ავტო სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე

უახლოეს მომავალში, საქართველოში, ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. 2024 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება, ხოლო ავტობუსებისთვის და სატვირთო ავტომანქანებისთვის ცვლილება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. ვარაუდია, რომ 2024 წლიდან, რეგულაციის ამოქმედება ავტომობილებზე საშუალო ფასის ზრდას გამოიწვევს.
ცალკე საკითხია, შეცვლის თუ არა რეგულაცია ბაზარზე როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მოლოდინებს, გამოიწვევს თუ არა ეკონომიკურ ცვლილებებს, თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენი ინდივიდუალური საჭიროებები უცვლელი რჩება და მიზნის ასრულებისთვის, გეგმების დღის წესრიგი არ უნდა შევცვალოთ.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს თანამედროვე, საქმიანი ადამიანის გეგმები, თუ არა ავტომობილის შეძენას ან მის ახლით ჩანაცვლებას? ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც წესი, შედარებით მეტი ფინანსური ძალისხმევის გაწევა გვიწევს ხოლმე, რადგან ძვირადღირებული ნივთების შეძენა, დანაზოგითაც კი, მარტივი არ არის. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია ევროკრედიტის ავტოსესხი და ჩვენ მზად ვართ, პარტნიორობა გაგიწიოთ, გთავაზობთ თქვენზე მორგებულ პირობებს, მთავარი კონცეფციით - ავტოსესხი ბარიერების გარეშე!
ავტოსესხის მარტივად და სწრაფად მიღების საუკეთესო შანსი
მას შემდეგ, რაც თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს განსაზღვრავთ და ქვეყნის ეკონომიკურ დღის წესრიგში, შესაძლო ცვლილებებს და მოსალოდნელ შედეგებს გაითვალისწინებთ, მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ კრედიტორი კომპანია, რომელიც საქმეში, თქვენი კომპანიონი და სტაბილურობის, რისკების თავიდან არიდების გარანტი იქნება. ევროკრედიტში სასურველი თანხის მიღება მარტივად, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეგიძლიათ. Ჩვენთან ავტოსესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მანქანის ფლობის შესაძლებლობას ვაძლევთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ამისთვის თანხა არ ჰყოფნით. ბაზარზე მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ევროკრედიტმა პირველმა დანერგა სერვისი ონლაინ ავტოსესხი, რომელიც შანსს გაძლევთ სასურველი თანხა დისტანციურად, ოფისიდან, სახლიდან, აგარაკიდან გაუსვლელად, მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით მოითხოვოთ.
ონლაინ სესხი ჩვენი პროდუქტების სიაში რამდენიმე წლის წინ გავაჩინეთ, “ვოლიფეისთან” თანამშრომლობით და დავნერგეთ ინოვაციური პროდუქტი - ავტო სესხი დისტანციურად. შესაბამისად, იმ მომხმარებლებს, რომლებისთვისაც ევროკრედიტის ფილიალებში მისვლა გამოწვევას წარმოადგენს, თავისუფლად შეუძლიათ განმეორებითი სესხის შემთხვევაში, ონლაინ ავტო სესხის აღება.
სესხის აღების პროცედურა ასეთია: ევროკრედიტის ოფიციალურ საიტზე კატეგორიებში მარტივად დაინახავთ წარწერას “ავტო სესხი”, რომელზე დაკლიკებისთანავე ვეგბგვერდი სესხის კალკულატორს და სესხის მოთხოვნის ღილაკს გიჩვენებთ. კალკულატორზე შეგიძლიათ მიუთითოთ სესხის თანხა, სასურველი ვადა და დაუყონებლივ მიიღებთ მაქსიმალურ ინფორმაციას, ნომინალური პროცენტის, ეფექტური განაკვეთისა და ყოველთვიური გადასახადის ოდენობის შესახებ. ამის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი სესხის მოთხოვნაზე. Როგორც კი პროცედურას დაასრულებთ, მოკლე დროში, ევროკრედიტიდან თქვენს ტელეფონზე ზარი შემოვა და ჩვენი გუნდის წევრი იზრუნებს თქვენ სრულ ინფორმირებაზე, უპასუხებს ნებისმიერ შეკითხვას და უზრუნველყოფს უსწრაფეს მომსახურებას. თუ განაცხადის გაკეთებამდე გსრუთ ჩვენთან კონსულტაციის გავლა, დაგვირეკეთ ნომერზე (032) 2 90 4000.
ავტოსესხის რეფინანსირება ცალკე შეთავაზებაა ევროკრედიტისგან. სესხის რეფინანსირება გულისხმობს, რომ თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მისი შეცვლა მოგინდებათ, მარტივად მოგიხერხდებათ სესხის რეფინანსირება და მისი ახალ ავტომობილზე გადაფორმება. განმეორებითი სესხის დისტანციურად აღების შესაძლებლობა, წლებია ჩვენი კომპანიონი მსხესხებლების კომფორტის საფუძველია, თანაც აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს პროცესის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა შესთავაზა.
ევროკრედიტში ავტოსესხის განმეორებით აღებას ან სასესხო ლიმიტის გაზრდას დისტანციურად, “ვოლიფეის” მობილური აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ. ეს ნიშნავს, რომ სასურველი თანხის მიღება, მართლაც, სულ რამდენიმე წუთში, “ვოლიფეის” ბარათზე, “ვოლიფეის” აპლიკაციიდან მოთხოვნით შეგიძლიათ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვოლიფეის ბარათის აღება, ევროკრედიტის სერვისცენტრებშია შესაძლებელი და “ვოლიფეის” მომხმარებლებისთვის ავტოსესხზე განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. Მსგავსი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა სრულად კომპანიის ოპერაციულ ჯაჭვშიც დაიწყო, რამაც სერვისის თქვენთვის მიწოდება ყველაზე უფრო სწრაფი და მარტივი გახადა.
