შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

ივნისი 21, 2022

როგორ დავზოგოთ ფული საყიდლებზე?

როგორ დავზოგოთ ფული საყიდლებზე?

ამ სტატიაში ჩვენ გასწავლთ რამდენიმე ხრიკს, თუ როგორ დაზოგოთ ფული საყიდლების დროს. ეკონომიკური კრიზისი, რომელისაც ახასიათებს  მზარდი ინფლაცი(ფასების საერთო დონის ზრდა) გვიბიძგებს ვიყოთ უფრო მოკრძალებული და ორგანიზებული ფულის მიმართ.  ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ მზარდ ფასებს და ვცდილობთ უფრო ფრთხილად ვიყოთ ყოველთვიურ ხარჯებთან დაკავშირებით.

ერთი რამ ცხადია: ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ეკონომიკური კრიზისისთვის, რადგან ის დაახლოებით  ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მეორდება. ბუნებრივია, ფულის დაზოგვის სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დაზოგოთ ფული საყიდლებზე წასვლისას. მარტივი, აუცილებელი ხრიკები, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით უცნაური ჩანდეს, დაგეხმარებათ შეიძინოთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ.

როგორ დაზოგოთ ფული საყიდლებზე წასვლისას? - თითქოს მარტივი, მაგრამ ამავდროულად რთული კითხვაა ადამიანების უმეტესობისთვის. როდესაც საყიდლებზე მიდიხართ, საჭიროა რამდენიმე ხრიკის ცოდნა, რაც თავიდან აგარიდებთ არამიზნობრივ ხარჯვას. მოდით ვიყოთ გულახდილები - უმეტეს ჩვენგანს აქვს გრძელი საყიდლების სია სავსე იმ ნივთებით, რაც სულაც არ გვჭირდება, თუმცა ამაზე არ დავფიქრებულვართ.


 გააკეთეთ სავაჭრო სია

თუ გსურთ ფულის დაზოგვა საყიდლებზე წასვლისას, მაშინ აუცილებელია გქონდეთ გამზადებული შესაბამისი სია. როდესაც სუპერმარკეტში მივდივართ, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე გვიჩნდება სურვილი ვიყიდოთ ბევრი პროდუქტი, თუმცა მათი ნაწილი საერთოდ არ გვჭირდება.  ამიტომაც, როცა საყიდლებზე წასვლა გსურთ, შეადგინეთ სია (ხელნაწერი ან ტელეფონით) და შეიძინეთ მხოლოდ ჩამოწერილი პროდუქტები.


განსაზღვრეთ ყოველთვიური საყიდლების ბიუჯეტი

ყოველი თვის დასაწყისში განსაზღვრეთ ყოველთვიური ბიუჯეტი საყიდლებისთვის და ეცადეთ არ გადააჭარბოთ მას. ამ გზით თქვენ გექნებათ ხარჯების მკაფიო ჩანაწერი და საჭიროზე მეტს არ დახარჯავთ.


გამოიყენეთ ფასდაკლების დღეები და ვაუჩერები

საყიდლებზე წასვლამდე, შეამოწმეთ აქვს თუ არა მარაზიას შეთავაზებები ან/და ვაუჩერები, რომელთა გამოყენებასაც შეძლებთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოინიშნოთ მიმდინარე შეთავაზებები ყველა იმ პროდუქტის შესახებ, რომელიც თქვენთვის საინტერესოა,  რადგან ეს შეთავაზებები შეიძლება მხოლოდ გარკვეული დროით იყოს აქტიური. ასევე მიიღეთ ინფორმაცია ფასდაკლების დღეების შესახებ, სწორედ მაგ დროს შეიძინოთ სასურველი პროდუქცია.

 

აიღეთ პატარა კალათა

როდესაც მაღაზიაში კონკრეტული პროდუქტის საყიდლად შედიხართ და წინასწარ იცით, რომ მცირე რაოდენობის შენაძენი უნდა გააკეთოთ, მიზანშეწონილია აიღოთ პატარა კალათა. თუ დიდ კალათს აიღებთ, ავტომატურად ჩნდება ცდუნება, რომ იყიდოთ მეტი პროდუქტი.

 

უყურეთ მხოლოდ საჭირო ნივთებს.

როცა საყიდლებზე მიდიხართ, ნუ დახარჯავთ დროს იმ პროდუქტის დასათვალიერებლად, რაც არ გჭირდებათ. უბრალოდ აიღეთ ის, რაც სავაჭრო სიაში გაქვთ და ნუ დაკარგავთ დროს. სალაროსთან დროულად მისვლა დაგეხმარებათ არასასურველი პროდუქციის შეძენის პრევენციაში.

 

თან წაიღეთ საყიდლების ჩანთა

როცა საყიდლებზე მიდიხართ, თან წაიღეთ ერთი ან ორი ჩანთა, რომელშიც ჩადებთ ნაყიდ პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩანთის შეძენა ერთჯერადად შეიძლება არ იყოს დიდ ხარჯთან დაკავშირებული, ყოველ ჯერზე ახალი ჩანთის ყიდვის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური ხარჯი გროვდება. ამიტომ გირჩევთ სახლში შეინახოთ საყიდლების ჩანთები და საჭიროების დროს გამოიყენოთ, თანხის დაზოგვასთან ერთად, ასე თქვენს წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვაშიც.


 შეამოწმეთ სიაში არსებული პროდუქტების ფასები

ნუ აიღებთ პირველ პროდუქტს, რომელიც მოგხვდებათ თვალში. შეეცადეთ შეამოწმოთ ყველა თარო, რადგან შეიძლება საკმაოდ დიდი ფასთა სხვაობა იყოს ერთსადაიმავე პროდუქტის ორ მწარმოებელს შორის. ასევე შეგიძლიათ რამდენიმე სუპერმარკეტში წასვლა, რათა შეამოწმოთ თუ სად არის ყველაზე იაფი პროდუქცია.


ნუ წახვალ საყიდლებზე მშიერი

სასაცილოდ ჟღერს, არა? მაგრამ მართალია. თუ მაღაზიაში შეხვალთ, როდესაც გშიათ, გაგიჩნდებათ ცდუნება იყიდოთ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე გჭირდებათ. ამიტომ, გირჩევთ საყიდლებზე წასვლამდე, ყველთვის რამე მიირთვათ.

 ბარიერების გადალახვისას, ევროკრედიტი მუდამ თქვენ გვერდით იქნება.

... და ბოლოს, ტრადიციულად ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური რჩევა - მოითხოვეთ სესხი, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი საჭიროებების მიხედვით