ევროკრედიტმა „საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემიასთან“ მემორანდუმი გააფორმა და „ლილო არენას“ პროექტის მხარდამჭერი გახდა
ავტომრბოლელებისთვის,
ავტომოყვარულებისთვის და უბრალოდ იმ ადმიანებისთვის, ვისაც ავტომობილის მართვის საფუძვლიანად
შესწავლა უნდათ, „საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემიას“ ძალიან კარგი ამბავი
აქვს - 2022 წლის გაზაფხულზე, ლილოში ახალი მულტიფუნქციური ავტოდრომი - „ლილო არენა“
გაიხსნება.
პროექტი უმნიშვნელოვანესია
თავისი მასშტაბით და შინაარსით. სწორედ ამიტომ, იდეის პირველივე დღიდან „ევროკრედიტი“ „ლილო
არენას“ პროექტის მხრადმჭერია, სულ რამოდენიმე დღის წინ კი „საქართველოს ავტომობილის
მართვის აკადემიასა“ და „ევროკრედიტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,
რაც სამომავლოდ „ლილო არენას“ პოპულარიზაციაში გრძელვადიან და უფრო ძლიერ მხარდაჭერას
გულისხმობს.
ბოლო წლების განმავლობაში,
„ევროკრედიტი“ აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში საავტომობილო სპორტის განვითარებაში.
რამ განაპირობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, ჩვენთან საუბარში, განმარტავს
„ევროკრედიტის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ნონიკაშვილი: „ევროკრედიტის წამყვანი
პროდუქტი და ძირითადი მიმართულება წლების განმავლობაში ავტო სესხებია, შესაბამისად
საავტომობილო ინდუსტრია საკმაოდ ახლოს არის ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობასთან და კარგად
გვესმის ეს სფერო. საავტომობილო სპორტით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა დღითიდღე
იზრდება, ამას მოწმობს ჩვენ მიერ მხარდაჭერილი FIA Rally Star Georgia-ს შესარჩევი
ტური რომელიც 4 ნაწილად ჩატარდა და თითოეულ ეტაპზე ასამდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა, ჩვენი CSR სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია,
რადგან მეტი მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომრბოლელი ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ნიშნავს
ნაკლებ არაორგანიზებულ რბოლას ქუჩებში. ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის ხელშეწყობის
მიმართულებით ჩვენ რამდენიმე კამპანია უკვე განვახორციელეთ და 2022 წელს უფრო გავაქტიურდებით
ამ მიმართულებით. რაც შეეხება „ლილო არენას“, ეს იქნება გამორჩეული ადგილი არა მხოლოდ
ავტომოყვარულებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ოჯახთან ერთად თავისუფალი
დროის საინტერესოდ გატარება სურს. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით
ჩართული „ლილო არენას“ განვითარების ყველა ეტაპზე და „საქართველოს ავტომობილის მართვის
აკადემიასთან“ ერთად საზოგადოებას ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ“.
„ლილო არენაზე“
სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პირველადი სამუშაოების დასრულების შემდეგ
სარბოლო ტრასაზე საცდელი გავლა „ევროკრედიტის“ გუნდის პილოტმა სანდრო ლომაძემ საკუთარი
ყვითელი სპორტქარით უკვე განახორციელა. პროექტის დირექტორი მევლუდ მელაძეა, რომელმაც
ჩვენთან საუბარში დეტალურად ახსნა რას მოიცავს პროექტი: „ლილო არენა არ არის მხოლოდ
ავტოდრომი, ეს არის საავტომობილო თემატიკის მულტიფუნქციური კომპლექსი. აქ შესაძლებელი
იქნება, მსურველმა დაიწყოს მანქანის მართვის შესწავლა ნულიდან და სურვილის შემთხვევაში
უმაღლესი რანგის მრბოლელის ლიცენზიასაც დაეუფლოს. ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა
ზონები, აქ იქნება: საბავშვო ოფროუდ ზონა, იმიტირებული ქლაქი, მთავარი სარბოლო ტრასა,
ოფროუდ ტრასა მდინარით და სხვა გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები. სრული ინფრასტრუქტურა
შენდება ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და დაცვით, რაც საშუალებას მოგვცემს
გავმართოთ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ჩემპიონატები. რაც შეეხება „ევროკრედიტთან“
მეგობრობას, მემორანდუმი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ორივე მხარეს, რომ
უფრო გრძელვადიან პროექტებზე ვიფიქროთ, შესაბამისად უფრო თამამი და ამბიციური გეგმები
დავისახოთ და განვახორციელოთ. წარსულში ეს ერთად უკვე გაგვიკეთებია და „ლილო არენა“
ორივე მხარისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა.“
ნახეთ „ლილო არენას“
პროექტის დეტალური რენდერები ამ ბმულზე.