შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

მაისი 08, 2023

სესხი ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით: ეს შესაძლებელია და ჩვენ მოგიყვებით როგორ

სესხი ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით: ეს შესაძლებელია და ჩვენ მოგიყვებით როგორ

ფინანსური ინსტიტუტები საკრედიტო ქულას იყენებენ იმისთვის, რომ დაამტკიცონ ან უარყონ სესხის განაცხადი და ასევე განსაზღვრონ საპროცენტო განაკვეთის მოცულობა. თუ საკრედიტო ქულა, ფინანსური ინსტიტუტისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, ამან სესხის აღების პროცესი შეიძლება სერიოზულად გაართულოს. საბედნიეროდ, დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ადამიანებისთვისაც არსებობს  შესაძლებლობა, მიიღონ სესხი და ერთ-ერთი ასეთი საშუალება ევროკრედიტის ავტოსესხია, რომელიც საკრედიტო ნებისმიერი ისტორიის მიუხედავად განიხილავს სესხის განაცხადს.

საკრედიტო ქულა

მანამ, სანამ დეტალურად ავხსნით რას ნიშნავს და როგორ შეიძლება ავტოსესხის მიღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, მოდით, პირველ რიგში, განვმარტოთ საკრედიტო ქულის არსი. საკრედიტო ქულა არის თქვენი კრედიტუნარიანობის რიცხვითი შეფასება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად სარისკოა თქვენი სესხის დადასტურება, ან რამდენად მოსალოდნელია თქვენი მხრიდან კრედიტის დროულად და შეთანხმებული პირობების მიხედვით დაფარვა.

მაღალი საკრედიტო ქულა ნიშნავს, რომ განაცხადი ნაკლებად სარისკოა, მეტიც თქვენ შეძლებთ შექმნათ თქვენთვის სასურველი გადახდის გრაფიკი, დაბალი საკრედიტო ქულის შემთხვევაში კი შესაძლებელია დაბალი სესხის ლიმიტი მიიღოთ.

 

რას ნიშნავს სესხი ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით?

სესხი ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, გულისხმობს იმას, რომ ევროკრედიტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს აიღოს სესხი უარყოფითი საკრედიტო ქულის არსებობის შემთხვევაშიც. ეს ბუნებრივია არ ნიშნავს იმას, რომ საკრედიტო რეიტინგი საერთოდ არ მოწმდება. საკრედიტო ქულის გადამოწმება ყველა შემთხვევაში ხდება, უბრალოდ არადამაკმაყოფილებელი ქულა განაცხადის ავტომატურად უარყოფის საფუძველი არ ხდება. ტრადიციული გამსესხებლები, როგორებიც არიან ბანკები დიდწილად გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ ინდიკატორს აქცევენ ყურადღებას, თუმცა ევროკრედიტში სესხის აღების ბარიერები მაქსიმალურად მოხსნილია. სესხის განაცხადების შეფასებისას ევროკრედიტში ითვალისწინებენ მსესხებლის შემოსავალის მოცულობას (რომლის დადასტურება არ არის საჭირო), შემოსავლის და ხარჯების თანაფარდობას და რამდენიმე სხვა მაჩვენებელს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მსესხებლის მიერ ვალდებულების პინათლად შესრულების შესაძლებლობასთან.

 

რა უპირატესობა აქვს სესხს, რომელიც ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში გაიცემა

 

გაუმჯობესებული საკრედიტო ქულა: თუ თქვენ გაქვთ დამაკმაყოფილებელზე ნაკლები საკრედიტო ქულა და, მიუხედავად ამისა, ევროკრედიტი დაგიმტკიცებთ ავტო სესხს, ეს შეიძლება თქვენთვის საუკეთესო შანსი აღმოჩნდეს საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად, რადგან ვალდებულების დროულად და კეთილსინდისიერად დაფარვის შემთხვევაში, თქვენი საკრედიტო ქულა გაიზრდება, რაც სამომავლოდ სხვა გამსესხებლების მიერ თქვენ სახელზე ახალი სესხის გაცემის ალბათობას გაზრდის.

დადასტურების სწრაფი პროცედურა: ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა ბანკები, სესხის დამტკიცებისთვის შედარებით მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე ამას მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აკეთებენ. ევროკრედიტში სესხის მოთხოვნის, განხილვის, დადასტურების და გაცემის პროცედურები იმდენადაა გამარტივებული და მაქსიმალურად ავტომატიზებული, რომ ხშირ შემთხვევაში სესხის გაცემა 30 წუთშიც კი არის შესაძლებელი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც თანხა ძალიან სწრაფად გჭირდებათ და სხვადასხვა საბუთისა თუ დოკუმენტის შესაგროვებლად დრო არ გყოფნით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ევროკრედიტის ავტოსესხის აღება სვადასხვა მიზნებისთვისაა შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ ავტო სესხი აიღოთ ძველი მანქანის ახლით შესაცვლელად, ან თუნდაც პირველი ავტომობილის შესაძენად, თან ევროკრედიტის ავტოსესხი განუბაჟებელ ავტომობილებზეც გაიცემა. თუ უკვე გყავთ თქვენს სახელზე გაფორმებული ავტომობილი და თანხა ყოველდღიური სამომხმარებლო მიზნებისთვის დაგჭირდათ, არც ესაა პრობლემა, რადგან ევროკრედიტის ავტოსესხი ნებისმიერი მიზნობრიობით გაიცემა.

