შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

სექტემბერი 22, 2023

ევროკრედიტის ბიზნეს სესხი

ევროკრედიტის ბიზნეს სესხი

ევროკრედიტის ბიზნეს სესხი - იდეალური პროდუქტი განვითარებადი ბიზნესისთვის

  1. ევროკრედიტის ბიზნეს სესხი განვითარებადი ბიზნესისთვის - საიმედო პარტნიორი

  2. რა უნდა იცოდეთ ბიზნეს სესხის აღებამდე? - არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხები

  3. ევროკრედიტის ბიზნეს სესხი

  4. ბიზნეს სესხის გადახდის გრაფიკი ევროკრედიტში

  5. ბიზნეს სესხი განახლებული პირობებით

  6. როგორ ავიღოთ ევროკრედიტის ბიზნეს სესხი?


  1. ევროკრედიტის ბიზნეს სესხი განვითარებადი ბიზნესისთვის - საიმედო პარტნიორი

 დინამიური, ახალგაზრდა და განვითარებადი ბიზნესისთვის, მიღწეულ შედეგებზე გაჩერება არასდროს არის თვითმიზანი, ამიტომაც საიმედო ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობა, როგორიც არის ევროკრედიტი, უფლებას გაძლევთ იყოთ მუდამ გაბედულები და ყოველთვის შეეჭიდოთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. მნიშვნელობა არ აქვს ჯერ მხოლოდ ბიზნეს იდეა გაქვთ, თუ უკვე ფლობთ სტაბილურ ბიზნესს - ევროკრედიტის ბიზნეს სესხის აღება ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ. უკვე წლებია, ევროკედიტი არაერთი ბიზნესის მხარდამჭერია და პარტნიორებს ფინანსების მოძიებაში ნებისმიერ დროს ეხმარება.

  1. რა უნდა იცოდეთ ბიზნეს სესხის აღებამდე? - არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხები

 დღეს საკრედიტო ბაზარზე არაერთი საფინანსო კომპანიაა, რომელიც ბიზნეს სესხს გასცემს, თუმცა, როგორც წესი, პირობები განსხვავებულია. თქვენი ამოცანაა, იპოვოთ ყველაზე ოპტიმალური შეთავაზება, რათა თქვენი საქმიანი იდეა ყველაზე წარმატებულ ბიზნესად აქციოთ. ბიზნეს სესხის აღება შესაძლოა, გსურდეთ ბიზნესის გაფართოების ან მისი დაწყების,  ან მიმდინარე საჭიროების დაფარვის მიზნით - ამ შემთხვევაში ევროკრედიტის ბიზნეს სესხი თქვენთვისაა.

 სანამ ჩვენი ბიზნეს სესხის უპირატესობებზე მოგიყვებით, ცხადია, გეცოდინებათ, რომ როცა თქვენს საქმეს ბიზნეს სესხის აღება დასჭირდება, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, კომპანიები რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებენ. არსებობს რიგი კირეტერიუმები, რომლებიც შეიძლება  ეხებოდეს იმას, თუ რომელია თქვენი ბიზნესის საქმიანობის სფერო, როგორი საკრედიტო ისტორია გაქვთ, რამდენად სტაბილური ფულადი ნაკადები გიფიქსირდებათ, როგორია ეკონომიკური გარემო და სხვ.

ზემოთაღნიშნული კრიტერიუმების გარდა, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ბიზნეს სესხის აღება უზრუნველყოფით ხდება, ანუ სესხის აღებისას მოითხოვება უზრუნველყოფა, ეს შეიძლება იყოს ავტომობილი, მანქანა-დანადგარები, მიწა, კომერციული ფართები ან/და სხვა უძრავი ქონება. რა თქმა უნდა, არსებობს არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხები, თუმცა მოცულობები, ბუნებრივია, უზრუნველყოფილ სესხთან შედარებით, მცირეა.

 ცალკე ყურადღების საგანია ბიზნეს სესხის დაფარვის გრაფიკი, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს თქვენზე მორგებული, რათა სასესხო ვალდებულების შესრულება თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს და სესხის დაფარვა ყოველგვარი ბარიერების გარეშე შეძლოთ. Ზოგ შემთხვევაში, გრაფიკი კონკრეტული ბიზნესის საქმიანობის სფეროს სპეციფიკაზეა მორგებული  და მსესხებლის შემოსავლის ინტენსივობის გათვალისწინებით განისაზღვრება. 

