შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

დეკემბერი 13, 2023

როგორ ავიღოთ ევროკრედიტის სწრაფი ავტო სესხი

როგორ ავიღოთ ევროკრედიტის სწრაფი ავტო სესხი

Რატომ არის ევროკრედიტის ავტო სესხი სწრაფი სესხი?


Ჩვენი სურვილები შესაძლოა ერთმანეთს ჰგავდეს, თუმცა როცა საკითხი ფინანსურ რესურსებზე მიდგება, ამ შემთხვევაში საქმე განსხვავებულადაა. ახალი ამბავი არ არის, რომ ადამიანებს ერთმანეთის მსგავსი შემოსავალი არ აქვთ და შესაძლოა, ყველა ჩვენგანს, არ ჰქონდეს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ძვირადღირებული ნივთი შეიძინოს, როგორიცაა მაგალითად ავტომობილი. შესაძლებლობები და და შანსები განსხვავდება მაშინაც, თუ თანამედროვე საუკუნის ტენდენციებს გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით არაერთი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძირითადად ონლაინ სამსახურებს ანიჭებენ უპირატესობას  და ციფრულ სამყაროში, არსებობს პროფესიები, რომელიც შემოსავლების დადასტურებას არ უზრუნელყოფს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ევროკრედიტში შევქმენით პროდუქტი და სერვისი, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და ავტომობილის შეძენის შანსს ნებისმიერ თქვენგანს აძლევს, ეს პროდუქტია - ევროკრედიტის სწრაფი ავტო სესხი. ჩვენთან  ავტო სესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, შემოსავლების დადასტურების გარეშე შეგიძლიათ. 


aრგუმენტები, რა თქმა უნდა, ამით არ ამოწურულა და აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ევროკრედიტის გუნდის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან, 10 000 ლარამდე თანხის მოთხოვნა ყოველგვარი უზრუნველყოფის გარშე შეგიძლიათ. Რაც მთავარია, არ ვამოწმებთ მიზნობრიობას მხოლოდ იმ შემთხვევის გარდა, როცა მსესხებელს 10 000 ლარზე მეტ თანხაზე სურს განაცხადის გაკეთება. ამ შემთხვევაში თქვენი სესხის უზრუნველყოფა ნამდვილად დაგჭირდებათ. 


რა კრიტერიუმებს ვითვალიწინებთ სესხის გაცემისას?


ევროკრედიტის ავტო სესხი უდაოდ არის სწრაფი სესხი, თუმცა იმისთვის, რომ პროცედურული ნაწილის გარდა, თანხის მიღება მარტივად შეძლოთ, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. ევროკრედიტში გამჭვირვალობის პრინციპით ვმუშაობთ და ჩვენთვის პრიორიტეტს  წარმოადგენს ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებლებს წინდაწინ ვაწვდით ინფორმაციას, თუ რა კრიტერიუმებს ვითვალისწინებთ სესხის გაცემისას. ეს ერთი მხრივ, ზოგავს დაინტერესებული ადამიანების დროსა და რესურსებს, მეორეს მხრივ კი უფრო შედეგიან ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს. 


რაც შეეხება ამ საჭირო ინფორმაციას, პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ავტოსესხის ლიმიტზე გავლენას ახდენს ავტომობილის ღირებულება. კერძოდ,  ევროკრედიტში ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი შეგიძლიათ მოითხოვოთ მანქანებზე, რომლებიც გამოშვებულია 2 000 წლის შემდეგ. შეძლებთ, როგორც განბაჟებული, ისე განუბაჟებელი ავტომობილის უზრუნველყოფას.  ჩვენთვის სესხის ლიმიტი განსაზღვრავს თქვენს გადახდისუნარიანობას. Საერთო ჯამში, თქვენი შემოსავალი, საკრედიტო ქულა  და ავტომობილის ღირებულება ზემოქმედებს იმაზე, თუ  რა მოცულობის სესხის რა პირობებით მიღებას შეძლებთ.  ლიმიტი  ინდივიდუალურია და თითოეულ მომხმარებელზე პერსონალურად დგინდება. 


