შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

დეკემბერი 28, 2023

მარტივი სესხი - აიღე სესხი მარტივად ევროკრედიტში

მარტივი სესხი - აიღე სესხი მარტივად ევროკრედიტში
  • როგორ უნდა აიღო მარტივი სესხი?
  • მარტივი სესხის აღება - ცოტა რამ პროცედურის შესახებ
  • მარტივი ბიზნეს სესხი-  ევროკრედიტის პროდუქტის უპირატესობა 
  • მარტივი ავტო სესხი -  ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი
  • ავტოლიზინგი თუ მარტივი ავტო სესხი?




  • როგორ უნდა აიღო მარტივი სესხი?

 

 გაინტერესებს როგორ უნდა აიღო მარტივი სესხი?  თანაც ისე, რომ ყოველგვარ ბიუროკრატიულ პროცედურებს თავი აარიდო და არ დაგჭირდეს საათების დაკარგვა იმისთვის, რომ სასურველი თანხა ანგარიშზე დაგიჯდეს. თანამედროვე სამყაროში, დროსთან ბევრი რამ არის დაკავშირებული, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სასურველი საქმიანობის დაწყებისთვის ან საჭირო ძვირადღირებული ნივთის შესაძენად, მაგალითად ავტომობილის, თანხა სწრადად გჭირდებათ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საუკეთესო შანსების ხელიდან გაშვება მოგიწიოთ. ეს რისკები რომ თავიდან აირიდოთ, საკმარისია მოიძიოთ ევროკრედიტის პროდუქტი, რომლის  შერჩევითაც შეძლებ აიღო მარტივი და სწრაფი სესხი.

 

ევროკრედიტის მარტივი სესხი  საუკეთესო შეთავაზებაა და მაქსიმალურად მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. სესხის აღება მარტივად, შემოსავლების დადასტურების გარეშე შეგიძლიათ, ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით.  ევროკრედიტს ორი კომფორტული პროდუქტი აქვს, მარტივი ბიზნეს სესხი და ასევე, მარტივი ავტო სესხი.  ბიზნეს სესხის აღება შემდეგნაირად შეგიძლიათ: 



  • მარტივი სესხის აღება - ცოტა რამ პროცედურის შესახებ

 

პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ  10 000 ლარამდე თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ევროკრედიტში სესხის უზრუნველყოფა საერთოდ არ დაგჭირდებათ.  ამ გზით, ვცდილობთ, მაქსიმალურად აგარიდოთ თავიდან ბიუროკრატია და დავამყაროთ ჯანსაღი და საიმედო თანამშრომლობა მომხმარებლებთან. თუ თქვენ მიერ მოთხოვნილი თანხა 10 000 ლარს არ აღემატება, ასეთ შემთხვევაში არ ვამოწმებთ არც მიზნობრიობას. Მიზნობრიობა მოწმდება მხოლოდ იმ დროს,  როცა თქვენთვის სასურველი თანხა 10 000 ლარს აღემატება, დაგჭირდებათ სესხის უზრუნველყოფაც.

 

თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ კარგი შეთავაზება, პროდუქტით ადამიანების მოსახიბლად საკმარისი აღარ არის. Მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ კარგად შეისწავლა ტექნოლოგიური რესურსები და შესაძლებლობები, არავის სურს დროის დაკარგვა გზაში,  საცობებში, ოფისებში, რიგებში და სხვ. ამიტომაც მატივი სესხი დღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, არის სწრაფი სესხი ბარიერების გარეშე. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ დისტანციურ სერვისს, რომლის საშუალებითაც ბიზნეს სესხის აღება ონლაინ  ან სულაც, ავტო სესხის აღება დისტანციურად შეგიძლიათ.

