შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

მარტი 22, 2022

სწრაფი, მარტივი, ხელმისაწვდომი და ბარიერების გარეშე. ოთხი მარტივი მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ "ევროკრედიტი"

სწრაფი, მარტივი, ხელმისაწვდომი და ბარიერების გარეშე. ოთხი მარტივი მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ "ევროკრედიტი"

ევროკრედიტი ევროპული მოდელის საერთაშორისო მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა და  საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს. ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე ავტოსესხის მარტივი, მოსახერხებელი პირობები დანერგა და ამჟამად ახალი პროდუქტით ცდილობს მცირე ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას.

ევროკრედიტის 200 კაციანი პროფესიონალთა გუნდი დღეს მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ორიენტირებული ინოვაციური, სანდო და მუდმივად განვითარებადი გარემო შექმნას - მიკროსაფინანსო სექტორში საუკეთესო მომსახურების შეთავაზების გზით. კომპანია ზრდა განვითარებას განაგრძობდა მაშინაც, როდესაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო და მცირე თუ დიდ ბიზნესებს მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა. სწორედ შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით ევროკრედიტმა შექმნა პროდუქტი “სწრაფი ბიზნეს სესხი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს სესხის მარტივად, ძალიან სწრაფად, დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე მიღების შესაძლებლობას აძლევს.

 

უფრო ვრცლად ამ თემაზე კი ევროკრედიტის საოპერაციო დირექტორი ირაკლი წურწუმია გვესაურება.

 1. რა გამოწვევების წინაში დგას ევროკრედიტი და როგორ შეაფასებდით განვლილ წელს?

2021 წელს მთელი რიგი გამოწვევებისა და პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა შეძლო, რომ საკმაოდ კარგი შედეგებისთვის მიეღწიათ. გამოვკვეთ ფაქტს, რომ ჩვენი პორტფელი წლის განმავლობაში 30%-ზე მეტით გაიზარდა. ამავდროულად შემცირდა ჩვენი რეზერვები, რაც იმას  ნიშნავს, რომ პორტფელის ზრდასთან ერთად, მნიშვნელიანად გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა მისი ხარისხიც. გარკვეულწილად ჩვენ მეტი აკადემიურობა გამოვიჩინეთ იმისათვის, რომ შეგვძლებოდა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მათზე მორგებული პირობები შეგვეთავაზებინა, ესენია: ინდივიდუალური გრაფიკი და რეფინანსირება - იმისთვის, რომ შეფერხებების შემთხვევაში მომხმარებლებს შესძლებოდათ ანგარიშსწორება.

გამოწვევებში აღვნიშნავდი, რომ ჩვენ განვაცხადეთ სურვილი, ფინტეკის მიმართულებით მთელი რიგი ძვრები განგვეხორციელებინა. ერთ-ერთი ასეთი პროექტია, ავტოსესხი. ჩვენ პირველებმა დავნერგეთ არხი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, განმეორბითი ავტოსესხი ონლაინ, სახლიდან, ოფისიდან, აგარაკიდან გაუსვლელად, მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით მიიღონ. განმეორებითი სესხის შემთხვევაში ჩვენს მომხმარებელს აქვ შესაძლებლობა, რომ ონლაინ ყოველგვარი დამატებით ბიუროკრატიის, ქაღალდის მოსვლისა და დათვალიერების გარეშე, მშვიდად, რამდენიმე წუთში მიიღო სესხი. 

(პირველი სესხის აღებისას, ვინაიდან ეს ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხია, საჭიროა, რომ მომხმარებელი ერთხელ მოვიდეს ჩვენთან, ჩვენმა თანამშრომლებამ დაათვალიერონ ავტომობილი, მოხდეს მისი სწორი, ადეკვატური შეფასება და დავასრულოთ ვერიფიკაცია. მეორედ, როდესაც მომხმარებელი მოითხოვს თანხის დამატებას, განახლებას, ან განმეორებითი სესხის აღებას, ასეთ შემთხვევაში მას შესაძლებლობა აქვს დისტანციურად მობილური აპლიკაციის საშუალებით მიიღოს სესხი. ამ კონკრეტულ საქმეში კომპანია ვოლიპეი გვეხმარება, რისი საშუალებითაც უფრო მარტივდება ჩვენი არხით სარგებლობა. მომხმარებლებს ვოლიფეის არხით შეუძლიათ სესხი მიიღონ ონლაინ.)

ჩვენი შემდგომი გამოწვევა 2022 წელს პროცესის კიდევ უფრო გამარტივებაა. პროცედურები, რომელიც დღეს ფილიალში მოსვლას საჭიროებს, სრულად ონლაინ სივრცეში უნდა გადავიდეს. მომხმარებლებს ექნებათ ყველა ამ ოპერაციას დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობა. მათ შორის სწრაფი ბიზნეს სესხი. ჩვენი მიზანია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის პროცესი მარიტივი და გამჭირვალე გახდეს.

