შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

აპრილი 01, 2022

რა კავშირია ევროკრედიტს და Geoუქმეებს შორის?

რა კავშირია ევროკრედიტს და Geoუქმეებს შორის?

ამ სტატიაში მოგიყვებით რა კავშირია ევროკრედიტსა და Geoუქმეებს შორის. ბევრი ევროპელი კოლეგისგან გაგვიგია რომ ქართველი ადამიანი იდენტობას სტუმრის პატივისცემასა და წინაპრების დაფასებაში ავლენსო. მართლაც,  გვიყვარს სტუმარიც და ოჯახის უფროს წევრებთან ქალაქგარეთ დღესასწაულების აღნიშვნა, თუმცა ჯერ პანდემიამ დაგვიწესა ბარიერები, მერე კი, 23 თებერვლის  შემდეგ, თოვლიანი გაზაფხული დადგა :/ Слава Україні:/. ამბობენ აპრილს სესხი მოსწონს და მარტიც ორ-სამ დღეს მარტივად ასესეხებდა ხოლმე, თუმცა ამ არაპროგნოზირებად გაზაფხულზე ექნება თუ არა აპრილს „ნასესხები“ არავინ ვიცით. კარგი ამბავი ის არის, რომ არც ერთ შემთხევევაში აღდგომა (24 აპრილი) ნასესხებს არ დაემთხვევა, რადგან სააღდგომო უქმეებს აპრილის ბოლოს აღვნიშნავთ.

მარტის და აპრილის ბიუროკრატია არ ვიცით, თუმცა, მათგან განსხვავებით, ჩვენი სესხი მარტივიდა პროგნოზირებადი - აღდგომის უქმეებისთვის ევროკრედიტს შეუძლია ქართული ტრადიციების ხელშეწყობა აიღოს თავის თავზე.

თუ ხსენებულ უქმეებზე მანქანა გჭირდება ქალაქგარეთ გასასვლელად, ევროკრედიტში შეგიძლია ისარგებლო ავტოსესხით.  თან, ამ სესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეგიძლია, ასევე, არ გჭირდება შემოსავლების დადასტურება, ავტომობილი რჩება შენს საკუთრებაში, ასევე შეგიძლია სესხის პორტირება. დაგჭირდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ავტომობილის ტექ. პასპორტი. ჩვენ გავითვალისწინეთ რომ Geoუქმეები უყვართ როგორც ახალგაზრდებს ასევე უფროსი ასაკის ადამიანებს, ამიტომ სესხის მისაღები ასაკი შეიძლება იყოს როგორც 21, ასევე 75 და ნებისმეირი ასაკის ვარიაცია ამ შუალედში.

მცირე ბიზნესის მფლობელი ხარ და გინდა ამ გაზაფხულზე კონკრეტული მიმართულება „დაბუსტო“, შესაბამისად გუნდი წაახალისო სააღდგომო დანამატით და ზაფხულში უფრო დიდ მოგებაზე გახვიდე? ევროკრედიტი სწრაფ ბიზნეს სესხს გთავაზობს. შეგიძლია მოითხოვო როგორც ლარი ასევე აშშ დოლარი. ისარგებლო საშეღავათო პერიოდით და ვადა განსაზღვრო 1 დან 60 თვემდე. აქ დაგჭირდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

არ აქვს მნიშვნელობა, აპრილის ბოლოს დაცარიელებულ დედაქალაქში დარჩები თუ სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ ქალაქგარეთ, შეგიძლია უბრალოდ დასვენება დაგეგმო და ამისთვის ევროკრედიტში, მხოლოდ მანქანის უზრუნველყოფით ნებისმიერი მიზნობრიობის სესხი აიღო. როდის იყო ქართველი აპრილის თადარიგს მარტში იჭერდაო, არაფერია, არ იჩქარო, ჩვენ არ გაძალებთ ევროპულად ფიქროთ, „ევროკრედიტულად“ ფიქრი კი ბატონო - ამ სესხის ფარგლებში თანხა შეგიძლია რამდენიმე წუთში მიიღო.

უბრალოდ გახსოვდეს ევროკრედიტი ზრუნავს შენი Geoუქმეების სასიამოვნოდ გატარებაზე. ჩვენ გაგიმარტივებთ უქმეების დღესასწაულად გადაქცევას, თანაც ამას შევძლეთ ტრადიციულად მარტივად და დამატებითი ბარიერების გარეშე.

Слава Україні