Ხშირად დასმული კითხვები სესხის აღებასთან დაკავშირებით
- შემიძლია თუ არა სამომხმარებლო სესხის აღება საკრედიტო ისტორიის
გარეშე?
- როგორ გამოვასწორო საკრედიტო ისტორია?
- შემიძლია თუ არა სესხის აღება ნეგატიური ისტორიით?
- როგორ ავიღო სესხი თუ თვითდასაქმებული ვარ?
- შემიძლია თუ არა ავიღო ბიზნეს სესხი უზრუნველყოფის გარეშე?
- როგორ გამოვიყენო სესხის კალკულატორი?
- Როგორ ავიღოთ სწრაფი სესხი?
ადამიანები, ყოველდღიურად, ვმუშაობთ იმისთვის, რომ, პირველ ყოვლისა,
შევიქმნათ ცხოვრებისთვის კომფორტული პირობები და გრძელვადიან პერსპექტივაში
შევძლოთ ჩვენი ყველა მიზნისა და ოცნების მიღწევა. Სხვა არაერთ გეგმასთან ერთად,
ჩვენი სურვილები შეიძლება უკავშირდებოდეს ახალი საქმის წამოწყებას, არსებულ
საქმეში წარმატების მიღწევას ან ისეთი
ნივთის შეძენას, რომელის ყიდვაც დიდი ხანია გვინდა, მაგალითად ავტომობილის. როგორც
წესი, ყველა შემთხვევაში გვჭირდება ფინანსური რესურსები და სტაბილურობის
გარანტიები.
თუ კონკრეტული მიზნების შესასრულებლად თანხა საერთოდ არ გაქვთ ან
აუცილებელია ფულის დამატება, გამოწვევის მარტივად და სწრაფად გადასაწყვეტად,
ევროკრედიტში, გთავაზობთ სწრაფ სესხებს, რომლებსაც ბარიერების გარეშე გავცემთ და
არ ვითხოვთ საკრედიტო ისტორიას. Მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან სესხი დამღლელი ბიუროკრატიული
პროცედურების გარეშე გაიცემა და ფაქტობრივად, ეს არის პროდუქტი ყველა
ადამიანისთვის, მაინც არსებობს კითხვები, რომლებიც მომხმარებლებს უჩნდებათ
და რომელზე პასუხსაც თავი ამ ბლოგში მოვუყარეთ.
Შემიძლია თუ არა სამომხმარებლო სესხის აღება საკრედიტო
ისტორიის გარეშე?
დიახ, ევროკრედიტში სამომხმარებლო სესხის აღება საკრედიტო ისტორიის
გარეშე შეგიძლიათ. ევროკრედიტის გუნდის მთავარი მოტივაციაა, გავცეთ სესხი
ბარიერების გარეშე და ეს ბარიერების არ ქონა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ
მოიაზრება, რომლებსაც საკრედიტო ისტორია აქვთ. Როცა სესხის შეუფერხებლად, მარტივად
და სწრაფად გაცემაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას, რაც
ნიშნავს, რომ სესხის აღება შეუძლია მასაც, ვისაც საკრედიტო ისტორია საერთოდ არ
აქვს.
არის მხოლოდ რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც სესხის დამტკიცების დროს
ვითვალისწინებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, კრიტერიუმებმა არ უნდა დაგაბნიოთ და ეს
საკრედიტო ისტორიას არ ეხება. Საქმე იმაშია, რომ დღის წესრიგში დგება მხოლოდ
რამდენიმე, მათ შორის სესხის ლიმიტის საკითხი და ლიმიტები თქვენს
გადახდისუნარიანობაზეა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
საკრედიტო ქულა თქვენი კრედიტუნარიანობის რიცხვითი შეფასების სისტემაა, რაც
საქმიანი მიდგომაა და, გარკვეულწილად, არის ეფექტური თანამშრომლობის
საფუძველი.
აღსანიშნავია,
რომ Საკრედიტო ისტორიის გარეშე სესხის აღება ევროკრედიტში შეგიძლიათ როგორც ავტო
სესხის, ისე ბიზნეს სესხის შემთხვევაში.
როგორ გამოვასწორო საკრედიტო ისტორია?
Საკრედიტო
ისტორიის გამოსწორება იწყება იმ წუთიდან, რა დროსაც “ევროკრედიტთან”
თანამშრომლობას დაიწყებთ. Სესხის თქვენზე მორგებული პირობები, საშუალებას გაძლევთ
ისარგებლოთ მარტივი და სწრაფი შეთავაზებით და სესხის გადახდის სრული პერიოდის
განმავლობაში, გამოასწოროთ საკრედიტო ისტორია. ევროკრედიტში მომხმარებელს
ვთავაზობთ სესხის პორტირებას, რაც უზრუნველყოფს, რომ
ყოველი სესხის მომსახურების შემდეგ, მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგი მეტად
მზად იყოს იმისთვის, რომ უფრო მოცულობით სესხს მოემსახუროს.
ამრიგად,
თუ თქვენ ფინანსური ვალდებულება გაქვთ სხვა კრედიტორ კომპანიაში, პორტირებისთვის
შეგიძლიათ სესხი ევროკრედიტში გადაიტანოთ და მიიღოთ თქვენზე მორგებული პირობები.