 

თუ ავტოსესხის აღება გსურთ, მაგრამ საკრედიტო ისტორია მაინცდამაინც ხელს არ გიწყობთ, მაშინ აქვე მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სასურველი თანხის მიღებაში დაგეხმარებათ:

გააკეთეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მცირე მოკვლევა: პირველ რიგში, გააკეთეთ მცირე მოკვლევა, რომელი მიკრო საფინანსო ორგანიზაციები გასცემენ ავტოსესხებს, ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ვებ-გვერდებზე აუცილებლად იქნება განთავსებული. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ევროკრედიტი ასეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს: ყველ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, წინასწარ და საჯაროდ აქვს ის მინიმალური კრიტერიუმები განსაზღვრული, რომელსაც კრედიტის ასაღებად უნდა კმაყოფილებდეთ. ევროკრედიტის შემთხვევაში ეს კრიტერიუმებია:

·         საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა

·         ავტომობილის ტექ. პასპორტი

·         სესხის მისაღებად უნდა იყოთ 21-75 წლის

სხვა დანარჩენში Eurocredit-ის კეთილგანწობილი გუნდი დაგეხმარებათ.

გადაამომწეთ საკრედიტო რეიტინგი: სესხის განაცხადის შევსებამდე, კარგი იქნება, თუ გადაამოწმებთ თქვენ საკრედიტო რეიტინგს www.mycreditinfo.ge -ზე, რათა დარწმუნდეთ, რომ მაქსიმალურად მოგვარებული გაქვთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახებოდეს თქვენი საკრედიტო ქულის განსაზღვრისას. შეგახსენებთ, რომ მაღალი საკრედიტო ქულა ნებისმიერ შემთხვევაში ზრდის სესხის დამტკიცების ალბათობას.

შეავსეთ ავტოსესხის განაცხადი: მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ აკმაყოფილებთ ავტოსესხის მიღების მინიმალურ პირობებს, შეავსეთ ავტო სესხის ონლაინ განაცხადი მარტივად, ამავე ბმულიდან: https://eurocredit.ge/ka/avto-sesxi განაცხადის წარმატებით შევსების შემდეგ, ცოტა ხანი დაელოდეთ გადაწყვეტილებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში, თქვენ დაგიკავშირდებათ ევროკრედიტის თანამშრომელი შემდეგი პროცედურების გასავლელად.

ავტომობილის დათვალიერება: მას შემდეგ, რაც დამტკიცდება განაცხადი, თქვენ ავტომობილს მიიყვანთ ევროკრედიტის ნებისმიერ ფილიალში, თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე, სადაც მოხდება ავტომობილის შეფასება. პროცესი ძალიან სწრაფი და მარტივია.

თანხის მიღება: მას შემდეგ, რაც დაგიმტკიცდებათ სესხი, თანხა შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე ან ევროკრედიტის პარტნიორ კომპანია „ვოლიფეის“ ანონიმურ ბარათზე.

 

განმეორებითი სესხი

ევროკრედიტს გამოარჩევს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, რაც განმეორებითი სესხი მიღების შემთხვევაში თვალსაჩინოა. „ვოლიფეისთან“ პარტნიორობით ევროკრედიტმა საქართველოში პირველად, მომხმარებელს ავტოსესხის განმეორებით აღების შემთხვევაში, სესხის დისტანციურად მოთხოვნის შესაძლებლობა მისცა. ამისთვის, საკმარისია, გადმოწეროთ ვოლიფეის აპლიკაცია: https://www.wallypay.eu/ , ევროკრედიტის ნებისმიერ ფილიალში მოითხოვოთ ვოლიფეის ანონიმური ბარათი და ამის შემდეგ, ევროკრედიტის ავტოსესხის განმეორებით აღებას მარტივად, მობილური აპლიკაციიდანვე შეძლებთ. გარდა განმეორებითი სესხისა, ასევე შესაძლებელი საკრედიტო ლიმიტის გაზრდა ან რეფინანსირება.

 

მოქნილი გადახდის გრაფიკი

გარდა იმისა, რომ ევროკრედიტში ავტოსესხის აღება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეგიძლიათ, აქვე გეტყვით, რომ დამატებით მოქნილი გადახდის გრაფიკის პირობებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. ევროკრედიტის ავტოსესხებზე თანხის მოცულობა  1500-50000 ლარის ფარგლებში განისაზღვრება,  თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკი კი საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ასეთ შემთხვევაში, პირველი 6 თვის განმავლობაში, გადაიხდით მხოლოდ პროცენტს. გარდა ამისა, ყველა სესხზე მომხმარებელი საჩუქრად იღებს დაზღვევის ვაუჩერს - 200₾-მდე, ხოლო ავტომობილის შეფასება ხდება მაქსიმალურად, საბაზრო ფასების შესაბამისად.

შეჯამება

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასახარბიელო საკრედიტო ისტორია გაქვთ, თქვენ მაინც გაქვთ შანსი მიიღოთ ავტოსესხი ევროკრედიტისგან, ამისთვის კი, საკმარისია, აკმაყოფილებდეთ მინიმალურ პირობებს. თანხას მარტივად და ძალიან სწრაფად მიიღებთ. იმ შემთხვევაში თუ დამატებით კითხვები გაქვთ, ევროკრედიტში ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სესხის პირობების შესახებ. ჩვენი საკრედიტო ოფიცრები მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია სესხის მართვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. დამატებითი ბიუროკრატიის, სირთულეების და შეზღუდვების გარეშე, ევროკრედიტი არის ადგილი, სადაც სესხს მიიღებთ „ბარიერების გარეშე“.

თანხის მოთხოვნა