შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

აპრილი 17, 2024

შესაძლებელია თუ არა აიღო სესხი ისტორიის გარეშე

შესაძლებელია თუ არა აიღო სესხი ისტორიის გარეშე
  • “ევროკრედიტის” სესხი  - სესხი ისტორიის გარეშე

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ტრადიციულ ბანკებისგან ან/და კრედიტორი კომპანიებისგან თანხის სესხება არ სურთ და ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ძვირადღირებული ნივთის შეძენა დანაზოგით ბევრად უკეთესი იქნება. მათ საკრედიტო ან საბანკო ისტორია საერთოდ არ აქვთ და როცა აზრს შეიცვლიან, შესაძლოა, სესხის აღების დროს, გარკვეული ბარიერები შეიქმნას. ბანკისგან ან კრედიტორი კომპანიისგან თანხის სესხება შეიძლება, მაგალითად, სტუდენტმა მოისურვოს, რომელსაც საკრედიტო ისტორია, ბუნებრივია, ვერ ექნება. შეიძლება სესხის აღება დასჭირდეს ადამიანს, რომელსაც არც ისე მომხიბვლელი საკრედიტო ისტორია აქვს, თუმცა სესხის მოთხოვნა  “ევროკრედიტში” მასაც შეუძლია და რა თქმა უნდა,  ყველა  დაინტერესებულ ადამიანს.  

დღესდღეობით საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე გამოგვარჩევს სწორედ ის, რომ სესხს დამატებითი ბარიერების გარეშე გავცემთ და სასურველი თანხის მისაღებად არ დაგჭირდებათ მომაბეზრებელი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. მარტივ პირობებს სესხის ასაღებად, ადვილად დააკმაყოფილებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკრედიტის თითოეული პროდუქტი - ავტო სესხი, ბიზნეს სესხი და სესხი თვითდასაქმებულებისთვის - მარტივად და სწრაფად გაიცემა და ერთგვარად არის სესხი ისტორიის გარეშე.


ავტო სესხი: სწრაფი სესხი ბარიერების გარეშე

ავტო სესხი ევროკრედიტის პირველი და წარმატებული პროდუქტია, რომლითაც კრედიტორი კომპანია ბაზარზე გამოჩნდა, დღითიდღე მზარდ კონკურენულ გარემოში დაიწყო პოზიციონირება და ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა. 2022 წლამდე, 10 წლის განმავლობაში, ევროკრედიტის მთავარი ფოკუსი სწორედ ავტო სესხი  იყო. დღესდღეობით, ჩვენი პროდუქტი ავტო სესხი ავტომობილის ფლობის შანსს აძლევს ყველას, ვისაც მანქანის შესაძენად თანხა არ ჰყოფნის. 

პროდუქტი, წლების განმავლობაში, დროსთან ერთად ადაპტირდა  და დღეს უკვე ევროკრედიტის ავტო სესხი ისტორიის გარეშე  არის სერვისი, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული 21-ე საუკუნის ადამიანზე.  მაგალითაც იმითაც, რომ ეს არის მარტივი ონლაინ და სწრაფი სესხი, რომლის მოთხოვნა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. თანამედროვე მოთხოვნებს ვპასუხობთ იმითაც, რომ ავტო სესხი სესხის ასაღებად არ გჭირდებათ შემოსავლის დადასტურება და იდეალური  საკრედიტო ისტორია. 

ევროკრედიტში სესხის აღება შესაძლებელია ახალი ან მეორადი ავტომობილის უზრუნველყოფით, რომელიც, მართვის უფლებით,  თქვენს საკუთრებაში დარჩება. შესაბამისად,  ამ შეთანხმებაში უპირატესობას თქვენ ფლობთ, რადგან სესხის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, ავტომობილი გაფორმებული რჩება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სახელზე.

ბიზნეს სესხი: შემცირებული მოთხოვნები და გაზრდილი ხელმისაწვდომობა

კიდევ ერთი მოთხოვნადი პროდუქტი, რომლის შესახებაც უნდა გესაუბროთ არის, ევროკრედიტის ბიზნეს სესხი, რომელიც არაერთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ბევრი ადამიანისთვის უკვე არის საიმედო კომპანიონი ახალ წამოწყებებში.  ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მხოლოდ ბიზნეს იდეა გაქვთ თუ უკვე სტაბილური ბიზნესის მფლობელი ხართ, ბიზნეს სესხი  არის პროდუქტი, რომელიც გაიცემა ბარიერების გარეშე და მთავარი პრიორიტეტი და მიდგომაა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი სესხი, ესე იგი, სესხი ისტორიის გარეშე. 

სესხის აღების შემდეგ, მნიშვნელოვანია პირობები, რომელსაც კრედიტორი შემოგთავაზებთ და ამ ნაწილშიც, ევროკრედიტი თქვენს საჭიროებებზე მორგებული კომპანიაა. პროდუქტზე მუშაობისას სწორედ ამ მიზნით შევიმუშავეთ მიდგომა, რომ სესხის გადახდის გრაფიკი თითოეულ მომხმარებელზე ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს.  თქვენს საჭიროებებზე მორგებული გრაფიკი, ცალსახად, არის კომფორტული შეთავაზება, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებსაც სეზონურობა ახასიათებს. ამ შეთავაზებამ განაპირობა, რომ, პროდუქტის შექმნიდან დღემდე, ევროკრედიტის ბიზნეს სესხი არაერთი ბიზნესისთვის, კრიზისულ მომენტებში, ოპტიმალური გამოსავალი აღმოჩნდა. 

