შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

მაისი 08, 2023

კრედიტის აღება ევროკრედიტში არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი

კრედიტის აღება ევროკრედიტში არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი

ბიუროკრატიული პროცესების მინიმალურ დონემდე დაყვანით, ევროკრედიტმა კრედიტის აღება მომხმარებლისთვის უმარტივესი გახადა. ძველი ავტომობილის ახლით შეცვლა გსურთ, პირველი ავტომობილის შეძენა გადაწყვიტეთ, თუ საკუთარი ავტომობილის უზრუნველყოფით გსურთ თანხის სამომხმარებლო მიზნებისთვის გამოყენება - ევროკრედიტის ავტოსესხი თქვენს გვერდითაა. 

თუ თანხა სასწრაფოდ დაგჭირდათ და სწრაფ, მარტივ გამოსავალს ეძებთ, ჩვენ მოგიყვებთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ევროკრედიტის ავტოსესხის შესახებ. გვერწმუნეთ, გადაწყვეტილების მიღება ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად გაგიმარტივდებათ. 


ევროკრედიტის ავტო სესხი


ევროკრედიტის ავტოსესხი შექმნილია იმისთვის, რომ მანქანის ფლობა გახადოს ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ავტომობილის შესაძენად თანხა არ ყოფნის. ევროკრედიტში კრედიტის აღება შეგიძლიათ ნებისმეირი საკრედიტო ისტორიით და შემოსავლების დადასტურების გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო რეიტინგი გაქვთ, ან თვითდასაქმებული ხართ და შემოსავალი ოფიციალურად არ გიფიქსირდებათ, თქვენ მაინც გაქვთ შანსი მიიღოთ ავტოსესხი ევროკრედიტისგან.

ავტოსესხის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, მანქანა თქვენ სახელზე რჩება გაფორმებული, ამასთან, თუ ავტომობილის შეცვლას გადაწყვეტთ, სესხის რეფინანსირება შეგიძლიათ და ახალ ავტომობილზე გაფორმება. იმისთვის, რომ მიიღოთ ევროკრედიტის ავტოსესხი, საკმარისია, იყოთ 21-დან 75 წლამდე საქართველოს მოქალაქე. სესხის ასაღებად დაგჭირდებათ შეავსოთ უმარტივესი განაცხადის ფორმა ონლაინ, წარმოადგინოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე ავტომობილის ტექ. პასპორტი.

ავტოსესხის აღება ევროკრედიტში


კრედიტის აღება ევროკრედიტში არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი, რაც მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული ვებ-გვერდის და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის მიწოდებითაა გამოწვეული. გაეცანით დეტალურ საფეხურებს, თუ როგორ შეგიძლიათ აიღოთ კრედიტი ავტომობილის უზრუნველყოფით ევროკრედიტში:

1. შედით ევროკრედიტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

ავტოსესხის გვერდზე თქვენ ნახავთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ ევროკრედიტის მანქანით უზრუნველყოფილი სესხით.

2. გამოიყენეთ სესხის კალკულატორი 

მას შემდეგ, რაც გაეცნობით სესხის პირობებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ევროკრედიტის სესხის კალკულატორი. ავტოსესხის კალკულატორზე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი კრედიტის თანხა და ვადა, კალკულატორი რამდენიმე წამში დაგითვლით ყოველთვიური შესატანი თანხის დაახლოებით მოცულობას და გაჩვენებთ საპროცენტო განაკვეთის პროცენტულ წილს.

შეავსეთ სესხის განაცხადი

თუ სესხის პირობები და ყოველთვიური გადასახადის მოცულობა თქვენთვის მისაღებია, შეგიძლიათ დაიწყოთ სესხის მოთხოვნის განაცხადის შევსება. სესხის განაცხადი ივსება სრულიად ონლაინ, დისტანციურ რეჟიმში, არ საჭიროებს რაიმე სახის ფინანსურ განათლებას ან ტექნიკურ ცოდნას.

