შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

აგვისტო 30, 2022

როგორ დავზოგოთ ფული წყლის გადასახადისთვის

როგორ დავზოგოთ ფული წყლის გადასახადისთვის

ვაგრძელებთ სხვადასხვა გადასახადებზე დაზოგვის რჩევების სერიას. დღეს ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა დაზოგოთ ფული წყლის გადასახადისთვის. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისი გვიბიძგებს გარკვეული გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯებისკენ, რომლებსაც სხვა სიტუაციაში არ გადავდგამდით, თუმცა წყლის დაზოგვის მეთოდები, რომლებსაც გაგანდობთ, არ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ფინანსური კრიზისის დროს. მიზანშეწონილია, ყოველთვის გაითვალისწინოთ აღნიშნული რჩევები, რათა არ გადაიხადოთ ზედმეტი. ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2030 წლისთვის გლობალური წყალმომარაგების დეფიციტის მაჩვენებელი მიაღწევს 40%-ს. ეს მაჩვენებელი საკმაოდ შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წყალი პლანეტის ერთ-ერთი რესურსია, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, ადამიანების არსებობა. ამიტომ, აუცილებელია სწორი ნაბიჯები წყლის დაზოგვისთვის. 

იცოდით, რომ ერთი ადამიანი თვეში საშუალოდ მოიხმარს 7 კუბურ მეტრს, ანუ 7000 ლიტრს,რომელიც იყოფა შემდეგნაირად:



  • ჭურჭლის სარეცხი მანქანა ონკანზე = 50 ლიტრი
  • ხელებისა და კბილების ერთი დაბანა = 5-დან 15 ლიტრამდე
  • აბაზანა = 150 - 200 ლიტრი
  • 5 წუთიანი შხაპი = 60 დან 80 ლიტრამდე
  • ტანსაცმლის ერთი რეცხვა = 40-დან 70 ლიტრამდე


 

საშუალოდ, ერთ ქვეყანაში, სასმელი წყლის ღირებულება 1 მ3-ზე შეადგენს 1.90 ლარს. მაგალითად, ბუქარესტში 1 მ3-ში 2.60 ლარს იხდიან, იასში კი - 3.50 ლარს. რა თქმა უნდა, ეს ფასები განსხვავდება ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით და შესაბამისად, წყლის გადასახადიც პროპორციულად იზრდება. სწორედ ამიტომ, ევროკრედიტის გუნდი გიზიარებთ ეფექტურ მეთოდებს, თუ როგორ შეამციროთ მნიშვნელოვნად წყლის გადასახადი. 

 

 

კბილების გახეხვისას გამორთეთ წყალი

 

უმეტეს დროს, როცა დილის რუტინას ვასრულებთ, ონკანის წყალი ტყუილად მიედინება. სწორედ ამიტომ, როდესაც კბილებს იხეხავთ, სასურველია, ონკანი დაკეტოთ, რათა ტყუილად არ დაიხარჯოს ზედმეტი წყალი. ამრიგად, თქვენ დაზოგავთ 6 ლიტრამდე წყალს წუთში.

 

შეიძინეთ ეკონომიური სარეცხი მანქანა

 

ეკონომიური სარეცხი მანქანის ყიდვა თავდაპირველად უფრო დიდი ინვესტიციაა, მაგრამ ეს დაგეხმარებათ გრძელ ვადაში მუდმივად ფულის დაზოგვაში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ წინა ჩატვირთვის სარეცხი მანქანა და არა ვერტიკალური. მანქანები, რომლებსაც აქვთ ვერტიკალური დატვირთვა, მოიხმარენ 100 ლიტრამდე მეტს რეცხვის დროს. ასევე, ბაზარზე არსებულ უახლეს მანქანებს აქვთ ჩართული სხვადასხვა ფუნქციები, რომლებიც მოხმარების რეგულირებისა და ჭარბი წყლის კონტროლის საშუალებას იძლევა. იმის გასარკვევად, თუ რომელი რეცხვის ციკლი არის ყველაზე ეფექტური, ჯერ იხილეთ მფლობელის სახელმძღვანელო. გახსოვდეთ, რეცხვისას წყლის დაზოგვის ოქროს წესი არის მანქანის სრულად დატვირთვა. სარეცხი მანქანების დატვირთვა ჩვეულებრივ 5-დან 8 კგ-მდეა.