4. სწრაფი ბიზნესს სესხის პროდუქტი, რომელიც თქვენ პანდემიის დროს დანერგეთ, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება? 

ჩვენი ახალი პროდუქი, სწრაფი ბიზნეს სესხი სატესტო რეჟიმში მუშაობდა და მისი მიზანია, რომ კომპანია წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად აქტიური გახდეს და ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი პორტფელის  ერთგვარი დივერსიფიცირება. მეორეს მხრივ, მივცეთ მომხმარებლებს შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ არა მარტო ავტოსესხით არამედ ბიზნეს სესხითაც.  ბიზნეს სესხს, როდესაც ვამბობთ ვგულისხმობთ მთელ რიგ მიზნობრიობებს, მეწარმეობით დაკავებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, რომელთაც აქვთ მცირე მეწარმის თუ ინდმეწარმის სტატუსი შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი პროდუქტი.

 ჩვენს შემთხვევაში მიზნობრივი ჯგუფი და სეგმენტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია. ჩვენ ვნახეთ , რომ მთელ რიგ მიმართულებებს როგორიცაა ტურიზმი, სარესტორნო და ა.შ მათ გასაგები მიზეზების გამო   მოუწიათ, მინიმუმ შეჩერება და რიგ შემთხვევაში ბიზნესების დახურვაც კი, რადგან მათ  ვერ დაფარეს  მიმდინარე ხარჯები, ბიზნესს ერიცხებოდა ხარჯები და შემოსავალი იყო განულებული. ჩვენ ვაცხადებთ მზაობას, რომ განვიხილოთ მსგავსი პროექტები და მათ ვისაც ჰქონდათ თუნდაც პანდემიამდე პოზიტიური გამოცდილებები, მაგრამ შემდეგ შეუმცირდათ ან გაუჩერდათ შემოსავალი, მივცეთ ბიზნესის გაგრძელების საშუალება. დღესდღეობით მათ პირველადი დანახარჯების ფინანსირება სჭირდებათ, რათა ხელმეორედ განაახლონ ბიზნესი და დაიწყონ ოპერირება. ჩვენ მზად ვართ მსგავს შემთხვევებში უახლესი შემოსავლის დაფიქსირების გარეშეც დავუმტკიცოთ სესხი და მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამუშავდნენ, იქცნენ წარმატებულ ბიზნესად, მიიღონ დაკრედიტება და პირნათლად შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

 ჩვენი პროექტი ასევე მოიცავს დეველოპმენტის მიმართულებას. პირობითად დეველოპერულმა კომპანიამ ვერ მოახერხა პროექტის დასრულება. მაგალითად კორპუსი გეგმით გათვალისწინებული ცხრა სართულიანია, კომპანიამ კი მხოლოდ 8 სართულის აშენება შეძლო, ისინი ვერ ახერხებენ პროდუქტის რეალიზებას, რადგან საზოგადოებაში ვრცელდება გაჩერებული კორპუსის სახელით. ჩვენ ასეთ შემთხვევაში მზად ვართ განვიხილოთ მსგავსი პროექტები, რათა მათ დასრულების შესაძლებლობა მივცეთ და იმ გრაფიკით, იმ ვადებით მოვახდინოთ კომპანიის დაკრედიტება, რა ვადითაც და რა გეგმითაც მათ ექნებათ ამის საჭიროება.

5. რა არის პროდუქტის მთავარი მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში

ბუნებრივია პანდემიის პირობების გათვალისწინებით ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენი მიზანია შევქმნათ პროდუქტი, რომელიც იქნება გამოყენებადი, ეს იქნება პროდუქტი, რომელიც რეალურად ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს გაზრდაში, გაფართოებაში. გვაქვს იმედი, რომ ეს პროცესი ხანგრძლივ პერსპექტივაში იქნება ურთიერთსასარგებლო. ამ პროდუქტით ბუნებრივია გავდივართ ახალ ბაზარზე და ეს ჩვენი გუნდისთვის ახალი გამოწვევაა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ შევქმნით ისეთ პროდუქტს, ისეთ პორტფელს, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი კომპანიისთვის ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის.

 6. როგორ ფიქრობთ მცირე ბიზნესის მფლობელთათვის რა სარგებლის მომტანი იქნები თქვენი პროდუქტი? 

