიფიკაციის პროცესი. პირველი სესხის მიღების შემდეგ კი განმეორებით თანხის მოთხოვნა, დამატება, განახლება და აღდგენა, რაზეც ასევე, ზევით ვისაუბრეთ, უკვე სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეგეძლებათ.
მოქნილი ინფორმაცია არჩევანის სისწორეში დასარწმუნებლად
ევროკრედიტში სასურველი ავტომობილის შესაძენად გასაცემი თანხის მოცულობა 1 500-დან 50 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც დაგვეთანხმებით, სრულად რელევანტური თანხაა, იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელმა რეგულაციებმა, თქვენი დღის წესრიგი არ შეცვალოს.
საპრინცენტო განაკვეთიც მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამ შემთხვევაში, თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი გაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოთ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ასეთ შემთხვევაში, პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ნებისმიერ თანხაზე არ გადაიხდით პროცენტს და მხოლოდ ძირ თანხას დაფარავთ.
ევროკრედიტში ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სესხის პირობების შესახებ. კომპანიის საკრედიტო ოფიცრები მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია სესხის მართვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
დამატებითი ბიუროკრატიის, სირთულეების და შეზღუდვების გარეშე, ევროკრედიტი არის ადგილი, სადაც სესხს მიიღებთ „ბარიერების გარეშე“.