შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

დეკემბერი 28, 2023

სწრაფი ონლაინ სესხები ავტომობილის უზრუნვლყოფით - აიღე სესხი ევროკრედიტში

სწრაფი ონლაინ სესხები ავტომობილის უზრუნვლყოფით - აიღე სესხი ევროკრედიტში

რას შეიძლება ნიშნავდეს, 21 საუკუნეში,  მოქნილი სერვისი თუ არა კომპანიების მხრიდან, სწრაფი ონლაინ სერვისის შეთავაზებას?! ამიტომაც ბრენდები და კომპანიები, რომლებსაც თავიანთი პროდუქტი აძლევთ საშუალებას შექმნან ონლაინ, იგივე დისტანციური სერვისი, ამ არჩევანს წინდაწინ აკეთებენ და დღითიდღე ცდილობენ მის გააუმჯობესებას კონკურენტულ ბაზარზე. სწორედ ასე მოიქცა თავის დროზე კომპანია “ევროკრედიტი”, რომელმაც დროის მოთხოვნებთან შესაბამისი, ოპტიმალური გადაწყვეტილება,  საკმაოდ დროულად, 2011 წელს მიიღო, როცა საქართველოს ბაზარზე სწრაფი ონლაინ სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით, შესთავაზა. 


ევროკრედიტის სწრაფი ონლაინ სესხი თანაბრად პასუხობს, როგორც ბიზნესის და ბიზნესმენების მოთხოვნებს, ასევე სხვა ადამიანების საჭიროებებს, რომლებსაც მაგალითად, არა ბიზნეს საქმიანობის დაწყება, არამედ უბრალოდ ავტომობილის შეძენა სურთ. ამიტომაც “ევროკრედიტის” პროდუქტების შეთავაზებაში - სწრაფი ონლაინ სესხები ერთიანდება, როგორც სწრაფი ბიზნეს სესხი ასევე სწრაფი ავტო სესხი.


ვიდრე დეტალურად მოგიყვებით  რა უპირატესობებით სარგებლობს ბაზარზე ევროკრედიტის სწრაფი ონლაინ სესხი, უნდა განვმარტოთ რას ნიშნავს სწრაფი ონლაინ სესხი  ავტომობილის უზრუნვლყოფით..


სწრაფი ონლაინ სესხი - შენი კომფორტისთვის გამზადებული სერვისი


სწრაფი ონლაინ სესხი  გაძლევთ შანსს, რომ სესხის აღების მთელი პროცესი ყოველგვარი ბარიერების გარეშე წარმართოთ, თანაც სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად. ეს შეიძლება ფულის სესხების ყველაზე მოსახერხებელი გზა იყოს თქვენთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც რაიმე მიზეზით, კრედიტორი კომპანიების ფილიალებში მისვლას ვერ ახერხებთ.


ცხადია სწრაფი ონლაინ სესხის აღება ავტომობილის უზრუნვლყოფით, შესაძლებელია როგორც ბანკებისგან,  ასევე კრედიტორი კომპანიისგან, ამ შემთხვევაში ევროკრედიტისგან. როგორც წესი ეს არის უზრუნველყოფილი სესხები, თუმცა არსებობს ისეთი  სწრაფი ონლაინ სესხები, რომლით სარგებლობის შემთხვევაშიც, თანხის მისაღებად, სესხის უზრუნველყოფა არ დაგჭირდებათ. თითოეულ კრედიტორ კომპანიას, რომელთა პორტფელში სწრაფი ონლაინ სესხი მოიძებნება, საკუთარი საკრედიტო მოთხოვნები აქვს და სწორედ ამიტომ, თქვენი ამოცანა კრედიტორის სწორად შერჩევაა. ევროკრედიტი შესაძლებლობას გაძლევთ აიღოთ სწრაფი სესხი დისტანციურად, ავტომობილის ან უძრავი ქონების უზრუნველყოფით ყოველგვარი ბერიერების გარეშე, მარტივად.


ჩვენ ყველაზე მოსახერხებელ და კომფორტულ სერვისს გთავაზობთ, თუ რატომ შეგიძლიათ დაუყონებლივ დარეკოთ ნომერზე  (032) 2 90 4000 და ნებისმიერ საკითხზე გიპასუხებენ ჩვენი გუნდის წევრები. მანამდე კი ჩვენი ბლოგი გავაგრძელოთ. ზოგ კარგ ამბავს აქვე მოგიყვებით. 


