შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

ოქტომბერი 05, 2023

აიღე სესხი ონლაინ ყველაზე სწრაფად

აიღე სესხი ონლაინ ყველაზე სწრაფად

●      მოქნილი სერვისი - ევროკრედიტის ონლაინ სესხი

●      რა არის ონლაინ სესხი?

●      ონლაინ სესხი თუ ტრადიციული სესხი?

●     ონლაინ სესხის აღება - ევროკრედიტის მოქნილი სერვისი

●      სესხის მიღება “ვოლიფეის” გამოყენებით - კიდევ უფრო მარტივი სერვისი

●      ევროკრედიტის ონლაინ სესხი -  ჩენი უპირატესობები

●      მოქნილი სერვისი - ევროკრედიტის ონლაინ სესხი

 

სწრაფი და მარტივად ხელმისაწვდომი   - რა შეიძლება გაგვახსენდეს თუ არა სერვისი, რომელიც თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს და ბიზნესის გამოწვევებს ზედმიწევნით პასუხობს. Სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებითა და საქმიანი მოტივით, ევროკრედიტმა ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოს ბაზარს - ონლაინ სესხი ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, სესხის დისტანციურად აღება შესთავაზა.

ევროკრედიტში ონლაინ სესხი  შეგიძლიათ ორი მიზნით აიღოთ, მოითხოვოთ ბიზნეს სესხი დისტანციურად ან ავტოსესხი ონლაინ. Თუმცა, ვიდრე დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რა უპირატესობები აქვს ევროკრედიტს ბაზარზე, მოკლედ განვმარტოთ, რა არის ონლაინ სესხი. 




●      რა არის ონლაინ სესხი?

ონლაინ სესხი საშუალებას გაძლევთ, სესხის აღების მთელი პროცესი, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად წარმართოთ. Ეს შეიძლება ფულის სესხების ყველაზე მოსახერხებელი გზა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რაიმე მიზეზით, კრედიტორი კომპანიების ფილიალებში მისვლას ვერ ახერხებენ. 

ონლაინ სესხის აღება შესაძლებელია როგორც ონლაინ კრედიტორისგან, ასევე კრედიტორების ონლაინ განყოფილებიდან. Ხშირად ეს არის არაუზრუნველყოფილი სესხები, მაგრამ არსებობს  ისეთი ტიპის ონლაინ სესხი, რომლის შემთხვევაშიც თანხის მისაღებად, სესხის უზრუნველყოფა დაგჭირდებათ. Აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ კრედიტორ კომპანიას, რომელთა პროდუქტებში არის ონლაინ სესხი, აქვს საკუთარი საკრედიტო მოთხოვნები და სწორედ ამიტომ, თქვენი ამოცანაა შეარჩიოთ კრედიტორი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ აიღოთ სესხი დისტანციურად, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, მარტივად და სწრაფად. Ამ შემთხვევაში ევროკრედიტი ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული არჩევანია.   Თუ რატომ,  შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე  (032) 2 90 4000 და ნებისმიერ საკითხზე, სრულ ინფორმაციას მიიღებთ. Თუმცა, თუ ონლაინ სესხზე არჩევანი ჯერ არ შეგიჩერებიათ, მოგიყვებით რით განსხვავდება ონლაინ სესხი ტრადიციული სესხისგან. 

 




●     ევროკრედიტის ონლაინ სესხი თუ ტრადიციული სესხი? 

 

 დღესდღეობით, დიდია იმ კრედიტორი კომპანიების რიცხვი, რომლებიც სესხებს ონლაინ რეჟიმში გთავაზობენ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე განსხვავება, რამაც შესაძლოა ონლაინ შეთავაზება უფრო მომხიბვლელი გახადოს.  მაგალითად ის, რომ სესხის დისტანციურად აღება არ არის დაკავშირებული პირდაპირ კომუნიკაციასთან და  არ გჭირდებათ კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელთან ან ბანკირთან პირისპირ კონტაქტი. სწრაფი ონლაინ სესხი რომ მიიღოთ,   შეხება გექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ კრედიტორთან, რომელსაც შეგიძლიათ კითხვების შემთხვევაში მიმართოთ და ფუჭად დროის დახარჯვის გარეშე, მისგან მიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.  

