შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

მედია ოთახი

დეკემბერი 02, 2021

ავტო სესხი თუ ავტო ლიზინგი

ავტო სესხი თუ ავტო ლიზინგი

ავტო სესხი თუ ავტო ლიზინგი

 

ავტო სესხი და ავტო ლიზინგი - ერთი შეხედვით, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ავტოსესხი და ავტოლიზინგი ერთიდაიგივე რამაა, უბრალოდ ეს „ლიზინგი“ მორიგი ბარბარიზმია რომელიც ჩუმად და ეტაპობრივად ცდილობს „სესხის“ ადგილის ჩანაცვლებას ქართულ ენაში, თუმცა - არა. ვინც ასე ფიქრობს, ცდება.

ავტო ლიზინგსა და ავტო სესხს შორის რამდენიმე პრინციპული და შინაარსობრივი განსხვავებაა. თუ, ამ სატატიას გაეცნობით საკმაოდ ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ ამ სხვაობაზე, შეიძლება იფიქროთ: „...და რა აუცილებელია ერთმანეთისგან ვარჩევდე ავტო ლიზინგს და ავტო სესხს?!“ და მართალიც იქნებით, არ არის აუცილებელი, მაგრამ... რა იცით რა ხდება..

გადავიდეთ საქმეზე, უფრო სწორად სესხებზე. თუ ერთხელ მაინც დაგითვალიერებიათ გასაყიდი მანქანები სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, აუცილებლად შეამჩნევდით პატარა, დიდ, ჭრელ, სადა, მომაბეზრებელ, ან სულაც ნაკლებად თავლისმომჭრელ ბანერებს, რომლებიც მანქანის ყიდვას, საკმაოდ ხელმისაწვდომი ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ გთავაზობენ - ეს ავტოსესხია!... თუ ლიზინგი?...

სწორი პასუხია ის, რომ ეს შეიძლება ორივე იყოს, საჭიროა კონკრეტულ შეთავაზებას უფრო დეტალურად გავეცნოთ. ავტო სესხი, არის სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით. ამ შემთხევევაში ავტომობილი თქვენ სახელზე რჩება, ასევე არ შეგეზღუდებათ მისი მართვის უფლება და ერთი სიტყვით, ზუსტად ისევე ისარგებლებთ ამ ავტომობილით, როგორც ეს სესხის გარეშე ყიდვის შემთხვევაში იქნებოდა. ამასთან სესხის აღება შეგიძლიათ როგორც უკვე თქვენ საკუთრებაში არსებული მანქანით (ნებისმიერი მიზნობირობით), ასევე სასურველი ან იქნებ საოცნებო მანქანის შესაძენადაც კი. უფრო მეტიც, ავტო სესხის მიღებას შეძლებთ იმ შემთხევვაშიც კი, თუ მანქანა ჯერ კიდევ განუბაჟებელია (ეს უკანასკნელი პირობა მხოლოდ ევროკრედიტს აქვს) მიმზიდველად ჟღერს ხომ? კი ნამდვილად ასეა, თუმცა ავტო სესხსაც აქვს უარყოფითი მხარე, მაგალითად ის, რომ ავტომობილის საბაზრო ღირებულების მაქსიმუმ 100% ფინანსდება, ესეც ძირითადად სესხის გამცემ კომპანიებზეა დამოკიდებული.