ევროკრედიტის ონლაინ სესხი ავტომობილის უზრუნვლყოფით და ტრადიციული სესხი - ჩვენი უპირატესობები


ჩვენთან ონლაინ შეთავაზება, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური რესურსების მაქსიმალურად ათვისების საშუალებით, იდეალურად  გამართულ ვებგვერდს გულისხმობს, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას უმარტივესად იპოვით. ვებგვერდიდან შეგიძლიათ გააკეთოთ თანხის მოთხოვნაზე განაცხადი და აიღოთ სწრაფი ონლაინ სესხი უმოკლეს დროში. ევროკრედიტის ვებგვერდია https://eurocredit.ge/, სადაც შეხვდებით დეტალურ ცნობებს  ონლაინ პროდუქტების-  სწრაფი ბიზნეს სესხი და სწაფი ავტოსესხი - შესახებ.


ონლაინ სესხის უპირატესობაა, უდაოდ, მოქნილი და სწრაფი აპლიკაციებიც, რაც თქვენ განაცხადის მარტივად შევსებაში გეხმარებათ, ხოლო ჩვენ განხილვის პროცესს გვიმარტივებს. 


ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ კრედიტორების დიდი ნაწილი გთავაზობთ ერთ ან ორ სასესხო პროდუქტს, რომლებშიც კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი. ამ მოთხოვნებს შეიძლება თქვენ უბრალოდ ვერ აკმაყოფილებდეთ, საკრედიტო ისტორიისა თუ სხვა ფაქტორების გათვალსიწინებით. ამიტომ, თქვენი ამოცანაა, იპოვოთ კრედიტორი კომპანია, რომელიც შემოგთავაზებთ მოქნილ, სწრაფ და კომფორტულ სერვისს - ამ პირობებს კი ევროკრედიტში ზედმიწევნით ვაკმაყოფილებთ, რაშიც მყისიერად დარწმუნებით, როცა ჩვენს ვებგვერდზე იმ მცირე მოთხოვნებს გაეცნობით, რომელთა დაკმაყოფილება დაგჭირდებათ, რათა სწრაფი სესხის ონლაინ აღება, მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილის უზრუნველყოფით  შეძლოთ.


ევროკრედიტის სწრაფი ონლაინ სესხი, ავტომობიის უზრუნველყოფით


ევროკრედიტის სწრაფი ონლაინ სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით მარტივი სესხია, ერთი შეხედვით სხვა სესხების მსგავსი სერვისი. სესხის დისტანციურად აღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დანიშნულებით, იქნება ეს სამომხმარებლო მიზნისთვის თუ ავტომობილის შესაძენად. მას შემდეგ, რაც ჩვენს ვებგვერდზე www.eurocredit.ge  განაცხადს წარმატებით შეავსებთ, ევროკრედიტის სესხის ოფიცერიც დაგიკავშირდებათ. თქვენი მაქსიმალური სიმშვიდისთვის, ჩვენი გუნდის წევრს, შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი კითხვა და მიიღოთ სრული ინფორმაცია სერვისის შესახებ.


ავტო სესხის განხილვით დავიწყოთ, რომელიც იმგვარად შევქმენით, რომ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პროდუქტი ყოფილიყო. მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაში ვგულისხმობთ, რომ მომხმარებელს სწრაფი ონლაინ ავტო სესხის აღება დაბალი საკრედიტო რეიტინგის ქონის შემთხვევაშიც შეუძლია და ამავდროულად, არ ვითხოვთ შემოსავლების დადასტურებას. 


ამ მიდგომით,  სწორედ სისწრაფეს უზრუნველვყოფთ და თქვენთვის სასურველი თანხის დამტკიცების შესაძლებლობას ვაჩენთ.  ჩვენი პროდუქტით სარგებლობისას, არ მოგიწევთ დროის დაკარგვა სხვადასხვა საბუთების მოძიებისთვის და არც დამატებითი ენერგიის დახარჯვა ბიუროკრატიაში. ამ საქმიან შეთანხმებაში თქვენი უპირატესობაა, რომ სესხის პერიოდში ავტომობილი მხოლოდ თქვენს სახელზე რჩება, რაც ნიშნავს რომ მანქანით სარგებლობას უპრობლემოდ აგრძელებთ. 

სწრაფი ონლაინ სესხი, ავტომობილის შესაძენად რომ აიღოთ,  საკმარისია აკმაყოფილებდეთ მხოლოდ შემდეგ პირობებს:

-იყოთ საქართველოს მოქალაქე
-წარადგინოთ შესაბამისი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
-წარადგინოთ ავტომობილის ტექ.პასპორტი
-იყოთ  21-დან 75-წლამდე.

