შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

აპრილი 07, 2023

გაიგე მეტი ევროკრედიტის საკრედიტო ლიმიტების შესახებ

გაიგე მეტი ევროკრედიტის საკრედიტო ლიმიტების შესახებ

ევროკრედიტის შესახებ 


ევროკრედიტი საქართველოს ბაზარზე პირველად 2011 წელს გამოჩნდა და წარმოადგინა ავტოსესხი, რომელიც დღეისათვის თანხის მიღების უმარტივესი საშუალებაა. ევროკრედი საშუალებას გაძლევთ, თანხა მიიღოთ შემოსავლების დადასტურებისა და საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე. თქვენ თავიდან აირიდებთ ზედმეტ ბიუროკრატიას და მცირედი დოკუმენტაციის წარდგენის გზით მიიღებთ თქვენთვის სასურველ თანხას ავტომობილის უზრუნველყოფით. 

თანხის მისაღებად საჭიროა 


თუ გსურთ ისარგებლოთ ევროკრედიტის ავტოსესხით, მაშინ გაეცანით სტატიას, რათა მეტი გაიგოთ საჭირო საფეხურებისა და პირობების შესახებ, რომელიც ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

საკრედიტო ქულის გადამოწმება


ევროკრედიტში სესხის მიღება უმარტივესია, არ არის საჭირო შემოსავლების დადასტურება, თუმცა, ბუნებრივია, მოწმდება მსესხებლის საკრედიტო რეიტინგი. საკრედიტო ქულა, მნიშვნელოვანი ფაქტორია სესხის საპროცენტო განაკვეთსა და გადახდის გრაფიკის პირობების განსაზღვრისას. ყველა სხვა უპირატესობასთან ერთად, ეროკრედიტის მიერ დადასტურებული სესხი, რომელსაც დადგენილი პირობების შესაბამისად დაფარავთ, დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ თქვენი საკრედიტო ქულა, გახდეთ საბანკო სექტორისთვის მეტად სასურველი და სამომავლოდ მიიღოთ თქვენთვის მეტად მოსახერხებელი პირობები.

საჭირო დოკუმენტაცია


ბარიერების გარეშე - ევროკრედიტის მთავარი დევიზია, სწორედ ამიტომ, მაქსიმალური სიმარტივისთვის, სესხის მისაღებად, საკმარისია, მხოლოდ მარტივი, საბაზისო დოკუმენტაციების შეგროვება. 

საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ავტომობილის ტექ. პასპორტი;

გარდა დოკუმენტაციებისა, საკმარისია, იყოთ 21 წელს გადაცილებული და არ ფიქსირდებოდეთ მოვალეთა სიაში. აქვე მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აკმაყოფილებთ მინიმალურ მოთხოვნებს, ევროკრედიტის გუნდი მზად არის ინდივიდუალურად განიხილოს თქვენი მოთხოვნა და კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

განაცხადის ფორმის შევსება 


ავტოსესხის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 30 წუთში. სისწრაფე კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სერვისების გაციფრულება და კომპანიაში ინოვაციური მეთოდების დანერგვა კი ამ ყველაფრის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.
ევროკრედიტის ოფიციალური საიტის, ავტოსესხის გვერდზე, თქვენი ინფორმაციის დამატებით, თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკის შერჩევითა და თქვენთვის სასურველი თანხის შეყვანით, სესხის მოთხოვნის განაცხადს მინიმალურ დროში გააგზავნით. სესხის მოთხოვნის შემდეგ დაგიკავშირდებათ ევროკრედიტის თანამშრომელი, რათა უფრო დეტალურად გაგაცნოთ პროცედურები და უპასუხოს თქვენს ყველა შეკითხვას.


ავტომობილის დათვალიერება


ონლაინ პროცედურებისა და სესხის განაცხადის გაგზავნის შემდეგ, საბოლოო საფეხური ავტომობილის ერთჯერადი დათვალიერებაა. თქვენთან ყველაზე ახლოს, ევროკრედიტის ნებისმიერ ფილიალში მიიყვანთ ავტომობილს და გარეგანი დათვალიერების შემდეგ დაგიმტკიცდებათ სესხი..
ავტოსესხის დამტკიცებისას, მიიღებთ 200 ლარამდე დაზღვევის ვაუჩერს და სურვილის შემთხვევაში, საშეღავათო პერიოდს - 6 თვემდე ვადით. მას შემდეგ, რაც თქვენი ავტომობილი ოფიციალურად დაფიქსირდება ევროკრედიტის ბაზაში თანხის ლიმიტის გაზრდას ან ხელახლა სესხის მოთხოვნას, „ვოლიფეის“ მობილური აპლიკაციის გამოყენებით დისტანციურად შეძლებთ.

სესხის ლიმიტები


ევრეკრედიტში არსებობს სესხის გარკვეული ლიმიტები, რაც მეტწილად დამოკიდებულია თქვენს გადახდისუნარიანობაზე, საკრედიტო რეიტინგსა და ავტომობილის ღირებულებაზე. 
როგორც წესი, სესხი გაიცემა 6-იდან 72 თვემდე ვადით, თანხის მოცულობა კი განისაზღვრება 1500-იდან 50 000 ლარის ფარგლებში. საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება ხდება ინდივიდუალურად.
თქვენზე მორგებული პირობების მიღება, დიდწილად, დამოკიდებულია თქვენს გადახდისუნარიანობაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროკრედიტი სესხებს შემოსავლების დადასტურებისა და საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე გასცემს, ამიტომ კრედიტორებისთვის არსებობს შეფასების ტრადიციულისგან განსხვავებული, მეტად ლოიალური სისტემა.


