შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

ივნისი 26, 2024

Სესხის ლიმიტის შემოწმება ევროკრედიტში

Სესხის ლიმიტის შემოწმება ევროკრედიტში

Სესხის ლიმიტის შემოწმება ევროკრედიტში



 

Სესხის ლიმიტის შემოწმება - რას ვითვალისწინებთ?

 

Მდგრადი ფინანსური ცხოვრება პირადი ბიუჯეტის შექმნით, მისი სწორად დაგეგმვითა და მართვით იწყება. ეს ადამიანებს ეხმარება აკონტროლონ თავიანთი ფინანსური რესურსები და ამ რესურსების ხარჯვა. Ხარჯების სწორად გადანაწილება ნებისმიერ საქმეში, მიზნის მისაღწევად, წარმატების გარანტიებს იძლევა და რისკების თავიდან არიდების შესაძლებლობას გაძლევთ. 

 

Ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და მართვისთვის, აუცილებელია თანხების კლასიფიკაცია წინასწარ, რათა თავიდან აირიდოთ არასაჭირო ხარჯები და თითოეულის დაფინანსება შეძლოთ. Მაგალითად, თუ ბიზნეს საქმიანობით ხართ დაკავებული, შეიძლება გქონედთ ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები, აი ცვლადი ხარჯების დროს, ბიზნეს სესხი, როგორც წესი, იდეალური გამოსავალია ხოლმე. ევროკრედიტში ბიზნეს სესხზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, მალევე შეიტყობთ თქვენი სესხის ლიმიტის შესახებ ინფორმაციას. Სესხის ლიმიტის შემოწმება დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ თქვენი ფინანსური გეგმები და თავიდან აირიდოთ ვალდებულების შესრულების პროცესში შესაძლო გართულებები. ავტო სესხის შემთხვევაშიც, სესხის ლიმიტის შემოწმება, ანალოგიურად ხდება, მაგრამ თუ ბიზნეს სესხის მოთხოვნის დროს უზრუნველყოფის საგანს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აქ უკვე ავტომობილის ღირებულებას ვითვალისწინებთ. 

 

ბიზნეს სესხის ლიმიტის შემოწმება

 

Საქმე იმაშია, რომ ყველაზე კარგად მუშაობს მიდგომა - შეამოწმე სესხის ლიმიტი. ეს წინდაწინ ეხმარება ოროვე მხარეს რისკების თავიდან არიდებაში.  ევროკრედიტის ვებგვერდზე, კატეგორიაში ბიზნეს სესხი ონლაინ განაცხადის ფორმა დაგხვდებათ, სახელწოდებით “შეავსე განაცხადი”. ეს ევროკრედიტის სესხის აღების სერვისია, როდესაც მომხმარებელს სესხზე განაცხადს გაკეთება, სესხის მოთხოვნა, ონლაინ შეუძლია. 

 

დაგჭირდებათ შემდეგი მონაცემების მითითება: კომპანიის დასახელება, წარმომადგენელი, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, სასურველი თანხის დაფიქსირება და უზრუველყოფის საგნის ჩაწერა.  ევროკრედიტის ვებგვერდზე განაცხადის დაფიქსირებისთანავე, საქმე ევროკრედიტის ოფიცერს გადაეცემა და იწყება სესხის ლიმიტის შემოწმება.  ოფიცერი, ავტომატურად, მოკლე დროში,  შეამოწმებს თქვენს მონაცემებს, შეაჯერებს უზრუნველყოფის საგნის ღირებულებას და სასურველი თანხის ოდენობას. ამის შემდეგ,  ჩვენი გუნდის წევრი  უკვე თქვენ დაგიკავშირდებათ და ინფორმაციას მოგაწვდით სესხის ლიმიტთან დაკავშირებით. 

 

გამოდის, რომ ბიზნეს სესხის შემთხვევაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უზრუნველყოფის საგნის ღირებულება და მოთხოვნილი თანხის ოდენობა. თუმცა, ისიც უნდა გაცნობოთ, რომ, მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული პირობების შესაქმნელად და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2023 წლიდან, უზრუნველყოფას არ ვითხოვთ 10 000 ლარამდე ბიზნეს სესხებზე. 

 

Სესხის ლიმიტის შემოწმება ცალკე საკითხია, თუმცა, თუ სესხის ლიმიტი მისაღები იქნება და მის დამტკიცებას გადავწყვეტთ, თქვენთვის კომფორტული პირობაა კიდევ, გადახდის გრაფიკი, რომელსაც თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად ვადგენთ. 

 

ავტო სესხის ლიმიტის შემოწმება

 

ავტო სესხის ლიმიტის შემოწმება, დაახლოებით, იმავე პრინციპით ხდება, როგორც ეს ბიზნეს სესხის შემთხვევაშია. თუმცა ავტო სესხზე განაცხადის შემოსვლის დროს, ვითვალისწინებთ ავტომობილის ღირებულებას და თქვენს გადახდისუნარიანობას. Როცა გადახდისუნარიანობას ვახსენებთ, არ უნდა დაბრკოლდეთ, რადგან ამ შემთხვევაში შემოსავლის დადსატურებად არ ვითხოვთ.  იმისთვის, რომ სესხი დაგიმტკიცოთ, არ გჭირდებათ არც იდეალური საკრედიტო ისტორია, რომლის არქონა შეიძლება პრობლემას გიქმნიდათ მაგალითად ტრადიციული ბანკების შემთხვევაში. 