 

ონლაინ სესხის უპირატესობაა მოქნილი და სწრაფი აპლიკაციები, რაც თქვენ განაცხადის მარტივად შევსებაში გეხმარებად, ხოლო ჩვენ განხილვის პროცესს გვიმარტივებს.  ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ კრედიტორების დიდი ნაწილი გთავაზობთ ერთ ან ორ სასესხო პროდუქტს, რომლებშიც კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი. ამ მოთხოვნებს შეიძლება თქვენ უბრალოდ ვერ აკმაყოფილებდეთ, საკრედიტო ისტორიისა თუ სხვა ფაქტორების გათვალსიწინებით. ამიტომ, თქვენი ამოცანაა, იპოვოთ კრედიტორი კომპანია, რომელიც შემოგთავაზებთ მოქნილ, სწრაფ და კომფორტულ სერვისს- ამ პირობებს კი ევროკრედიტში ზედმიწევნით ვაკმაყოფილებთ, რაშიც მყისიერად დარწმუნებით, როცა ჩვენს ვებგვერდზე იმ მცირე მოთხოვნებს გაეცნობით, რომელთა დაკმაყოფილება დაგჭირდებათ, რათა სესხის ონლაინ აღება შეძლოთ. 

 




●     ონლაინ სესხის აღება - ევროკრედიტის მოქნილი სერვისი

 

ევროკრედიტის ონლაინ სესხი არის სწრაფი სესხი, დაახლოებით ყოველდღიური სესხების მსგავსი სერვისი. სესხის დისტანციურად აღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დანიშნულებით, იქნება ეს ბიზნესისთვის თუ ავტომობილის შესაძენად. მას შემდეგ, რაც თქვენ ევროკრედიტის ვებგვერდზე www.eurocredit.ge წარმატებით შეავსებთ განაცხადს, სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ მანამ, სანამ კრედიტორი კომპანიის სესხის ოფიცერი დაგიკავშირდებათ. თქვენი მაქსიმალური სიმშვიდისთვის, ჩვენი გუნდის წევრს, შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი კითხვა და მიიღოთ სრული ინფორმაცია სერვისის შესახებ.

 

მანამდე კი უნდა იცოდეთ, რომ კომპანიას მინიმალური მოთხოვნები აქვს იმისთვის, რომ თანხა გასესხოთ. განვიხილოთ ევროკრედიტის ავტოსესხი, რომელიც იმგვარად არის შექმნილი, რომ  მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. მაქსიმალურ კომფორტში ვგულისხმობთ, რომ მომხმარებელს ონლაინ ავტოსესხის მიღება დაბალი საკრედიტო რეიტინგის ქონის შემთხვევაშიც შეუძლია და ამავდროულად, კომპანია არ ითხოვს შემოსავლების დადასტურებას.  ეს ყველაფერი პროცესს უფრო მობილურს ხდის და იმისთვის, რომ სასურველი თანხა დროულად დაგიმტკიცდეთ და თქვენს ანგარიშზე უმოკლეს დროში გაჩნდეს, არ დაგჭირდებათ სხვადასხვა საბუთის მოსაძიებლად დიდი დროის და ენერგიის გაღება.  ამ საქმიან თანამშრომლობაში, თქვენს უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სესხის პერიოდში ავტომობილი თქვენს სახელზე რჩება, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილით სარგებლობას უპრობლემოდ აგრძელებთ. 



ავტოსესხის აღება ონლაინ რომ შეძლოთ, საკმარისია აკმაყოფილებდეთ მხოლოდ შემდეგ პირობებს: იყოთ საქართველოს მოქალაქე და წარადგინოთ შესაბამისი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე დაგჭირდებათ ავტომობილის ტექ.პასპორტი; თქვენი ასაკი უნდა იყოს 21-დან 75 წლამდე. 

 

ამასთან, თუ სხვა ფინანსური ვალდებულება გაქვთ, მაქსიმალური კომფორტისთვის, ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ უკვე არსებული სესხი ევროკრედიტში გადმოიტანოთ. იმისთვის მინიმალური პროცედურების გავლა მოგიწევთ.

