შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

აპრილი 17, 2024

სესხი ტაქსის მძღოლებისთვის? - ევროკრედიტის თვითდასაქმებულების სესხი

 სესხი ტაქსის მძღოლებისთვის?  - ევროკრედიტის თვითდასაქმებულების სესხი

ევროკრედიტის ახალი პროდუქტი - სესხი თვითდასაქმებულებისთვის

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც შესაძლებლობები უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება, მომხმარებლის და შესაბამისად ბაზრის მოთხოვნები დღითიდღე იზრდება. კომპანიის წარმატება კი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უპასუხებს მოთხოვნებს, მუდმივად გაზრდის თუ არა ხარისხს და შექმნის თუ არა ახალ შეთავაზებებს - ევროკრედიტმა ამ ამოცანებს თამამად უპასუხა მას შემდეგ, რაც ბაზარი შევისწავლეთ და შევქმენით ახალი პროდუქტი -  სესხი თვითდასაქმებულებისთვის. უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, გეტყვით, რომ ეს არის იდეალური შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოსავალი ტრადიციულ ბანკებში არ ერიცხებათ, თუმცა სრულად გადახდისუნარიანები არიან, მაგალითად ტაქსის მძღოლები, ეს სეგმენტი პორტფელის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და სტატიაში განსაკუთრებული აქცენტი პროდუქტის ამ მიმართულებაზე გაკეთდება - სესხი ტაქსის მძღოლებისთვის.

სესხი ტაქსის მძღოლებისთვის ბიზნეს სესხია თვითდასაქმებულებისთვის, რომელიც ევროკრედიტმა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის. კიდევ უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, განვიხილოთ ტაქსის მძღოლების მაგალითზე, რომლებიც შესაძლოა თავიანთ სფეროში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ, თუმცა ამავდროულად, აქვთ ძალიან საინტერესო ბიზნეს იდეა, რომლის განხორციელება სურთ და თანხების მობილიზებას ვერ ახერხებენ. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ტაქსის მძღოლები თვითდასაქმებულები არიან და ამიტომაც, ბიზნეს სესხის აღება მათთვის დამატებით ბარიერებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა საქმე სულ სხვაგვარადაა, რადგან პროდუქტი სწორედ მათზე მორგებული პირობებით შევქმენით - ამ ადამიანებს არ მოუწევთ არც შემოსავლების დადასტურება და არც ბიუროკრატიული პროცედურების გავლა.  

ევროკრედიტის სესხი თვითდასაქმებულებისთვის სწრაფი და მარტივი სესხია ტაქსის მძღოლებისთვის, რადგან ჩვენ არც მიზნობრიობას ვამოწმებთ, რაც ნიშნავს, რომ თუ თქვენი შემოსავლების დადგენა ტრადიციული კრიტერიუმებისგან განსხვავებული წესით ხდება ანუ თანხა ბანკში სისტემატურად არ გერიცხებათ, სესხის აღების შანსი ყველა შემთხვევაში, მაინც გაქვთ, თანაც ყოველგვარი ბარიერის გარეშე. სესხის ასაღებად საკმარისია დარეკოთ ევროკრედიტის ნომერზე 0322 90 40 00  და ჰკითხოთ მომსახურების ოფიცერს ახალი პროდუქტის - სესხი თვითდასაქმებულებისთვის - შესახებ.

მარტივად ხელმისაწვდომი  თვითდასაქმებულების სესხი

წარმოიდგინეთ  21 წლის სტუდენტი, რომელსაც გარკეული თანხის გამოსამუშავებლად, მობილური და კომფორტული სამსახური სჭირდება, შესაძლოა ასეთი ტაქსის მძღოლობა იყოს, ან სხვა ნებისმიერი საქმე, თუმცა პარალალურად ჰქონდეს ბიზნეს იდეა, რომლის განხორციელებისთვის გზა ნამდვილად არსებობს. ევროკრედიტის სესხი თვითდასაქმებულებისთვის, იქნება ეს სესხი ტაქსის მძღოლებისთვის თუ სხვა, შანსს აძლევს ადამიანებს, განურჩევლად მათი ასაკისა, იმუშაონ, იყვნენ თვითდასაქმებულები და პარალელურად, დაიწყონ თავიანთი ბიზნეს იდეის განხორციელება თანხით, რომელსაც ევროკრედიტში სწრაფად და მარტივად დავუმკიცებთ სესხის სახით.

ჩვენთან, გარდა იმისა, რომ შანსი გეძლევათ სასურველი თანხა მიიღოთ, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ  ამას ბარიერების გარეშე აკეთებთ, რაც ბიუროკრატიული პროცედურების მინიმუმამდე შემცირებას მოიაზრებს და სესხის დისტანციურად აღების შესაძლებლობასაც გულისხმობს.

21 წელი შემთხვევით არ ვახსენეთ, რადგან ჩვენთან, “ევროკრედიტში”, თვითდასაქმებულების სესხი შესაძლებელია გავცეთ 21-წლიდან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქეზე და მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლონ. მაგალითისთვის, ტაქსის მძღოლს, სესხის უზრუნველსაყოფად საკუთარი ავტომობილის წარმოდგენა შეუძლია. ეს შეთავაზება მისთვის საინტერესო შეიძლება იყოს, ჩვენ კი დეტალურად შევისწავლით მის საჭიროებებს და ინდივიდუალურად შევთავაზებთ შესაბამის სასესხო ლიმიტს.