 

Როგორც მიხვდით, Ჩვენ რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებთ, თქვენ კი უნდა გაითვალისწინოთ თანხის რა პერიოდზე გადანაწილება გსურთ, ასევე რა იქნება საპროცენტო განაკვეთი და სხვ. Ამისთვის, ევროკრედიტში ავტო სესხის კალკულატორს გთავაზობთ.

 

 კალკულატორის საშუალებით შეგიძლიათ  წინასწარ შეიტყოთ თქვენთვის სასურველი თანხის ლიმიტის და პირობების შესახებ. ევროკრედიტში თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსების ქომაგები ვართ და შესაბამისად, მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შეთავაზებაზე მსჯელობისას, შევიმუშავეთ კალკულატორის იდეა და შევქმნენით მოქნილი სერვისი. კალკულატორს ჩვენს ვებგვერდზე ადვილად მიაგნებთ.

 

კალკულატორი საშუალებას გაძლევთ, წინასწარ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია და განსაზღვროთ, თქვენთვის სასურველ თანხაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, რა იქნება სესხის ნომლინალური თვიური პროცენტი, ეფექტური განაკვეთი და ყოველთვიური გადასახადი

 

ცოტა რამ პირობების შესახებაც რომ გითხრათ, ავტო სესხი ევროკრედიტში გაიცემა 6-დან 72 თვემდე ვადით და თანხის მოცულობა განისაზღვრება 1500-დან 100 000 ლარის ფარგლებში. Რაც შეეხება საპროცენტო გაკავეთს, როგორც უკვე მიხვდებოდით, მისი დაანგარიშება ავტომატურად ხდება მაშინ, როცა იწყება სესხის ლიმიტის შემოწმება. 

 

ლოიალური სისტემა - სესხის ლიმიტის შემოწმება და თანხის დამტკიცება მარტივად

ვამბობთ - Შეამოწმე სესხის ლიმიტი - თუმცა არ ვგულისხმობთ რაიმე რთულ პროცედურას, რადგან ევროკრედიტში მთავარი მიზანი პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. Სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი კონცეფციაა გავცეთ სესხი ბარიერების გარეშე და სასურველი თანხის მიღება შეძლონ იმ ადამიანებმაც, რომლებსაც შემოსავალი ტრადიციულად ბანკებში არ ერიცხებათ ან არ აქვთ იდეალური საკრედიტო ისტორია. Მოთხოვნებზე ხელმისაწვდომობის შემდეგ, მთავარი კომფორტი, რასაც მომხმარებლებს ვაძლევთ, არის ნაკლები ბიუროკრატია! 

Მარტივი და სწრაფია სესხის მიღების პროცესი.

Შეჯამებისთვის გეტყვით, რომ სესხის ლიმიტის დადგენა  საკრედიტო ქულასთან, შემოსავალთან და უძრავი ქონების(ბიზნეს სესხის შემთხვევაში) და ავტომობილის(ავტო სესხის შემთხვევაში) ღირებულებასთან არის დაკავშირებული. ქულების სისტემამ რომ არ დაგაბნიოთ გეტყვით, რომ საკრედიტო ქულა განსაზღვრავს რამდენად არის რისკებთან დაკავშირებული თქვენთვის სესხის მოცემა, ან პირიქით, ეს საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ რამდენად სარისკოა კრედიტის გაცემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკრედიტო ქულა თქვენი კრედიტუნარიანობის რიცხვითი შეფასების სისტემაა, რაც საქმიანი მიდგომაა და, გარკვეულწილად, არის ეფექტური  თანამშრომლობის საფუძველი. Შემოსავალი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, აუცილებელი არ არის ის საბანკო ანგარიშზე გერიცხებოდეთ.  ევროკრედიტში არ მოითხოვება რამდენიმეთვიანი სტაბილური ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკმარისია, მხოლოდ დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ქულა და ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი. 

გამოდის, რომ  ევროკრედიტში სესხის ლიმიტი განსაზღვრავს თქვენს გადახდისუნარიანობას. თქვენი შემოსავალი, საკრედიტო ქულა და ავტომობილის ღირებულება განსაზღვრავს თუ რა მოცულობის სესხის რა პირობებით მიღებას შეძლებთ. შეიძლება ითქვას, რომ სესხის ლიმიტი ინდივიდუალურია და თითოეულ მომხმარებელზე პერსონალურად განისაზღვრება. ევროკრედიტის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რათა სერვისი მაქსიმალურად მოქნილი, სწრაფი, მარტივი გახდეს. 

Სესხის ლიმიტი ინდივიდუალურია და თითოეულ მომხმარებელზე ინდივიდუალურად დგინდება. 

 

ამ და სხვა თქვენთვის საინტერესო კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ევროკრედიტის ნომერზე (032) 2 90 4000 და ევროკრედიტის თანამშრომლები, ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდიან. 

 

თანხის მოთხოვნა