შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

დეკემბერი 13, 2023

ავტო სესხი თუ ავტო ლიზინგი

ავტო სესხი თუ ავტო ლიზინგი

ევროკრედიტის ავტო სესხი - თქვენს დროზე მზრუნველი პროდუქტი

ანამედროვე სამაყაროში, ჩვენი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, როგორც წესი, დროა, რომელიც არასდროს იცდის და რომც იცდიდეს, ადამიანებსაც არ უნდათ მოცდა, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო არჩევანს ეხება. იმისთვის, რომ კომფორტულად იცხოვრო, გჭირდება მოძრავი და უძრავი ქონების შესყიდვა, რაც ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს იმ მოცულობის ფინანსურ რესურს, რომლის მოკლე დროში თავმოყრაც, გამოწვევებთან არის ხოლმე დაკავშირებული. 

Სახლის, მიწის, ავტომობილის, ტექნიკისა თუ სხვა სახის ქონების შეძენა ერთიან ფულს საჭიროებს და ამ დროს, ხშირად არ გვსურს დროში გაწელილი პროცესის მონაწილე გავხდეთ. Ამის თავიდან ასარიდებლად,  ვიწყებთ მცდელობას მოვძებნოთ არჩევანი, რომელიც საკითხის დაძვრის მომენტიდან ბოლო წერტილამდე, ბარიერებს არ შეგვიქმნის!

 Საქმე ავტომობილის შესყიდვას ეხება და პირველ ყოვლისა კითხვა, რომელიც მომხმარებლებს უჩნდებათ, არის: ავტოსესხი თუ ავტოლიზინგი?  ამ დროს ევროკრედიტში მარტივი და არგუმენტირებული პასუხები გვაქვს იმაზე, თუ რატომ ჯობია ისარგებლოთ შეთავაზებით - ავტოსესხი ან ავტოსესხი დისტანციურად.  

ავტოსესხი თუ ავტოლიზინგი  - ევროკრედიტის არჩევანი

Ჩვენ ავტო სესხი ავირჩიეთ. ავტო სესხი, ავტოლიზიგნთან შედარებით, ერთ უმთავრეს უპირატესობას ფლობს, ეს არის სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით, რა შემთხვევაშიც, მანქანა თქვენს სახელზე რჩება და არცერთ ვარიანტში, არ გეზღუდებათ მისი მართვის უფლება. ეს ნიშნავს, რომ სესხის გადახდის მთელი დროის განმავლობაში, ზუსტად ისე სარგებლობთ ამ ავტომობილით, როგორც ეს სესხის გარეშე ყიდვის დროს იქნებოდა. ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ავტოსესხის შეთავაზებით სარგებლობისას,  ავტოსესხზე განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ მანქანა ჯერ კიდევ განუბაჟებელია, ამ კონკრეტული პირობით კი ევროკრედიტი ბაზარზე უპირატესობას ფლობს და კონკურენტი არ ჰყავს.

Რაც შეეხება ავტო ლიზინგს, ავტო ლიზინგი არის ავტომობილის განვადებით ყიდვა, საბოლოო შესყიდვის გზით. ლიზინგით სარგებლობისას, ავტომობილი იმ კომპანიის სახელზე ფორმდება, რომელიც სესხს გაძლევთ. Ეს ნიშნავს, რომ მანქანა თქვენ მართვაში რჩება, თუმცა, თქვენ საკუთრებად არ ითვლება იმ დრომდე, სანამ განვადების თანხას  იგივე სესხს სრულად არ დაფარავთ, ანუ ავტომობილი თქვენ სახელზე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადმოფორმდება ბოლო გადახდამდე, რაც, შესაძლოა, გარკვეულ ბარიერებთან ასოცირდებოდეს, მაგალითად ჯარიმის გადახდისას ანაც პარკირების ყიდვის და სხვა Მოსალოდნელი პროცედურების დროს.

  ამიტომაც, ჩვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობაა, რომ ბარიერები არ გვიყვარს და ბიოროკრატიულ პროცედურებს მაქსიმალურად თავს ვარიდებთ. კერძოდ,  ევროკრედიტის პროდუქტებში, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ავტომობილის შეძენა სესხით სურთ, პირველ ყოვლისა ავტო სესხი მოვიაზრეთ და სესხის გაცემის პროცესი მაქსიმალურად გავამარტივეთ. Ჩვენი გუნდისთვის უპირატესი არის ნდობა და საქმიან ურთიერთობას სწორედ ამ ღირებულებაზე ვაფუძნებთ. Შესაბამისად, კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად სწორედ იმ კომპონენტს მოვიაზრებთ, რომელიც ავტომობილის დაუყონებლივ თქვენს სახელზე გადმოფორმებას გულისხმობს.


Სესხის მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი

Ავტოსესხი და ავტო ლიზინგი ბევრ ადამიანს ერთი და იგივე შეთავაზება ჰგონია, თუმცა ტექნოლოგიების საუკუნეში, არცთუ ისე რთულია ინფორმაციის მოძიება და ავტო სესხის უპირატესობების გაცნობა. განსხვავება დეტალებშია, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ დეტალებზე ორიენტირებულად, მართლაც “ასჯერ გაზომვით და ერთხელ გაჭრით” უნდა მივიღოთ.

როდესაც მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ ავტომობილის შესაძენად ფინანსურ ორგანიზაციას, კრედიტორ კომპანიას მიმართოს, შესაძლოა გაიჟღეროს მოსაზრებამ, რომ ლიზინგის შემთხვევაში, უფრო დიდი თანხის მიღება შეგიძლიათ, თუმცა ამ დროს, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ “ევროკრედიტში” ავტოსესხის მოცულობა 1300 ლარიდან იწყება და 50 000 ლარამდე მერყეობს. როგორც წესი, ეს საკმარისი ლიმიტია, სასურველი მოდელის და წლოვანების ავტომობილის შესაძენად. მოცულობა თავისუფლად ერგება სხვადსახვა მომხმარებლის მოთხოვნებს. 

