შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

მარტი 13, 2024

ევროკრედიტის ახალი პროდუქტი- სესხი თვიდსაქმებულებისთვის

ევროკრედიტის ახალი პროდუქტი- სესხი თვიდსაქმებულებისთვის

                  ევროკრედიტის ახალი პროდუქტი- სესხი თვიდსაქმებულებისთვის

 თუ თვითდასაქმებული ხართ და ბიზნეს სესხის აღება თქვენთვის დამატებით ბარიერებთან არის დაკავშირებული, საკრედიტო ბაზარზე ზედმეტი ბიუროკრატია გაშინებთ და ფიქრობთ, რომ არ გაქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, მაინც გაქვთ შანსი ბიზნეს სესხი აიღოთ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ რადგან თქვენი შემოსავლების დადგენა ტრადიციული კრიტერიუმებისგან განსხვავებული წესით ხდება ანუ თანხა ბანკში სისტემატურად არ გერიცხებათ, სესხი არ დაგიმტკიცდებათ, თუმცა ამის საწინააღმდეგო აზრში ჩვენ დაგარწმუნებთ.


კომპანია “ევროკრედიტში” მომხმარებელს ახალი პროდუქტი შევთავაზეთ, რომლით სარგებლობა უკვე შეგიძლიათ და რომელიც ზედმიწევნით ეხმიანება ჩვენს მთავარ მიდგომას, გავცეთ  სესხი ყოველგვარი ბარიერების გარეშე. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, სიახლე, რომელიც კომპანიაში ჩვენი პროდუქტების სიას შევმატეთ არის - სესხი თვითდასაქმებულებისთვის, რაც ნიშნავს, რომ თვითდასაქმებული მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით და მათთვის დამატებითი ბარიერებს მოხსნის მიზნით, ევროკრედიტმა ახალი პროდუქტი “სესხი თვითდასაქმებულებისთვის” წარადგინა, ანუ თვითდასაქმებულების სესხი ან სესხი ინდმეწარმეებისთვის. 

ევროკრედიტის სტარტეგია  - სესხი ბარიერების გარეშე

ევროკრედიტში მომხმარებელთა ქცევის შესწავლისა და საკრედიტო ბაზარზე დაკვირვების შედეგად, დავგეგმეთ სტრატეგია, რომელიც სესხის გაცემას იმ ადამიანებისთვისაც მოიაზრებს, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან. 

„სესხით სარგებლობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც 21 წლიდან 75 წლამდე კატეგორიაში ხვდება. ჩვენს ვსწავლობთ მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარ სესხებს წარმატებით ემსახურებიან და ვიფიქრეთ, მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლონ. მაგალითისთვის, ტაქსის მძღოლს, სესხის უზრუნველსაყოფად საკუთარი ავტომობილის წარმოდგენა შეუძლია. ეს შეთავაზება მისთვის საინტერესო შეიძლება იყოს. დეტალურად შევისწავლით საჭიროებას და შევთავაზებთ შესაბამის სასესხო ლიმიტს.

ვაკვირდებით მომხმარებელთა ქცევას. ვაწარმოებთ ანალიტიკას, ვეცნობით ბაზარზე არსებულ პირობებს და ჯამში ყველაფერი გვაძლევს სურათს, რომ დავგეგმოთ სტრატეგიები. რაც შეეხება რისკებსა და პოტენციურ სარგებელს - შესწავლილია და სწორედ ამიტომ ვიქნებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულნი. ამ ეტაპზე შესაძლებლობა არსებობს, რომ ამ ადამიანებს მოვემსახუროთ და მათი საჭიროებები სწრაფად დავაკმაყოფილოთ",  - ამბობს "ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორი, სალომე გიორგბერიძე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი ახალ პროდუქტი - სესხი თვითდასაქმებულებისთვის - საშუალებას გაძლევთ იყოთ მუდამ გაბედულები და ყოველთვის შეეჭიდოთ ახალ პროექტებს, წარმატებით განახორციელოთ თქვენი ბიზნეს იდეა. გარდა ამისა, თქვენი უპირატესობაა, რომ კომპანია “ევროკრედიტი” მომხმარებელს სესხის 5 თვის პროცენტს საჩუქრად სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ სესხის გადახდის პერიოდში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, თქვენ სესხის პროცენტს არ გადაიხდით. 