ავტო სესხი გაიცემა  6-დან 72 თვემდე ვადით, რაც დაგვეთანხმებით არაფრით ჩამოუვარდება ავტოლიზინგის პერიოდს, ხოლო თანხის მოცულობა 1 500-დან 50 000 ლარის ფარგლებშია.  ინდივიდუალურად განვსაზღვრავთ საპროცენტო განაკვეთს და დაანგარიშება პერსონალურად ხდება, ამით თქვენზე მორგებულ პირობებს უზრუნველვყოფთ, სწორედ ამიტომ ჩვენი პროდუქტი უდაოდ არის სესხი საუკეთესო პირობებით.


  • ონლაინ ავტო სესხი - ცოტა რამ პროდუქტის შესახებ


ნოვატორული და თანამედროვე კომპანია წარმოუდგენელია ონლაინ სერვისების გარეშე და მოთხოვნა თავისთავად ქმნის პროდუქტს. მარტივი და სწრაფი ონლაინ სერვისი ტექნოლოგიების საუკუნეში ახალი ამბავი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ერთი კომპონენტი -  იყოს გამართული, მოქნილი და მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული. ევროკრედიტში ონლაინ ავტო სესხი ზუსტად ასეთი პროდუქტია. 


Ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, თქვენი დღის წესრიგი სავსეა სხვადასხვა ამოცანით და გზაში დროის რესურსის დახარჯვა ყველას გვენანება, ამიტომაც ავტო სესხის აღება ჩვენს ვებგვერდზე https://eurocredit.ge/ მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ.


Როგორც კი ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს ესტუმრებით, კატეგორიებში მარტივად შეამრჩნევთ წარწერას “ავტო სესხი”, ღილაკზე მითითებისთანავე ვებგვერდი სესხის კალკულატროს შემოგთავაზებთ და გიჩვენებთ სესხის მოთხოვნის ღილაკს. კალკულატორი მოქნილი საინფორმაციო ველია, რადგან შეგიძლიათ სასურველი თანხისა და თქვენთვის მოსახერხებელი ვადის მითითების შემდეგ, დაწვრილებით მიიღოთ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა ნომინალური პროცენტი, ეფექტური განაკვეთი და გადასახადის ოდენობა. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი და მოითხოვოთ სასურველი ავტომოილის შესაძენად საჭირო თანხა. 


Მოქნილ და კომფორტულ სერვის გთავაზობთ, ასევე, სატელეფონო კონსულტაციის თვალსაზრისითაც. Სესხზე განაცხადის დაფიქსირებისთანავე, ჩვენი გუდნის წევრი დაგიკავშირდებათ და თქვენს ინფორმირებაზე იზრუნებს. Სატელეფონო კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ პირდაპირ დარეკოთ ევროკრედიტის ნომერზე (032) 2 90 4000 და ნებისმიერი კითხვა დაუსვათ ჩვენს ოპერატორს.


Როცა საუბრის თემა არის ონლაინ ავტო სესხი, აუცილებლად უნდა გითხრათ რეფინანსირების შესაძლებლობის შესახებაც. ევროკრედიტში შეგიძლიათ ავტო სესხის რეფინანსირება,  ამ შემთხვევაშიც მარტივად და სწრაფად, რადგან პროცესის სრულად დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა გაქვთ. Სესხის სწრაფი რეფინანსირება გულისხმობს, რომ  თუ ახალი ავტომობილის შეძენას მოისურვებთ, მოითხოვთ სესხის რეფინანსირებას და მას ახალ ავტომობილზე გადააფორმებთ.


  • ინფორმაციით დატვირთული ვებგვერდი და მოქნილი სერვისი


ევროკრედიტის ვებგვერდზე სტუმრობისას შეამჩევნით, რომ ჩვენი პროდუქტების სიაში მხოლოდ ავტო სესხი არ მოიძებნება. Ჩვენ შეთავაზებებშია ასევე, ბიზნეს სესხი , რომლის შესახებაც სრულ ინფორმაციას ნახავთ ვებგვერდზე, თუმცა ორიოდე სიტყვით რომ მოგახსენოთ, ჩვენ ამ ნაწილშიც საიმედო კომპანიონები ვართ. კარგად იცით, რომ დინამიურ ბიზნესს მიღწეულ შედეგებზე გაჩერება არ სჩვევია, ამიტომ ევროკრედიტი საიმედო პარტნიორია პატარა და დიდი კომპანიებისთვის, რადგან ამ ნაწილშიც ინდივიდუალურ მიდგომას ვირჩევთ. 


