შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

ივნისი 15, 2022

როგორ დავზოგოთ ფული კრიზისის დროს?

როგორ დავზოგოთ ფული კრიზისის დროს?

ბოლო დროს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მოგცეთ ფინანსური რჩევები, რაც დაგეხმარებათ ყოველდღიური ფინანსების მართვაში და თანხების დაზოგვაში, კრიზისის დროს. იმისათვის, რომ არ დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდებათ, საჭიროა ფრთხილად იყოთ თქვენი საჭიროებების განსაზღვრისას და აუცილებლად მოახდინოთ მათი შეფასება. ფინანსური კრიზისი ყველასთვის შეშფოთების მიზეზია, თუმცა ეკონომიკური დისბალანსი, როგორიცაა ინფლაცია და ფულის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება, ძირითად შემთხვევაში არ არის დიდხნიანი პროცესი.


 გადაწყვეტილებების მიღება რთულ პერიოდში

"როგორ დავზოგოთ ფული?" ბევრნაირი პასუხი შეიძლება გავცეთ ამ შეკითხვას, თუმცა საკმაოდ რთული ამოცანაა ამ ყველაფრის შესრულება, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებული ფინანსური რესურსები არ იძლევა დაზოგვის საშუალებას. ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისი ანაზღაურება არის შემაფერხებელი ფაქტორი დანაზოგის გაკეთების დროს, მაგრამ ვეცდებით მოგცეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რაც დაგეხმარებათ თანხის გადადებაში, რადგან დანაზოგები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიზისული პერიოდების გადალახვაში.

 

ბიუჯეტის განსაზღვრა

თვის დასაწყისშივე უნდა განსაზღვროთ და დაახარისხოთ მთლიანი სამყოფი ბიუჯეტი კატეგორიების მიხედვით, ესენია: კომუნალური გადასახადები, კვება, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, გართობა და სხვა. ყოველი თვის შემდეგ უნდა ჩაშალოთ კატეგორიები და ნახოთ რომელ კატეგორიაზე რამდენი თანხა დაიხარჯა, შემდეგ კი დაიწყოთ ალტერნატიული გზების შერჩევა. რაც შეეხება ისეთ ხარჯებს, როგორიცაა მაგალითად შვებულების დროს დასასვენებლად გამგზავრება, უმჯობესია ეს თანხა თანაბრად გადანაწილდეს 12 თვეზე მცირე დანაზოგის სახით, რაც საერთო თვის ხარჯებზე ნაკლებ გავლენას იქონიებს.

 

 ყოველთვიური ხარჯების კონტროლი

იმისათვის, რომ ხარჯები არ გამოგრჩეთ, მიზანშეწონილია Excel-ში, ტელეფონის Note-ბსა, ინტერნეტ ბანკში თუ ტრადიციულად, ფურცელზე ჩამოიწეროს თითოეული მათგანი. ამგვარად, ყველა ხარჯს გააცნობიერებთ და ნახავთ, რომ მცირე დეტალებზეც კი, რომელსაც შეიძლება ყურადღებასაც კი არ აქცევდით, საკმაოდ ბევრი ფული იხარჯება.

 

არასაჭირო ხარჯების ამოცნობა

როდესაც ფიქრობთ, როგორ დაზოგოთ ფული, ყველაზე სასარგებლო იქნებარასაჭირო ხარჯების იდენტიფიცირება. მანამ სანამ რამეს იყიდით, უმჯობესია დაფიქრდეთ ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ამ ხარჯის გაწევა. ხშირ შემთხვევაში თქვენ მიერ განხორციელებული შესყიდვები ნამდვილად სასარგებლო იქნება, თუმცა ნაკლებად გამოწვეული რეალური საჭიროებიდან.

 

გახსენით შემნახველი ანგარიში

ფულის დაზოგვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა შემნახველი ანგარიშის გახსნა. უმეტეს შემთხვევაში ამის გაკეთება პირდაპირ ინტერნეტ ან მობაილ ბანკით შეგიძლიათ. დანაზოგი გაუთვალისწინებელი სიტუაციების გადალახვაში ძალიან დაგეხმარებათ, ან როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამსახურებული დასვენებისთვისაც გამოიყენებთ.

 

უთხარით უარი არაჯანსაღ ცხოვრებას!

იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული დაზოგოთ, მიზანშეწონილია უარი თქვათ არაჯანსაღ ცხოვრებაზე. ეს არის ასევე ის, რაც გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას. მოწევა, ტკბილეული ან ალკოჰოლი მხოლოდ ზიანს გაყენებთ და საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. დაფიქრდით, იქნება მართლა დროა დღეიდან გადახვიდეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესზე და არ დაელოდოთ ორშაბათს?

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური რჩევა - აიღეთ სესხი თქვენი საჭიროებების მიხედვით!