შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

ოქტომბერი 05, 2022

ფულის დაზოგვის 10 ხერხი

ფულის დაზოგვის 10 ხერხი

დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ფულის დაზოგვის 10 ხერხს, რათა გამოყოფილი გქონდეთ გარკვეული თანხა სასურველი საქმიანობებისთვის, ნანატრი შვებულებისთვისა და საყვარელი ადამიანებისთვის. 

დღევანდელ ყოველდღიურობაში ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს ფულის დაზოგვა, სხვადასხვა გადასახადებისა და მოულოდნელი ხარჯების გამო. რა თქმა უნდა, გადაუდებელი სიტუაციები შეიძლება ნებისმიერ დროს წარმოიშვას, მაგრამ მათთან გასამკლავებლად მზად უნდა იყოთ. ფინანსური განათლების მთავარ წესებს შორის გვხვდება ფულის დაზოგვის მეთოდები, სწორედ ამიტომ, Eurocredit-მა მოამზადა თქვენთვის ფულის დაზოგვის 10 ხერხი:

 

ნუ დახარჯავთ მთელ ხელფასს 1 თვეში

 

ყველა ეკონომისტი გირჩევს, რომ თვის ბოლოს მთლიანი ხელფასი არ გქონდეს დახარჯული, თუმცა არსებობს ისეთი მომენტები, როდესაც ზოგიერთი თვის ჭრილში უფრო მეტია გაუთვალისწინებელი ხარჯები, როგორებიცაა მეგობრების დაბადების დღეები, მცირედით მეტი კომუნალური გადასახადები, მანქანის შესაკეთებელი ხარჯები და სხვა. უმჯობესია, რომ ფულის დაზოგვისას გქონდეთ მიზანი, თუ რამდენი უნდა დაზოგოთ და რაში უნდა დაიხარჯოს, ეს კი ხელს შეუწყობს თქვენს მობილიზებას. თქვენ შეგიძლიათ ფული განათავსოთ შემნახველ ანგარიშზე და ყოველ თვე დაამატოთ დაზოგილი თანხა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი იქნება, 50 თუ 100 ლარი, მთავარია იყოს მუდმივად და სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. 

 

სავაჭრო სია მაღაზიისთვის

 

მაღაზიაში წასვლამდე სასურველია გქონდეთ ჩამოწერილი სავაჭრო სია. ამრიგად, თქვენ შეიძენთ მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ სხვადასხვა სუპერმარკეტების აქციებსა და შეთავაზებებს, თუმცა უმეტესად, უმჯობესია ერთსა და იმავე მაღაზიაში ვაჭრობა. 

 

გადადეთ ფული თვის დასაწყისში

 

ხელფასის აღებისას, პირველ რიგში, სასურველია თანხა განათავსოთ შემნახველ ანგარიშზე. შემდეგ კი შეგიძლიათ დაიწყოთ დარჩენილი თანხის დახარჯვა თქვენთვის საჭირო  ნივთებზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან თვის დასაწყისშივე გეცოდინებათ, თუ რა თანხა უნდა იმყოფინოთ თვის ბოლომდე.

 

 

ყოველდღიური ბიუჯეტი

 

ყოველდღიური ბიუჯეტის განსაზღვრა დაგეხმარებათ აკონტროლოთ როგორც ხარჯვის სიხშირე, ასევე, რაოდენობა. იქნება დღეები, როდესაც დღის ჭრილში გამოყოფილ ბიუჯეტს გადასცილდებით, რაც არ იქნება პრობლემა, მთავარია, ეს ყველაფერი შემდეგი დღეების დანაზოგით დააბალანსოთ. ამ ხერხით, თქვენ გექნებათ კონკრეტული მიზანი, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების სისწორეში მოყვანას. 

