შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

ოქტომბერი 25, 2023

აიღე სწრაფი სესხი შემოსავლის დადასტურების გარეშე, ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით

აიღე სწრაფი სესხი შემოსავლის დადასტურების გარეშე, ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით

        • ევროკრედიტი- შანსი განსხვავებული ფინანსების მქონე ადამიანებისთვის
        • მუდმივად განახლეადი და ხელმისაწვდომი საკრედიტო პროდუქტები

          • ბიზნეს სესხი -  ონლაინ პროდუქტი ევროკრედიტისგან

            • ევროკრედიტის ავტო სესხი 

              • სესხის რეფინანსირება  ევროკრედიტში

                • ევროკრედიტის გუნდის რეკომენდაციები


                 

                ევროკრედიტი- შანსი განსხვავებული ფინანსების მქონე ადამიანებისთვის

                 მსოფლიოში რამდენი ადამიანიც ცხოვრობს, იმდენი მიზანი არსებობს,  რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს ახალი ბიზნესაქმიანობის წამოწყებას ან არსებული ბიზნესის განვითარებას, თქვენი მიზნები შესაძლოა მოიაზრებდეს რაიმე ძვირადღირებული ნივთის, მაგალითად ავტომობილის შეძენას ან სხვადასხვა სურვილის დაკმაყოფილებას, რაც, როგორც წესი, კომფორტულ ცხოვრებასა და უკეთესი მომავლის მოწყობასთან ასოცირდება. რადგან ადამიანების ფინანსური შესაძლებლობები განსხვავდება, ყველას არ აქვს შანსი, დაიფინანსოს საკუთარი მიზნები, ასეთი დროს კი საუკეთესო გამოსავალი არის სწრაფი სესხის აღება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს - სესხი საუკეთესო პირობებით.  აი, როცა საქმე საუკეთესო პირობებზე მიდგება, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სესხის აღება მარტივად და სწრაფად, შემოსავლების დადასტურების გარეშე და ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით ჩვენთან, კომპანია “ევროკრედიტში” შეგიძლიათ.  ევროკრედიტს ორი კომფორტული და კარგად გამოცდილი პროდუქტი აქვს - ჩვენთან შეგიძლიათ აიღოთ ბიზნეს სესხი, ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით და შემოსავლის დადასტურების გარეშე და სწრაფი ავტო სესხი.



                მუდმივად განახლებადი და ხელმისაწვდომი საკრედიტო პროდუქტები ევროკრედიტისგან


                 მას შემდეგ, რაც საკუთარ სურვილებს ზედმიწევნით განსაზღვრავთ, შესაძლებლობებს შეაფასებთ და სესხის აღებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია არჩევანი გონივრულად გააკეთოთ, ანუ მონახოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები.  გაინტერესებთ Რატომ არის ევროკრედიტის სწრაფი სესხი საუკეთესო შეთავაზება? ამაში ძალიან ადვილად დაგარწმუნებთ, რადგან, მიმდინარე წლიდან, მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტისა და მათი თავისუფლებისთვის, ევროკრედიტის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და ბაზარზე განახლებული ბიზნეს სესხით და მომხმარებელზე კიდევ უფრო მორგებული პირობებით დაბრუნდა. საქმე იმაშია, რომ 2023 წლიდან, ევროკრედიტში 10 000 ლარამდე თანხის სესხება ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე შეგიძლიათ. 


                ჩვენ არ ვითხოვთ რაიმეს დამტკიცებას და თავს ვარიდებთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რადგან უპირველესყოვლისა, გვჯერა, რომ სესხის გამცემსა და მსესხებელს შორის, წარმატებული თანამშრომლობის მყარი გარანტი მხოლოდ მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მოსმენაა, ამიტომ 10 000 ლარიანი სესხის შემთხვევაში მიზნობრიობას არ ვამოწმებთ. 


                მიზნობრიობა მოწმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს 10 000 ლარზე მეტი თანხის მიღება სურს. მუშაობის პრინციპი მარტივად და სწრაფად, რა თქმა უნდა, ამ ნაწილშიც შენარჩუნებული გვაქვს, მაგრამ 10 000 ლარზე მეტი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, სესხის უზრუნველყოფა ნამდვილად დაგჭირდებათ. 