 

მარტივი სესხის აღება ჩვენს მომხმარებელს შეუძლია უმოკლეს დროში, ევროკრედიტის ვებგვერდზე www.eurocredit.ge, სადაც სწრაფად და სირთულეების გარეშე შეავსებთ შესაბამის ველებს და გააკეთებთ განაცხადს სასურველ თანხაზე. დისტანციურად შეძლებთ მიიღოთ ყველანაირი ინფორმაცია, ერთი ამოკითხვით გაარკვიოთ, რომელია ის მარტივადმოსაძიებელი დოკუმენტები, რომლებიც ევროკრედიტში სესხზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში დაგჭირდებათ. ვებგვერდზე კატეგორიაში ბიზნეს სესხი განაცხადის დაფიქსირების მომენტიდან, დაგიკავშირედბათ ჩვენი გუნდის წევრიც, რომელიც ყველა თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით და დაიწყებს მუშაობას, რომ თანხა თქვენს ანგარიშზე მყისიერად მოხვდეს. როგორც ხედავთ, ჩვენი გუნდის წევრები, მაქსიმალურ ძალიხსმევას გასწევენ იმისთვის, რომ სერვისი-   მარტივი ბიზნეს სესხი - იდეალურად გამოსცადოთ და მომსახურებით სრულად კმაყოფილი დარჩეთ.


ამასთან, თუ ვებგვერდზე ინფორმაციის მოძიება თქვენთვის კომფორტული არ არის, შეგიძლიათ ნებისმიერ კითხვა დაუსვათ ჩვენი გუნდის წევრებს და პასუხებს დაუყონებლივ მიიღებთ მითითებულ ნომერზე (032) 2 90 4000 დარეკვით.



  • მარტივი ბიზნეს სესხი-  ევროკრედიტის პროდუქტის უპირატესობა 

 

 Მარტივი ბიზნეს სესხი -  ამ პროდუქტის სარგებლობისას თქვენი უპირატესობაა, რომ სარგებლობთ თქვენს ბიზნესზე მორგებული პირობებით, რაც თქვენს კომპანიასა და შემოსავლების სტრუქტურაზე მორგებულ გადახდის გრაფიკს, სესხის დაფარვის კომფორტულ კალენდარს მოიაზრებს. ამას კი იმით უზრუნველვყოფთ, რომ ვცდილობთ, გრაფიკი მოვარგოთ მომხმარებლის საჭიროებებს, სწორედ ამიტომ გადახდის გრაფიკს პერსონალურად ვათანხმებთ და ვადგენთ. აღსანიშნავია, რომ მსესხებლის სურვილზეა დამოკიდებული ისარგებლებს თუ არა საშეღავათო პირობებით, სესხის სრული ვადის პერიოდზე. 

 

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ევროკრედიტის მიერ შემუშავებული გრაფიკი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომელთა შემოსავალს სეზონურობა ახასიათებს, რაც თავისთავად არის სტაბილურობის გარანტიც. სწორედ ამიტომ, ევროკრედიტი თქვენი საიმედო მხარდამჭერი და საქმეში, ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. 



  • მარტივი ავტო სესხი -  ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი

 

ევროკრედიტის კიდევ ერთი დახვეწილი და სწრაფად ხელმისაწვდომი პროდუქტია მარტივი ავტო სესხი. Შეიძლება, ამ მომენტში, ავტომობილის შეძენა რეალურად არ გეჩვენებათ ან გარკვეული ფინანსების მოგროვებას ელოდებით მის შესაძენად, თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ, როცა ევროკრედიტის მარტივი ავტო სესხის აღება თქვენს დღის წესრიგში დადგება, სესხის აღება მარტივად შეგეძლებათ.

ამრიგად, ევროკრედიტის მარტივი ავტოსესხი შანსს გაძლევთ ვალდებულება, სწორი კრედიტორის შერჩევით, თქვენზე მორგებულ პირობად აქციოთ.  

 

ავტოსესხი მარტივად ევროკრედიტში  მინიმალური კრიტერიუმებით გაიცემა და ამისთვის მხოლოდ რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეთ: იყოთ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, არც ავტო სესხის შემთხვევაში გჭირდებათ უნაკლო საკრედიტო ისტორია. ამასთან, ევროკრედიტის ავტო სესხიც არის სესხი, შემოსავლის დადასტურების გარეშე, რაც მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. 