საკრედიტო ქულა


საკრედიტო ქულა, ეს თქვენი კრედიტუნარიანობის რიცხვითი შეფასების სისტემაა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად სარისკოა თქვენი სესხის დადასტურება, ან რამდენად სავარაუდოა კრედიტის დროულად დაფარვა.
მაღალი საკრედიტო ქულა ნიშნავს, რომ განაცხადი ნაკლებად სარისკოა, მეტიც თქვენ შეძლებთ შექმნათ თქვენთვის სასურველი გადახდის გრაფიკი, დაბალი საკრედიტო ქულის შემთხვევაში კი შესაძლებელია დაბალი სესხის ლიმიტი მიიღოთ.

შემოსავალი


საკრედიტო ქულის შეფასებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი მიმდინარე შემოსავალი, რომელიც აუცილებელი არ არის საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდეს. ტრადიციულად, საბანკო სექტორში, აუცილებელია, მინიმუმ 3 თვის სტაბილური ჩარიცხვა ფიქსირდებოდეს, რათა სესხის აღება შეძლოთ. ევროკრედიტში არ გჭირდებათ შემოსავლის ამ გზით დადასტურება, საკმარისია, მხოლოდ დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ქულა და ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი.


სესხისა და შემოსავლის თანაფარდობა


სესხისა და შემოსავლის თანაფარდობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს გადახდისუნარიანობას. ეს თანაფარდობა პირდაპირ მოქმედებს თქვენი გადახდის გრაფიკსა და ყოველთვიურ შენატანზე. სესხი-შემოსავლის თანაფარდობა განაპირობებს კრედიტის ოდენობას, რომელსაც მიიღებთ თქვენს შემოსავალთან შეფარდებით. კრედიტორები ამ თანაფარდობის საფუძველზე ადგენენ თქვენი შემოსავლის რა ნაწილით იფარება სესხი. თუ სესხი-შემოსავლის თანაფარდობა მაღალია, შესაძლოა თქვენი სასესხო ლიმიტი შემცირდეს.


მანქანის ღირებულება 


ავტომობილის ღირებულა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სესხის ლიმიტის განსაზღვრისას. თუ გსურთ ევროკრედიტის ავტოსესხით სარგებლობა გაითვალისწინეთ, რომ სესხის ლიმიტი იქნება იმ ავტომობილის ღირებულების გარკვეული პროცენტი, რომლის შეძენა ან უზრუნველყოფაც გსურთ. 
ევროკრედიტში ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი შეგიძლიათ მოითხოვოთ მანქანებზე, რომლებიც გამოშვებულია 2000 წლის შემდეგ. ასევე შეძლებთ, როგორც განბაჟებული, ისე განუბაჟებელი ავტომობილის უზრუნველყოფას, რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილი რჩება თქვენს საკუთრებაში და შეძლებთ განაგრძოთ მართვა შეუფერხებლად. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ევროკრედიტში შესაძლებელია ავტო სესხის აღება სატვირთო ავტომობილის ზურუნველყოფით, რაც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს საშუალებას აძლევს საქმიანობის შეუფერხებლად მიიღონ სასურველი მოცულობის სესხი.

განმეორებითი სესხი ევროკრედიტში


წლების გამოცდილების შედეგად, ევროკრედიტის გუნდმა შექმნა სერვისი, რომელიც სრულად მომხმარებელზეა მორგებული და მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. 2020 წლიდან ევროკდრეტი აქტიურად თანამშრომლობს ფინტეკ კომპანია „ვოლიფეისთან“, რის ფარგლებშიც დაინერგა უნიკალური პროდუქტი - ავტოსესხის განმეორებით, დისტანციურად მიღების შესაძლებლობა, ან სასესხო ლიმიტის ფარგლებში დამატებითი თანხის მოთხოვნა. 


ხშირად დასმული კითხვები


ევროკრედიტის ავტოსესხთან დაკავშირებით, თუ კვლავ გაქვთ პასუხგაუცემელი შეკითხვები, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ევროკრედიტის თანამშრომელს, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ან შეგიძლიათ ესტუმროთ ნებისმიერ ფილიალს, თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე.

შეჯამება 


ევროკრედიტში სესხის ლიმიტი განსაზღვრავს თქვენს გადახდისუნარიანობას. თქვენი შემოსავალი, საკრედიტო ქულა და ავტომობილის ღირებულება განსაზღვრავს თუ რა მოცულობის სესხის რა პირობებით მიღებას შეძლებთ. შეიძლება ითქვას, რომ სესხის ლიმიტი ინდივიდუალურია და თითოეულ მომხმარებელზე პერსონალურად განისაზღვრება. 
ევროკრედიტის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რათა სერვისი მაქსიმალურად მოქნილი, სწრაფი, მარტივი გახდეს. ინდივიდუალური პირობების მისაღებად და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს, ან ნებისმიერ ფილიალს.



თანხის მოთხოვნა