                ბიზნეს სესხი -  ონლაინ პროდუქტი ევროკრედიტისგან


                თუ ბიზნეს სესხის აღება შემოსავლების დადასტურების გარეშე, თქვენთვის კომფორტული შეთავაზებაა ან სულაც სწრაფი სესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით მომხიბვლელად გეჩვენებათ, ევროკრედიტზე არჩევანის გაკეთების სისწორეში ის  კომპანიები დაგარწმუნებენ რომლებიც წლებია ჩვენთან თანამშრომლობენ და ამ დრომდე, მოგვიაზრებენ საიმედო პარტნიორებად, თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად, ან ახალი იდეის მხარდასაჭერად. 


                ჩვენ შესაძლოა დაუსრულებლად ვისაუბროთ იმ პროდუქტების უპირატესობებზე, რომლებიც თანამედროვე ადამიანის კომფორტისთვის შევქმენით, თუმცა მეტი რამ აუცილებლად უნდა გითხრათ ონლაინ სერვისზე. ევროკრედიტში ყოველთვის ვიცოდით, რომ მხოლოდ შეთავაზება, სწრაფი და მარტივი სერვისის გარეშე, მომხმარებლების სრულ კმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ მაქსიმალურად გამოვიყენეთ ტექნოლოგიური რესურსები და დავნერგეთ დისტანციური მომსახურება. დღეს ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხი  არის ყველაზე მარტივი სესხი ბაზარზე და ბიზნეს სესხის ონლაინ აღება ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ უმოკლეს დროში, სასურველ თანხაზე განაცხადის მარტივად შევსებით ჩვენს ვებგვერდზე www.eurocredit.ge.  საიტზე მარტივი ენით არის ახსნილი, თუ როგორ შეგიძლიათ სესხის აღება უსწრაფესად. ვებგვერდზევე, დისტანციურად შეძლებთ მიიღოთ ყველანაირი ინფორმაცია, მაგალითად ერთი ამოკითხვით გაარკვიოთ, რომელია ის მარტივად მოსაძიებელი დოკუმენტები, რომლებიც ევროკრედიტში სესხზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში დაგჭირდებათ.  კატეგორიაში ბიზნეს სესხი”, სულ რამდენიმე მარტივი ველის შევსებით შეძლებთ სესხის მოთხოვნაზე განაცხადის დაფიქსირებას. განაცხადის დაფიქსირების წუთიდან, ჩვენი გუნდი მყისიერად იწყებს მუშაობას, რათა სესხის სწრაფად და მარტივად აღება შეძლოთ.


                პროცესი ასე მიმდინარეობს: სესხზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, ჩვენი წარმომადგენელი უახლოეს საათებში დაგიკავშირდებათ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ როგორია ევროკრედიტის ბიზნეს სესხის პირობები და რატომ არის ის სესხი საუკეთესო პირობებით. Ამასთან, თუ ვებგვერდზე ინფორმაციის მოძიება თქვენთვის კომფორტული არ არის, შეგიძლიათ ნებისმიერ კითხვა დაუსვათ ჩვენი გუნდის წევრებს და პასუხებს დაუყონებლივ მიიღებთ მითითებულ ნომერზე (032) 2 90 4000 დარეკვით.


                აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ევროკრედიტის ბიზნეს სესხის უპირატესობაა, რომ სარგებლობთ თქვენს ბიზნესზე მორგებული პირობებით, რაც თქვენს კომპანიასა და შემოსავლების სტრუქტურაზე მორგებულ დაფარვის გრაფიკს გულისხმობს. გადახდის გრაფიკს მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით, ევროკრედიტის გუნდი პერსონალიზებულად ადგენს. მსესხებლის სურვილზეა დამოკიდებული, ასევე, ისარგებლებს თუ არა საშეღავათო პირობებით, სესხის სრული ვადის პერიოდზე. ევროკრედიტის მიერ შემუშავებული გრაფიკი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომელთა შემოსავალს სეზონურობა ახასიათებს, რაც თავისთავად არის სტაბილურობის გარანტიც. სწორედ ამიტომ, ევროკრედიტი თქვენი სტაბილური მხარდამჭერი და ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. 


                ევროკრედიტის ავტო სესხი 


                ევროკრედიტის კიდევ ერთი პროდუქტია ავტოსესხი საუკეთესო პირობებით. არც ამ შემთხვევაში უნდა დაკარგოთ დრო და არ უნდა დაელოდოთ, როდის შეძლებთ თქვენი ფინანსური რესურსით ან დანაზოგით, სასურველი მანქანის შეძენას. ავტომობილი ძვირადღირებული ნივთია და მისი ყიდვის საკითხი შესაძლოა გარკვეულ მსჯელობას, განხილვას საჭიროებს. თუმცა, შესაძლებლობების საუკუნეში, როდესაც  კარგი სერვისი თქვენს სურვილებზე ზედმიწევნით მორგებას მოიაზრებს, შეუძლებელი არაფერია.  ამიტომ, ევროკრედიტის მარტივი ავტოსესხი შესაძლებლობას გაძლევთ ვალდებულება, სწორი კრედიტორის შერჩევით, თქვენზე მორგებულ პირობად აქციოთ.  