ევროკრედიტის მთავარი მოტივაციაა, რომ სესხი თვითდასაქმებულებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის იქნება ეს თუ სხვა სფეროში დასაქმებულებისთვის, იყოს სტაბილური მხარდამჭერი და საიმედო კომპანიონი, როგორც ეს მცირე ბიზნეს და პატარა კომპანიების შემთხვევაში მოვახერხეთ, პროდუქტით - ბიზნეს სესხი.


ისტორიის გაგრძელება - სესხი ტაქსის მძღოლებისთვის და ბიზნეს სესხი

საუკეთესო ვარიანტში თუ ჩვენი ახალი პროდუქტი, სესხი თვითდსაქმებულებისთვის, მომხმარებელს ბიზნესის დაწყებასა და ბიზნეს იდეის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება. საკრედიტო ისტორია რომ გაუმჯობესდება, ეს უკვე ვახსენეთ და შესაბამისად მომავალში, მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს ჩვენი ნებისმიერი პროდუქტით, მაგალითად ბიზნეს სესხით. ცოტა რამ ამ პროდუქტზეც უნდა გითხრათ, რადგან ბიზნეს სესხი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებაა და ის 2020 წელს, დავამატეთ პროდუქტების სიას. ევროკრედიტში კარგად ვიცით, რომ როცა საქმე სისწრაფეს ეხება, ბარიერები არ უნდა არსებობდეს, ამიტომაც ჩვენი ამონაცა მაშინაც, იყო - გაგვეცა ბიზნეს სესხი ბარიერების გარეშე, ახლა უკვე მასთან ერთად, ასევე მარტივად დაგიმტკიცოთ ბიზნეს სესხი თვითდასაქმებულებისთვის.

ევროკრედიტის ბიზნეს სესხი, ისევე როგორც თვითდასაქმებულების ბიზნეს სესხი უმოკლეს ვადებში გაიცემა. სესხზე განაცხადის გაკეთება მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია ევროკრედიტის ვებგვერდზე . ჩვენთან მინიმუმამდეა დაყვანილი იმ ფაილებისა და დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც სესხის მისაღებად არის საჭირო. ამასთან, სესხის აღება  ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით არის შესაძლებელი და მიზნობრიობაც არ მოწმდება.

კომფორტული გადახდის გრაფიკი და მოქნილი სერვისი

ევროკრედიტში ბიზნეს სესხი, რომელიც თვითდასაქმებულებისთვის გაიცემა, არ იქნებოდა კომფორტული და ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შემოსავალი ბანკში არ უფიქსირდებათ, რომ არა გადახდის გრაფიკი. ჩვენთან ბიზნეს სესხის გადახდის გრაფიკი მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული და ინდივიდუალურად დგინდება. ამასთან, მსხესხებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობაც,  სესხის სრული ვადის პერიოდზე. საერთო ჯამში, ჩვენ თვითდასაქმებულებს მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს ვთავაზობთ და ეს პირობა განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალს, შეიძლება, სეზონურობა ახასიათებდეს და სტაბილური თანხის შემოდინება გარანტირებული არ ჰქონდეთ.
თვითდასაქმებულებს ბიზნეს სესხის მოთხოვნა დისტანციურადაც შეუძლიათ. თანამედროვე მოთხოვნებმა გვაჩვენა, რომ აუცილებელი იყო სერვისების გაციფრულება, რაც ეხმარება მომხმარებელს ბიზნეს სესხი სწრაფად და მასზე მორგებული პირობებით მიიღოს. ამრიგად, თვითდასაქმებულების სესხის აღება ევროკრედიტში ჩვენი ვებგვერდიდან, სახლიდან გაუსვლელათ შეგიძლიათ. ვებგვერდზე განაცხადის გაკეთებამდე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კომპანიები სესხის გაცემამდე, რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებენ. არსებობს რიგი კირეტერიუმები, რომლებიც შეიძლება  ეხებოდეს იმას, თუ რომელია თქვენი  საქმიანობის სფერო, რამდენად სტაბილური ფულადი ნაკადები გაქვთ ან როგორია ეკონომიკური გარემო.

ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ, ბიზნეს სესხის აღება უზრუნველყოფით ხდება, ანუ სესხის აღებისას მოითხოვება უზრუნველყოფა, ეს შეიძლება იყოს ავტომობილი, მანქანა-დანადგარები, მიწა, კომერციული ფართები ან/და სხვა უძრავი ქონება. რა თქმა უნდა, არსებობს არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხები, თუმცა მოცულობები, ბუნებრივია, უზრუნველყოფილ სესხთან შედარებით, მცირეა.
მას შემდეგ რაც ევროკრედიტის ვებგვერდზე ყველა საჭირო ველს შეავსებთ, იმავე დღეს, ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი დაგიკავშირდებათ. ოფიცერი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ როგორია ევროკრედიტში პირობები პროდუქტზე - თვითდასაქმებულების სესხი.  
თუ თვითდასაქმებული ხარ და ფიქრობ რომ საქმიანობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად ან ახალ ეტაპზე გადასასვლელად ფინანსური რესურსი გჭირდება, დროა დაგვირეკო ნომერზე 0322904000 და ჩვენ მოგიყვებით, როგორც შეგიძლია სურვილი აქციო რეალობად.

თანხის მოთხოვნა