შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

ნოემბერი 29, 2023

როგორ ავიღოთ მომენტალური სესხი

როგორ ავიღოთ მომენტალური სესხი

ევროკრედიტი- თქვენი სტაბილური მხარდამჭერი


 თუ მიზნების მისაღწევად საიმედო თანამშრომლობა, ანაც სტაბილური მხარდამჭერი გესაჭიროებათ, ევროკრედიტის მომენტალური სესხი, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. ამაში კი ის პირობები და შეთავაზებული სერვისები დაგარწმუნებთ, რომლებსაც კომპანია “ევროკრედიტი”  გთავაზობთ -  მნიშვნელობა არა აქვს ბიზნეს სესხი გჭირდებათ თუ ავტო სესხი.


ევროკრედიტის ბიზნეს სესხი საშუალებას გაძლევთ იყოთ გაბედულები და არასდროს თქვათ უარი ახალი იდეებზე, თამამად შეეჭიდოთ ახალ პროექტებს. Მნიშვნელობა არ აქვს ჯერ მხოლოდ ბიზნეს იდეა გაქვთ თუ უკვე ფლობთ თქვენს ბიზნესს, ჩვენი  ბიზნეს სესხის აღება ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ. ევროკრედიტი განვითარებადი ბიზნესისთვის მუშაობს და უკვე არაერთი კომპანიის საიმედო პარტნიორია. ჩვენ დაგეხმარებით გაანალიზოთ შესაძლებლობები, მიიღოთ კომფორტული, თქვენზე მორგებული პირობები, შეინარჩუნოთ მდგრადობა და რაც მთავარია, პარალელურად, არცერთი წუთი არ შეწყვიტოთ განვითარება!


ისევე, როგორც შეიძლება დაუყონებლივ დაგჭირდეთ ბიზნეს სესხი, შესაძლოა, მოგინდეთ ახალი ავტომობილის შეძენა. ჩვენი პროდუქტების სიაში ავტოსესხსაც იპოვით. ამ შემთხვევაშიც, თქვენ წინაშეა მომენტალური ავტო სესხი, რომლის მიღება ევროკრედიტში ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეგიძლიათ!


Ჩვენი გუნდი მზად არის გაჩნდეს თქვენი ცხოვრების იმ ეპიზოდში, რომელშიც თქვენ ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ, იქნება ეს კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა, თუ დამატებითი თანხის საჭიროება თქვენი ბიზნესისა ან ბიზნეს იდეისთვის!


ევროკრედიტის მომენტალური ბიზნეს სესხი - სესხი უზრუნველყოფის გარეშე

ევროკრედიტის ბიზნეს სესხი მიმდინარე წლიდან მომხმარებელს განახლებული პირობებით დაუბრუნდა. ჩვენი მომენტალური ბიზნეს სესხი, საუკეთესო პირობებით სესხი ნამდვილად არის, რადგან 2023 წლიდან, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, 10 000 ლარამდე თანხის მიღება კომპანებს უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ.

გაინტერესებთ კიდევ რატომ არის ევროკრედიტის ბიზნეს სესხი მომენტალური სესხი? Რადგან მისი აღება მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ. Ბიზნეს სესხის აღება რომ შეძლოთ, ბიუროკრატიული პროცედურების გავლა არ მოგიწევთ, ეს კი მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროს, ენერგიასა და რესურსებს. Ბიზნეს სესხის აღება მომენტარლურად, ჩვენი ვებ-გვერდიდან www.eurocredit.ge შეგიძლიათ, რისთვისაც, სულ რაღაც, რამდენიმე მარტივი ველის შევსება დაგჭირდებათ: კომპანიის დასახელება, სასურველი თანხის მოცულობა და უზრუნველყოფის საგნის მითითება.

Საჭირო ველების შევსების შემდეგ, ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი დაგიკავშირდებათ და დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით იმის თაობაზე, თუ როგორია ევროკრედიტის ბიზნეს სესხის პირობები. Ჩვენი გუნდის წევრები აუცილებლად აგიხსნიან, რა პროცედურების გავლა მოგიწევთ და გაგაცნობენ ინფორმაციას  ყველა იმ დოკუმენტის შესახებ, რომლებიც სესხის მომენტალურად მისაღებად დაგჭირდებათ.

ევროკრედიტის მომენტალური ავტო სესხი

 ცოტა რამ ავტოსესხის შესახებაც აუცილებლად უნდა გითხრათ, თუმცა პირველ ყოვლისა, ხომ გახსოვთ, ავტოსესხის მიზნობრიობა ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენაა, ამის შანსს კი ევროკრედიტის მომენტალური ავტო სესხი მართლაც მომენტალურად გაძლევთ. თუ არჩევანს ევროკრედიტის ავტო სესხზე შეაჩერებთ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ ფინანსურ რისკებს მაქსიმალურად აგარიდებთ თავიდან.

ევროკრედიტში ავტო სესხის აღება რომ შეძლოთ, საკმარისია იყოთ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქე. ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ევროკრედიტში არ მოგთხოვთ უნაკლო საკრედიტო ისტორიას  და არც შემოსავლების დადასტურებას. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ, ან თვითდასაქმებული ბრძანდებით, შესაბამისად შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, თუმცა მაინც გაქვთ შანსი, სასურველი ავტომობილი შეიძინოთ. 


