ეძებ ავტოსესხს ონლაინ? - ევროკრედიტი განმეორებითი სესხის დისტანციურად აღებას გთავაზობთ

ტრადიციული გზით ავტო სესხის აღება, როგორც წესი, დიდ დროსთანაა დაკავშირებული და საკმაოდ ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურას მოიცავს. საბედნიეროდ, ონლაინ სესხების განვითარებასთან ერთად, პროცესი ბევრად უფრო გამარტივდა და მოსახერხებელი გახდა. ავტოსესხის ონლაინ მოთხოვნის და განმეორებითი სესხის აღების შემთხვევაში პროცესის სრულიად დისტანციურად მართვის შესაძლებლობა ევროკრედიტმა საქართველოს ბაზარზე პირველმა შესთავაზა მომხმარებელს.
ევროკრედიტი ავტო სესხს მომხმარებელბს 2011 წლიდან სთავაზობს. კომპანიის 11 სერვის ცენტრი საქართველოს 6 დიდ ქალაქშია განთავსებული, ესენია - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი და ზუგდიდი.
ავტოსესხი დისტანციურად
ვის შეუძლია ევროკრედიტის ავტოსესხით სარგებლობა?
რა სახის ავტომობილებზეა შესაძლებელი ევროკრედიტის ავტოსესხის გაფორმება?
როგორია სესხის აღების პროცედურა?
როგორ მივიღოთ ევროკრედიტის ავტოსესხი?
ევროკრედიტის
ავტოსესხის მოთხოვნა მარტივია და სულ რამდენიმე საფეხურისგან შედგება:
ესტუმრეთ ევროკრედიტის ვებ გვერდს ან ნებისმიერ ფილიალს. განმეორებითი სესხის დისტანციურად ასაღებად, საჭიროა მოითხოვოთ „ვოლიფეის“ ბარათი ევროკრედიტის ნებისმიერ ფილიალში და გადმოწეროთ მობილური აპლიკაცია. ვოლიფეი iOS-ისთვის ვოლიფეი Android-ისთვის.
შეავსეთ სესხის მოთხოვნის ონლაინ ფორმა
აპლიკაციის
შევსებისას დაგჭირდებათ პერსონალური მონაცემების შეყვანა, როგორიცაა სახელი და გვარი,
პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ავტომობილის მონაცემები - გამოშვების
წელი, ბრენდი და მოდელი.
საჭირო დოკუმენტები
გარდა
ზემოთაჩამოთვლილი მონაცემების შეყვანისა, თქვენ დაგჭირდებათ აპლიკაციას მიაბათ ისეთი
ფაილები, როგორიცაა პირადობის დამდასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექ. პასპორტი
(იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საკუთრებაში არსებული ავტომობილის უზრუნველყოფით დატვირთვა
გსურთ).
რა უპირატესობები აქვს ევროკრედიტში ავტოსესხის
აღებას?
რამდენიმე
უპირატესობა აქვს ევროკრედიტში სესხის აღებას, ესენია:
კომფორტი
ევროკრედიტში
ავტოსესხის აღება ძალიან სწრაფად და ბარიერების გარეშე არის შესაძლებელი. სესხის მოთხოვნა
მარტივად ონლაინ შეგიძლიათ და ამისთვის არ გჭირდებათ უამრავი საბუთის შეგროვება.
დრო
ევროკრედიტს მაქსიმალურად ავტომატიზებული აქვს საოპერაციო პროცესები, რაც სესხის დამტკიცების შესაძლებლობას უმოკლეს ვადაში იძლევა. ხშირ შემთვხევაში, სესხის განხილვა და დამტკიცება 30 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი.
არ არის საჭირო თანამონაწილეობა
ევროკრედიტი
არ ითხოვს სესხის თანამონაწილედ თქვენი ოჯახის წევრის, ან მეგობრის ჩაყენებას. სესხის
მიღება შეგიძლიათ მხოლოდ ავტომობილის უზრუნველყოფით
თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი
ევროკრედიტის
სესხის ოფიცერი დაგეხმარებათ შეადგინოთ თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი და პირობები.
საშეღავათო პირობები
ევროკრედიტის
ავტოსესხზე შეგიძლიათ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით 6 თვემდე ვადით.
საჩუქარი
ავტოსესხის
აღებისას, ევროკრედიტი საჩუქრად გამოგცემთ ავტოდაზღვევის ვაუჩერს, რომლის მოცულობა
200₾-მდეა განსაზღვრული
გარდა
ამისა, ევრორკედიტს ხშირად აქვს სხვადასხვა სახის შეთავაზებები ერთგული მომხმარებელებისთვის,
ამიტომ თვალი ადევნეთ კომპანიის სოციალური მედიის გვერდებს, სიახლეებისთვის.
შეჯამება
თუ
ავტოსესხი ძალიანს სწრაფად გჭირდებათ და არც დრო გაქვთ და არც სურვილი, რომ ბიუროკრატიული
საბუთების მოძიებით დაკავდეთ, ევროკრედიტის ავტო სესხი საუკეთესო გამოსავალია. განმეორებითი
სესხის აღების შემთხვევაში კი პროცესი კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი ხდება,
რადგან ამის შესაძლებლობა თქვენ დისტანციურად, თქვენი სამრტფონის გამოყენებით შეგიძლიათ.
ზუსტად
ამ კომფორტს და ხელმისაწვდომობას გულისხმობს ევროკრედიტი, როდესაც ამბობს რომ ჩვენთან
სესხის აღება ბარიერების გარეშე შეგძილიათ.
რა უპირატესობა აქვს ევროკრედიტში ავტოსესხის აღებას?
ევრორკედიტში ავტოსესხსს მიიღებთ რეალურად სწრაფად, არ გჭირდებათ შემოსავლების დადასტურება და განაცხადის შევსება შეგიძლიათ ნებისმეირი საკრედიტო ისტორიით. გარდა ამისა, ავტოსესხებზე ისარგებლებთ საშეღავათო პერიოდით 6 თვემდე ვადით და საჩუქრად მიიღებთ დაზღვევის 200₾-მდე ვაუჩერს.
რა არის საჭირო სესხის მისაღებად?
საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა და ავტომობილის ტექ. პასპორტი. ამავდროულად თქვენ, საკმარისია, იყოთ 21-75 წლის.
შესაძლებელია თუ არა ევროკრედიტის ავტოსესხის მიღება დისტანციურად?
დიახ, ევროკრედიტის ავტოსესხის მიღება შეგიძლიათ დისტანციურად, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ერთხელ მაინც გისარგებლიათ ევროკრედიტის ავტოსესხით. ამისთვის საჭიროა გქონდეთ „ვოლიფეის“ ანონიმური ბარათი და სმარტფონში გადმოწერილი მობილური აპლიკაცია.
შესაძლებელია თუ არა სასესხო ლიმიტის ფარგლებში სესხის დამატება დისტანციურად?
დიახ, თუ თქვენ სასესხო ლიმიტი სრულად არ გაქვთ ათვისებული და, ამავდროულად, სარგებლობთ „ვოლიფეის“ სერვისით, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატებითი თანხა დისტანციურად, მობილური აპლიკაციიდან.