შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

მაისი 15, 2024

ახალი ონლაინ სესხები - მარტივი, სწრაფი და მოქნილი სერვისი თვითდასაქმებულებისთვის

ახალი ონლაინ  სესხები - მარტივი, სწრაფი და მოქნილი სერვისი თვითდასაქმებულებისთვის

ახალი ონლაინ სესხები - ევროკრედიტის შეთავაზება თვითდასაქმებულებისთვის

 

ევროკრედიტის ახალი ონლაინ სესხები თვითდასაქმებულებისთვის, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, იდეალური შეთავაზება და ფინანსებში ერთგული მხარდამჭერია. დასაწყიში მნიშვნელოვანია ვახსენოთ ის მოტივაცია, რომლითაც მომსახურების პროცესში ვხელმძღვანელობთ და რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს საკრედიტო ბაზარზე მოწინავე პოზიციები შევინარჩუნოთ. ევროკრედიტის გუნდის მთავარი მოტო არის დარჩეს სტაბილურ პარტნიორად ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის, რისთვისაც უცვლელია და მხოლოდ უმჯობესდება რამდენიმე პირობა, რაც საუკეთესო შეთავაზების გაკეთებაში გვეხმარება. 

 

 Პირველი, რაც ჩვენს პროდუქტს გამორჩეულს ქმნის არის სესხი ბარიერების გარეშე. Რატომ არის ევროკრედიტის ახალი ონლაინ სესხები ბარიერების გარეშე? Პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ონლაინ სესხების აღება თვითდასაქმებულებისთვის ჩვენთან შეგიძლიათ ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, არ გჭირდებათ შემოსავლების დადასტურება. გარდა ამისა, ვროკრედიტის ბიზნეს სესხის აღების შემთხვევაში არ მოწმდება მიზნობრიობა, ხოლო ავტო სესხის შემთხვევაში, სესხის სრული ვადის პერიოდში ავტომობილი თქვენს სახელზე რჩება.

 

ახალი ონლაინ სესხი - სესხი თვითდასაქმებულებისთვის

 

ვამბობთ ახალი ონლაინ სესხები და ვგულისხმობთ თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილ სესხს, თუმცა ყველა პროდუქტ, იქნება ეს ბიზნეს სესხი თუ ავტო სესხი, გარკვეული სახით განახლებულია ან/და განახლებას ექვემდებარება,  რადგან მუდმივად ვცდილობთ ვუპასუხოთ ადამიანების მოთხოვნებს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში იცვლება. თანამედროვე ტენდენციები აჩვენებს, რომ 21-ე საუკუნის მოქალაქეს შეიძლება, დღეს, რამდენიმე სამსახურიც კი ჰქონდეს, ან ჰქონდეს ერთი კონკრეტული საქმიანობა და ამავე დროს სურდეს საკუთარი ბიზნესის დაწყება. Სესხი თვითდასაქმებულებისთვის არის ახალი ონლაინ სესხი, რომლის აღება მაგალითად შეუძლიათ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც კარგი ბიზნეს იდეა აქვთ და მისი განხორციელება საქმიანობის პარალელურად სურთ, ან თუნდაც მიმდინარე საჭიროებების დასაფარად დაჭირდათ თანხა.

 

საქმე იმაშია, რომ ახალი ონლაინ სესხი თვითდასაქმებულებისთვის იმ მომხმხარებლებისთვის არის განკუთვნილი, რომელთა შემოსავლების დადგენა ტრადიციული კრიტერიუმებისგან განსხვავებული წესით ხდება და რომლებსაც თანხა საბანკო ანგარიშზე არ ერიცხებათ.  პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ და ამისთვის არ მოეთხოვებათ უნაკლო საკრედიტო ისტორია და არც შემოსავლების დადასტურება.

  

ევროკრედიტის სესხით სარგებლობა შეუძლიათ 21-დან 75 წლამდე ადამიანებს, რომელთა საჭიროებებს ზედმიწევნით შევისწავლით და შესაბამის სასესხო ლიმიტს შევთავაზებთ. ახალი პროდუქტი კომპანია “ევროკრედიტმა” სწორედ ბაზრისა და მომხმარებლების შესწავლის საფუძველზე შექმნა. ამასთან, ყოველი სესხის შემდეგ, მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგი მეტად მზად არის იმისთვის, რომ უფრო მოცულობით სესხს მოემსახუროს.

 

Ბიზნეს სესხი - ახალი ონლაინ სესხი?

