შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

აპრილი 07, 2023

ევროკრედიტი - ქართული ავტოსპორტის მხარდამჭერია

ევროკრედიტი - ქართული ავტოსპორტის მხარდამჭერია

2010 წლიდან კი “საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის” წევრი და სრულუფლებიანი წარმომადგენელია საქართველოში. დაფუძნების დღიდან ფედერაცია ზრუნავდა საქართველოში ავტოსპორტის პოპულარიზაციაზე, ისინი დღემდე ატარებენ, როგორც პროფესიონალურ ისე სამოყვარულო ტურნირებს, ეროვნულ ჩემპიონატებს, აღადგინეს აღმოსავლეთ ევროპის თასის გათამაშება და აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო ფედერაციის პროექტებზე. 

2009 წელს, ფედერაციის ჩამოყალიბების შემდეგ საქართველოში ავტოსპორტი მნიშვნელოვნად განვითარდა. დღეს ავტოსპორტის მოყვარულთათვის ორი მთავარი თავშეყრის ადგილია ლილო არენა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი.  

ლილო არენა 2022 წლის 3 აპრილს გაიხსნა. პროექტის მნიშვნელოვნებიდან და მასშტაბიდან გამომდინარე , პროექტზე მუშაობის პირველივე დღიდან “ევროკრედიტი” იდეის სრული მხარდამჭერია. ჯერ კიდე 2021 წლის ნოემბერში ლილო არენასა და ევროკრედიტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი , რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მის პოპულარიზაციასა და განვითარებაში ძლიერ და სრულ ჩართულობას გულისხმობს. 


“მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული „ლილო არენას“ განვითარების ყველა ეტაპზე და „საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემიასთან“ ერთად საზოგადოებას ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ“.

მიხეილ ნონიკაშვილი


ლილო არენა


ლილო არენა, “საქართველოს დრიფტის სერიებით” გაიხსნა, რომელიც საქართველოს BMW-ს კლუბის მიერ იყო ორგანიზებული. 

ლილო არენის გახსნა საქართველოს ავტოსპორტისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ის გასართობ-საწვრთნელ-საშეჯიბრო კომპლექსია, სადაც ყველას შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო მიმართულება, შეისწავლოს ავტომობილის პროფესიონალურ დონეზე მართვა.კომპლექსი ასევე მოიცავს საბავშვო ავტომობილების სასწავლო-გასართობ მოედანს, ოფროუდის საწვრთნელ კომპლექსს, დრიფტის სავარჯიშო მონაკვეთებს, რალი-კროსის უბანს კარტინგის საწვრთნელ-გასართობ ტრასას და მრავალ სხვას. 

გახსნიდან დღემდე ლილო არენამ უმასპინძლა ათობით პროფესიონალურ თუ სამოყვარულო შეჯიბრს. 2022 წლის შეჯამებისთვის კი გვსურს, რომ რამდენიმე მათგანი გამოვყოთ. 


სლალომი 


ლილო არენის შეჯიბრებებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია სამოყვარულო რბოლა სლალომი, რომელიც წლის განმავლობაში ოთხ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, საკუთარი მანქანით შეეძლო.


რა უნდა გაითვალისწინოთ თუ სლალომში მონაწილეობა გსურთ… 

სლალომში მონაწილეობის პირობები უმარტივესია და შეუძლია ყველას, ვისაც…

  •  აქვს მართვის მოწმობა ან სპეციალური ნებართვა საავტომობილო ფედერაციისგან 
  • მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი სერიული წარმოების ავტომობილით., რომელსაც აქვს სტანდარტული საბურავები, დაუშვებელია სპორტული, ნახევრად სპორტული, “თრექ-დეი” და “ექსტრიმ-პერფორმანს”   საბურავებით მონაწილეობა
  • შეჯიბრი აერთიანებს სამ განსხვავებულ ტრასას, საბოლოო შედეგი კი სამივე ტრასაზე ნაჩვენები დროების ჯამით ითვლება. 
  • შეჯიბრის თითოეული მონაწილე ვალდებული გაიაროს სამივე ტრასა, მიუხედავად იმისა თუ რა შედეგით დაასრულებს გარბენს. 
  • გარბენებზე დრო ელექტრონულად ითვლება სტარტის აღებიდან ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე. მონაწილე, რომელიც გარბენის დროს წააქცევს ან მონიშნულ ზღვარს მიღმა გადაწევს საგზაო კონუსებს, ნაჩვენებ დროზე დაემატება საჯარიმო წამები, თითო კონუსზე ორი წამი. 
  • ტრასის არასწორად ან საერთოდ არ გავლის შემთხვევაში, მისი ჩათვლილი დრო კონკრეტულ ტრასაზე იქნება სხვა მონაწილეების მიერ ნაჩვენები დროიდან უარესი დრო.

