შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

სექტემბერი 13, 2023

სტაბილური კომფორტის შეგრძნება - ევროკრედიტის ავტოსესხი

სტაბილური კომფორტის შეგრძნება - ევროკრედიტის ავტოსესხი

1.     ევროკრედიტი  - თანამედროვე ადამიანის მეგობარი

     XXI საუკუნის ადამიანისთვის ავტომობილი, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი საჭიროებაა და იმისთვის, რომ მისი ყიდვა შევძლოთ, როგორ წესი, შედარებით მეტი ძალისხმევის გაწევა გვიწევს, რადგანძვირადღირებული ნივთების შეძენა თუნდაც დანაზოგით, არც ისე მარტივია.   კომფორტული ცხოვრებისდაგეგმვის გზაზე, ევროკრედიტი თქვენი იდეალური პარტნიორი უპირობოდ გახდება. 

2. ვალდებულება შეზღუდვების გარეშე - თქვენზე მორგებული პირობები ევროკრედიტში

    უპირველესყოვლისა განვმარტოთ, რა არის ავტოსესხი? ავტოსესხის მიზნობრიობა ახალი, ან მეორადიავტომობილის შეძენაა. ამ ტიპის სესხით სარგებლობისას კრედიტორებმა, შესაძლოა, თავადშემოგთავაზონ პარტნიორი ორგანიზაციები, სადაც ავტომობილის შეძენას შეძლებთ, თუმცა, ავტოსესხისაღება მაშინაც შეიძლება, როცა სასურველ ავტომობილს თქვენივე წყაროებითა და რესურსებითმოიძიებთ. ამრიგად, შესაძლებლობების განსაზღვრის და მასზე ხელმისაწვდომობის შემდეგ, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ კრედიტორი კომპანია, რომელიც ამ საქმეში თქვენი პარტნიორი დასტაბილურობის, რისკების თავიდან არიდების გარანტი იქნება. 

გადაწყვეტილების სწორედ ამ ეტაპზე, საქმეში შემოდის ევროკრედიტი, ჩვენი ავტოსესხიშესაძლებლობას იძლევა მანქანის შეძენა ხელმისაწვოდმი გახდეს იმ ადამიანებისთვისაც,  რომლებსაცამისთვის თანხა არ ჰყოფნით. 

3. ვინ შეძლებს ავტოსესხის აღებას ევროკრედიტში?

    თანამედროვე, წარმატებული კომპანიების სერვისები XXI საუკუნის ადამიანზეა მორგებული, ხოლომაქსიმალური ხელმისაწვდომობა, მენეჯმენტისთვის უპირატეს მიდგომას წარმოადგენს. იმისთვის, რომავტოსესხის აღება ევროკრედიტში შეძლოთ, საკმარისია, იყოთ 21-დან 75 წლამდე საქართველოსმოქალაქე. ამასთან, ევროკრედიტი სესხის გასაცემად არ მოგთხოვთ უნაკლო საკრედიტო ისტორიას  დაარც შემოსავლების დადასტურებას. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ დამაკმაყოფილებელზე ნაკლებისაკრედიტო რეიტინგი გაქვთ, ან თვითდასაქმებული ხართ და შემოსავალი ოფიციალურად არგიფიქსირდებათ, მაინც გაქვთ შანსი, სასურველი ავტომობილის შესაძენად. 

    სასარგებლოა გახსოვდეთ, რომ ევროკრედიტში სესხის აღება შესაძლებელია ახალი, ან მეორადიავტომობილის უზრუნველყოფით, რომელიც, მართვის უფლებით,  თქვენს საკუთრებაში დარჩება. შესაბამისად,  ამ შეთანხმებაში უპირატესობას თქვენ ფლობთ, რადგან სესხის მთლიანი პერიოდისგანმავლობაში, ავტომობილი გაფორმებული რჩება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სახელზე.

4. როგორ ავიღოთ ევროკრედიტის ავტო სესხი?

