ავტო სესხი ევროკრედიტში, მიიღე თანხა ბარიერების გარეშე

ევროკრედიტი ავტოსესხსზე გთავაზობთ ყველაზე მარტივ, სწრაფ და სრულად თქვენზე მორგებულ პირობებს.
პირველ რიგში, მოგიყვებით მეტს ევროკრედიტის შესახებ
ევროკრედიტი ევროპული მოდელის, საერთაშორისო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. დაარსების დღიდან, ევროკრედიტი მუდმივად ვითარდება, იზრდება და ყოველდღიურად მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული ხდება.
ამ დროისთვის ევროკრედიტს 11 ფილიალი აქვს საქართველოს მასშტაბით, 6 ყველაზე დიდ ქალაქში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი.
ევროკრედიტი 200 ზე მეტი ადამიანისგან დაკომპლექტებულ პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით გამოირჩევიან. ევროკრედიტისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ, მუდმივად ცდილობს, მაქსიმალურად თავისუფალი და გამჭვირვალე გარემო შექმნას, რაც თანამშრომლების ლოიალობისა და კეთილგანწყობის გარანტიაა.
რატომ ევროკრედიტი?
სწრაფად, მარტივად, შეუფერხებლად და ზედმეტი ბარიერების გარეშე - მიზანია, რომლის მისაღწევად ევროკრედიტის გუნდი წლების განმავლობაში მუშაობდა. საბოლოოდ კი შეიქმნა პროცესი, რომელიც სესხის მიღების შესაძლებლობას სულ რაღაც 30 წუთში გაძლევთ. ევროკრედიტში ავტოსესხის მიღება შესაძლებელია, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირზე და როგორც ახალ, ისე მეორად ავტომობილებზე;
სატვირთო ავტომობილის უზრუნველყოფითაც კი შეგიძლიათ აიღოთ სესხი, ამ შემთხვევაშიც, სატვირთო რჩება ფიზიკური პირის, ან კომპანიის საკუთრებაში და გეძლევათ საშუალება შეუფერხებლად განაგრძოთ საქმიანობა.
განხილვისას, თუ სად და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ თანხა მარტივად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ევროკრედიტის უპირატესობები, რომლებიც გადაწყვეტილების პროცესს უდავოდ გაგიმარტივებთ.
ევროკრეტიში:
- სესხს მიიღებთ ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით
- ავტომობილი დარჩება თქვენს საკუთრებაში
- არ მოგთხოვენ შემოსავლების დადასტურებას
- შეძლებთ არსებული სესხის პორტირებას
- შემოგთაზებენ თქვენზე მორგებულ გადახდის გრაფიკს
- სესხთან ერთად მიიღებთ 200 ლარამდე დაზღვევის ვაუჩერს
- მოქმედებს 6 თვემდე საშეღავათო პერიოდი
- თანხას მიიღებთ სწრაფად, მარტივად და ბარიერების გარეშე
სესხი საკრედიტო ისტორიის დადასტურების გარეშე
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი ან პირადობის მოწმობა
- ავტომობილის ტექ. პასპორტი
- სესხის მისაღებად, საკმარისია, იყოთ 21- დან 75 წლამდე
- არ ფიქსირდებოდეთ მოვალეთე რეესტრში
- თქვენ საბანკო ანგარიშებს არ ედოს ყადაღა
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თუ ვერ აკმაყოფილებთ ზემოთჩამოთვლილ რომელიმე კრიტერიუმს, ევროკრედიტი თქვენს მოთხოვნას ინდივიდუალურად, გარკვეული კრიტერიუმით განიხილავს და მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებთ თანხას.