ევროკრედიტის მენეჯმენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის სესხებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება სწრაფად, დამატებითი ბიუროკრატიული ნაბიჯების გავლის გარეშე ხდება. ეს კი განაპირობა იმან, რომ კრედიტორი კომპანიის ახალი შეთავაზება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი მუშაობის კარგი პრაქტიკაა. ევროკრედიტი არაერთხელ, კრიზისულ სიტუაციებში, გახდა მცირე ბიზნესის სტაბილური მხარდამჭერი და საიმედო კომპანიონი. 

"ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორი ამბობს, რომ სურდათ ამჯერად იმ ერთ-ერთ კომპანიათა შორის ვყოფილიყავით, რომლებიც მხარს უჭერენ იმ თვითდასაქმებულებს, რომლებსაც ბიზნეს სესხი სჭირდებათ: "ველით, რომ პროდუქტზე მოთხოვნა იქნება, რადგან ერთი მხრივ, ეს არის ალტერნატიულ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მეორე მხრივ კი, ასევე არსებობს და იარსებებს კომპანია „ევროკრედიტის“ სახით, რომელიც მომხმარებელთა საჭიროებებს მუდმივად მოუსმენს და ეცდება ამ საჭიროებებს უპასუხოს", - განაცხადა "ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორმა. 

სალომე გიორგბერიძის განმარტებით, ყოველი სესხის მომსახურების შემდეგ, მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგი მეტად მზად არის იმისთვის, რომ უფრო მოცულობით სესხს მოემსახუროს.

ევროკრედიტის ბიზნეს სესხი თვითდასაქმებულებისთვის

ამრიგად,  თქვენი ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის, ევროკრედიტის თვითდასაქმებულების სესხი საქმიანი და სწორი არჩევანია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს სესხი აქამდეც იყო ევროკრედიტის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი და ის ეკომპანიამ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაამატა. ამის მიზეზი ბიზნესის მხრიდან სწრაფ სესხებზე გაჩენილი მოთხოვნა გახდა. 

პანდემიის პერიოდში, არაერთი  საშუალო თუ მცირე კომპანია აღმოჩნდა ფინანსური კრიზისის და გამოწვევების წინაშე, ზოგს დროებით, ზოგსაც კი სამუდამოდ მოუწია ბიზნეს საქმიანობის შეჩერება. მიმდინარე ფინანსური ვადლდებულებების დასაფარად, ბიზნესს დროული გადაწყვეტილება და სწრაფი ხელმსაწვდომობა სჭირდებოდა. აი, სწორედ აქ შემოდის საქმეში ევროკრედიტის ბიზნეს სესხი, რომელიც სხვა ბიზნეს საჭიროებების მიღმა, სწორედ  ანალოგიური სიტუაციების ფინანსირებაზეა მორგებული. ევროკრედიტში კარგად ვიცით, რომ როცა საქმე სისწრაფეს ეხება, იქ ბარიერებიც არსებობს, ამიტომაც ჩვენი ამონაცა იყო და არის - გავცეთ ბიზნეს სესხი ბარიერების გარეშე, ახლა უკვე ბიზნეს სესხი თვითდასაქმებულებისთვის.

ჩვენთან, დასაქმებულების ბიზნეს სესხი უმოკლეს ვადებში გაიცემა, განაცხადის გაკეთება კი მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია. მინიმუმამდეა დაყვანილი იმ ფაილებისა და დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც სესხის მისაღებად არის საჭირო. ასევე, ბიზნეს სესხის აღება  ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით არის შესაძლებელი და მიზნობრიობაც არ მოწმდება.