 

 

სესხის მიღება “ვოლიფეის” გამოყენებით - კიდევ უფრო მარტივი სერვისი

 

მომხმარებლების მეტი კომფორტისთვის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ევროკრედიტმა “ვოლიფეისთან” თანამშრომლობით, რამდენიმე წლის წინ, ინოვაციური პროდუქტი დანერგა, რაშიც ავტოსესხის დისტანციურად აღება იგულისხმება.   „ვოლიფეი“ საერთაშორისო ფინტეკ კომპანიაა, რომელიც მობილური აპლიკაციის და ანონიმური ბარათის საშუალებით მომხმარებელს სსხვადასხვა სახის ფინანსურ სერვისს სთავაზობს.  Ევროკრედიტი სერვისების კუთხით, ბაზარზე ნოვატორი კომპანიაა იმ თვალსაზრისითაც არის, რომ ვოლიფეის მობილური აპლიკაციიდან, ევროკრედიტის მომხმარებელს შეუძლია ავტოსესხი განმეორებით მოითხოვოს სრულიად დისტანციურად, ისე, რომ არ დასჭირდეს სერვის ცენტრში მისვლა და მანქანის შეფასება. თანხასაც სულ რამდენიმე წუთში ვოლიფეის ბარათზე მიიღებთ. 

 

ვოლიფეის მასტერქარდ ბარათების გამოყენება, შესაძლებელია როგორც ნებისმიერი ბანკომატიდან თანხის გასანაღდებლად, ასევე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში თანხის გადახდისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ განმეორებითი სესხის მიღება შეგიძლიათ „ვოლიფეის“ გამოყენებით დისტანციურად, არამედ ასევე სასესხო ლიმიტის ფარგლებში დამატებითი თანხის მიღება და სესხის სრული პროცესის მართვა.

 

ვოლიფეის გამოსაყენებლად უნდა გადმოწეროთ მობილური აპლიკაცია

.- ვოლიფეი iOS-ისთვის   ვოლიფეი Android-ისთვის. აპლიკაციის შევსებისას დაგჭირდებათ პერსონალური მონაცემების შეყვანა, როგორიცაა სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ავტომობილის მონაცემები - გამოშვების წელი, ბრენდი და მოდელი.

 

გარდა ზემოთაჩამოთვლილი მონაცემების შეყვანისა, აპლიკაციას უნდა მიაბათ ისეთი ფაილები, როგორიცაა პირადობის დამდასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექ. პასპორტი (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საკუთრებაში არსებული ავტომობილის უზრუნველყოფით დატვირთვა გსურთ).

 

●      ევროკრედიტის ონლაინ სესხის უპირატესობები

თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება Ევროკრედიტში ონლაინ სესხის აღება, რამდენიმე უპირატესობით ისარგებლებთ, ესენია: კომფორტი, არ გჭირდებათ არანაირი საბუთების შეგროვება; ნაკლები დროის დანახარჯი, ევროკრედიტს მაქსიმალურად ავტომატიზებული აქვს საოპერაციო პროცესები, რაც სესხის დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა უმოკლეს ვადაში, ამასთან სესხის განხილვა და დამტკიცება 30 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. Ამასთან, არ ვითხოვთ თანამონაწილეობას, რაც გულისხმობს, რომ ევროკრედიტი არ ითხოვს სესხის თანამონაწილედ თქვენი ოჯახის წევრის, ან მეგობრის ჩაყენებას.



არ უნდა დაგვავიწყდეს გადახდის გრაფიკიც,  ევროკრედიტის სესხის ოფიცერი დაგეხმარებათ, რათა შეადგინოთ ინდივიდუალურად მორგებული გადახდის გრაფიკი და პირობები.  რაც მთავარია, საჩუქარი  ჩვენგან - ევროკრედიტში სესხის აღებისას საჩუქრად ავტოდაზღვევის ვაუჩერს გადმოგცემთ, რომლის მოცულობა 200 ლარამდეა განსაზღვრული. ხშირად გვაქვს სხვადასხვა სახის შეთავაზებები ერთგული მომხმარებლებისთვის, ამიტომ აუცილებლად ადევნეთ თვალი ჩვენი კომპანიის სოციალური მედიის გვერდებს, რათა არცერთი სიახლე თვალთახედვის არედან არ გამორგჩეთ. 



ამრიგად, თუ სწრაფი ონლაინ სესხი გჭირდებათ და ამისთვის არც დრო გაქვთ და არც სურვილი, რომ ბიუროკრატიული საბუთების მოძიებით დაკავდეთ, ევროკრედიტი საუკეთესო გამოსავალია. პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება განმეორებითი სესხის აღების შემთხვევაში, რადგან ამის შესაძლებლობა დისტანციურად, თქვენი სამრტფონის გამოყენებით შეგიძლიათ. ზუსტად ამ კომფორტს და ხელმისაწვდომობას ვგულისხმობთ ევროკრედიტში, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენთან სესხის აღება ბარიერების გარეშე შეგძილიათ.



თანხის მოთხოვნა