თუ გიყვართ სისწრაფე და ადრენალინი შეუერთდი ლილო არენას თქვენი კუთვნილი ავტომობილით და ჯერ თუ არ გყავთ შეიძინეთ ევროკრედიტთან ერთად საუკეთესოს ავტოსესხის პირობებით. 


KING OF DRIFT


დრიფტის მოყვარულთათვის უდავოდ გამორჩეული ღონისძიება. ეს სამოყვარულო დრიფტის ჩემპიონატია, რომელიც 5 ეტაპისგან შედგება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აქვს მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის მოქმედი ლიცენზია. 

თუ გიყვართ დრიფტი და გადაწყვეტთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ტექნიკური მოთხოვნები:

  • დაიშვება ნებისმიერი უკანა წამყვანი ავტომობილი 
  • სავალდებულოა, რომ ავტომობილში გამართულად მუშაობდეს ღვედი და სავარძელი იყოს მაქსიმალურად მყარად დამაგრებული 
  • ნებისმიერი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, შეჯიბრის ხელმძღვანელი იტოვებს ავტომობილის შეჯიბრიდან მოხსნის უფლებას
  • სავალდებულოა თითოეულის ეფაროს ავტო ან მოტო ჩაფხუტი
  • დაუშვებელია შეჯიბრში მონაწილეობა მგზავრთან ერთად
  • ამ კონკრეტულ შეჯიბრებაში საბურავებზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რბოლა 5 ეტაპისგან შედგება

  1. კვალიფიკაცია_ ორი გარბენი
  2. კვალიფიკაციის შემდეგ რბოლაში გადადის 16 საუკეთესო ქულის მქონე მონაწილე, ხოლო ყველა დანარჩენი გაივლის დამატებით ერთ გარბენს ტოპ 20 -ში დარჩენილი 4 ადგილის შესავსებად.
  3. ტოპ 20 შედგება 2 გარბენისგან, რათა შედგეს ტოპ ათეული
  4. ტოპ ათეულში თითო გარბენი გამოავლენს საუკეთესო ოთხეულს .
  5. საბოლოოდ კი სუპერ ფინალში ოთხი საუკეთესო მონაწილე წყვილებში იასპარეზებს, დაწყვილება საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის წესების მიხედვით ხდება 

2022 წელს ღონისძიებაში მონაწილეობის საფასური მხოლოდ 50 ლარს შეადგენდა. თუ დაინტერესდით და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ მომავალი წლის ჩემპიონატში თვალი ადევნეთ ლილო არენას ოფიციალურ საიტს. 

მოყვარულთათვის ეს ორი შეჯიბრი უდავოდ გამორჩეულია, მაგრამ მათ გარდა ლილო არენა მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან პროფესიონალურ შეჯიბრებებს როგორიცაა: ვისოლის თასი, პეტროლჰედების თასი და საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში. მათი 2023 წლის განრიგი სულ მალე გასაჯაროვდება. ასე, რომ მოამზადეთ თქვენი ავტომობილები ან შეიძინეთ ახალი ჩვენთან ერთად, რათა მონაწილეობა მიიღეთ მათ ღონისძიებებში და გაზარდეთ გამარჯვების შანსი ჩვენთან ერთად.


რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი 


2022 წელს ლილო არენას მნიშვნელოვანი აქტივობებით არ ჩამორჩებოდა არც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი.

LESSA Drag Racing 2022

მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ,LESSA Drag Racing 2022, რომელმაც ბევრი საინტერესო ღონისძიება გააერთიანა. განსხვავებული კლასიფიკაციის რბოლების გარდა ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა  შოუ გარბენები სპეციალურად მოწვეულ ავტომობილებთან, რომლებიც ეჯიბრებოდნენ, როგორც აბსოლუტ კლასის გამარჯვებულებს, ასევე ერთმანეთს. შედარებით გამოუცდელთათვის კი ჩატარდა დამატებითი drag Challenge, სადაც ნებისმიერ მსურველს ეძლეოდა შესაძლებლობა ეპოვა შესაფერისი კონკურენტი. 