ბიზნეს სესხის გადახდის გრაფიკი ევროკრედიტში

ევროკრედიტში ბიზნეს სესხი, რომელიც თვითდასაქმებულებისთვის გაიცემა, არ იქნებოდა კომფორტული და ხელმისაწვდომი პროდუქტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შემოსავალი ბანკში არ უფიქსირდებათ, რომ არა, გადახდის გრაფიკი. ჩვენთან ბიზნეს სესხის გადახდის გრაფიკი მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული და ინდივიდუალურად დგინდება. ამასთან, მსხესხებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობაც.

 საერთო ჯამში, ჩვენ თვითდასაქმებულებს მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს ვთავაზობთ და ეს პირობა განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალს, შეიძლება, სეზონურობა ახასიათებდეს და სტაბილური თანხის შემოდინება გარანტირებული არ ჰქონდეთ.

თვითდასაქმებულების სესხი დისტანციურად

თვითდასაქმებულებს ბიზნეს სესხის აღება დისტანციურადაც შეუძლიათ. თანამედროვე მოთხოვნებმა გვაჩვენა, რომ აუცილებელი იყო სერვისების გაციფრულება, რაც ეხმარება მომხმარებელს ბიზნეს სესხი სწრაფად და მასზე მორგებული პირობებით მიიღოს. ამრიგად, თვითდასაქმებულების სესხის მოთხოვნა ევროკრედიტში ჩვენი ვებგვერდიდან, სახლიდან გაუსვლელათ შეგიძლიათ. 

ვებგვერდზე განაცხადის გაკეთებამდე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კომპანიები სესხის გაცემამდე, რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებენ. არსებობს რიგი კირეტერიუმები, რომლებიც შეიძლება  ეხებოდეს იმას, თუ რომელია თქვენი  საქმიანობის სფერო, როგორი საკრედიტო ისტორია გაქვთ, რამდენად სტაბილური ფულადი ნაკადები გიფიქსირდებათ, როგორია ეკონომიკური გარემო და სხვ.

ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ, ბიზნეს სესხის აღება უზრუნველყოფით ხდება, ანუ სესხის აღებისას მოითხოვება უზრუნველყოფა, ეს შეიძლება იყოს ავტომობილი, მანქანა-დანადგარები, მიწა, კომერციული ფართები ან/და სხვა უძრავი ქონება. რა თქმა უნდა, არსებობს არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხები, თუმცა მოცულობები, ბუნებრივია, უზრუნველყოფილ სესხთან შედარებით, მცირეა.

 სესხი თვითდასაქმებულებისთვის - ნომერზე 0322 90 40 00 

 მას შემდეგ რაც ევროკრედიტის ვებგვერდზე ყველა საჭირო ველს შეავსებთ, იმავე დღეს, ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი დაგიკავშირდებათ. ოფიცერი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ როგორია ევროკრედიტის ბიზნეს სესხის პირობები. ასევე, აგიხსნით, რა პროცედურების გავლა მოგიწევთ და გაგაცნობებთ ყველა იმ დოკუმენტის შესახებ, რომლებიც  სესხის მისაღებად დაგჭირდებათ. 

თუ ფიქრობ, რომ სიახლის დროა, აუცილებლად უნდა მოუსმინო საკუთარ იდეებს და ეძებო ამბები, რომლებიც ამ მიზნების ასრულებაში დაგეხმარება.ევროკრედიტში სწორედ ასეთი სიახლე გვაქვს - დაიმტკიცე თვითდასაქმებულების სესხი და გააგრძელე შენი საქმე, კიდევ უფრო დამოუკიდებლად. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ ევროკრედიტის ნომერზე 0322904000 ან ეწვიოთ ჩვენს  ვებგვერდს www.eurocredit.ge.


თანხის მოთხოვნა