    თქვენი პარტნიორი კრედიტორი მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას უნდა უზრუნველჰყოფდეს. სწრაფი დამარტივი სერვისი - სწორედ  ეს არის ევროკრედიტის კონკურენტული უპირატესობა, რაც  სესხის მიღებასბარიერების გარეშე მოიაზრებს. 

    ბიუროკრატიის მინიმალურ დონემდე შემცირების პარალელურად, ხელმისაწვდომობა ფილიალებისფიზიკური ხელმისაწვდომობითაც არის უზურნველყოფილი. ევროკრედიტი 11 ფილიალით,  საქართველოსმასშტაბით, 5 დიდ ქალაქში შეგხვდებათ, ამასთანავე ქსელის გაფართოებაზე სისტემატურად ვმუშაობთ. 

    ფილიალების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას ჩვენს ვებ-გვერდზე https://eurocredit.ge/სრულფასოვნად შეძლებთ.  ვებ-გვერდიდანვე შეგიძლიათ მოითხოვოთ ასევე, ავტოსესხი ონლაინ,ნაკლები დროის დანახარჯითა და სწრაფი სერვისის საშუალებით.


 5. ავტოსესხი მიღება და რეფინანსირების შესაძლებლობა ონლაინ 

    ევროკრედიტში კარგად ვიცით, რომ დღის წესრიგის  დისტანციურად დაგეგმვა ადამიანებისთვისკომფორტთან და ნაკლები დროის დანახარჯთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევრამდენიმე წლის წინ,  „ვოლიფეისთან“ თანამშრომლობით, ინოვაციური პროდუქტი დავნერგეთ - ავტოსესხი დისტანციურად. 

    შესაბამისად, თუ დატვირთული დღის წესრიგის და ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, სესხისასაღებად ფილიალებში მისვლა თქვენთვის გამოწვევას წარმოადგენს, ევროკრედიტის ავტოსესხი,სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ. 

    ამასთან, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სასესხო ვალდებულება  არ გამორიცხავს, ცვლილებების დასიახლეების სურვილს. მაგალითად, თუ ევროკრედიტის სესხით ავტომობილს შეიძენთ და მოგვიანებით, მისი შეცვლა მოგინდებათ, მარტივად და უპრობლემოდ, შეგეძლებათ სესხის რეფინანსირება და მისიახალ ავტომობილზე გადაფორმება. 

    აღსანიშნავია, რომ განმეორებითი სესხის დისტანციურად აღების შესაძლებლობა, ევროკრედიტისინოვაციური სერვისია და კომპანიამ პროცესის დისტანციურად წარმართვის შესძლებლობამომხმარებელს საქართველოში პირველმა შესთავაზა. 

    6. როგორ შეძლებთ ავტოსესხზე  განაცხადის ფორმის შევსებას?

    მარტივ სერვისსა და მომსახურებაზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რატომ არისჩვენი მომსახურება  უსწრაფესი და სერვისი ყოველგვარი ბარიერების გარეშე. სიმარტივეს სერვისებისგაციფრულება და ინოვაციური მიდგომა უზრუნველჰყოფს. ევროკრედიტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, თქვენი ინფორმაციის დამატებით, თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკის შერჩევითა და თქვენთვისსასურველი თანხის შეყვანით, სესხის მოთხოვნის განაცხადს ძალიან მოკლე დროში გააგზავნით.

    ამის შემდეგ, ევროკრედიტის თანამშრომლებს სულ ცოტა დრო სჭირდებათ იმისთვის, რომდაგიკავშირდნენ და სრული ინფორმაცია მოგაწოდონ პროცედურების შესახებ, რა თქმა უნდა, უპასუხონთვენს ყველა კითხვას და უზრუნველჰყონ უსწრაფესი მომსახურება. 

    7. რას ვაქცევთ ყურადღებას სესხის დამტკიცებამდე ევროკრედიტში? 

   სესხის ლიმიტი


შემდეგი ეტაპი არის ავტოსესხის დამტკიცება. კანონზომიერებაა, რომ ყველაფერს აქვს ლიმიტი. ასეა ევროკრედიტის ავტოსესხის შემთხვევაშიც და მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს ლიმიტები და ის თქვენს გადახდისუნარიანობაზეა დამოკიდებული. ამასთან, ევროკრედიტში, ვითვალისწინებთ საკრედიტო რეიტინგსა და ავტომობილის ღირებულებას. 