გადავიდეთ ავტო ლიზინგზე. ავტო ლიზინგი არის ავტომობილის განვადებით გამოტანა, საბოლოო შესყიდვის გზით. ლიზინგის შემთხვევაში პროცედურები ცოტა უფრო სახეცვლილია ავტოსესხთან შედარებით. ლიზინგის დროს ავტომობილი უნდა გადაფორმდეს გამსესხებელი კომპანიის სახელზე, რაც ართულებს რეფინანსირების და/ან პორტირების პროცესებს.  ზედმეტი დეტალებით რომ არ გადაგტვირთოთ მარტივად გეტყვით, მანქანა თქვენ მართვაში რჩება თუმცა თქვენი არ არის მანამ, სანამ სრულად არ გამოისყიდით... ესეიგი, თუ ლიზინგით გადაწყვეტთ ავტომობილის შეძენას, მთლად მხრებში გამართული და თავაწეული ვერ მიიღებთ ახალ მანქანასთან დაკავშირებულ მოლოცვებს მეგობრებისგან და კეთილისმსურველებისგან - აბა რანაირად არის მანქანა თქვენი თუ სხვის სახელზეა!?  - ეს რა თმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, თუმცა ბოლო გადახდამდე მანქანა ნამდვილად ვერ გადმოფორმდება თქვენ სახელზე, რამაც შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ ჯარიმების გადახდისას, პარკირების ყიდვისას, მანქანაზე მინდობილობების გაცემისგან და ა.შ. ავტო ლიზინგის დროსაც, ბუნებრივია ხდება LTV-ს განსაზღვრა და პირობები ამ შემთხვევაშიდაც დაახლოებით იგივეა რაც ავტო სესხის აღებისას.  აქვე თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ევროკრედიტი ავტო ლიზინგს არ გასცემს, ჩვენთან მხოლოდ ავტო და ბიზნეს სესხებია, თუმცა ამ უკანასკნელზე სხვა სტატიებში მოგიყვებით...

ვინც ბოლომდე წაიკითხეთ სტატია და გაეცანით ძირითად სხვაობებს ავტოსესხის ამ ორი კატეგორიის შესახებ, ალბათ ფიქრობთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ავტო სესხს აიღებდით. სავარაუდოდ ასეა ინტერნეტში განთავსებულმა ევროკრედიტის სარეკლამო ბანერმა ამ დრომდე ვერ მიიპყრო თქვენი ყურადღება და ეს მხოლოდ ამ სტატიამ მოახერხა, მაშინ აქვე შემოგაპარებთ იმ პირობებს რითიც გამოირჩევა ევროკრედიტის ავტოსესხი სხვა ავტოსესხებისგან. პირველ რიგში ეს არის სიმარტივე. სესხის ასაღებად ოფისში მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ეს თქვენი და თქვენი ავტომობილის ცხოვრებაში პირველად ხდება. თუ სესხი განმეორებითია ან პირველად აღებული სესხის მოცულობის გაზრდა გინდათ, ამას დისტანციურადაც შეძლებთ „ვოლიფეის“ ბარათის და აპლიკაციის გამოყენებით, რომელსაც პირველივე მისვლაზე შემოგთავაზებენ ევროკრედიტის სერვის ცენტრში (და უარი არ თქვათ ). ავტო სესხის დისტანციურად მიღება ინოვაციური პროდუქტია ქართულ რეალობაში და დამეთანხმებით, რომ ძალიან კომფორტულად ჟღერს. თან ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ავტო სესხს იღებთ, არამედ ხსნით სასესხო ხაზს და სესხის დამატებითი თანხის მიღებას და დამტკიცებას სულ რამდენიმე წამში შეძლებთ. უშუალოდ სესხის პირობებს რაც შეეხება, მიმდინარე აქციის პირობებში სესხის აღება თვეში 1.35%-დან არის შესაძლებელი, რაც ძალიან კარგი შეთავაზებაა და წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 26% -დან გამოდის. გარდა ამისა, სესხზე შეგიძლიათ 6 თვიანი საშეღავათო პირობით ისარგებლოთ და მანქანის დასაზღევვად, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ, 200 ლარამდე ოდენობის დაზღვევის ვაუჩერი მიიღოთ, საჩუქრად! აქვე დავამატებთ რომ, სესხის აღება შემოსავლების დადასტურების გარეშეა შესაძლებელი და თნ ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით. თუ უკვე ძალიან მოგანდომეთ ევროკრედიტის სესხის აღება და უბრალოდ არ იცით საიდან დაიწყოთ, გეტყვით რომ ეგეც მარტივია სესხის განაცხადს ამ ბმულზე შეავსებთ და დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ. ან პირდაპირ გვეწვიეთ რომელიმე სერვისცენტრში, თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.