ევროკრედიტის ბიზნეს სესხი, რა თქმა უნდა, ახალი ონლაინ სესხი  არ არის, მაგრამ მუდმივად განახლებადი პროდუქტია და როგორც ზევით ვახსენეთ, პირობების გაუმჯობესების მიზნით, გადახედვას ყოველთვის ექვემდებარება. Სწორედ ამიტომ, ბოლო განახლება პროდუქტს გასულ წელს შეეხო, რაც მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნას ემსახურებოდა. კერძოდ, თუ მანამდე ჩვენს მომხმარებელს ბიზნეს სესხის უზრუნველყოფა ყველა შემთხვევაში სჭირდებოდა, 2023 წლიდან 10 000 ლარამდე თანხის მისაღება ეს საჭიროება აღარ დგას და კლიენტებს 10 000 ლარამდე თანხის მოთხოვნა უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ. არც იმან უნდა შეგაშინოთ, თუ, თქვენი მიზნების მისაღწევად,  უფრო მეტი თანხის მიღება გჭირდებათ, რადგან ევროკრედიტში არ მოგეთხოვებათ შემოსავლების დადასტურება და არც იდეალურ საკრედიტო ისტორიას გთხოვთ, როგორც ეს უკვე იცით. 

გადახდის გრაფიკი პროდუქტის ის კომპონენტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მუდმივად შევინარჩუნოთ მომხმარებლის კეთილგანწყობა. Როდესაც მოხმარებელი სესხზე განაცხადს შეავსებს და ის დადებითად გადაწყდება, ამ პროცესშივე დგინდება გადახდის გრაფიკი, რადგან ის მაქსიმალურად მორგებული იყოს მომხმარებლის საჭიროებებზე. ვითვალისწინებთ რა ცალკეული მომხმარებლის შემოსავლებს, ფინანსების შემოდინების პერიოდულობას  და იმას, თუ რა გრაფიკი იქნება ინდივიდუალურად კომფორტული, მხოლოდ ამის შემდეგ ვთანხმდებით გრაფიკზე. ეს გვეხმარება თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი გართულებები, რაც ორივე დაინტერესებული მხარისთვის, ცალსახად, კომფორტული შეთანხმებაა. უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, ამგვარად შემუშავებული გრაფიკი განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომელთა შემოსავალს შეიძლება სეზონურობა ახასიათებდეს. ამაში, გარვეულწილად, პანდემიის პერიოდმაც დაგვარწმუნა, როცა “ევროკრედიტი” ამ ბიზნესებისთვის, კრიზისულ სიტუაციაში, მთავარი გამოსავალი და სტაბილური ფინანსური მხარდამჭერი აღმოჩნდა. ამრიგად, როგორც ზევით ვახსენეთ, ევროკრედიტში მუდმივად თვალყურს ვადევნებთ ბაზრის მოთხოვნებს და რა თქმა უნდა, მყისიერად ვპასუხობთ მათ.

 

ავტო სესხი - არა ახალი ონლაინ სესხი, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი სესხი

 

ავტო სესხი შეიძლება ახალი ონლაინ სესხი არ არის და ის ევროკრედიტის პირველი პროდუქტია საკრედიტო ბაზარზე, თუმცა, უდაოდ, ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებს შორის პოზიციონირებას.  ის კომპანიის პირველი პროდუქტია და სწორედ მისმა წარმატებამ განაპირობა ის, რომ ევროკრედიტის შეთავაზება დღეს ავტოსესხთან ერთად მოიცავს ბიზნეს სესხს და ახალ ონლაინ სესხსს თვითდასაქმებულებისთვის.

 

უნდა აღინიშნოს სესხის რეფინანსირების შესაძლებლობა, რაც ავტო სესხის შემთხვევაში შემდეგნარიად მუშაობს: თუ ავტომობილის შეცვლას გადაწყვეტთ და ამისთვის თანხის დამატება დაგჭირდებათ, მარტივად და სწრაფად, ასევე ონლაინ, შეგიძლიათ სესხის რეფინანსირება და მისი ახალ ავტომობილზე გადაფორმება. 

 

ჩვენთან ავტო სესხი გაიცემა 6-დან 72 თვემდე ვადით და თანხის მოცულობა განისაზღვრება 1500-იდან 50 000 ლარის ფარგლებში. 


  • Როგორ ავიღოთ ახალი ონლაინ სესხი

ახალი ონლაინ სესხები იქნება ეს თუ განახლებული სესხები, ყველა შემთხვევაში სესხის აღების პროცესი მარტივი და სწრაფია, რაშიც წლების წინ სერვისის გაციფრულება დაგვეხმარა. Სესხის ასაღებად საკმარისია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ჩვენს ვებგვერდზე www.eurocredit.ge. აპლიკაციის შევსებისას, რამდენიმე მარტივ ველში უნდა შეიყვანოთ შესაბამისი ინფორმაცია.

 მას შემდეგ, რაც აპლიკაციაში ყველა საჭირო ველს შეავსებთ, იმავე დღეს, სამუშაო საათების განმავლობაში, ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი დაგიკავშირდებათ. ოფიცერი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ როგორია ევროკრედიტის სესხის პირობები. ასევე, აგიხსნით, რა პროცედურების გავლა მოგიწევთ და გაგაცნობთ ყველა იმ დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას, რომლებიც  სესხის მისაღებად დაგჭირდებათ. 

თანხის მოთხოვნა