შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

აპრილი 03, 2023

როგორ დავზოგოთ ფული სახლის ასაშენებლად

როგორ დავზოგოთ ფული სახლის ასაშენებლად

დღეს ბევრ ახალგაზრდას სურს იცხოვროს დამოუკიდებლად და ჰქონდეს საკუთარი სახლი. თუმცა, სახლის აშენება საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, თუ მცირე ბიუჯეტი გაქვთ, რამდენიმე ხრიკს გასწავლით, რათა ფინანსურ საკითხებზე ნაკლებად ინერვიულოთ. როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას სახლის აშენებაზე, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ასპექტი, მათ შორის: ინჟინერი, ხარისხიანი სამშენებლო მასალები, არქიტექტორი, დიზაინერი და სხვა. ყველა დეტალი უნდა იყოს კარგად გათვალისწინებული, რომ სახლი, მშენებლობის დასრულებისას, იყოს ისეთი, როგორიც წარმოგიდგენიათ.

პირველ რიგში გჭირდებათ კარგად ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც მოიცავს, როგორც მიწის შეძენას, ასევე საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალების არჩევას. გიზიარებთ ძირითად მეთოდებს, როგორ ააშენოთ საკუთარი სახლი ყველაზე დაბალი შესაძლო ხარჯებით.

 აირჩიე მზა სახლის პროექტი

სახლის დიზაინი პირველიარაც გასათვალისწინებელია საკუთარი სახლის აშენებისას. ეს არის ის ფუნდამენტური ნაწილი, რომლის გარეშეც მშენებლობა შეუძლებელია, სავალდებულოა, პროექტის წარდგენა და დამტკიცება. როდესაც ჩვენ ვაშენებთ სახლს, მიზანშეწონილია ავირჩიოთ მზა პროექტი, რათა დავზოგოთ ზედმეტი დროისა და ფულადი სახსრების ხარჯი. მზა დიზაინები შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ფირმების ვებ-გვერდებზე. გეგმები მოიცავს ყველა დეტალს, რაც საჭიროა საუკეთესო სახლის ასაშენებლად: ინტერიერისა და ექსტერიერის სურათებს, 3D მოდელირებასა და ვიდეოებსაც კი. როგორც აღვნიშნეთ, მზა სახლის პროექტები ბევრად უფრო ბიუჯეტურია. შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე პროექტი სხვადასხვა კომპანიისგან, რათა აარჩიოთ თქვენზე მორგებული და სასურველი მოდელი. 


აირჩიეთ ხარისხიანი სამშენებლო მასალები

საკუთარი სახლის აშენებისას რეკომენდებულია ხარისხიანი სამშენებლო მასალების შერჩევა. ამისთვის, საჭიროა სხვადასხვა ფირმების პროდუქტების ფასის შემოწმება და მათი შედარება, რომ აირჩიოთ საუკეთესო. თუ თქვენ იაფფასიან მასალებს დასჯერდებით, დროთა განმავლობაში ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ინანებთ, რადგანაც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ფული დაგეხარჯებათ უხარისხო მასალის შესაცვლელად.


 არ დაგეგმოთ სახლის მშენებლობა სეზონზე

რეკომენდირებულია სამშენებლო ჯგუფის დაქირავება ზამთრის პერიოდში, როდესაც არ არის სეზონი, რადგან ამ პერიოდში ფასები შედარებით დაბალია. სეზონზე სახლის მშენებლობის დაწყება დაკავშირებულია მეტ ხარჯთან, ხოლო დაზოგილი თანხა შეგეძლებათ გამოიყენოთ სახლის მოწყობაში, ოთახის გაფორმებასა თუ ნებისმიერ სხვა, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხში.

 

იყავით ჩართული სამუშაო პროცესში

ყველა ადამიანს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უშუალოდ სახლის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა ფიზიკური შესაძლებლობებისა ან დროის ნაკლებობის გამო, თუმცა არის საკითხები, რომელშიც თქვენი ჩართულობა უფრო მეტად გამართლებულია. სახლის ინტერიერის დიზაინზე ზრუნვა ერთგვარი გამოცდაა, რომლის შემფასებელიც თავად იქნებით. შთაგონების წყაროდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სოციალური ქსელები და სპეციალისტების ნამუშევრები. ამ ხრიკით თქვენ დაზოგავთ საკმაოდ დიდ ფულს.


მიეცით სახლს მარტივი ფორმა

თუ თქვენი სახლი შედგება ბევრი აივნითა და ტერასით, ეს დამატებითი ხარჯების საწინდარია. თუ გსურთ დიდი სახლი უჩვეულო ფორმებით ან რამდენიმე სართული, გასათვალისწინებელია, რომ ხარჯიც მეტი იქნება. შეარჩიეთ ექსტერიერის მარტივი დიზაინი და უფრო მეტი დრო დაუთმეთ ინტერიერის მოწყობას, რომელიც თქვენს სახლს განსაკუთრებულ იერსახესა და ელფერს ანიჭებს.

 

შეჯამება

დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ მარტივად გადაჭრათ ის პრობლემები, რომელიც საკუთარი სახლის აშენებითაა გამოწვეული. ფინანსური მხარე უმნიშვნელოვანესი ასპექტია სახლის აშენებისას, სწორედ ამიტომ, ევროკრედიტი ზრუნავს თქვენს პრობლემებზე და გირჩევთ ყოველთვის ყველაფერ საუკეთესოს.

...და ბოლოს, ტრადიციულად, ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსური რჩევა - მოითხოვეთ სესხი, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი საჭიროებების მიხედვით!

თანხის მოთხოვნა