პირველი რაც ცალსახად შეგვიძლია გამოვყოთ ეს არის კონკრეტული გრაფიკი, საშეღავათო პერიოდები, რომლებიც გულისხმობს სეზონურობის გათვალისწინებას, ასევე გარკვეული შემოსავლების შემოდინებაზე მორგებული გრაფიკის აწყობას. ასევე შესაძლებლობა გვაქვს თუნდაც საშეღავათო პერიოდი მივცეთ არა სრულ გრაფიკით გათვალისწინებულ თანხაზე მაგრამ როგორც მინიმუმ ძირ თანხაზე, რომელიც სტანდარტულ შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადია. ეს მისცემს მომხმარებელს საშუალებას თორმეტ თვემდე იხადოს საშეღავათო პერიოდით და ეს გრაფიკი თავის ბიზნესს მოარგოს. ასევე ჩვენი უპირატესობა სისწრაფეა. ჩვენთან ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან ორ დღეში იქნება შესაძლებელი დაკრედიტება, რაც  მნიშვნელოვნად ამცირებს ყველა არსებულ  ბიუროკრატიას ამ ბაზარზე და ხელს უწყობს მომხმარებელს, რომ სწრაფი გადაწყვეტილებები ჩვენი დახმარებით მიიღონ. მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად ჩვენი ახალი პროექტის ფარგლებში დაემატება თანხის მიღების გამარტივებული გზა. ჩვენ 10 000 ლარამდე სესხებს გავცემთ ყველანაირი უზრუველყოფის გარეშე, ეს მათ საშუალებას მისცემს უზრუნველყოფისა და ზემდეტი ბიუროკრატიის გარეშე  გაამყარონ, განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

 7. რა სჭირდებათ მცირე ბიზნესის მფლობელებს, რათა თქვენი სერვისით სარგებლობა შეძლონ?

რომ დაფინანსდეს სტარტაპი, გვჭირდება ინფორმაცია, პროექტი თუ რას უნდა მოხმარდეს ჩვენს მიერ გაცემული თანხა. სტარტაპის შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს გეგმა, რათა დავრწმუნდეთ მის წარმატებაში, შემდეგი ნაწილია უზრუნველყოფა. მიუხედავ იმისა, რომ სტარტაპი ძირითადად რიგი ფინანსური დაწესებულებებისთვის წარმოადგენს მაღალი რისკის მქონე მიმართულებას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათ აქტიურად მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ კარგ იდეებსა და პროექტებს თანხის მიღების მეტი შანსი ჰქონდეთ. აქვე დავაზუსტებ, რომ როგორც სტარტაპის ასევე სხვა მიმართულებების შემთხვევებში სესხებისა და კრედიტების ძირითადი ნაწილი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იქნება. მაღალი რისკების გათვალისწინებით გვსურს, რომ ამ უზრუნველყოფამ გაზარდოს პასუხისმგებლობის შეგრძნება ჩვენ მომხმარებლებში.

გარდა სტარტაპისა  სხვა მიმართულებებით სესხები განსხვავებული მიზნობრიობით, როგორიცაა საბრუნავი საშუალებებისთვის, ასევე ძირითადი საჭიროებებისთვის, რაც შეიძლება მცირე ბიზნესის მფლობელს ჰქონდეთ. ბუნებრივია აქ იგულისხმება მიმდინარე ხარჯებისთვის მოკლე ვადიანი სესხები.მაგალითად 10 000 ლარამდე სესხის დახმარებით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავცეთ მოკლე ვადიანი სესხები, რათა ბიზნესებმა მოკლე ვადიანი ნაღდი ფულის დეფიციტის გადალახვა შეძლონ.

8. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის საკრედიტო ისტორიას?

საკრედიტო ისტორია, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია, ჩვენთან გადახედვადი და მოგვარებადი. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოა. უბრალოდ ვამბობთ, რომ თუ მომხმარებლებს წარსულში გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები ჰქონდათ, მაგრამ ახლა ეს ხარვეზები გამოსწორებული იქნება, ჩვენ განვიხილავთ მის დაფინანსებას.  შესაძლებელია ხარვეზი იყოს მიმდინარე, რომელიც არასწორი დაგეგმვით ან არასწორი გრაფიკით იყოს გამოწვეული, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალური მიდგომით განვახორციელოთ დაკრედიტება. თუ მომხმარებელს აქვს ცუდი ისტორია, მაგრამ ამ ეტაპზე გამოსწორებულია ჩვენთვის ამ ფაქტს აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ჩვენთვის წარსულის ცუდი ისტორია ავტომატურ უარყოფას არ ნიშნავს.

9. ბაზარზე მსგავსი მიმართულებით საკმაოდ ძლიერი კონკურენცია და რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგებიან. რატომ ევროკრედიტი?

 ჩვენი გუნდი თვლის,რომ კონკურენცია ავითარებს კომპანიას, პროდუქტს და ხელს უწყობს მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მისაღები პროდუქტის შექმნას. ასე, რომ რაც უფრო მეტი განსხვავებული პროდუქტები, შეთავაზებები, იდეები იქნება ბაზარზე  მით უფრო კარგ სერვისს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ჩვენს შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ სისწრაფე და მოქნილობა.

თანხის მოთხოვნა