ამასთან, ევროკრედიტში, მსესხებლის სურვილზეა დამოკიდებული ისარგებლებს თუ არა საშეღავათო პირობებით,  თანაც სესხის სრული ვადის პერიოდზე.

ამასთან, ევროკრედიტში პროდუქტზე მუშაობა არ სრულდება მაშინ, როცა ის უკვე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია. მენეჯმენტის პოლიტიკაა, რომ პროდუქტი ყოველთვის უნდა პასუხობდეს ბაზრის მოთხოვნებს, იქნება ეს სესხი ისტორიის გარეშე თუ სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე, ამიტომაც პროდუქტზე ვმუშაობთ სისტემატურად. მაგალითად, ამის შედეგია, რომ 2023 წლიდან, კომპანიებს ევროკრედიტში 10 000 ლარამდე თანხის მიღება უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ. ამრიგად, ახლანდელი პირობებით, 10 000 ლარამდე ბიზნეს სესხი  შეგიძლიათ აიღოთ უზრუნველყოფის გარეშე, თუმცა თუ მეტი თანხა გჭირდებათ, ამ შემთხვევაში უძრავი ქონების უზრუნველყოფა ისევ დაგჭირდებათ.  უძრავი ქონება შეიძლება იყოს ავტომობილი, მანქანა-დანადგარები, მიწა, კომერციული ფართები ან/და სხვა უძრავი ქონება. ევროკრედიტში არ ვითხოვთ არც შემოსავლების დადასტურებას. 


ყველაზე სწრაფი სესხი ბაზარზე - როგორ ვპასუხობთ კონკურენციას

ციფრული სერვისების შექმნის პერსპექტივა ნებისმიერი კომპანიისთვის ახალ შესაძლებლობებს და მომსახურების გაუმჯობესების შანსს იძლევა. ონლაინ სერვისები კი, ერთის მხრივ, ეხმარება ბიზნესს გახადოს სერვისი მოქნილი და მარტივად ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე მხრივ, ამით  მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს დრო, ენერგია და დროულად მიიღოს სასურველი პროდუქტი.

ეს მოთხოვნა ბაზარზე წლების წინ გაჩნდა, ამიტომაც მას 2011 წელს ვუპასუხეთ და მომხმარებელს სწრაფი ონლაინ ავტო სესხი შევთავაზეთ. დისტანციური სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ, რომ სესხის აღების პროცესი ბარიერების გარეშე წარმართოთ და ეს შეიძლება ფულის სესსხების ყველაზე მოსახერხებელი გზა იყოს. 

იდეალური ონლაინ შეთავაზება ტექნოლოგიური რესურსების მაქსიმალური ათვისებით მოვახერხეთ, რაც გამართულ და სწრაფ ვებგვერდს გულისხმობს, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას იპოვით. ვებგვერდიდან შეგიძლიათ გააკეთოთ თანხის მოთხოვნაზე განაცხადი და აიღოთ სწრაფი ონლაინ სესხი უმოკლეს დროში. ევროკრედიტის ვებგვერდია https://eurocredit.ge/.


Ბიზნეს სესხი -  ახალი შეთავაზება თვითდასაქმებულებისთვის

 

Ბიზნეს სესხი თვითდასაქმებულებისთვის ევროკრედიტის ახალი შეთავაზებაა, რომელიც ზედმეტი ბიუროკრატიისგან ათავისუფლებს იმ  ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა შემოსავალი ტრადიციულად ბანკებში არ უფუქსირდებათ და მათი შემოსავლის  დადგენა ტრადიციული კრიტერიუმებისგან განსხვავებული წესით ხდება.

Ბიზნეს სესხი  თვითდასაქმებულებისთვის უკვე ხელმისაწვდომია და პროდუქტის მოთხოვნა შეუძლიათ 21-დან 75 წლამდე თვითდასაქმებულებს.  გარდა ამისა, თქვენი უპირატესობაა, რომ კომპანია “ევროკრედიტი” მომხმარებელს სესხის 5 თვის პროცენტს საჩუქრად სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ სესხის გადახდის პერიოდში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, თქვენ სესხის პროცენტს არ გადაიხდით. 

სესხის მოცულობა: ₾4 000 და მეტი;

სესხის ვადა: მინ. 30 თვე;

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 50%

ამასთან, ყოველი სესხის მომსახურების შემდეგ, მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგი მეტად მზად არის იმისთვის, რომ უფრო მოცულობით სესხს მოემსახუროს.

ჩვენთან დასაქმებულების ბიზნეს სესხი უმოკლეს ვადებში გაიცემა, განაცხადის გაკეთება კი მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია. მინიმუმამდეა დაყვანილი იმ ფაილებისა და დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც სესხის მისაღებად არის საჭირო. ასევე, თვითდასაქმებულების ბიზნეს სესხის აღება, ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით არის შესაძლებელი და მიზნობრიობაც არ მოწმდება.

ამრიგად თუ გსურს სესხი ისტორიის გარეშე, იქნება ეს ავტო სესხი თუ ბიზნეს სესხი დაგვირეკე ნომერზე 0322904000 ან ეწვიე ჩვენს  ვებგვერდს www.eurocredit.ge.



თანხის მოთხოვნა