ავტო სესხი ევროკრედიტში

ევროკრედიტი დღეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებლებს ავტოსესხის ყველაზე გამარტივებულ პირობებს სთავაზობს. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს, ყოველწლიურად ფართოვდება, იზრდება და ცდილობს სრულად მომხმარებელზე მორგებული სერვისი დანერგოს.
შეიძლება ითქვას, რომ ევროკრედიტმა პირველმა დანერგა არხი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, სესხი აიღონ ონლაინ, სახლიდან, ოფისიდან, აგარაკიდან გაუსვლელად მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით. წლების განმავლობაში ავტოსესხზე მოთხოვნა იზრდებოდა და საქართველოში არსებული სხვადსხვა ბანკები თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ავტომობილებით უზრუნველყოფილი სესხებით დაინტერესდნენ.
ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ევროკრედიტი მნიშვნელოვნად განვითარდა, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მათზე მორგებული პირობები შეეთავაზებინა. ევროკრედიტისთვის ეს მეტწილად ნიშნავს ინდივიდუალური გრაფიკისა და რეფინანსირების შეთავაზებას, განსაკუთრებული პირობებით. დამატებით ევროკრედიტი საშუალებას გაძლევთ ზედმეტი ბიუროკრატია თავიდან აირიდოთ და თანხა შეუფერხებლად, უმოკლეს დროში მიიღოთ.
დღეს უკვე ავტოსესხი მანქანის შესაძენად ან საკუთარი მანქანით სამომხმარებლო სესხის მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდია. ევროკრედიტის ავტოსესხის სიმარტივე მომხმარებლებს საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, შემოსავლების დადასტურების გარეშე მიიღოთ. განაგრძეთ კითხვა, რათა გაიგოთ თუ რატომ უნდა აირჩიოთ ევროკრედიტის ავტოსესხი.
ევროკრედიტის მნიშვნელოოვანი უპირატესობები
- საშეღავათო პერიოდი 6 თვემდე ვადით;
- განაცხადის მარტივი ფორმა, დისტანციურად სესხის დამატების და განმეორებით აღების შესაძლებლობა;
- თქვენზე მორგებული გადახდის მოქნილი გრაფიკი;
- სესხის დამტკიცების მარტივი და სწრაფი პროცედურა;
ევროკრედიტი ევროპული მოდელის მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. ის საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს. ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე ავტოსესხის მარტივი, მოსახერხებელი პირობები დანერგა, ხელს უწყობს მცირე ბიზნესს, თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, ასპონსორებს ქართულ ავტოსპორტს, სპორტსმენებს და ზრუნავს ახალგაზრდების განვითარებაზე. კომპანია, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით ყოველდღიურად ცდილობს შექმნას საუკეთესო, სრულად მომხმარებელზე მორგებული სერვისი.
ევროკრდიტის ავტო სესხი გთავაზობთ საუკეთესო პირობებს, რათა მიიღოთ თანხა მინიმალური დანახარჯით, სახლიდან გაუსვლელად. დღეს, ევროკრედიტი მოწინავეა საქართველოს ბაზარზე, რადგან სრულად თქვენზე მორგებულ ინდივიდუალურ პირობებს გთავაზობთ. ევროკრედიტში შეგიძლიათ შემოსავლების დადასტურების გარეშე აიღოთ მოკლე თუ გრძელვადიან სესხები და შეარჩიოთ თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი.
ავტო სესხის პირობები ევროკრედიტში
ევროკრედიტის გუნდის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მომხმარებელს საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სესხი ყველაზე მარტივი და თქვენზე მორგებული პირობებით
- სესხის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით
- შემოსავლების დადასტურების გარეშე
- ავტომობილი რჩება თქვენს საკუთრებაში
- სესხის პორტირების შესაძლებლობა
ევროკრედიტი ერთადერთია ბაზარზე, რომელიც საკუთარი სატვირთო ავტომობილით სესხის მიღების საშუალებას გაძლევთ. ასევე, თუ გყვათ ახლად შეძენილი, ჯერ კიდევ განუბაჟებელი ავტომობილი ევროკრედიტში შეგიძლიათ ახალი მანქანის უზრუნველყოფით მიღოთ სესხი. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ განბაჟება სავალდებულოა თანხის მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში და კომპანიის მხრიდან მსგავს შემთხვევებზე თანხმობის მიღება სხვადასხვა, განსხვავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება.
განმეორებითი ავტო სესხი ევროკრედიტში
სესხის განაცხადის ფორმა
საჭირო დოკუმენტაცია:
- საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა
- ავტომობილის ტექ. პასპორტი
- სესხის მისაღებად უნდა იყოთ 21_დან 70 წლამდე
- სესხის მისაღებად განაცხადს ავსებთ ონლაინ.
მოქნილი გადახდის გრაფიკი
ევროკრედიტი გთავაზობთ:
- საშეღავათო პერიოდს 6 თვემდე ვადით.
- ყველა სესხზე მომხმარებელი საჩუქრად იღებს დაზღვევის ვაუჩერს - 200₾-მდე.
- ავტომობილის შეფასება ხდება, მაქსიმალურად საბაზრო ფასების შესაბამსიად.
ხელმისაწვდომობა
ევრორკედიტის მისამართები და სამუშაო საათებია:
როგორია რეფინანსირები პირობები ევროკრედიტში?
მეტი სიმარტივისთვის, ევროკრედიტი მომხმარებელს პარალელური სესხების ნაცვლად, გთავაზობთ არსებული ვალდებულებების სრულად გადაფარვასა და სასურველი თანხის იმავე პირობებით დამატებას.
როგორ გადმოვპორტირდე ევროკრედიტში?
ევროკრედიტი საქართველოს ბაზრის ნებისმიერი ბანკიდან სესხის პორტირების შესაძლებლობას გაძლევთ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, ავტომობილი აუცილებლად უნდა რეგისტრირდებოდეს თანხის მიმღების სახელზე და არა კომპანიის. პორტირებისთვის უნდა წარმოადგინოთ: საგარანტიო წერილი და ცნობა დავალიანების შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ავტომობილი და ტექ. პასპორტი
რა დროში შემიძლია თანხის მიღება?
ევროკრედიტში სესხის მიღება შეგიძლიათ 30 წუთში. ჩვენი დევიზია: სწრაფი, მარტივი, ხელმისაწვდომი და ბარიერების გარეშე. მიიღე თანხა დღესვე და განაგრძე ავტომობილი მართვა.