ევროკრედიტში სესხის აღება შესაძლებელია ახალი, ან მეორადი ავტომობილის უზრუნველყოფით, რომელიც, მართვის უფლებით,  თქვენს საკუთრებაში დარჩება. შესაბამისად,  ამ შეთანხმებაში უპირატესობას თქვენ ფლობთ, რადგან სესხის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, ავტომობილი გაფორმებული რჩება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სახელზე.

Ამრიგად, Ავტო სესხის მომენტალურად აღება - ეს ევროკრედიტის უპირატესი შეთავაზებაა ბაზარზე, რაც სესხის ბარიერების გარეშე მიღებას მოიაზრებს. Როცა ამას ვამბობთ, იმასაც ვგულისხმობთ, რომ ჩვენთან ავტოსესხის მიღება ონლაინ შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად. დიახ, ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ არ გადაუხვიოთ თქვენს დისტანციურად დაგეგმილ დღის წესრიგს და სესხის აღება ონლაინ მოახერხოთ.

ინოვაციური პროდუქტი  - ავტო სესხი დისტანციურად - ჩვენ “ვოლიფეისთან” თანამშრომლობით დავნერგეთ და ამ დრომდე, აქტიურად ვთავაზობთ სერვისს ჩვენს მომხმარებლებს.  შესაბამისად, თუ სესხის ასაღებად ფილიალებში მისვლა თქვენთვის გამოწვევას წარმოადგენს, ავტო სესხი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ. 

ამასთან, ჩვენთან ონლაინ რეჟიმშივე შეგიძლიათ სესხის რეფინანსირება, რაც დაგვერწმუნეთ, რომ ბაზარზე მხოლოდ ჩვენი შეთავაზებაა და ამ ნაწილში კონკურენტი არ გვყავს. ეს ნიშნავს, რომ თუ სესხის რეფინანსირებაც  და მისი ახალ, თქვენთვის სასურველ ავტომობილზე გადაფორმებაც ონლაინ შეგიძლიათ.

ევროკრედიტში ავტო სესხი 12-დან 60 თვემდე ვადით გაიცემა. თანხის მოცულობა განისაზღვრება 1500 ლარიდან 50000 ლარამდე, რაც როგორც წესი, საკმარისი ლიმიტია, სასურველი მოდელის და წლოვანების ავტომობილის შესაძენად, მოცულობა თავისუფლად ერგება სხვადასხვა მომხმარებლის მოთხოვნებს. 

 ავტო სესხის  ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ევროკრედიტში  0.1%-დან 3.5%-მდეა, წლიური ეფექტური განაკვეთით 50%-მდე.  საგირავნოდ მივიღებთ 2000 წლიდან გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთა ღირებულება 4700 ლარს აღემატება. 


ბიზნეს სესხისა და ავტო სესხის გადახდის გრაფიკი

ევროკრედიტში ნებისმიერი სესხის გადახდის გრაფიკი მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულია და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით დგინდება. ბიზნეს სესხის შემთხვევაში, ჩვენთან შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, თანაც სესხის სრული ვადის პერიოდზე, ეს კი განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის/ბიზნესებისთვის, რომელთა შემოსავალს, შესაძლოა, სეზონურობა ახასიათებდეს. ამას გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობთ, რადგან თითქმის სამი წლის განმავლობაში, ევროკრედიტის ბიზნეს სესხი არაერთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, კრიზისულ სიტუაციაში, მთავარი გამოსავალი აღმოჩნდა. 

Ბაზარზე ჩვენი უპირატესობები  ცალსახად გამოვკვეთეთ ავტო სესხის სერვისის მიმართულებითაც. ამ შემთხვევაშიც დავნერგეთ მხოლოდ თქვენზე მორგებული პირობები, რაც პირველ ყოვლისა,  ინდივიდუალურ გრაფიკს და რეფინანსირების შეთავაზებას გულისხმობს. აქაც, ჩვენი უპირატესობა საშეღავათო პერიოდია, რომელიც  6 თვემდე გრძელდება.

საქმე იმაშია, რომ ჩვენს დროში, ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად, არც რამის ლოდინი და არც წლობით დანაზოგის გროვება არ გჭირდებათ. თქვენც კარგად იცით, რომ  დრო ძალიან სწრაფად გადის და თუ თქვენს საქმეს და სურვილებს რაღაც, ამ შემთხვევაში კი ფინანსური რესურსი, თანხა, აქ და ახლა სჭირება, ისღა დაგრჩენიათ სწორი კრედიტორი მოძებნოთ! მას შემდეგ,  რაც არჩევანს ევროკრედიტზე შეაჩერებთ, სასურველი თანხის მომენტალურად მიღებას ჩვენ უზრუნველვყოფთ. 

თუ დისტანციური სერვისების მიღება არ გხიბლავთ და საქმიანი გადაწყვეტილებისთვის, პირისპირ, ოფლაინ კონსულტაცია გირჩევნიათ, მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში, ჩვენ ყველგან დაგხვდებით!

გაეცანით ინფორმაციას ევროკრედიტის ვებგვერდზე https://eurocredit.ge/ , დაგვირეკეთ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ნომერზე (032) 2 90 4000 ან  გვეწვიეთ ფილიალებში შემდეგ მისამართებზე: https://eurocredit.ge/ka/contact

Ევროკრედიტი - ფინანსურ საკითხებზე, მუდამ თქვენს სამსახურში!


თანხის მოთხოვნა