შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

მაისი 08, 2023

დაიანგარიშე გადახდის გრაფიკი მარტივად - სესხის კალკულატორი

დაიანგარიშე გადახდის გრაფიკი მარტივად - სესხის კალკულატორი

წინასწარ ცოდნა იმის, თუ რა ოდენობის თანხა, რა ვადით და პირობებით გექნება გადასახდელი, აუცილებელია ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. ევრორკედიტში გვინდა, რომ ყველა მომხმარებელს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება, ამისთვის მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია და ხელსაწყოები. ამ გზით შევუმსუბუქოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მაქსიმალურად ავარიდოთ დამღლელი პროცედურებით და ბუნდოვანებით გამოწვეულ სტრესს. სწორედ ამიტომ, ჩვენს ვებ გვერდზე, ავტოსესხის გვერდზე, ჩაშენებულია სესხის კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად გამოთვალოთ, შეცვალოთ და დაგეგმოთ თქვენი სესხის თანხის მოცულობა, ყოველთვიური გადასახადის ოდენობა და სესხის ვადა.

 

რა არის სესხის კალკულატორი?


სესხის კალკულატორი არის ონლაინ ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ დაიანგარიშოთ სესხის ყოველთვიური გადასახადის მოცულობა. სესხის კალკულატორი ითვალისწინებს სესხის მოცულობას, საპროცენტო განაკვეთს და სესხის ვადას. მას შემდეგ, რაც მონიშნავთ ზემოთჩამოთვლილ მონაცემებს, სესხის კალკულატორი მოგაწვდით დაახლოებულ ოდენობას ყოველთვიური გადახდებისთვის,  რომელიც მოიცავს საპროცენტო განაკვეთს და სესხის ძირ თანხას.

 

როგორ გამოვიყენოთ ევროკრედიტის სესხის კალკულატორი


ევროკრედიტის ავტოსესხის კალკულატორის გამოყენება უმარტივესია. უბრალოდ, ეწვიეთ ევროკრედიტის ვებ გვერდზე ავტოსესხის განყოფლებას. სესხის კალკულატორზე მონიშნეთ სასურველი თანხა 1500₾-დან 50000₾-მდე, მონიშნეთ ასევე სესხის სასურველი ვადა 12 თვიდან 72 თვემდე და დააჭირეთ გამოთვლას. რამდენიმე წამი დაელოდეთ და კალკულატორი დაგიწერთ, შეყვანილი პირობების გათვალისწინებით, რამდენი იქნება თქვენი ყოველთვიური გადასახადი, რამდენი იქნება დაახლოებით ნომინალური თვიური პროცენტი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მარტივად გადაწყვიტოთ, შეძლებთ თუ არა ამ მოცულობის სესხის აღებას თქვენი ფინანსური მდგომარეობის პირობებში.

რა თქმა უნდა, ევროკრედიტის ავტოსესხის კალკულატორის გამოყენება სრულიად უფასოა და თქვენ რამდენჯერაც და დროსაც მოგესურვებათ შეგიძლიათ დათვალოთ სესხის სასურველი მოცულობები და პირობები.

ევროკრედიტის სესხის კალკულატორის გამოყენების უპირატესობები


ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პროცესია სესხის კალკულატორის გამოყენება, თუმცა, როგორც კი გავაანალიზებთ, თუ რა უპირატესობები აქვს მის გამოყენებას, მივხვდებით, რომ ის აუცილებელია ნებისმიერი სახის სესხის აღებამდე, ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად. სესხის კალკულატორი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად შეეფერება სესხის მოცულობა თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს. შეგიძლიათ „ითამაშოთ“ რიცხვებით, მოუმატოთ ან დაუკლოთ სესხის მოცულობას და/ან შეცვალოთ სესხის ვადები.

დროის დაზოგვა: ევროკრედიტის სესხის კალკულატორი არის სწრაფი და მარტივი საშუალება, დაიანგარიშოთ სასურველი სესხის გადახდის პირობები. უბრალოდ, მონიშნეთ საჭირო ინფორმაცია და თქვენ რამდენიმე წამში ნახავთ სესხის გრაფიკს.

ხარჯთეფექტურობა: ევროკრედიტის სესხის კალკულატორის გამოყენება, როგორც აღვნიშნეთ, სრულიად უფასოა. მისი გამოყენების საფუძველზე მიღებული ინფორმატიული გადაწყვეტილებით კი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფინანსური რისკი აირიდოთ თავიდან.