დაელოდეთ განაცხადის დადასტურებას

მას შემდეგ, რაც წარმატებით დაასრულებთ განაცხადის შევსებას, ცოტა ხანი დაელოდეთ, სანამ ევროკრედიტის გუნდი განიხილავს თქვენს აპლიკაციას. განხილვის პროცესს, როგორც წესი, სულ რამდენიმე წუთი ჭირდება. ამის შემდეგ, თქვენ დაგიკავშირდებათ სესხის ოფიცერი და გთხოვთ თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე, ევროკრედიტის ნებისმიერ ფილიალში ავტომობილის მიყვანას შესაფასებლად.  

ხელშეკრულების გაფორმება

იმ შემთხვევაში, თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული თქვენი სასესხო განაცხადის თაობაზე, თქვენსა და ევროკრედიტს შორის გაფორმდება სასესხო ხელშეკრულება.

თანხის მიღება

მას შემდეგ, რაც გაფორმდება ხელშეკრულება, თქვენ მიიღებთ სესხის თანხას საბანკო ანგარიშზე, ან „ვოლიფეის“ ბარათზე, თქვენი სურვილისამებრ.


რატომ ევროკრედიტის ავტოსესხი?


სესხის აღება ევროკრედიტში ასეთი მარტივი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რა გამოარჩევს ევროკრედიტს სხვა ორგანიზაციებისგან? აქვე გეტყვით რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა აიღოთ ავტოსესხი ევროკრედიტში:

მარტივი განაცხადის ფორმა და დისტანციური სერვისები


ევროკრედიტის სესხის სააპლიკაციო ფორმა ძალიან მარტივია და ივსება ონლაინ. ვებ გვერდი სრულად ადაპტირებულია სხვადასხვა მოწყობილობებზე და განაცხადის შევსება შეგიძლიათ როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ასევე სმარტფონიდან, ან პლანშეტიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ვოლიფეისთან“ პარტნიორობით, ევროკრედიტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს განმეორებითი სესხი მოითხოვოს სრულიად დისტანციურად, მობილური აპლიკაციის საშუალებით. ასევე დისტანციურადვეა შესაძლებელი, სასესხო ლიმიტის ფარგლებში სესხის დამატებითი თანხის მოთხოვნა.

შემოსავლების დადასტურების გარეშე

ევროკრედიტი არ ითხოვს შემოსავლების დადასტურებას ავტო სესხის გასაცემად. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თვითდასაქმებული ხართ და ოფიციალური შემოსავალი არ გიფიქსირდებათ, თქვენ მაინც შეძლებთ ევროკრედიტში სესხის აღებას, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ სხვა სასესხო პირობებს დააკმაყოფილებთ.


სესხი უარყოფითი საკრედიტო ისტორიით


რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ სესხს აიღებთ?


მანამ, სანამ სესხის განაცხადს შეავსებთ, უმჯობესია, მოიძიოთ ინფორმაცია ავტოსესხების შესახებ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ, აქვე რამდენიმე რჩევა ევროკრედიტისგან:

განსაზღვრეთ ბიუჯეტი: მანამ, სანამ კრედიტს მოითხოვთ, მნიშვნელოვანია, ზუსტად განსაზღვროთ, ყოველთვიურად რა მოცულობის თანხის გადახდას შეძლებთ. შექმენით პირადი ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს თქვენ შემოსავლებს, ხარჯებს დებიტორულ თუ კრედიტორულ დავალიანებებს. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ რეალური სურათი თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

შეადარეთ პირობები: მანამ, სანამ სესხს აიღებთ შეადარეთ სხვადასხვა ორგანიზაციების პირობები ერთმანეთს და არჩევანი იმაზე გააკეთეთ, რომელიც თქვენს პირად ინტერესებს და შესაძლებლობებს ყველაზე მეტად შეეფერება. აქვე გეტყვით, რომ ევროკრედიტის პირობებზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

მანამ, სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, წაიკითხეთ იგი ყურადღებით და გაეცანით პირობებს. თუ რაიმე გაუგებარია, შეგიძლიათ ჰკითხოთ ევროკრედიტის სესხის ოფიცერს და ის აუცილებლად დაგეხმარებათ დეტალების დაზუსტებაში.