ბიზნეს სესხის აღება ევროკრედიტში Შემოსავლების დადსატურების გარეშე შეგიძლიათ.  ბიუროკრატიული პროცედურებით არც აქ შეგექმნებათ დისკომფორტი. Სააპლიკაციო ფორმას ჩვენს ვებგვერდზე იპოვით. დაგჭირედბათ მხოლოდ კომპანიის დასახელება, სასურველი თანხის მოცულობა და უზრუნველყოფის საგანი. თუმცა, თუ მხოლოდ 10 000 ლარამდე თანხა გჭირედბათ, ამ შემთხვევაში უზრუნველყოფა არ გესაჭიროებათ. 


გარდა ამისა, ვებგვერდზე მოიძიებთ ინფორმაციას ჩვენი ფილიალების მისამართებისა და საკონტაქტო ნომრების შესახებ. ონლაინ სერვისების გარდა, მომსახურებას, რა თქმა უნდა,  პირისპირაც გთავაზობთ. ქვეყნის მასშტაბით ევროკრედიტს 11 ფილიალი აქვს, დედაქლაქსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.


  • ავტო სესხი საუკეთესო პირობებით?


ავტო სესხის აღება საუკეთესო პირობებით, დიახ, ჩვენთან ნამდვილად შეგიძლიათ. დაგჭირდებათ მხოლოდ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, რადგან მარტივი და სწრაფი ავტო სესხი ევროკრედიტში 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა, რაც პროდუქტს იდეალურ შესაძლებლობად აქცევს ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება არ აქვთ სხვებისთვის (სხვა კრედიტორებისთვის ან ბანკებისთვის) მისაღები საკრედიტო ისტორია ან ვერ შეძლებენ შემოსავლების დადსატურებას. 


ეს ნიშნავს, რომ თუ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ ან თვითდასაქმებული ბრძანდებით და შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, სასურველი ავტომობილის შეძენის შანსი მაინც გაქვთ.


ავტო სესხის  ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ევროკრედიტში  0.1%-დან 3.5%-მდეა, წლიური ეფექტური განაკვეთით 50%-მდე.  საგირავნოd მივიღებთ 1999 წლიდან გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთა ღირებულება 4 700 ლარს აღემატება. 


Როგორც უკვე ვთქვით, თანამედროვე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინტერნეტ სივრცითა და ინფორმაციაზე მაქსმალური ხელმისაწვდომობით გვანებივრებს. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, პირველ ყოვლისა, ინფორმაციას მოიძიებთ, შემდეგ კრედიტორების შეთავაზებებს ერთმანეთს შეადარებთ და თქვენზე მორგებულ პირობებს რომ აღმოაჩენთ, გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებთ. Ამ შესაძლებლობით ჩვენც მოხარულები ვართ, რადგან ჩვენს გამოცდილებას და ბექგრაუნდს ასობით კმაყოფილი მომხმარებელი და კომპანიონი ამაგრებს. 


Ჩვენ გთავაზობთ მუდმივ მზადყოფნას, არ დავიშურებთ ექსპერტულ ცოდნას და ნებისმიერ დროს, დეტალურად მოგიყვებით იმ საკრედიტო პროდუქტების შესახებ, რომლებიც წარმატებით გვაქვს დანერგილი!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ევროკრედიტის ნომერზე  (032) 2 90 4000  ან ეწვიეთ ევროკრედიტის ვებგვერდს. Რაც მთავარია, პირველ ყოვლისა, მოდით,  გაიარეთ ავტორიზაცია ჩვენ ვებგვერდზე, დღეს თუ არა, რა იცით როდის დაგჭირდეთ!


თანხის მოთხოვნა