სიზუსტე: ევროკრედიტის სესხის კალკულატორი საკმაოდ ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი სესხის გრაფიკის შესახებ.

სიმარტივე: ავტოსესხის კალკულატორი არის მომხმარებელზე მორგებული ციფრული ხელსაწყო. მისი გამოყენება უმარტივესი და ძლიან მოსახერხებელია. არ საჭიროებს რაიმე სახის ფინანსურ თუ ტექნიკურ ცოდნას.

კომფორტი: ევროკრედიტის ვებ-გვერდი ადაპტირებულია ყველა სახის ხელსაწყოზე, იქნება ეს პერსონალური კომპიუტერი, მობილური ტელეფონი თუ პლანშეტი. საიტი გამართულად მუშაობს და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სესხის კალკულატორით სარგებლობა.

ევროკრედიტის სესხის კალკულატორი ძალიან გამოსადეგია მათთვის ვისაც „დიდი სურათის“ დანახვა სურს მაშინ, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება. მთლიანი ხარჯების დანახვისას თქვენ უფრო მარტივად განსაზღვრავთ გიღირთ თუ არა გრძელვადიან პერიოდში ავტოსესხით სარგებლიბა. სესხის კალკულატორი ასევე დაგეხმარებათ განსაზღვროთ რა დრო დაგჭირდებათ სესხის დასახურად  და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა მოცულობის საპროცენტო განაკვეთის გადახდა მოგიწევთ.

საერთო ჯამში, ავტოსესხის გამოყენება იდეალური საშუალებაა თქვენზე მორგებული სესხის შესარჩევად. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ თქვენი საოცნებო ავტომობილის შესაძენად, დროის გარკვეულ პერიოდში რა ფინანსური ხარჯები გელოდებათ.

ამგვარად, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ავტომობილის შესაძენად ავტო სესხით ისარგებლოთ, ჩვენ გირჩევთ, პირველ რიგში, გამოიყენოთ ევროკრედიტის სესხის კალულატორი და დაახლოებით შეიქმნათ წარმოდგენა რა ყოველთვიურ ხარჯებთან გექნებათ საქმე, კონკრეტული მოცულობის სესხის აღებისას.

გარდა ევროკრედიტის სესხის კალკულატორით დაანგარიშებისა, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ის უპირატესობებიც, რომელიც ევროკრედიტში ავტოსესხის აღებისას გაქვთ, ესენია:

მანქანა რჩება თქვენ სახელზე: არ აქვს მნიშვნელობა ახალი, მეორადი, განბაჟებული თუ განუბაჟებელი ავტომობილის შეძენას აპირებთ, ან იქნებ სულაც საკუთარი ავტომობილის უზრუნველყოფით ფიქრობთ სამომხმარებლო მიზნებისთვის თანხის მობილიზებას. ევროკრედიტში ავტოსესხის აღებისას, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ავტომობილი თქვენს სახელზე რჩება, ჩვენ არ ვითხოვთ მის გადაფორმებას და ბიუროკრატიული პროცედურებით თქვენთვის დისკომფორტის შექმნას.

შემოსავლების დადასტურების გარეშე: ევროკრედიტში გვჯერა, რომ კომფორტი სიმარტივეშია, შესაბამისად, ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან შემოსავლების დადასტურებას. თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, 21-დან 75 წლამდე, არ ფიქსირდებით მოვალეთა რეესტრში და შეგიძლიათ სესხის ავტომობილით უზრუნველყოფა, საკმარისი პირობაა ევროკრედიტისთვის, რომ თქვენ სახელზე სესხი გაიცეს.

სისწრაფე:  ევრორკედიტში პროცესები მაქსიმალურად ავტომატიზირებულია, რაც საშუალებას გვაძლევს ავტოსესხები რეკორდულად სწრაფ დროში გავცეთ. ხშირ შემთხვევაში, ავტოსესხის გაცემა 30 წუთზე ნაკლებ დროში ხერხდება. ნაკლები ბიუროკრატია, გამარტივებული პროცესები და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი საუკეთესო სინთეზია დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად და სეხების სწრაფად გასაცემად.

ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით: კი, ევროკრედიტის ავტოსესხები ნამდვილად ასეთი კომფორტული და მარტივია. ჩვენთან ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეგიძლიათ ავტოსესხის მიღება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი საკრედიტო რეიტინგი დამაკმაყოფილებელზე ნაკლებია, ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი თანხა მხოლოდ ავტომობილის უზრუნველყოფით. გარდა იმისა, რომ სასურველ თანხას მარტივად მიიღებთ, ეს თქვენთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად, რაც მომავალში სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან სესხის მიღებას გაგიმარტივებთ.

საშეღავათო პერიოდი: ევროკრედიტში ავტოსესხებზე 6 თვიანი საშეღავათო პირობები მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ 1-დან 6 თვემდე ვადით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დარიცხულ პროცენტზე საშეღავათო პერიოდით და ამ თვეების განმავლობაში მხოლოდ ძირ თანხას გადაიხდით.

საჩუქრები: ევროკრედიტთან საქმის დაჭერა ყოველთვის მომგებიანია, ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს სასიამოვნოდ დავამახსოვროთ თავი, ამიტომ ხშირად სხვადასხვა სახის საჩუქრებით ვანებივრებთ. მიმდინარე პერიოდში, ევროკრედიტის ავტოსესხის აღებისას თქვენ საჩუქრად მიიღებთ დაზღვევის 200 ლარამდე ვაუჩერს.

იმედი გვაქვს დაგარწმუნეთ, რომ ევროკრედიტი საუკეთესო ადგილია ავტოსესხის ასაღებად და ჩვენთან ურთიერთობა, ნამდვილად, ყოველგვარი ბარიერების გარეშეა შესაძლებელი.

თუ დამატებით კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 2 90 40 00 ან ეწვიოთ ევროკრედიტის ნებისმიერ სერვისცენტრს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი კონსულტანტები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ნებისმიერ, თქვენთვის საინტერესო კითხვაზე.

ევროკრედიტი - სესხი ბარეირების გარეშე!

ევროკრედიტის სერვისცენტრები საქართველოს 6  დიდ ქალაქშია განთავსებული:

·         თბილისი (ცენტრალური ფილიალი) - გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელი №11 (ვახუშტის ხიდთან)

·         თბილისი, გლდანის ფილიალი - ომარ ხიზანიშვილის №21

·         თბილისი, ვარკეთილის ფილიალი - ჯავახეთის ქ. N124

·         თბილისი, დიდუბის ფილიალი - წერეთლის N74

·         თბილისი, დიღმის ფილიალი - ბობ უოლშის ქუჩა, ოლიმპიური ქალაქის მიმდებარედ

·         თბილისი, ისნის ფილიალი - ისნის ბაზრობის მიმდ. ტერიტორია, ნაკვეთი 27/50

·         რუსთავის ფილიალი - ავტობაზრობა ოფისი №4

·         ქუთაისის ფილიალი - თამარ მეფის №15

·         ბათუმის ფილიალი - ილია ჭავჭავაძის №97

·         გორის ფილიალი - სტალინის ქ. №9

·         ზუგდიდის ფილიალი - კოსტავას №3

რა არის სესხის კალკულატორი და როგორ მუშაობს?

ევრორეკდიტის სესხის კალკულატორი არის ელექტრონული ხელსაწყო, რომელიც ჩაინტეგრირებულია ევროკრედიტის ავტოსესხის გვერდზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაიანაგარიშოს სესხის ყოვეთვიური გადახდის მოცულობა, საპროცენტო განაკვეთი და სესხის დაფარვის ვადა.

რამდენად ზუსტია ევროკრედიტის სესხის კალკულატორი?

ევროკრედიტის სესხის კალკულატორი ზუსტად ითვლის ყველა იმ მონაცემს, რასაც მომხარებელი შეიყვანს. გასათვალისწინებელია, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს მომხმარებელის საკრედიტო ისტორიისა და სესხის მოცულობის მიხედვით, შესაბამისად, ზუსტ თანხას თქვენი სესხის ოფიცერი დაითვლის.

როგორ მოვითხოვო ევრორკედიტის ავტოსესხი?

ევროკრედიტის ავტოსესხის მოთხოვნა ძალიან მარტივია, ამისთვის, საკმარისია, შეხვიდეთ ვებ გვერდზე www.eurocredit.ge, გადახვიდეთ ავტოსესხის მოთხოვნის გვერდზე და შეავსოთ განაცხადი.

თანხის მოთხოვნა