 

3. ევროკრედიტის ბიზნეს სესხი

 თქვენი ბიზნეს იდეის, ან უკვე არსებული ბიზნესის სტაბილურობისთვის, ევროკრედიტის ბიზნეს სესხი საქმიანი და სწორი არჩევანია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუ როგორ მოხვდა ბიზნეს სესხი ჩვენი პროდუქტების სიაში და განვითარების რა გზა გაიარა იქამდე, სანამ გახდებოდა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი.

 ჩვენი პროდუქტების სიაში ბიზნეს სესხი, 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დავამატეთ. ამის მიზეზი ბიზნესის მხრიდან სწრაფ სესხებზე გაჩენილი მოთხოვნა გახდა. პანდემიის პერიოდში, არაერთი  საშუალო თუ მცირე კომპანია აღმოჩნდა ფინანსური კრიზისის და გამოწვევების წინაშე, ზოგს დროებით, ზოგსაც კი სამუდამოდ მოუწია ბიზნეს საქმიანობის შეჩერება.  

Მიმდინარე ფინანსური ვადლდებულებების დასაფარად, ბიზნესს, დროული გადაწყვეტილება და სწრაფი ხელმსაწვდომობა სჭირდებოდა. აი, სწორედ აქ შემოდის საქმეში ევროკრედიტის ბიზნეს სესხი, რომელიც სხვა ბიზნეს საჭიროებების მიღმა, სწორედ  ანალოგიური სიტუაციების ფინანსირებაზეა მორგებული. ევროკრედიტში კარგად ვიცით, რომ როცა საქმე სისწრაფეს ეხება, ბარიერები არ უნდა არსებობდეს, ამიტომაც ჩვენი ამონაცა იყო და არის - გავცეთ ბიზნეს სესხი ბარიერების გარეშე.

 Ამრიგად, როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა, ბიზნესს თანხა მყისიერად სჭირდება. Ამ დროს, არ შეიძლება ძვირფასი წუთების დაკარგვა ბიუროკრატიულ პროცედურებსა და სხვადასხვა დოკუმენტის მოძიებაზე. Ამიტომ, ევროკრედიტის გუნდმა შეიმუშავა ბიზნეს სესხი, რომელიც უმოკლეს ვადებში გაიცემა, განაცხადის გაკეთება კი მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია. მინიმუმამდეა დაყვანილი იმ ფაილებისა და დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც სესხის მისაღებად არის საჭირო, ასევე, ბიზნეს სესხის აღება  ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით არის შესაძლებელი და მიზნობრიობაც არ მოწმდება.

 4. ბიზნეს სესხის გადახდის გრაფიკი ევროკრედიტში

 დავუბრუნდით გადახდის გრაფიკს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თქვენზე მორგებული უნდა იყოს. ევროკრედიტში ბიზნეს სესხის გადახდის გრაფიკი შეიძლება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით შედგეს და, ასევე, მსესხებლის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობაც,  სესხის სრული ვადის პერიოდზე.

 საერთო ჯამში, ევროკრედიტი მომხმარებელს მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს სთავაზობს და ეს პირობა განსაკუთრებით ხელსაყრელია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომელთა შემოსავალს, შეიძლება, სეზონურობა ახასიათებდეს და სტაბილური თანხის შემოდინება გარანტირებული არ ჰქონდეს.

 5. ბიზნეს სესხი განახლებული პირობებით 

 მას შემდეგ, რაც 2020 წელს, ევროკრედიტმა მცირე და საშუალო ზომის კომპანიების ხელშეწყობის მიზნით, საკუთარ მომსახურებაში პროდუქტი - ბიზნეს სესხი - დაამატა, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. უსაფრთხოების მიზნით შექმნილი დისტანციური სერვისები ადამიანებისთვის პრაქტიკული და კომფორტული აღმოჩნდა, ბიზნესი მიეჩვია მომსახურების სწრაფად და მასზე მორგებული პირობებით მღებას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახდა, ასევე,  სიმარტივე და ნაკლები დროის დანახარჯი.  