 

იყიდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანა ძალიან კარგი ინვესტიციაა, მაშინაც კი, თუ ბევრი ადამიანი მას მხოლოდ მოდად მიიჩნევს, რათა თავი აარიდოს ჭურჭლის ხელით რეცხვას. ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყლის ყოველთვიური გადასახადის დაზოგვის ძალიან კარგი საშუალებაა. ის გეხმარებათ დაზოგოთ 33%-მდე, იმავე რაოდენობის ჭურჭლის ხელით რეცხვასთან შედარებით. ასევე, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჭურჭლის რეცხვისას, დარწმუნდით, რომ ის ყოველთვის სრულად დატვირთულია და აირჩიეთ Eco ვარიანტი წყლის შემცირებული მოხმარებისთვის.

 

 

 

აირჩიეთ აბაზანის ნაცვლად შხაპი

 

წყლის დაზოგვის მიზნით, იდეალურია უარი თქვათ ხანგრძლივ აბაზანებზე და უფრო სწრაფად მიიღოთ შხაპი, რომელიც საშუალოდ 5-დან 8 წუთამდე გრძელდება. ბევრს სურს გრძელი აბაზანის მიღება, რაც გულისხმობს აბაზანის შევსებასა და დაცლას, რომლის მოცულობა ჩვეულებრივ 200 ლიტრს შეადგენს. 8-წუთიანი შხაპი მოიხმარს საშუალოდ 60 ლიტრს, ხოლო თუ დროს 2 წუთამდე შევამოკლებთ, მაშინ 30 ლიტრი წყალი დაიხარჯება. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკონომიური შხაპის თავი, რომლის მოხმარება შეადგენს მხოლოდ 5,75 ლ/წუთს, კლასიკური საშხაპე თავის საშუალო ხარჯის 15 ლ/წთ-თან შედარებით.

 

აადუღეთ მხოლოდ საჭირო რაოდენობის წყალი

 

ადამიანების უმეტესობა, ჩაისა და ყავის წყლის გაცხელებისას, საჭიროზე ბევრად მეტ წყალს ადუღებს. ამ გზით, დროთა განმავლობაში, თქვენ დაკარგავთ წყლის ჭარბ რაოდენობას. წყლის ადუღებისას, შეგიძლიათ ჭიქით გაზომოთ სასურველი რაოდენობის წყალი და ისე ჩაასხათ მადუღარაში. 

 

შეაკეთეთ მილები

 

თუ არსებობს დეფექტები ან ბზარები სხვადასხვა მილებზემიზანშეწონილია, მათიდაუყოვნებლივ შეკეთებანუ უგულებელყოფთ წყლის გაჟონვას და გამოიძახეთსანტექნიკოსი მილების შესაკეთებლად ან შესაცვლელად. წვეთოვანი ონკანი საშუალოდ მოიხმარს 17 ლიტრამდე წყალს ერთ დღეში, გაუმართავი ავზი კი 40 ლიტრამდე. შესაბამისად, ამ დანაკარგებს წყლის უზარმაზარ გადასახადებში აუცილებლად შეამჩნევთ.

 

წვიმის წყალი

 

ბაღის მორწყვისთვის, როცა წვიმს, შეგიძლიათ მოათავსოთ რამდენიმე ვედრო, რაც ხელს შეუწყობს წყლის დაგროვებას შემდგომში გამოსაყენებლად. ამრიგად, სახლში მყოფებს შეეძლებათ შემდეგ დღეებში მთელი შეგროვებული წყალი გამოიყენონ ბაღის სხვადასხვა მცენარეების მორწყვისთვის. 

 

შეჯამება

 

დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ მარტივად გადაჭრათ წყლის გადასახადის პრობლემები. უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი ხარჯი თვის ჭრილში მცირეა, თუმცა გრძელ ვადაში საკმაოდ ბევრი. სწორედ ამიტომ, ევროკრედიტი ზრუნავს თქვენს პრობლემებზე და გირჩევთ ყოველთვის ყველაფერ საუკეთესოს.

...დაბოლოს, ტრადიციულად ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ რჩევას - მოითხოვეთ სესხი, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი საჭიროებების მიხედვით!