  • ავტოლიზინგი თუ მარტივი ავტო სესხი?

 

Გადაწყვეტილების მიღებამდე,  შესაძლოა მაინც დაეჭვდეთ და გაიფიქროთ-  ავტო სესხი თუ ავტოლიზინგი?   Გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებით და გეტყვით, რომ ავტოსესხი ავტოლიზინგთან შედარებით, ერთ მთავარ უპირატესობას ფლობს. ეს უპირატესობაა, რომ მარტივი ავტო სესხი არის სესხი  ავტომობილის უზრუნველყოფით, რა შემთხვევაშიც მანქანა თქვენს სახელზე რჩება და არცერთ შემთხვევაში, მისი მართვის უფლება არ გეზღუდებათ. ეს ნიშნავს, რომ სესხის გადახდის მთელი დროის განმავლობაში, ზუსტად ისე სარგებლობთ ამ ავტომობილით, როგორც ეს სესხის გარეშე ყიდვის დროს იქნებოდა. ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ავტოსესხის შეთავაზებით სარგებლობისას,  ავტოსესხზე განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ მანქანა ჯერ კიდევ განუბაჟებელია, ამ კონკრეტული პირობით კი ევროკრედიტი ბაზარზე უპირატესობას ფლობს.

რაც შეეხება ავტო ლიზინგს, ავტო ლიზინგი არის ავტომობილის განვადებით ყიდვა, საბოლოო შესყიდვის გზით. Როგორც წესი,  ლიზინგით სარგებლობისას, ავტომობილი იმ კომპანიის სახელზე ფორმდება, რომელიც სესხს გაძლევთ. ეს ნიშნავს, რომ მანქანა თქვენ მართვაში რჩება, თუმცა, თქვენ საკუთრებად არ ითვლება იმ დრომდე, სანამ განვადების თანხას,  იგივე სესხს სრულად არ დაფარავთ. Გამოდის, რომ ავტომობილი თქვენ სახელზე ვერ გადმოფორმდება ბოლო გადახდამდე, რაც, შესაძლოა, გარკვეულ ბარიერებთან ასოცირდებოდეს, მაგალითად ჯარიმის გადახდისას ან პარკირების ყიდვის და სხვა Მოსალოდნელი პროცედურების დროს.

  • საპროცენტო განაკვეთი და სხვა პირობები 

ევროკრედიტში ავტო სესხი 12-დან 60 თვემდე ვადით გაიცემა.  ავტო სესხის  ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი0.1%-დან 3.5%-მდეა, წლიური ეფექტური განაკვეთით 50%-მდე. საგირავნოდ მიიღება 2001 წლიდან გამოშვებული ავტომობილები, რომელთა ღირებულება 4 700 ლარს აღემატება. ევროკრედიტში სესხის მისაღებად დაგჭირდებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა, ავტომობილის ტექ.პასპორტი და აუცილებელია, ავტომობილს გავლილი ჰქონდეს ტექ. დათვალიერება.

ევროკრედიტში შეგიძლიათ ავტო სესხის რეფინანსირებაც. რეფინანსირება გულისხმობს, რომ თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მისი შეცვლა მოგინდებათ, მარტივად  მოგიხერხდებათ სესხის რეფინანსირება  და მისი ახალ ავტომობილზე გადაფორმება.  

შეჯამებისთვის გეტყვით, რომ თუ სერვისის ფიზიკურ სივრცეში მიღებას გადაწყვეტთ, არც ამ ნაწილში იქნებით შეზღუდულები, რადგან ევროკრედიტის ფილიალები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში შეგხვდებათ და ჯამში 11 ფილიალით, მომხმარებლებს ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში ვემსახურებით. 

 

ფილიალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას მარტივად შეძლებთ ჩვენს  ვებგვერდზე www. eurocredit.ge  .

თანხის მოთხოვნა