შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

იანვარი 08, 2024

ევროკრედიტი უკვე ზესტაფონშია

ევროკრედიტი უკვე ზესტაფონშია

ევროკრედიტი 2024 წელს სიახლეებით იწყებს და ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ახალი, რიგით მე-12 სერვისცენტრი ქალაქ ზესტაფონში, დ. აღმაშენებლის ქუჩაზე #55-ში გაიხსნა.  ზესტაფონის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, ახლა უკვე საკუთარ ქალაქში ეწვიონ ევროკრედიტის სერვისცენტრს და მიიღონ ავტოსესხი, მათზე მორგებული პირობით.

კომპანია მომხმარებელს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ავტოსესხს სთავაზობს, არ ითხოვს შემოსავლების დადასტურებას, თავდებობას და ავტომობილის გადაფორმებას. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, მომხარებელს საშუალება აქვს სესხზე 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლოს. გამარტივებული პირობების და ბიუროკრატიული პროცედურების მინიმალურ დონემდე დაყვანის გზით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ევროკრედიტთან ერთად მიზნების ასრულება ბარიერების გარეშე შეგიძლიათ. ავტოსესხის აღება შესაძლებელია როგორც სამომხმარებლო მიზნებისთვის, ასევე ახალი ავტომობილის შესაძენად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 0322904000 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.eurocredit.ge

თანხის მოთხოვნა