ყველაზე მარტივი პირობები - ავტოსესხი ევროკრედიტში
ევროკრედიტში ავტოსესხის აღება ყველზე გამარტივებული პირობებით არის შესაძლებელი. სესხის მიღება ჩვენთან ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეგიძლიათ, შესაბამისად არ მოგიწევთ ნერვიულობა წარსულში არსებულ სხვა ფინანსურ დავალიანებებსა და ვალდებულებებზე, რადგან ჩვენ ორიენტირს მომავალზე ვაკეთებთ. სესხს გავცემთ შემოსავლების დადასტურების გარეშე, რაც ალბათ, ვთანხმდებით, რომ იდეალური პირობაა, თუ შემოსავალი ბანკში არ გიფიქსირდებათ. Რაც მთავარია, სესხის სრული ვადის პერიოდში, ავტომოილი რჩება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს საკუთრებაში და ეს კარგი შეთავაზებაა, თუნდაც ავტოლიზინგთან შედარებით, რა დროსაც ხშირად მომხმარებელს ავტომობილის გადაფორმება კრედიტორი კომპანიის სახელზე უწევს. დიახ, ავტოსესხის შემთხვევაში, მანქანა თქვენს სახელზეა და არცერთ ვარიანტში, არ გეზღუდებათ მისი მართვის უფლება. ეს ნიშნავს, რომ სესხის გადახდის მთელი ვადის პერიოდში, ზუსტად ისე სარგებლობთ ამ ავტომობილით, როგორც ეს სესხის გარეშე ყიდვის დროს იქნებოდა.
ამასათან, თქვენზე მორგებული პირობაა ისიც, რომ ავტოსესხის შეთავაზებით სარგებლობისას, ავტოსესხზე განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ მანქანა ჯერ კიდევ განუბაჟებელია. ამ კონკურენტული პირობით კი ევროკრედიტი ბაზარზე უპირატესობას ფლობს.
ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ჩვენ ზედმიწევნით გამოვკვეთეთ ბაზარზე ჩვენი უპირატესობები და დავნერგეთ მომხმარებელზე მორგებული სერვისი, რაც პირველ ყოვლისა, თითოეულ ადამიანზე მორგებულ ინდივიდუალურ გრაფიკს და რეფინანსირების შეთავაზებას გულისხმობს. გარდა ამისა, ევროკრედიტის მნიშვნელოვანი უპირატესობებია, საშეღავათო პერიოდი 6 თვემდე ვადით.
ვის შეუძლია ევროკრედიტის ავტოსესხის აღება?
იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიდგომა მაქსიმალური ხელმისაწვდომობაა, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ პოტენციურ მომხმარებლებს ასაკში არ ვზღუდავთ. Ჩენთან ავტო სესხის აღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის 21-დან 75 წლამდე. Როგორც აღვნიშნეთ ევროკრედიტის ავტო სესხი, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა, რაც კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, ნიშნავს, რომ თუ თქვენ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ ან თვითდასაქმებული ხართ და შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, მაინც გაქვთ შანსი სასურველი ავტომობილი შეიძინოთ.
Რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას, ავტომობილის შესაძენად სასურველი თანხის უმოკლეს ვადაში მისაღებად დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტის მოკრება და ესენია: პასპორტი ან პირადობა და ავტომობილის ტექ.პასპორტი.
Აუცილებალდ უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფ და მარტივ სერვისს ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს, რომელიც მართალია ონლაინ სერვისით გავამყარეთ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ფილიალების რაოდენობა, რომელიც საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. ევროკრედიტი 11 ფილიალით 5 დიდ ქალაქში შეგხვდებათ. ამასთან, კომპანია მუდმივად მუშაობს ქსელის გაფართოებაზე. ფილიალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ევროკრედიტის ვებ-გვერდზე (www.eurocredit.ge). ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების გავლისა და დაკმაყოფილების შემდეგ, ევროკრედიტის გუნდი თქვენს განაცხადს მყისიერად განიხილავს და პასუხს უმოკლეს დროში დაგიბრუნებთ. ჩვენთან პირველად სესხის მიღბისას, აუცილებელია, რომ ერთხელ ეწვიოთ ევროკრედიტის ფილიალს, რათა კომპანიის გუნდმა ავტომობილი დაათვალიეროს, მანქანა შეფასდეს სწორად და ადეკვატურად და დასრულდეს მისი ვერიფიკაციის პროცესი. პირველი სესხის მიღების შემდეგ კი განმეორებით თანხის მოთხოვნა, დამატება, განახლება და აღდგენა, რაზეც ასევე, ზევით ვისაუბრეთ, უკვე სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეგეძლებათ.
მოქნილი ინფორმაცია არჩევანის სისწორეში დასარწმუნებლად
ევროკრედიტში სასურველი ავტომობილის შესაძენად გასაცემი თანხის მოცულობა 1 500-დან 50 000 ლარის ფარგლებშია.
საპროცენტო განაკვეთიც მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამ შემთხვევაში, თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდით. რაც ნიშნავს, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ნებისმიერ თანხაზე არ გადაიხდით პროცენტს და მხოლოდ ძირ თანხას დაფარავთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს საჩუქარიც, რომელსაც ნებისმიერ სესხზე გავცემთ - 200 ლარამდე დაზღვევის ვაუჩერი.
ამრიგად, ევროკრედიტში ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სესხის პირობების შესახებ. ჩვენი საკრედიტო ოფიცრები მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია სესხის მართვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
დამატებითი ბიუროკრატიის, სირთულეების და შეზღუდვების გარეშე, ევროკრედიტი არის ადგილი, სადაც სესხს მიიღებთ „ბარიერების გარეშე“.