დასვით შეკითხვები: თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, ან სესხი პირობების რომელიმე ნაწილი გაუგებარია, აუცილებლად დაუკავშირდით ევროკრედიტს და მეგობრული გუნდი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით, თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხთთან დაკავშირებით.

დროულად დაფარეთ ვალდებულებები: მას შემდეგ, რაც მიიღებთ კრედიტს, ეცადეთ, პირნათლად შეასრულოთ აღებული ვალდებულებები და ყოველთვიური გადასახადი დროულად დაფაროთ. ასე თავიდან აირიდებთ ჯარიმებს და დამატებით ხარჯებს. ამასთან ერთად, გაიუმჯობესებთ საკრედიტო ისტორიას.

შეჯამება

კრედიტის მიღება ევროკრედიტში ნამდვილად არასდროს ყოფილა ასე მარტივი. თქვენ, საკმარისია, აკმაყოფილებდეთ მინიმალურ პირობებს და ევროკრედიტში ბარიერები არ არსებობს. 

ევროკრედიტის სერვისცენტრები საქართველოს 6  დიდ ქალაქშია განთავსებული:

თბილისი (ცენტრალური ფილიალი) - გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელი №11 (ვახუშტის ხიდთან)

თბილისი, გლდანის ფილიალი - ომარ ხიზანიშვილის №21

თბილისი, ვარკეთილის ფილიალი - ჯავახეთის ქ. N124

თბილისი, დიდუბის ფილიალი - წერეთლის N74

თბილისი, დიღმის ფილიალი - ბობ უოლშის ქუჩა, ოლიმპიური ქალაქის მიმდებარედ

თბილისი, ისნის ფილიალი - ისნის ბაზრობის მიმდ. ტერიტორია, ნაკვეთი 27/50

რუსთავის ფილიალი - ავტობაზრობა ოფისი №4

ქუთაისის ფილიალი - თამარ მეფის №15

ბათუმის ფილიალი - ილია ჭავჭავაძის №97

გორის ფილიალი - სტალინის ქ. №9

ზუგდიდის ფილიალი - კოსტავას №3











რა არის საჭირო ევრორკედიტის ავტოსესხის მისაღებად?

საკმარისია, იყოთ 21-დან 75 წლამდე, საქართველოს მოქალაქე და შეგეძლოთ სესხის ავტომობილით უზრუნველყოფა.

რა თანხის მიღება შემიძლია ევროკრედიტის ავტოსესხის ფარგლებში?

ევროკრედიტის ავტოსესხის მინიმალური ოდენობა 1500₾-ია, ხოლო მაქსიმალური 50 000₾.

რა დრო ჭირდება ევროკრედიტში კრედიტის აღებას?

ავტოსესხის აღების დრო დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, თუმცა, პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და, ხშირ შემთხვევაში, 30 წუთზე ნაკლებ დროშიც გაიცემა სესხები.

შემიძლია უარყოფითი საკრედიტო ისტორიით სესხის მიღება ევრორკედიტში?

ევროკრედიტში სესხი გაიცემა ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მოხმარებელზე, თუმცა საკრედიტო რეიტინგი სესხის დამტკიცების განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არ არის.

სად გავარკვიო დამატებითი დეტალები ევრორკედიტის ავტოსესხთან დაკავშირებით?

თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ევროკრედიტში ტელეფონის ნომერზე 032 2 90 40 00 ან ეწვიოთ ნებისმიერ სერვისცენტრს, თქვენთვის მოსახერხებელ

თანხის მოთხოვნა