ჩვენთან ავტო სესხი გაიცემა 6-დან 72 თვემდე ვადით, თანხის მოცულობა განისაზღვრება 1500-იდან 50 000 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, დაანგარიშება ინდივიდუალურად ხდება.   


თქვენზე მორგებული პირობები რომ მიიღოთ, ყურადსაღებია გადახდისუნარიანობის კომპონენტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სესხებს შემოსავლების დადასტურებისა და საკრედიტო ისტორიის გადამოწმების  გარეშე გავცემთ, ამიტომ კრედიტორებისთვის არსებობს შეფასების ტრადიციულისგან განსხვავებული, მეტად ლოიალური სისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სასურველი ავტომობილი გაცილებით მარტივად და მოკლე დროში შეიძინონ. 


საკრედიტო ქულა


ქულების სისტემამ რომ არ დაგაბნიოთ გეტყვით, რომ საკრედიტო ქულა განსაზღვრავს რამდენად არის რისკებთან დაკავშირებული თქვენთვის სესხის მოცემა, ან პირიქით, ეს საშუალებას გავძლევს განვსაზღვროთ რამდენად სარისკოა კრედიტის გაცემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკრედიტო ქულა თქვენი კრედიტუნარიანობის რიცხვითი შეფასების სისტემაა, რაც საქმიანი მიდგომაა და, გარკვეულწილად, არის ეფექტური  თანამშრომლობის საფუძველი.


შემოსავალი 


მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი შემოსავალიც, მაგრამ აუცილებელი არ არის ის საბანკო ანგარიშზე გერიცხებოდეთ, როგორც ეს ტრადიციულ საბანკო სექტორში მოითხოვება.  ევროკრედიტში არ მოითხოვება რამდენიმეთვიანი სტაბილური ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკმარისია, მხოლოდ დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ქულა და ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი. 


ავტომობილის ღირებულება 


აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ,  რომ ავტოსესხის ლიმიტზე გავლენას ახდენს, ასევე, ავტომობილის ღირებულება.  ევროკრედიტში ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი შეგიძლიათ მოითხოვოთ მანქანებზე, რომლებიც გამოშვებულია 2000 წლის შემდეგ. ასევე შეძლებთ, როგორც განბაჟებული, ისე განუბაჟებელი ავტომობილის უზრუნველყოფას. 


შეჯამებისთვის, ევროკრედიტში სესხის ლიმიტი განსაზღვრავს თქვენს გადახდისუნარიანობას. თქვენი შემოსავალი, საკრედიტო ქულა და ავტომობილის ღირებულება განსაზღვრავს თუ რა მოცულობის სესხის რა პირობებით მიღებას შეძლებთ. შეიძლება ითქვას, რომ სესხის ლიმიტი ინდივიდუალურია და თითოეულ მომხმარებელზე პერსონალურად განისაზღვრება. ევროკრედიტის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რათა სერვისი მაქსიმალურად მოქნილი, სწრაფი, მარტივი გახდეს. 


    საერთო ჯამში, ევროკრედიტის ავტოსესხი  არის ვალდებულება, რომელიც არ გზღუდავთ და სიახლეების მიღების საშუალებას გაძლევთ, თანაც მარტივად და დახვეწილი სერვისებით. 


ამრიგად, გადაწყვეტილება, რომელსაც იღებთ თქვენი მშვიდი, კომფორტული და სტაბილური ცხოვრების მოწყობისკენ უნდა იყოს მიმართული. თითოეული ახალი ნაბიჯი, განვლილი გზა და დაგეგმილი მარშრუტი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, თქვენი სურვილებიდან უნდა გამომდინარეობდეს. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან, ევროკრედიტში პრიორიტეტად მომხმარებელზე მორგებული პირობები დავსახეთ.   


თანხის მოთხოვნა