შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

ივლისი 20, 2022

ფინანსური განათლება ახალგაზრდებში

ფინანსური განათლება ახალგაზრდებში

ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაში. გლობალური კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ ფინანსური განათლების მიმართულებით, შესაძლო 21 ქულიდან, 12.1 ქულა (57,6%) მიიღო. კვლევის შედეგებით ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას უკეთ ესმის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფულის ღირებულება დროში, სესხზე გადასახდელი სარგებლის, ინფლაციის, რისკისა და უკუგების, არსი. აღნიშნული საშუალო შედეგია, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას. 

 

ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე იწყება. მნიშვნელოვანია, ბავშვებმა გაიგონ ფულის მენეჯმენტის თავისებურებები, რათა იცოდნენ მისი დახარჯვისა და დაზოგვის არსი. მშობლებმა შვილების მოზარდობის ასაკიდან უნდა დაიწყონ ფიქრი, როგორ მიაწოდონ მათ ეს საკითხი, რათა პატარამ გააცნობიეროს, რომ ფული შრომით მოიპოვება და გონივრულად უნდა დაიხარჯოს.

 

რა არის ფინანსური განათლება?

 

ფინანსური განათლება ყველაზე ეფექტური გზაა, რათა ადამიანმა ისწავლოს ფულის მართვა. უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდები, რომლებიც იწყებენ ფინანსურად დამოუკიდებელ ცხოვრებას, არ აქვთ საჭირო ცოდნა, რათა დაზოგონ ფული შვებულებისთვის ან სხვა ნებისმიერი ხარჯისთვის. ფინანსური განათლების საშუალებით , ახალგაზრდებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ გარკვეული ცნებები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან, ფინანსებთან და ზოგიერთ უფრო რთულ საკითხებთან, როგორიცაა ინვესტირება და ვაჭრობა: სამომხმარებლო კრედიტი, ინფლაცია, უძრავი ქონების კრედიტი, უნაღდო ანგარიშსწორება, ინვესტიცია, დაზღვევა და სხვა.

 

ფინანსური განათლების მნიშვნელობა ყველაზე კარგად ჩანს რთულ პერიოდებში. ასეთ დროს ადამიანების უმეტესობამ არ იცის როგორ დაზოგოს ფული და ვერ ახერხებს როგორც სესხებისა და განვადებების დროულად დაფარვას, ასევე, ხშირ შემთხვევაში კომუნალურებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების გადახდას. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფინანსური განათლების საჭირო ცოდნა, იციან როგორ მიიღონ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებები ფინანსური კრიზისის დროს.

 

ფინანსური განათლების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:


  • შეძლებთ დანაზოგის გაკეთებას.
  • მომდევნო თვის ხელფასამდე ორი კვირით ადრე ფულის გარეშე არ დარჩებით.
  • არ იქნებით დამოკიდებული მხოლოდ ხელფასზე.
  • მცირე ასაკიდანვე გახდებით ფინანსურად დამოუკიდებელი.
  • მიიღებთ საუკეთესო ფინანსურ გადაწყვეტილებებს.
  • გეცოდინებათ როდის აიღოთ სესხი თქვენი საჭიროებების მიხედვით.

ფინანსური განათლება ხელს უწყობს პასუხისმგებელი ფინანსური ქცევის მქონე მოზარდების მომზადებას , რაც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. მათვინც იყენებს ფინანსური განათლებას, აქვს  მეტი შანსი მიაღწიოს წარმატებას. ევროკრედიტი გთავაზობთ აირჩიოთ საუკეთესო სესხის შეთავაზება ხარჯების, პირობებისა და საპროცენტო განაკვეთების მხრივ.

... დაბოლოს, ტრადიციულად, ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური რჩევა - მოითხოვეთ სესხი, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი საჭიროებების მიხედვით!