შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

დეკემბერი 28, 2022

ავტომობილების გაზრდილი იმპორტ-ექსპორტი საქართველოში და მოთხოვნა ავტოსესხებზე

ავტომობილების გაზრდილი იმპორტ-ექსპორტი საქართველოში და მოთხოვნა ავტოსესხებზე

2020 წელს პანდემიამ, საზღვრების დახურვამ, კავკასიის რეგიონში ავტომობილების დეფიციტი შექმნა, თუმცა ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და 2021 წელს პრობლემა თითქმის უკვე აღარ არსებობდა. არსებული დეფიციტის აღმოფხვრის მიუხედავად 2021 წლის კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ავტომობილების მოთხოვნა მაინც აჭარბებდა მიწოდებას. არსებობს ვარაუდები, რომ  დეფიციტის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი იყო არასტაბილური გარემო, თუმცა ძირითადი ფაქტორი მაინც თავად მომწოდებლებში ავტომობილების დეფიციტი იყო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ მანქანების იმპორტ-ექსპორტზე მოთხოვნა საკმაოდ ბევრ გარემო ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად 2022 წელს მსოფლიოში არსებულმა ვითარებამ, უკრაინის ომმა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა საქართველოში ავტომობილების რეექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. მყიდველები საქართველოში შემოდიან ფიზიკურადაც და ასევე ყიდულობენ დისტანციურად. მაგალითად უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი საკმაოდ ინტენსიურად ყიდულობენ ავტომობილებს საქართველოში. 

„ახალი ბაზარია ერაყი და წლები დასჭირდება გაყიდვების გაზრდას, მაგრამ თვე არ გავა, რომ 100 მანქანა მაინც არ გავიდეს ჩვენგან. რუსეთშიც გადის ავტომობილები, თუმცა იქ განბაჟება არის ძალიან ძვირი და ამის გამო გაყიდვების ზრდის მოლოდინი ნაკლებად გვაქვს“

ალექსანდრე ვეკუა BM.ge-თან საუბრისას


საქართველოში მსუბუქი ავტომობილების დეფიციტმა საბოლოოდ ჯამში იმპორტ-ექსპორტის სფერო დააზარალა. საქართველოში მსუბუქ ავტომობილების იმპორტზე მოთხოვნის შემცირება 2020 წლიდან დაიწყო. ამა წლის პირველ 9 თვეში იმპორტზე მოთხოვნა 31%-ით ხოლო ექსპორტი 37%-ით შემცირდა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ 2020 წლის შემდეგ ექსპორტის შემცირება პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან ეს მიმართულება ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საერთო ჯამში 2020 საკმაოდ რთული აღმოჩნდა საავტომობილო სფეროსთვის. პანდემიის პარალელურად მეზობელ ქვეყნებში გაიზარდა გადასახადები. Galt & Taggart-ის მონაცემებით, აქამდე საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი სომხეთსა და ყირგიზეთში გადიოდა. თუმცა, ამ ქვეყნებში საბაჟო გადასახადების ზრდამ და პანდემიის გამო დაწესებულმა სამოგზაურო შეზღუდვებმა, 2020 წელს იმპორტი 45%-ით შეამცირა. მიუხედავად ამისა, ონლაინ გაყიდვების მეშვეობით, ექსპორტის შენარჩუნება მოხერხდა აზერბაიჯანთან და უკრაინასთან.სხვაობა ძირითადად დიდმა კომპანიებმა დააკომპენსირა, რომელთაც მალევე შეძლეს ონლაინ გაყიდვებზე სრულად გადართვა.

2021 წელს ვითარება შედარებით გამოსწორდა. 2021 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილების სახით იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტმა 309.2 მლნ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9% შეადგინა. ამ წელს 2020-თან შედარებით, ავტოპარკის შემადგენლობა 5%-ით, ხოლო მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5.1%-ით გაიზარდა. 

საბოლოოდ კი 2022 წელს, ავტომობილების იმპორტ-ექსპორტში არსებული თითქმის ყველა სირთულე და გამოწვევა დასრულდა. ამას საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრეს მონაცემებიც ადასტურებს. სტატისტიკის წინასწარი მაჩვენებლის მიხედვით, 2022 წლის იანვარ აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 36.9%-ით გაიზარდა და 3.571 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 36.5%-ით 8.364 მლრდ დოლარით გაიზარდა. შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 4.8 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.

საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ბრენდებიდან 5 ყველაზე პოპულარულის სიაშია: Toyota, Ford, mercedes benz, hyundai, honda. საქართველოში ეკონომიკური ვითარების ფონზე, უფრო დიდი მოთხოვნა მეორად ავტომობილებზე, თუმცა მსხვილი პირველადი ბაზრის და ოფიციალური დილერების შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ისინი მოქალაქეებთან ერთად მანქანებს კორპორაციულ სექტორზეც ყიდიან. 

რადგან უკვე ვახსენეთ, შეგვიძლია მეტიც ვისაუბროთ ფასებზე, რადგან ეს საკითხია, რომელიც  დღეს მომხმარებლებს აწუხებს.  გასულ წლებში მეორად ავტომობილებზე ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ რამდენიმე თვეში ძველ, პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. ფასების ზრდა თავად მომწოდებლების მხრიდან ხდება. ტრანსპორტის ფასები გაიზარდა აზიიდან, ასევე მცირე ზრდაა ამერიკის ბაზარზეც. საუბარია დაახლოებით 10%-იან ზრდაზე. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის განმარტებით, ფასების ზრდის ტენდენცია პანდემიის შემდეგ გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯების გავლენაა.  

სტატისტიკურად, 2022 წლის 10 თვეში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 1,223 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 11.4% იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში 84,939 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რის შედეგადაც, ქვეყანაში ავტოპარკის მოცულობამ 1.4 მილიონს გადააჭარბა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ავტოიმპორტის 90%-ზე მეტი მეორად ავტომობილებს მოიცავს. 

ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, აისახა ევროკრედიტის გაყიდვებზეც. ქვეყანაში ავტომობილების იმპორტის ზრდამ გაზარდა მოთხოვნა ავტო სესხებზე. ევროკრედიტი გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული, ხელსაყრელი პირობებით. ევროკრედიტი გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ავტოსესხი სხვადასხვა მიზნობრიობით, იქნება ეს ახალი ავტომობილის შესაძენად თუ უკვე არსებული ავტომობილის საშუალებით სამომხმარებლო სესხის აღება.

შსს-ს სტატისტიკა გვიჩვენებს ქვეყანაში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგს ავტომობილის ბრენდებისა და მოდელების მიხედვით. ამ სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მოთხოვნოდია toyota camry. ბოლო შედეგებით ქვეყანაში 4, 868 Toyota Camry შემოვიდა, რაც მთლიანი ავტოიმპორტის 5,7%-ია. 2020 წელს ამ პოზიციას კვლავ toyota-ს ბრენდის Prius-ის მოდელი იკავებდა. 

2021 წელს ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგი:

1. Toyota Camry - 4,868 ავტომობილი, მატება წინა წელთან 5%;

2. Ford Transit - 4,674 ავტომობილი, მატება წინა წელთან 38%;

3. Toyota Prius - 4,417 ავტომობილი, კლება წინა წელთან 32%;

4. Chevrolet Cruze - 3,397 ავტომობილი, მატება წინა წელთან 107%;

5. Hyundai Elantra - 2,888 ავტომობილი, მატება წინა წელთან 2%;

6. Honda Fit - 2,633 ავტომობილი, მატება წინა წელთან 16%;

7. Ford Fusion - 2,548 ავტომობილი, მატება წინა წელთან 35%;

8. Opel Astra - 2,510 ავტომობილი, მატება წინა წელთან 139%;

9. Toyota Prius C - 2,038 ავტომობილი, მატება წინა წელთან 18%;

10. Volkswagen Jetta - 1,953 ავტომობილი, მატება წინა წელთან 53%.


ამ რეიტინგში ჩამოთვლილ მსუბუქ ავტომობილებზე იმპორტის 37% მოდის, დანარჩენი 63% კი სხვა მოდელებზე ნაწილდება. 

სტატისტიკის მიხედვით საქართველოსთვის ავტომობილების იმპორტის მთავარი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2021 წელს 48,000 ავტომობილი შემოვიდა.

ევროკრედიტში თქვენი ავტომობილის დახმარებით შეგიძლიათ აიღოთ სამომხმარებლო სესხი. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სესხის აღება შესაძლებელია როგორც განბაჟებული ისე განუბაჟებელი ავტომობილით. ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ ევროკრედიტი არა მხოლოდ მსუბუქ, არამედ სატვირთო ავტომობილებზეც გასცემს სესხებს.