შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

ოქტომბერი 25, 2023

კომფორტული ცხოვრებისთვის აქ და ახლა - ევროკრედიტის ავტო სესხი

კომფორტული ცხოვრებისთვის აქ და ახლა - ევროკრედიტის ავტო სესხი

მსოფლიში ავტომობილის გამოგონებიდან დღემდე, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მანქანისადმი ინტერესი უცვლელი დარჩა. მეტიც, ავტომობილის შეძენა თანამედროვე ადამიანის მთავარი საჭიროება და კომფორტული ცხოვრების შეუცვლელი კომპონენტია. იმ დროის ადამიანებისთვის, როცა ავტომობილი პირველად გამოიგონეს, რომ გვეთქვა, ბოლო სტატისტიკური მონაცემების (2023 წელი) მიხედვით, მაგალითად საქართველოში, ავტომობილების რაოდენობამ 1.563 მლნ ერთეული შეადგინაო, არავინ დაგვიჯერებდა. არც იმას ირწმუნებდნენ,  რომ საოცნებო და სასურველი ავტომობილის საჭესთან დასაჯდომად,  საკმარისი იქნებოდა ევროკდერიტთან დაკავშირება და სასურველი თანხის მარტივად მიღება, ანუ ონლაინ სესხის დამტკიცება.

დღეს XXI საუკუნეა, შენ თანამედროვე ადამიანი ხარ და შეიძლება  ყოველდღიურად მუშაობ, ძალისხმევას არ იშურებ იმისთვის, რომ შენი ცხოვრება უკეთესი გახადო, ამიტომ, უნდა გახსოვდეს, რომ კომფორტი არამხოლოდ გზის ბოლოს, არამედ ახლაც გჭირდება. ავტომობილთან ერთად ნებისმიერი საქმის მოგვარება უფრო მარტივია, პრიორიტეტული საჭიროების დაკმაყოფილება კი შენი მოტივაციის ამაღლების და ენერგიულობის მთავარი გარანტია. შეიძინე სასურველი ავტომობილი კომფორტული ცხოვრებისთვის აქ და ახლა - ჩვენი შეთავაზებაა ევროკრედიტის ავტო სესხი, ყველაზე მარტივი და სწრაფი სესხი საკრედიტო ბაზარზე.

ავტოსესხი ყველასთვის - რა უპირატესობა აქვს ბაზარზე ევროკრედიტს?

ევროკრედიტის ავტო  სესხი ავტომობილისთვის სასურველი თანხის შოვნის საუკეთესო ალტერნატივა და ემოციური თვალსაზრისით, მომხმარებლების მხარდამჭერი სერვისია. ჩვენი მოტივაციაა შევცვალოთ თამაშის წესები და პრიორიტეტად თქვენთვის კომფორტული სერვისი დავისახოთ, რომლის მიღებითაც უპირატესობებს თქვენ ფლობთ, თუ როგორ? ამასაც მოგიყვებით. 

ევროკრედიტის ავტო სესხის აღება რომ შეძლოთ, ყველაზე მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება დაგჭირდებათ. მარტივი და სწრაფი ავტო სესხი ჩვენთან გაიცემა 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქეებზე, რაც იდეალური შესაძლებლობაა ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ საკრედიტო ისტორია ან ვერ შეძლონ შემოსავლის დადასტურება. ევროკრედიტის ავტო სესხი საუკეთესო ვარიანტია,  არაიდეალური საკრედიტო ისტორიის მქონე შედარებით უფროსი თაობისთვისაც, რომლებსაც გარშემომყოფების გახარება სურთ,  ან სულაც თავიანთი კომფორტისთვის, ახალი ავტომობილის შეძენა ავტო სესხით გადაუწყვეტიათ.   

საკრედიტო ისტორია და შემოსავლების დადასტურება ევროკრედიტში არავის სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ თუ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ ან თვითდასამქმებული ხართ  და შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, მაინც გაქვთ შანსი, სასურველი ავტომობილი შეიძინოთ.  ამ გადაწყვეტილებით ევროკრედიტში თამაშის წესები წლების წინ შევცვალეთ და თანამედროვეობას ფეხი ავუწყვეთ,რადგან კარგად ვიცით, რომ XXI საუკუნის ადამიანს, შესაძლოა, რამდენიმე სამსახურიც კი ჰქონდეს, მათ შორის აუთსორს ან დისტანციური, თანაც მსოფლიოს ნებისმიერ წერილში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინტერესი არ არის თქვენი ფინანსების წყარო, ჩვენი ინტერესი მომხმარებელზე მორგებული პირობები და გადახდის ისეთი გრაფიკის ორგანიზებაა, რომ თქვენი ბიუჯეტის დაგეგმის კომფორტული ნაწილი გავხდეთ.  სანამ კომპანიონები გავხდებოდეთ, ცოტა რამ უნდა მოგიყვეთ, როგორ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას. 

