შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

მარტი 18, 2022

5 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა იცოდნენ სტარტაპებმა ევროკრედიტის ბიზნეს სესხის შესახებ

5 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა იცოდნენ სტარტაპებმა  ევროკრედიტის ბიზნეს სესხის შესახებ


5 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა იცოდნენ სტარტაპებმა

ევროკრედიტის ბიზნეს სესხის შესახებ

სტარტაპი ხარ? ესე იგი, სამყაროს სადაც შენ ცხოვრობ უფრო სწრაფი ტემპი აქვს, შენს ფიქრს მასშტაბირება შეუძლია და შენი ხედვა გლობალურია. ამბობენ, სტარტაპები ბარიერებს შესაძლებლობად აღიქვამენო, თუმცა, არ მგონია, დამატებითი რესურსების  მოძიბის ბიუროკრატიაში იყოს რაიმე შემოქმედებითი. ევროკრედიტის ბიზნეს სესხმა ზუსტად იცის რამდენად ძვირფასია თქვეთვის დრო, ამიტომ არ გიქმნით დამატებით გამოწვევებს. 

აქ შენ ნახავ იმ 5 მიზეზს თუ რატომ შეიძლება იყოს შენთვის ეფექტური ევროკრედიტის ბიზნეს სესხი.

მიზეზი 1 ევროკრედიტი ზოგავს სტარტაპის დროს

First come, first served -არაფერს უხდება ისე ეს ბანალური გამოთქმა, როგორც სტარტაპ სივრცეს. ხშირად გსმენია „იდეა გრანდიოზული მაშინ ხდება, როცა დროულია მისი ბიზნესად ქცევა“. თუ შენ ინვესტიცია მოიპოვე და ინვესტორის პირობა მოიცავს შენგან იგივე თანხის „დახვედრებას“ (so called $2$ investment) ევროკრედიტს 24 საათში შეუძლია დაგიმტკიცოს სესხი თან ისე, რომ მსესხებელს შეუძლია არც კი მოვიდეს სერვისცენტრში. სესხის შესახებ განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ევროკრედიტის ვებ-გვერდიდან, ასევე დარეკვით (ან სერვისცენტრში მისვლით).

მიზეზი 2 ევროკრეედიტი ენდობა სტარტაპებს

საზღვარგარეთ სტარტაპების პირველადი დაფინანსების წყარო ხშირად არის ე.წ. Friends & Family გუშინ შენმა სკეპტიკოსმა მეგობარმა გითხრა, რომ სარისკო ბიზნესში თანხის ჩადებას ერთ ოთახიანი ბინის ყიდვა და გაქირავება ურჩევნია? ვიმედოვნებ, რომ კულტურულად დაემშვიდობე, იდეით ანთებულმა ბანკებს მიაკითხე და ბანკმა უამრავი საბუთის გადამოწმება მოგთხოვა? აღარ გავაგრძელებ, სანამ იდეას გაფლანგავთ, გეტყვით რომ ვროკრედიტი თქვენ გენდობათ. იმდენად, რომ ჩვენ იმ ფაილების და დოკუმენტების რაოდენობა რაც სესხის მისაღებად გვჭირდება, მინიმუმამდე დავიყვანეთ. ბიზნეს სესხის მიღება შეიძლება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით და ასევე, სესხის ზედა ზღვარი ფაქტობრივად არ არსებობს.

მიზეზი 3 სტარტაპ იდეის ფასეული შეთავაზება ევროკრედტში დაცულია

თქვენ ალბათ დაიღალეთ იმის მტკიცებით რომ „ნამდვილად გაფრინდებით“. ერთსა და იმავეს ამტკიცებთ  პიჩინგ სესიებზე, ესაუბრებით გრანტის გამცემ ინსტიტუციებს და აჩვენებთ გრძელვადიან ფინანსურ პროგნოზებს, გინდათ დაიტოვოთ „ხეზე ცოცვა“ უთქმელად და აფრთხილებთ გუნდის წევრებს რომ არ გათქვან ფასეული შეთავაზება. ევროკრედიტი აქაც ნდობას გიცხადებთ და სესხის მიზნობრიობას არ ვამოწმებთ. თქვენ შეგიძლიათ წყნარად გააგრძელოთ იდეის ვალიდაცია, თუნდაც ეს „ახალი ველოსიპედის გამოგონება“ იყოს. მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვჯერა, რომ დროა აღარ არსებობდეს მსგავსი გამოთქმები ქართულ სტარტაპ სივრცეში.

მიზეზი 4 ევროკრედიტში შგიძლია გადახდის გრაფიკი მოარგო სტარტაპიდან შემოსავლის მიღების პროგნოზს

არ იცი რა დრო დაჭირდება პროტოტიპის გაუმჯობესებას? ვინ არის შენი მომხმარებელი, როდის დაიწყებ ბაზრის სეგმენტაციას? ევროკრედიტში გადახდის გრაფიკი შეიძლება შედგეს ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და ასევე შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობა სესხის სრული ვადის მანძილზე.

 მიზეზი 5 თქვენ უკვე 4 მიზეზი გაქვთ რომ იცოდეთ ევროკრედიტის ბიზნეს სესხის შესახებ

ევროკრედიტი იზიარებს მოსაზრებას რომ „ყველა წარმატებულ ანტერპრენერს ჰქონდა ავტოფარეხი“

სილიკონ ველიზე ამბობენ, თუ სტარტაპი ხარ და არ გაქვს ავტოფარეხი, ვერ გახდები გლობალური მასშტაბის კომპანია. მე 5 სექციაში გეტყვით რომ ჩვენც ვიზიარებთ ამ აზრს. აქ უბრალოდ დაგაფიქრებთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ბიზნეს სესხის აღებისას მოითხოვება რაიმე სახის უზრუნველყოფა, მიწა, უძრავი ქონება ან ავტოფარეხი.

თუ არ გაქვთ ავტოფარეხი, არ გარისკოთ <3