ამ ფაქტორების გათვალსიწინებით, 2023 წლის ივნისიდან ევროკრედიტის სესხი განახლებული პირობებით დაბრუნდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომ 10 000 ლარამდე თანხის მიღება კომპანიებს უკვე უზრუნველყოფის გარეშე შეუძლიათ. რაც შეეხება მიზნობრიობას, ის შეიძლება იყოს ფიქსირებული, ან მიმდინარე ხარჯების დაფარვა, მაგალთად  სხვა საჭიროების, ან თუნდაც ვალდებულებების. Ამასთან, თუ თქვენი მიზნებისთვის 10 000 ლარზე მეტი თანხის მიღება გჭირდებათ, საკმარისია, სესხის უძრავი, ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა. ევროკრედიტი თქვენგან, ისევე, როგორც ავტო სესხის შემთხვევაში, არ მოითხოვს შემოსავლების დადასტურებას.

Რატომ განახლებული პირობები? -  Ჩვენ კარგად გვესმის, რომ საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს მთლიან ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვთ და ისინი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს წარმოადგენენ. Დიდია მათი როლი დასაქმების დონის ზრდაშიც დაა ზოგადად, ქვეყნის შიგნით ეკონომიკური დოვლათის შექმნის პროცესში,  ამიტომ მათი შეფერხების გარეშე მუშაობა,  მთლიან ეკოსისტემას ეხმარება,  ეს კი, თავისთავად,  ჩვენი კომპანიისთვისაც ღირებული ფაქტორია.


6. როგორ ავიღოთ ევროკრედიტის ბიზნეს სესხი?

 თუ ჩვენი პირობებით დაინტერესდით, ან გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ,  ევროკრედიტის ბიზნეს სესხი რომ აიღოთ, ამისთვის არანაირი ბიუროკრატიის გავლა არ მოგიწევთ. სააპლიკაციო ფორმის შევსება ძალიან მარტივად შეგიძლიათ კომპანიის ვებ-გვერდიდან www.eurocredit.ge.    . აპლიკაციის შევსებისას თქვენ, საკმარისია, რამდენიმე მარტივი ველი შეავსოთ, მიუთითოთ კომპანიის დასახელება, სასურველი თანხის მოცულობა და უზრუნველყოფის საგანი.  შეგახსენებთ, რომ თუ 10 000 ლარამდე თანხა გსურთ, სესხის უზრუნველყოფა საერთოდ არ დაგჭირდებათ.  


მას შემდეგ რაც აპლიკაციაში ყველა საჭირო ველს შეავსებთ, იმავე დღეს, სამუშაო საათების განმავლობაში, ევროკრედიტის მომსახურების ოფიცერი დაგიკავშირდებათ. ოფიცერი დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ როგორია ევროკრედიტის ბიზნეს სესხის პირობები. ასევე, აგიხსნით, რა პროცედურების გავლა მოგიწევთ და აგაცნობებთ ყველა იმ დოკუმენტის შესახებ, რომლებიც  სესხის მისაღებად დაგჭირდებათ. 

 აღსანიშნავია, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში, ევროკრედიტის ბიზნეს სესხი არაერთი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, კრიზისულ სიტუაციაში, ბევრჯერ აღმოჩნდა მთავარი გამოსავალი და პრობლემის სწრაფი გადაწყვეტის გზა. ეს კიდევ ერთხელ, დასტურია იმისა, რომ ჩვენი კომპანია მუდმივად თვალყურს ადევნებს ბაზრის მოთხოვნებს, და რა თქმა უნდა, მყისიერად პასუხობს და აკმაყოფილებს მათ.  

Ამრიგად,  თუ თქვენი არჩევანი გახდება ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხი  და დამატებითი ინფომრაციის მიღება გჭირდებათ, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0322904000 ან ეწვიოთ ჩვენს  ვებგვერდს www.eurocredit.ge.

 Შეჯამებისთვის, ყოველთვის გახსოვდეთ: მითია, რომ სესხის აღება ძალიან რისკიანი საქმეა. ევროკრედიტის ბიზნეს პარტნიორებმა კარგად იციან, რომ გამოწვევებზე საპასუხოდ, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. ეს განვითარებადი და დინამიური ბიზნესისთვის, ახალი ამბავი არ არის. მთავარია სწორი მიდგომა, ბიუჯეტის მართვა,  შესაძლებლობების განსაზღვრა და სწორი საკრედიტო კომპანიის შერჩევა.  


თანხის მოთხოვნა