შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

წესები და პირობები

წესები და პირობები

Terms and Conditions

 

ვებ-გვერდის გამოყენება

აღნიშნული ვებ-გვერდის მოხმარება რეგულირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „მისო ევრო კრედიტი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404919102) მიერ შემუშავებული  წესებითა და პირობებით.


ქვემოჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

 

      • ,,ევროკრედიტი“ - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „მისო ევრო კრედიტი“;
      • ,,მომხმარებელი“ - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 20 წელი და არის საქართველოს მოქალაქე;
      • ,,ვებ-გვერდი“ - www. eurocredit.ge;
      • ,,ინფორმაცია“ - მომხმარებლისგან მიღებული პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია.


      წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას მომხმარებელსა და ევროკრედიტს შორის.

      აღნიშნული წესები და პირობები განკუთვნილია მომხმარებლებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსურ მომსახურების მიღებით და არეგულირებს მათ მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.

      ვებ-გვერდით სარგებლობა გულისხმობს, რომ მომხმარებელისათვის ცნობილია ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები და სრულად ეთანხმება მათ. 

      იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, უფლება აქვს დატოვოს აღნიშნული ვებ-გვერდი.

      მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაციის გარეშე მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია პროდუქტებისა და პირობების შესახებ. თუმცა, მომხმარებლის სასესხო განაცხადის განსახილველად, ევროკრედიტი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით ამუშავებს სასესხო განაცხადში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს და არეგისტრირებს მომხმარებლებს საკუთარ ბაზაში.

      ინტელექტუალური საკუთრება

      ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება ევროკრედიტის საავტორო უფლებები.

      ის ინფორმაცია და მასალა, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე, მათ შორის ევროკრედიტის სასაქონლო ნიშნ(ებ)ი, ლოგო წარმოადგენს ევროკრედიტის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს.

      ევროკრედიტის საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე.

      აკრძალულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის, როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ გამოქვეყნება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით მისი უკანონო გამოყენება.

      ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
      არცერთი ჩანაწერი წინამდებარე წესების და პირობების არ ა
      იჭებს მომხმარებელს უფლებას გამოიყენოს ევროკრედიტის ინტელექტუალური საკუთრება.

       

      ინფორმაციის დაცვა

      ევროკრედიტი უზრუნველყოფს მომხმარებლისაგან მისთვის მიწოდებულ ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

      მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნეს ევროკრედიტის მიერ.  

      აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს მომხმრებლისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევის, შეფასებისა და ანალიზისთვის.  

      ევროკრედიტი პერსონალურ ინფორმაციას ამუშავებს მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილია მისი საქმიანობის განსახორციელებლად.

      ევროკრედიტი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებას, რაც იცავს მას არასანქცირებული ხელყოფისგან და ამასთან ევროკრედიტი არ ახდეს აღნიშნული ინფორმაციის გაცემას მესამე პირებზე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

       

      პასუხისმგებლობის შეზღუდვა

      ევროკრედიტი არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე და დანაკარგზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შედეგი გამომდინარეობს ტექნიკური შეფერხებით, დეფექტით, ან სისტემის ნებისმიერი სახის გაუმართაობით.

      ევროკრედიტი იღებს ყველა შესაძლო ზომას, იმისათვის, რომ სერვისებზე წვდომა მომხმარებლებისათვის იყოს მუდმივად უწყვეტი და უსაფრთხო.

      ამასთან ევროკრედიტი არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ვებ-გვერდის სერვისებით, ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ვირუსებისგან დაცული. აღნიშნული რისკებისგან თავის დასაცავად თავად მომხმარებელია ვალდებული დანერგოს და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები.

       

      მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა

      წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

      ნებისმიერი უთანხმოება და დავა წყდება მოლაპარაკების გზით. ამასთან მორიგების მიზნებისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალება მედიცია.

      შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.


      დამატებითი ბმულები 

      მომხმარებელთა ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად ევროკრედიტი უფლებმოსილია ვებ-გვერდზე განათავსოს და მიუთითოს დამატებითი ბმულები.

      ვებ-გვერდზე განთავსებულმა დამატებითმა ბმულებმა მომხმარებლები შესაძლოა გადაამისამართონ სხვა ვებ-გვერდ(ებ)ზე. აღნიშნული ვებ-გვერდ(ებ)ი არ კონტროლდება ევროკრედიტის მიერ და ევროკრედიტი არ აგებს პასუხს განთავსებული ინფორმაციის შინაარსსა და სიზუსტეზე.

       

      ცვლილების განხორციელება 

      ევროკრედიტი უფლებამოსილია დრო და დრო შეიტანოს ცვლილებები და დამატებები წინამდებარე წესებსა და პირობებში.

      ევროკრედიტს უფლება აქვს მსგავსი ცვლილებები განახორციელოს ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

      წინამდებარე წესსა და პირობებში განხორციელებული ცვლილებების განთავსება მოხდება ვებ-გვერდზე.  მასთან ევროკრედიტი იტოვებს უფლებას მოახდინოს ვებგვერდის დიზაინის ცვლილბა.

      მომხმარებელი ვალდებულია რეგულარულად გაეცნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ წესებსა და პირობებს. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა და განთავსებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე. 

      საკონტაქტო ინფორმაცია 

      აღნიშნულ წესებსა და პირობებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით მისამართზე: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი N11, ან მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: info@eurocredit.ge.