სხვა ფინანსური ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, რაც დასაშვებია, ჩვენ შესაძლებლბას გაძლევთ, რომ ევროკრედიტში უკვე არსებულო სესხი გადმოიტანოთ და თქვენი ფინანსები, მეტი კომფორტისთვის, ერთ სივრცეში განკაროთ. პროცედურები, ამ შემთხვევაშიც მინიმალურია და არც დიდი დრო დაგჭირდებათ. 

ონლაინ სწრაფი სესხი ავტომობილის უზრუნვლყოფით, “ვოლიფეის” აპლიკაციიდან

“ვოლიფეის” გამოყენებით ევროკრედიტში  ონლაინ სწრაფი სესხი ავტომობილის უზრუნვლყოფითკიდევ უფრო მარტივად გაიცემა. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ევროკრედიტმა “ვოლიფეისთან” თანამშრომლობით, რამდენიმე წლის წინ, ინოვაციური პროდუქტი დანერგა, რაშიც ავტოსესხის განმეორებით დისტანციურად აღება იგულისხმება.   „ვოლიფეი“ საერთაშორისო ფინტეკ კომპანიაა, რომელიც მობილური აპლიკაციის და ანონიმური ბარათის საშუალებით მომხმარებელს სსხვადასხვა სახის ფინანსურ სერვისს სთავაზობს. ევროკრედიტი სერვისების კუთხით, ბაზარზე ნოვატორი კომპანიაა იმ თვალსაზრისითაც არის, რომ ვოლიფეის მობილური აპლიკაციიდან მომხმარებელს შეუძლია ავტოსესხი განმეორებით მოითხოვოს სრულიად დისტანციურად, ისე რომ არ დასჭირდეს სერვის ცენტრში მისვლა და მანქანის შეფასება. თანხასაც, სულ რამდენიმე წუთში, ვოლიფეის ბარათზე მიიღებთ. 

ვოლიფეის მასტერქარდ ბარათების გამოყენება, შესაძლებელია როგორც ნებისმიერი ბანკომატიდან თანხის გასანაღდებლად, ასევე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში თანხის გადახდისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ განმეორებითი სესხის მიღება შეგიძლიათ „ვოლიფეის“ გამოყენებით დისტანციურად, არამედ ასევე სასესხო ლიმიტის ფარგლებში დამატებითი თანხის მიღება და სესხის სრული პროცესის მართვა.

ვოლიფეის გამოსაყენებლად უნდა გადმოწეროთ მობილური აპლიკაცია
.- ვოლიფეი iOS-ისთვის   ვოლიფეი Android-ისთვის. 

შეჯამებისთვის ჩამოვთვალოთ  რა უპირატესობებით სარგებლობს ევროკრედიტის ონლაინ სწრაფი სესხი ავტომობილის უზრუნვლყოფით. პირველი კომფორტია, რადგან არ გჭირდებათ არანაირი საბუთების შეგროვება, მეორე უპირატესობად შეიძლება დავასახელოთ ნაკლები დროის დანახარჯი, რადგან ჩვენ საოპერაციო პროცესები მაქსიმალურად ავტომატიზებული გვაქვს და სესხის დამტკიცების შესაძლებლობასაც გაძლევთ უმოკლედ ვადაში. მომხიბვლელი უპირატესობაა, რომ არ ვითხოვთ თანამონაწილეობას, რაც გულისხმობს, რომ არ გთხოვთ, სესხის თანამონაწილე იყოს თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი.
არ უნდა დაგვავიწყდეს გრაფიკიც და ბლოგის ახალ ამბად გეტყვით, რომ გრაფიკი მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე მორგებულია, ჩვენ მას პერსონალიზებულად შედგენილ გრაფიკს ვეძახით, რადგან გადახდის გრაფიკი და პირობები თქვენს საჭიროებებს პასუხობს.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, დაიწყო თუ არა ბიზნესი ან შეიძინო თუ არა ავტომობილი, შესაძლოა გონება ნებისმიერ წუთს გაგინათდეს, ამიტომაც გახსოვდეს, რომ სწრაფი ონლაინ სესხი  ავტომობილის უზრუნვლყოფით, საუკეთესო პირობებით ევროკრედიტში გვაქვს. აი, პირველად რომ აიღებთ სესხს, მერე იმასაც მოგიყვებით, როგორ შეგიძლიათ განმეორებითი სესხის აღებაც, რადგან ამის შესაძლებლობა დისტანციურად, თქვენი სმარტფონის გამოყენებით მხოლოდ ევროკრედიტში შეგიძლიათ. 
თანხის მოთხოვნა