ვალადებულების დაფარვის ვადა, ავტოლიზინგისა და ავტოსესხის შედარების დროს, დიდ განსხვავებას არ მოგცემთ. რაც უფრო დიდი რაოდენობის თანხა სურს მომხმარებელს, მისთვის უფრო კომფორტული იქნება თანხის დაფარვა ხანგრძლივ დროში მოხერხდეს, ამის გათვალისწინებით, Ევროკრედიტში ავტოსესხს 12-დან 60 თვემდე ვადით გავცემთ. საპროცენტო განაკვეთიც საკმაოდ ხელსაყრელია მომხმარებლებისთვის და 0.1%-დან 3.5%-მდე მერყეობს,  წლიური ეფექტური განაკვეთით 50%-მდე. ცნობისთვის,  ევროკრედიტში საგირავნოდ მიიღება 1999 წლიდან გამოშვებული ავტომობილები, რომელთა ღირებულება 4700 ლარს აღემატება. 

Მომხმარებელზე მორგებული პირობები

ინფორმაციის მოძიების პროცესში, შესაძლოა, შეგხვდეთ წყაროები, რომლებიც გეტყვიან, რომ ლიზინგის პირობები მომხმარებელზე უფრო მორგებულია, ვიდრე ავტოსესხის, თუმცა ჩვენ ამ მოსაზრებას ავტოსესხის დისტანციურად აღების შესაძლებლობას დავუპირისპირებთ. თუ ავტოლიზინგის შემთხვევაში ფილიალებში მისვლა გჭირდებათ, ევროკრედიტის ავტოსესხის აღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ევროკრედიტის ვებგვერდზე.

ევროკრედიტში ავტო სესხის აღება მარტივი სერვისია, რადგან ამის შეაძლებლობას ციფრული სამყარო და ინოვაციური მიდგომები გვაძლევს.  სესხის აღების პროცედურა ასეთია: ევროკრედიტის ოფიციალურ საიტზე, კატეგორიებში, მარტივად დაინახავთ წარწერას “ავტო სესხი”, რომელზე დაკლიკებისთანავე ვეგბგვერდი სესხის კალკულატორს და სესხის მოთხოვნის ღილაკს გიჩვენებთ. კალკულატორზე შეგიძლიათ მიუთითოთ სესხის თანხა, სასურველი ვადა  და დაუყონებლივ მიიღებთ მაქსიმალურ ინფორმაციას, ნომინალური პროცენტის, ეფექტური განაკვეთისა და ყოველთვიური გადასახადის ოდენობის შესახებ. 

ამის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი სესხის მოთხოვნაზე. პროცედურის დასრულებიდან მოკლე დროში, ევროკრედიტის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და იზრუნებს თქვენს სრულ ინფორმირებაზე, უპასუხებს ნებისმიერ შეკითხვას და უზრუნველყოფს უსწრაფეს მომსახურებას.  იმ შემთხვევაში თუ განაცხადის გაკეთებამდე გსურთ ჩვენი გუნდის წევრებთან გასაუბრება, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე (032) 2 90 4000.

Ავტოსესხი ჩვენთან, ავტოლიზინგი სხვაგან

 Მართალია, ისევე როგორც ავტოლიზინგის შემთხვევაში, ავტოსესხით სარგებლობის დროსაც, მომხმარებელი სრულ თანხას იღებს, თუმცა ავტო სესხის აღების შემთხვევაში, თქვენ მაქსიმალურად აარიდებთ თავს ბიოროკრატიულ პროცედურებს. Ლიზინგის დროს მანქანა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამსესხებელი კომპანიის სახელზე უნდა გაფორმდეს, რაც ართულებს რეფინანსირების ან/და პორტირების პროცესებს. Ევროკრედიტის ავტოსესხის შემთხვევაში სესხის რეფინანსირებაც დისტანციურად შეგიძლიათ, რაც გულისხმობს, რომ  თქვენი სასესხო ვალდებულება სიახლეებს არ გამორიცხავს. კერძოდ, თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მისი შეცვლა მოგინდებათ, მარტივად  მოგიხერხდებათ სესხის რეფინანსირება  და მისი ახალ ავტომობილზე გადაფორმება.  განმეორებითი სესხის დისტანციურად აღების შესაძლებლობა, წლებია, ჩვენი კომპანიონი მსხესხებლების კომფორტის საფუძველია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს  პროცესის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა შესთავაზა. 


Მას შემდეგ, რაც ჩვენი პროდუქტის უპირატესობები არგუმენტირებულად დავასაბუთეთ, შეგახსენებთ, რომ ავტოსესხი საუკეთესო პირობებით გულისხმობს იმასაც, რომ სესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეგიძლიათ. Ევროკრედიტში არ გჭირდებათ შემოსავლების დადასტურება და სასურველი თანხის მისაღებად დაგჭირებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პარპოსრტი ან პრადობა, ავტომობილის ტექ.პასპორტი. Აუცილებელია ავტომობილს გავლილი ჰქონდეს ტექ.დათვალიერება. 

Ამასთან, ევროკრედიტში არ ვითხოვთ, რომ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე გერიცხებოდეთ, როგორც ეს ტრადიციულ ბანკებში ხდება. Საკმარისია გქონდეთ დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ქულა და ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი!  Ამ შემოსავლის დამენეჯმენტებაში კი სიამოვნებით დაგეხმარებით და სესხის ლიმიტსაც ინდივიდუალურად დაგიდგენთ.


თანხის მოთხოვნა