 

 

შემნახველი ანგარიში

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემნახველი ანგარიში არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელზეც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ყოველთვიური დანაზოგი. არჩევანი საკმაოდ დიდია და შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია თქვენთვის შესაფერისი ვარიანტის მოსაძებნად. აღნიშნული ხელს შეგიწყობთ ნებისმიერი სახის სესხის აღებაშიც, რადგანაც გარკვეული დანაზოგი დაგეხმარებათ ყოველთვიური გადახდის დროს  გაუთვალისწინებელი სიტუაციების თავიდან აცილებაში. მიუხედავად ყველაფრისა, გირჩევთ, რომ შემნახველ ანგარიშზე არსებული ფული გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების დროს. 

 

გადაიხადეთ გადასახადები დროულად

 

ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და დასუფთავების გადასახადი ყოველ თვე სხვადასხვაა, თუმცა უცვლელი წესია, რომ მოსვლისთანავე გადაიხადოთ და არ გადადოთ სხვა დროისთვის. გადაუხდელობა იწვევს სხვადასხვა პირდაპირ თუ ირიბ ფულად ხარჯს, როგორიცაა ჯარიმები, დაზიანებული ინვენტარი და სხვა. 

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

 

ქალაქში სეირნობა ბევრს უყვარს, თუმცა სეირნობაზე მეტად, ადამიანები სხვადასხვა ტრანსპორტს სამსახურში სასიარულოდ იყენებენ. ბენზინის ფასი საკმაოდ მაღალია, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი მანქანით გადაადგილება უკვე ძვირი სიამოვნებაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა საკმაოდ მოსახერხებელია, ბევრად იაფი და რიგ შემთხვევებში უფრო სწრაფიც კი, ვიდრე საკუთარი მანქანა, ამიტომაც, როცა გექნებათ შესაძლებლობა, უმჯობესია იმგზავროთ სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.

 

შეთავაზებები და აქციები

 

გსურთ ახალი ტელევიზორის, ტელეფონის  ან საჭირო ნივთის შეძენა? 

თვალი ადევნეთ სხვადასხვა შეთავაზებებსა და აქციებს, რომელსაც გთავაზობთ მაღაზიათა ქსელები. ასე თქვენ შეძლებთ უფრო მეტი თანხის დაზოგვას, რომლის ნაწილიც შეგიძლიათ რომ შემნახველ ანგარიშზე შეიტანოთ.

 

მეტი მოამზადეთ სახლში

 

გაცილებით მოსახერხებელია გარეთ გასვლა და ჭამა, მაგრამ ერთ კვებაზე საშუალოდ იხარჯება 3-ჯერ მეტი, ვიდრე სახლში მომზადებისას. გარდა ამისა, გექნებათ საშუალება მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. შეგიძლიათ სამსახურში საჭმელი წაიღოთ, რათა თავიდან აიცილოთ ფულის ხარჯვა სასადილოში, რესტორანსა და მიტანის სერვისებზე.

 

არასდროს დაგავიწყდეთ თქვენი მიზანი

 

საღამოს, ძილის წინ, ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეთ ფულის დაზოგვა. შესაძლოა, დაზოგოთ შვებულებაში წასასვლელად, მანქანის, სახლის შესაძენად ან საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. ნებისმიერ შემთხვევაში, ფოკუსირდით თქვენს მიზანზე და გჯეროდეთ საკუთარი თავის, რომ შეძლებთ საჭირო თანხის მოზიდვას ერთ წელიწადში ან კიდევ უფრო ნაკლებში.

 

შეჯამება

 

დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ მარტივად გადაჭრათ ფულის დაზოგვის პრობლემები. უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ, რომ ყოველთვის იქნება ჩავარდნები, თუმცა მიზნის მისაღწევად დასახული გეგმა წარმატების 50%-ის ტოლფასია.  სწორედ ამიტომ, ევროკრედიტი ზრუნავს თქვენს პრობლემებზე და გირჩევთ ყოველთვის ყველაფერ საუკეთესოს.

...დაბოლოს, ტრადიციულად ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ რჩევას - მოითხოვეთ სესხი, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი საჭიროებების მიხედვით!