                ავტოსესხი ევროკრედიტში მარტივი კრიტეტიუმებით გაიცემა და ამისთვის მხოლოდ მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ: უნდა იყოთ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, არც ავტო სესხის შემთხვევაში გჭირდებათ უნაკლო საკრედიტო ისტორია. ამასთან, ევროკრედიტის ავტო სესხიც არის სესხი, შემოსავლის დადასტურების გარეშე, რაც მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. 


                თუ სერვისის ფიზიკურ სივრცეში მიღებას გადაწყვეტთ, არც ამ ნაწილში იქნებით შეზღუდულები, რადგან ევროკრედიტის ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში შეგხვდებათ და ჯამში 11 ფილიალით, მომხმარებლებს ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში ვემსახურებით. ფილიალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას მარტივად შეძლებთ ჩვენს  ვებგვერდზე eurocredit.ge  ვებგვერდიდანვე შეგიძლიათ მოითხოვოთ ავტოსესხი ონლაინ, ნაკლები დროის დანახარჯითა და სწრაფი სერვისის საშუალებით. 


                სესხის რეფინანსირება  ევროკრედიტში


                ევროკრედიტში ინოვაციური პროდუქტი - ავტოსესხი დისტანციურად- წლებია წარმატებით დავნერგეთ და წინგადადგმული ნაბიჯების შემდეგ, გადავწყვიტეთ მომხამრებლისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი, სრულფასოვანი პროდუქტი შეგვეთავაზებინა - სესხის რეფინანსირება  ევროკრედიტში სწორედ ასეთი სერვისია.


                ეს ნიშნავს, რომ თუ ევროკრედიტში ავტო სესხის აღება გადაწყვიტეთ, სასურველი ავტომობილი შეიძინეთ და დროის შემდეგ, მისი განახლება მოგინდათ,  მარტივად და უპრობლემოდ შეძლებთ სესხის რეფინანსირებას და მის ახალ მანქანაზე გადაფორმებას. 


                ევროკრედიტის გუნდის რეკომენდაციები 


                Ჩვენი გუნდის მისიაა ადამიანებისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომა რაც შეიძლება ადვილი გავხადოთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შევცვალოთ თამაშის წესები და თანამშრომლობა ურთიერთოაბზე დავაფუძნოთ. სწორედ ამიტომ, უნდა იცოდეთ, რომ სესხზე განაცხადის გაკეთებისას, ევროკრედიტში გარკვეული ლიმიტები არსებობს. სანამ  სესხი საუკეთესო პირობებით დაგიმტკიცდებათ, ჩვენ საკრედიტო რეიტინგსა და ავტომობილის ღირებულებას ვითვალისწინებთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გავცეთ ავტო სესხი, რომლის მოცულობა 1 500 -დან 50 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.  


                ევროკრედიტში ავტოსესხი 6-დან 72 თვემდე პერიოდით გაიცემა, საპროცენტო განაკვეთი კი ინდივიდუალურად დგინდება. მნიშვნელოვანი კომპონენტია საკრედიტო ქულა, რომელიც განსაზღვრავრს რამდენად არსებობს ვარაუდი, რომ კრედიტის დროულად დაფარვა შეძლოთ. სს გვაძლევს შესაძლებლობას შევაფასოთ თქვენი კრედიტუნარიანობა, რაც, დაგვეთანხმებით, საქმიანი მიდგომა და სამართლიანი თანამშრომლობის დასაწყისია.  დაგჭირდებათ, ასევე, სტაბილური შემოსავალი, თუმცა მას არ ვითხოვთ აუცილებლად საბანკო ანგარიშზე. საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე  ვითვალისწინებთ ავტომობილის ღირებულებასაც. 


                გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ჯერი მხოლოდ თქვენზეა. ჩვენ გთავაზობთ მუდმივ მზადყოფნას დახმარებისთვის, არ დავიშურებთ ექსპერტულ ცოდნას და ნებისმიერ დროს, დეტალურად მოგიყვებით იმ საკრედიტო პროდუქტების შესახებ, რომლებიც წარმატებით დავნერგეთ და მუდმივად ხელმისაწვდომია!


                თანხის მოთხოვნა