როგორ ავიღოთ სწრაფი და მარტივი ავტოსესხი ევროკრედიტში?

იმისთვის, რომ საოცნებო და სასურველი ავტომობილის საჭესთან მყისიერად აღმოჩნდეთ, თქვენი კომპანიონი კრედიტორი, ევროკრედიტი სერვისზე მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სწრაფი და მარტივი ავტო სესხი ჩვენთან, თანხის მიღებას ბერიერების გარეშე გულისხმობს. ბიუროკრატია მინიმალურ დონემდე გვაქვს შემცირებული და პროდუქტზე ხელმისაწვდომობას უზურნველვყოფთ როგორც ონლაინ, ისე ფილიალების ფიზიკური ხელმისაწვდომობით.

 ევროკრედიტს საქართველოს მასშტაბით 11 ფილიალი აქვს, შეგხვდებით თბილისის სხვადასხვა რაიონში და საქართველოს 5 დიდი ქალაქში. მუდმივად ვმუშაობთ გეოგრაფიული არეალის  კიდევ უფრო გაფართოებაზე.  ამ დროისთვის, ევროკრედიტის ფილიალები თბილისში შეხვდებათ 6  ლოკაციაზე:  ცენტრალური ფილიალი მდებარეობს გიორგი სააკაძის ქუჩაზე, გვაქვს ფილიალები გლდანის, ვარკეთილის, დიდუბის, დიღმის და ისნის რაიონებში. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ევროკრედიტის ფილიალები წარმოდგენილია რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ფილიალების მისამართების და საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ევროკრედიტის ვებგვერდს. ვებგვერდიდანვე  https://eurocredit.ge/  შეგიძლიათ მოითხოვოთ ავტოსესხი ონლაინ, ნაკლები დროის დანახარჯითა და სწრაფი სერვისის საშუალებით.

როგორ ავიღოთ ავტო სესხი ონლაინ ევროკრედიტში?

ცხოვრების აჩქარებული ტემპის, ყოველდღიური საქმეების სიმრავლის და დროის უქონლობის გამო, როცა საქმე მიდგება იმაზე, როგორ ავიღოთ ავტო სესხი მარტივად, პირველ რიგში ინფორმაციის მოძიებას ვიწყებთ. თუ ჩვენთვის ონლაინ სერვისი კომფორტული აღმოჩნდება, ევროკრედიტში სესხის აღების მარტივი პროცედურა გვაქვს. ონლაინ სესხი ჩვენი პროდუქტების სიაში რამდენიმე წლის წინ გავაჩინეთ, “ვოლიფეისთან” თანამშრომლობით და დავნერგეთ ინოვაციური პროდუქტი  - ავტო სესხი დისტანციურად.   შესაბამისად, იმ მომხმარებლებს, რომლებისთვისაც ევროკრედიტის ფილიალებში მისვლა გამოწვევას წარმოადგენს, სახლიდან გაუსვლელად, თავისუფლად შეუძლიათ ონლაინ ავტო სესხის აღება. 

ევროკრედიტში ავტო სესხის აღება მარტივი სერვისია, რადგან ამის შეაძლებლობას ციფრული სამყარო და ინოვაციური მიდგომები გვაძლევს.  სესხის აღების პროცედურა ასეთია: ევროკრედიტის ოფიციალურ საიტზე კატეგორიებში მარტივად დაინახავთ წარწერას “ავტო სესხი”, რომელზე დაკლიკებისთანავე ვეგბგვერდი სესხის კალკულატორს და სესხის მოთხოვნის ღილაკს გიჩვენებთ. კალკულატორზე შეგიძლიათ მიუთითოთ სესხის თანხა, სასურველი ვადა  და დაუყონებლივ მიიღებთ მაქსიმალურ ინფორმაციას, ნომინალური პროცენტის, ეფექტური განაკვეთისა და ყოველთვიური გადასახადის ოდენობის შესახებ. ამის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი სესხის მოთხოვნაზე. 

