შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

დეკემბერი 21, 2021

რა არის ბიზნეს სესხი?

რა არის ბიზნეს სესხი?

ბიზნეს სესხის შესახებ ალბათ გსმენიათ, თუმცა იცით, რომ ბიზნეს სესხის აღება იმ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, თუ  ჯერ მხოლოდ ბიზნეს იდეა გაქვთ?

დღეს, არაერთი საფინანსო კომპანია გვთავაზობს ბიზნეს სესხს, თუმცა პირობები, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებულია. თუ ბიზნეს საქმიანობის დაწყება, ან არსებულის გაფართოება გსურთ, ან სულაც მიმდინარე საჭიროებების დაფარვა გინდათ,  მაშინ ბიზნეს სესხი თქვენთვისაა.

ბიზნეს სესხის აღების შესაძლებლობას და საფასო ფაქტორებს რიგი კრიტერიუმები განსაზღვრავენ და სწორედ ამიტომ მათი ერთმანეთთან შედარება, არც ისე მარტივია. ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს, ბიზნეს საქმიანობის სფერო, საკრედიტო ისტორია, ფულადი ნაკადების სტაბილურობა, ეკონომიკური გარემო და სხვა.

ხშირ შემთხვევაში, ბიზნეს სესხის აღებისას მოითხოვება უზრუნველყოფა, ეს შეიძლება იყოს მანქანა-დანადგარები, კომერციული ფართი, მიწა ან უძრავი ქონება. არსებობს  არაუზრუნველყოფილი ბიზნეს სესხებიც, თუმცა სესხის მოცულობები ბუნებრივია უზრუნველყოფილ სესხებთან შედარებით მცირეა. რაც შეეხება სესხის დაფარვის გრაფიკს, ის ზოგ შემთხვევაში მორგებულია კონკრეტული ბიზნესის საქმიანობის სფეროს სპეციფიკას და მათი შემოსავლების ინტენსივობის გათვალისწინებით დგინდება.

აქვე, მოკლედ გეტყვით უშუალოდ ევროკრედიტის ბიზნეს სესხის შესახებ და აგიხნისთ, თუ რატომ არის იგი ყველაზე მოსახერხებელი. ევროკრედიტმა ბიზნეს სესხი საკუთარი პროდუქტების რიცხვს 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაამატა. ამის მიზეზი იყო ბაზარზე გაჩენილი მოთხოვნა, სწრაფ სესხებზე ბიზნესისთვის. ბევრი მცირე კომპანიისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, ზოგს დროებით, ზოგსაც კი სამუდამოდ მოუხდა ბიზნეს საქმიანობის შეჩერება. მიდმინარე ვალდებულებების დასაფარად კი სწრაფი ხელმისაწვდომობა დიდი მოცულობის თანხებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ევროკრედიტის ბიზნეს სესხი, სხვა ბიზნეს საჭიროებების მიღმა, ზუსტად ანალოგიური სიტუაციების ფინანსირებაზეა მორგებული. პროდუქტის შექმნაზე მუშაობისას უპირელესი ამოცანა სწორედ ბიზნეს სესხების სექტორში მაქსიმალური სისწრაფის და კომფორტის მიღწევა იყო. როდესაც ფორსმაჟორია, ბიზნესს თანხა სჭირდება მყისიერად და არ შეიძლება ძვირფასი წუთების დაკარგვა ბიუროკრატიულ პროცედურებსა და სხვადასხვა დოკუმენტების მოძიებაზე. ევროკრედიტმა შეიმუშავა ბიზნეს სესხი, რომელიც უმოკლეს ვადებში გაიცემა, განაცხადის გაკეთება კი ძალიან მარტივად შეუძლია მომხმარებელს. იმ ფაილების და დოკუმენტების რაოდენობა რაც სესხის მისაღებად არის საჭირო, მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე ბიზნეს სესხის მიღება შეიძლება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით და მიზნობრიობაც არ მოწმდება. რაც შეეხება გადახდის გრაფიკს, ის შეიძლება შედგეს ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და ასევე მსესხებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, სესხის სრული ვადის პერიოდზე! სესხის შესახებ განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ევროკრედიტის ვებ-გვერდიდან (ამ ბმულზე გადასვლით: https://eurocredit.ge/ka/biznes-sesxi), ასევე სატელეფონო ზარის მეშვეობით. არასრული ორი წლის მანძილზე, ევროკრედიტის სწრაფი ბიზნეს სესხით უკვე არაერთმა მცირე თუ საშუალო ბიზნესმა ისარგებლა რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ევროკრედიტი მუდმივად ადევნებს თვალყურს ბაზრის მოთხოვნებს და დროულად აკმაყოფილებს მათ.