ამ ღონისძიების მრავალფეროვნება ამით არ დასრულებულა, ტრიბუნის წინ წინ ასევე მოეწყო ექსკლუზიური ავტომობილების VIP პარკინგი, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც თანამედროვე სპორტული და ძვირადღირებული ავტომობილები, ასევე კლასიკური ეგზემპლარები. ღონისძიებამ შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად ჩაიარა. 


ლადო ზეინკლიშვილის თასი


საქართველოს ავტოსპორტისთვის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელსაც რუსთავის ავტოდრომმა 2022 წლის 29 მაისს უმასპინძლა. რბოლაში მონაწილე ავტომობილები და მოტოციკლები დაიყო ორ კლასად, ავტომობილებს შორის ასპარეზობდნენ 3500 cc -მდე და 3500 cc -ზე ზემოთ (აფსოლუტი) ძრავის მქონე ავტომობილების მრბოლელები, ხოლო მოტოციკლებს შორის ასევე კლასები ორად გაიყო, ლადო ზეინკლიშვილის თასისთვის მოტო-მრბოლელებმა იასპარეზეს 600 cc -მდე და 600 -cc ზემოთ (აფსოლუტი) ძრავის მქონე მოტოციკლებით..

ავტომობილთა შორის, 3500 cc -მდე ძრავის მქონე ავტომობილების მრბოლელთა შორის გამარჯვებულები გახდნენ:

I ადგილი: სანდრო თავართქილაძე - ევროკრედიტის პარტნიორი მრბოლელი

II ადგილი: ლევან ხვედელიძე

III ადგილი: ვატო წაწალაშვილი

3500 cc -ზე ზემოთ (აფსოლუტი) კლასში კი პედისტალზე ადგილები გადაინაწილე:

I ადგილი: დათა ქაჯაია

II ადგილი: გიორგი ბაჩიაშვილი

III ადგილი: დავით რობანიშვილი


GDS Night Drift & BMW Fest 2022


ავტოსპორტის, ავტომობილებისა და განსაკუთრებით BMW-ს მოყვარულთათვის ნამდვილად გამორჩეული ფესტივალი. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა 2022 წლის 25 ივნისს უკვე მეათედ უმასპინძლა უდავოდ ყველაზე მხიარულ და მრავალფეროვან საერთაშორისო ღონისძიებას. თუ 2022 წელს ვერ შეძელით მონაწილეობის მიღება მომავალი წლის გამოტოვება ნამდვილად არ ღირს. 

ფესტივალი დატვირთულია ძალიან ბევრი მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელიც არც ერთი ასაკისა და სქესის ადამიანს გულგრილს არ დატოვებს. ღონისძიების ფარგლებში ტარდება რბოლები, შეჯიბრებები, დრიფტები, თამაშები მაყურებლებთან ერთად, BMW-ს გამორჩეული მოდელების მსვლელობა თბილისის ქუჩებში, ეწყობა განსხვავებული ავტო კლუბების პარკინგები, ეწყობა Miss BMW-სა და წლის BMW-ს ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

რუსთავის ავტოდრომის ეს გამორჩეული ღონისძიება ყოველწლიურად ეპატიჟება ავტომოყვარულებს ოჯახებთან ერთად, რათა საერთო მხიარულებას ყველანი შეუერთდნენ. 


ქართველი ავტომრბოლელების ისტორიული გამარჯვება


2022 წლის ავტოსპორტის მნიშვნელოვანი ფაქტების მიმოხილვისას კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქართველი მრბოლელების უზარმაზარი წარმატება მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე. საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მრბოლელებმა მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მათ მონაწილეობა ავტო სლალომის სახეობაში მიიღეს და საპრიზო სამეულში ღირსეული ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ავტოსპორტის ისტორიული წარმატებაა, რადგან ქართველ მრბოლელთათვის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მოპოვებული პირველი მედლებია. 

“ქალებო, გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში! 

P.S გთხოვთ, ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანებს” 

ირინა ონაშვილი გამარჯვების შემდეგ. 


საქართველოში ავტოსპორტის განვითარებას ასპონსორებენ ისეთი დიდი ბიზნესები, როგორიცაა Wissol, RedBull, Socar, Lenovi Georgia, Drive და ა.შ და ამაყად აღვნიშნავთ, რომ ამ ვრცელი სიის ნაწილია ევროკრედიტიც, რომელიც თანამშრომლობს და ასპონსორებს ქართველ მრბოლელებს. 

აირჩიეთ ევროკრედიტი, შეიძინეთ ავტომობილი საუკეთესო პირობებით და შეუწყვეთ ხელი ქართული ავტოსპორტი განვითარებას.


თანხის მოთხოვნა