 

პროცედურის დასრულებიდან მოკლე დროში, ევროკრედიტის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და იზრუნებს თქვენს სრულ ინფორმირებაზე, უპასუხებს ნებისმიერ შეკითხვას და უზრუნველყოფს უსწრაფეს მომსახურებას.  იმ შემთხვევაში თუ განაცხადის გაკეთებამდე გსურთ ჩვენი გუნდის წევრებთან გასაუბრება, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე (032) 2 904000

ევროკრედიტის ონლაინ ავტო სესხზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ რეფინანსირების შესაძლებლობაც. ავტოსესხის რეფინანსირება გულისხმობს, რომ  თქვენი სასესხო ვალდებულება სიახლეებს არ გამორიცხავს. კერძოდ, თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მისი შეცვლა მოგინდებათ, მარტივად  მოგიხერხდებათ სესხის რეფინანსირება  და მისი ახალ ავტომობილზე გადაფორმება.   განმეორებითი სესხის დისტანციურად აღების შესაძლებლობა, წლებია ჩვენი კომპანიონი მსხესხებლების კომფორტის საფუძველია, თანაც აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს  პროცესის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა შესთავაზა. 

ავტო სესხის პირობები ევროკრედიტში?

ევროკრედიტში ავტო სესხი 12-დან 60 თვემდე ვადით გაიცემა. თანხის მოცულობა განისაზღვრება 1300 ლარიდან 50000 ლარამდე, რაც როგორც წესი, საკმარისი ლიმიტია, სასურველი მოდელის და წლოვანების ავტომობილის შესაძენად, მოცულობა თავისუფლად ერგება სხვადსახვა მომხმარებლის მოთხოვნებს. ავტო სესხის  ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ევროკრედიტში  0.1%-დან 3.5%-მდეა, წლიური ეფექტური განაკვეთით 50%-მდე.  საგირავნოd მივიღებთ 1999 წლიდან გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთა ღირებულება 4700 ლარს აღემატება. 

შეჯამებისთვის, შეგახსენებთ, კარგი პირობები გულისხმობს იმასაც, რომ სესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეგიძლიათ, არ გჭირდებათ შემოსავლების დადასტურება, ავტომობილი კი თქვენ საკუთრებაში რჩება. სესხის მისაღებად დაგჭირდებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა, ავტომობილის ტექ.პასპორტი და აუცილებელია, ავტომობილს გავლილი ჰქონდეს ტექ. დათვალიერება.

რას ვაქცევთ ყურადღებას სესხის დამტკიცების დროს?


განაცხადის განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია სესხის ლიმიტის ფაქტორი. ევროკრედიტის ავტოსესხის შემთხვევაში ლიმიტი თქვენს გადახდისუნარიანობაზეა დამოკიდებული, ვითვალისწინებთ საკრედიტო რეიტინგს და ავტომობილის ღირებულებას. საკრედიტო ქულა ერთ-ერთი განმსაზღვრელია, რაც გვიჩვენებს რამდენად არის თქვენთვის სესხის მოცემა რისკებთან დაკავშირებული, ან პირიქით, ვაანალიზებთ, რამდენად არსებობს ვარაუდი, რომ კრედიტი დროულად დაფაროთ. 

შემოსავალი გასათვალისწინებელია, მაგრამ, როგორც უკვე ვახსენეთ, არ ვითხოვთ რომ ის საბანკო ანგარიშზე გერიცხებოდეთ, როგორც ეს ტრადიციულ ბანკებშია.   ევროკრედიტში საკმარისია გქონდეთ დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ქულა და ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი.

ხაზგასასმელია, რომ სესხის ლიმიტი ევროკრედიტში ინდივიდუალურია და თითოეულ მომხმარებელზე პერსონალურად განისაზღვრება.  პერსონალურად იღებთ ავტომობილის შეძენის გადაწყვეტილებასაც, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სურვილებიდან გამომდინარეობს და თანხის სასესხებლად არავის ლოდინი არ გჭირდებათ, არ მოგიწევთ არც დანაზოგის შესაგროვებლად მოცდა.  ევროკრედიტის თანამედროვე სერვისები ზედმიწევნით პასუხობს თქვენი, როგორც XXI საუკუნის ადამიანის მოთხოვნებს. ადამიანის, რომელსაც ყველაფრის მიღება მარტივად, სწრაფად და ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეუძლია. ევროკრედიტი- თქვენი პარტნიორი, ნებისმიერი ბარიერის გადალახვისას!


თანხის მოთხოვნა