ამისთვის უნდა დარეკოთ ევროკრედიტის ნომერზე (032)
2 90 4000 და სესხის ოფიცერს გაესაუბროთ, რომელიც
პროდუქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
შემიძლია თუ არა სესხის აღება ნეგატიური ისტორიით?
დიახ, სესხის
აღება ნეგატიური საკრედიტო ისტორიით შეგიძლიათ, რადგან ევროკრედიტში სესხის
დამტკიცებისთვის არ გვჭირდებათ იდეალური საკრედიტო ისტორია. არ ვითხოვთ
შემოსავლების დადასტურებას და არ ვამოწმებთ მიზნობრიობას. Ჩვენთან სესხის აღების
შანსი აქვს ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი ტრადიციულად
ბანკებში არ ერიცხებათ.
Საკრედიტო
ისტორია მთავარი კომპონენტი რომ არ არის, ამაში დარწმუნდებით, როცა სესხზე
განაცხადს დააფიქსირებთ. ამ დროს თქვენ არ გჭირდებათ დამღლელი ბიუროკრატიული
პროცედურების გავლა და არც სხვადასხვა საბუთის მოგროვება. Მთავარია, როგორც
აღვნიშნეთ, შეფასდეს თქვენი გადახდისუნარიანობა, სხვა შემთხვევაში სესხის აღების
დროს ბარიერები არ გექნებათ.
როგორ ავიღო სესხი თუ თვითდასაქმებული ვარ?
თვითდასაქმებულებს ევროკრედიტში სესხის აღება შეუძლიათ სპეციალურად მათზე
მორგებული პირობებით. თვითდასაქმებულების სესხის აღების შემთხვევაში, ევროკრედიტი
მომხმარებელს სესხის 5 თვის პროცენტს საჩუქრად სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ სესხის
გადახდის პერიოდში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, თქვენ სესხის პროცენტს არ
გადაიხდით. სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდეა.
თვითდასაქმებულების სესხი ევროკრედიტის ახალი შეთავაზებაა და მიზნად ისახავს
ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი
მუშაობის კარგი პრაქტიკაა. Ჩვენი მოტივაცია ამ ნაწილში არის ის, რომ მხარი
დავუჭიროთ თვითდასაქმებულებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ალტერნატიულ
ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
ჩვენთან დასაქმებულების
ბიზნეს სესხი უმოკლეს ვადებში გაიცემა, განაცხადის გაკეთება კი
მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია. მინიმუმამდეა
დაყვანილი იმ ფაილებისა და დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც სესხის მისაღებად
არის საჭირო. ასევე, ბიზნეს სესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო
ისტორიით არის შესაძლებელი და მიზნობრიობაც არ მოწმდება.
- როგორ გამოვიყენო სესხის კალკულატორი?
ევროკრედიტში სესხზე განაცხადის გაკეთება ჩვენი ვებგვერდიდან www.eurocredit.ge
შეგიძლიათ. ვებგვერდის შექმნისას თანამედროვე ტექნოლოგიული რესურსები
მაქსიმალურად გამოვიყენეთ და ბევრი ვიფიქრეთ, გადაწყვეტილების მიღების დროს,
რა იქნებოდა კომფორტული ჩვენი მომხმარებლებისთვის. სწორედ ამიტომ, გარდა
იმისა, რომ ევროკრედიტის საიტზე იპოვით ყველა საჭირო ინფორმაციას ავტო სესხის
შესახებ, ნახავთ ისეთ ონლაინ სერვისსაც, როგორიცაა ავტო სესხის
კალკულატორი.
ავტო
სესხის კალკულატორი ადვილად მისაგნები საინფორმაციო ველია ჩვენს საიტზე და
მას კატეგორიაში ავტო სესხი მარტივად იპოვით. ავტო სესხის კალკულატორი საშუალებას
გაძლევთ, წინასწარ მიიღოთ მნიშვნელოვანი დაწვრილებითი ინფორმაცია და განსაზღვროთ,
თქვენთვის სასურველ თანხაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, რა იქნება სესხის ნომლინალური
თვიური პროცენტი, ეფექტური განაკვეთი და ყოველთვიური გადასახადი.
ამრიგად,
ავტო სესხის კალკულატორი ხელს შეგიწყობთ წინასწარ შეაფასოთ თქვენი
ფინანსური რესურსები და შესაძლებლობები, შეიქმნათ სწორი მოლოდინები და სესხის
გადახდის პროცესში ყველანაირი გაუგებრობა გამორიცხოთ.
- Როგორ ავიღოთ სწრაფი სესხი?
ევროკრედიტში სწრაფი სესხის აღება შეგიძლიათ როგორც ჩვენი ვებგვერდიდან, ასევე
ევროკრედიტის სერვისცენტრებში. ონლაინ
სესხის აღების პროცესი მარტივი და სწრაფია. პირველ ყოვლისა, ვებგვერდზე სესხის
მოთხოვნაზე განაცხადი უნდა შეავსოთ, რის შემდეგაც ევროკრედიტის სესხის ოფიცერი
დაგიკავშირდებათ. Ამასთან, შეგიძლიათ გვეწვიოთ პირდაპირ სერვისცენტრში ან/და
დაჯავშნოთ ვიზიტი ონლაინ.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
ნომერზე 0322 90 20 00 ან ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს https://eurocredit.ge/.