“ევროკრედიტის” სწრაფი ავტო სესხი გაიცემა 12-დან 60 თვემდე ვადით. თანხის მოცულობა განისაზღვრება 1300- 50000 ლარის ფარგლებში, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით 0,1%-დან - 3,5%-მდე, წლიური ეფექტური განაკვეთით 50%-მდე. საგირავნოდ მიიღება 1999 წლიდან გამოშვებული ავტომობილები, რომელთა ღირებულებაც აღემატება 4700 ლარს.
მსესხებელი უნდა იყოს 21-დან 75 წლამდე ასაკის.
ავტომობილის შესაფასებლად საკმარისია მისი ფილიალში მოყვანა. ავტომობილის ღირებულების განსაზღვრა დათვალიერების შედეგად ხდება, გაცემული თანხის მოცულობა კი დამოკიდებულია ავტომობილის ლიკვიდურობაზე, ასაკზე, მდგომარეობასა და მოდელზე.
“ევროკრედიტის” სწრაფი ავტო სესხით სარგებლობა შეგიძლიათ ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, შემოსავლის დადასტურების გარეშე. მთავარია არ ფიქსირდებოდეთ მოვალეთა რეესტრში და არ გედოთ ყადაღა. დაფინანსება ინდივიდუალურად განიხილება და კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით ხდება. დეტალურ ინფორმაციას ჩვენი მომსახურების ოფიცერი ფილიალებში მოგაწვდით.
პორტირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი მსესხებლის სახელზეა და არა კომპანიის. პორტირებისთვის უნდა წარმოადგინოთ: საგარანტიო წერილი, ცნობა დავალიანების შესახებ, პირადობის მოწმობა, ავტომობილის ტექ. პასპორტი და ავტომობილი.
განუბაჟებელი ავტომობილის დაგირავება შესაძლებელია რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და გორის ფილიალებში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განბაჟება სავალდებულოა იმავე დღეს. დაფინანსება ინდივიდუალურად განიხილება და კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით ხდება. დეტალურ ინფორმაციას ჩვენი მომსახურების ოფიცერი ფილიალებში მოგაწვდით.
არა, თანხის მისაღებად თავდები საჭირო არ არის.