სესხის ლიმიტები ევროკრედიტში
სწრაფი ავტოსესხი ევროკრედიტში გაიცემა განსხვავებული პირობებით. სტანდარტულად, სესხი განისაზღვრება 12-იდან 60 თვემდე ვადით, ხოლო თანხის მოცულობა 2 000 - 50 000 ლარის ფარგლებში. თქვენ შეგიძლიათ 2000 წლიდან გამოშვებული ნებისმიერი ავტომობილის დატვირთვა უზრუნველყოფით, რომლის ღირებულება შეადგენს მინ. 4 700 ლარს.
უფრო კონკრეტულ შემთხვევებში კი, ავტოსესხის ლიმიტი გულისხმობს თანხას, რომლის სესხებაც შეგიძლიათ ავტომობილის შესაძენად ან უზრუნველყოფით სესხის ასაღებად. ლიმიტს ადგენს გამსესხებელი, თქვენი კრედიტუნარიანობის მიხედვით და დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორზე.
1. საკრედიტო ქულა
თქვენი საკრედიტო ქულა შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტ როლს ასრულებს თქვენი სესხის დამტკიცების პროცესში. კრედიტორები ითვალისწინებენ საკრედიტო ქულას, რათა განსაზღვრონ თქვენი სესხის ლიმიტი. ამ გზით კრედიტორები რწმუნდებიან, რომ თქვენ საიმედო გადამხდელი ხართ. მაღალი საკრედიტო ქულა ნიშნავს, რომ თქვენ გიფიქსირდებათ საკმარისი შემოსავალი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება თქვენ მიერ მოთხოვნილი თანხის.
სესხის განაცხადის შევსებამდე, creditinfo.ge გაძლევთ შესაძლებლობას გადაამოწმოთ თქვენი საკრედიტო ქულა, გააუმჯობესოთ ის და დაიმტკიცოთ ავტოსესხი საუკეთესო პირობებით. მაღალი საკრედიტო ქულის შემთხვევაში, შეძლებთ მოკლევადიანი სესხის მიღებას და გრძელვადიან პერიოდში თანხის დაზოგვას.
2. შემოსავალი
სესხის ლიმიტისას განსაზღვრისას, თქვენი არსებული შემოსავალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თქვენი შემოსავალი, ყოველთვიური შენატანი და მოთხოვნილი თანხა თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. სწორედ ამიტომ, თქვენი სესხის ოდენობა და გადახდის გრაფიკი პირდაპირაა დამოკიდებული არსებულ შემოსავალზე.
შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სესხი-შემოსავლის თანაფარდობა პირდაპირ განსაზღვრავს კრედიტის მოცულობას. კრედიტორები ამ თანაფარდობის საფუძველზე ადგნენ, თუ თქვენი შემოსავლის რა ნაწილი ხმარდება სესხის დაფარვას. მაღალი დავალიანება-შემოსავლის თანაფარდობის შემთხვევაში შეიძლება თანხის ლიმიტიც დაბალი აღმოჩნდეს.
3. მანქანის ღირებულება
მნიშვნელოვანია, განისაზღვროს მანქანის ღირებულება, რომლის ყიდვა ან, რომლის უზრუნველყოფითაც გსურთ სესხის მიღება. ავტომობილის ღირებულების დადგენა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სესხის ოდენობის განსაზღვრაში. კრედიტორები, როგორც წესი, სთავაზობენ მანქანის საერთო ღირებულების გარკვეულ პროცენტს, პროცენტის ოდენობა კი დამოკიდებულია სხვა ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებზე.
ავტოსესხი სწრაფად, ბარიერების გარეშე
ევროკრედიტში ავტოსესხის მიღება სწრაფად, სულ რაღაც 30 წუთში შეგიძლიათ, ეს შესაძლებლობა ევროკრედიტის ინოვაციური მიდგომის შედეგია. ინოვაციების ინტეგრაცია შესაძლებლობას იძლევა, გქონეს ავტომატიზირებული, მარტივი, დისტანციური და სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი ბარიერების გარეშე.
ავტომატიზირებული პროცედურები
ევროკრედიტის ავტოსესხის სისწრაფე და სიმარტივე მეტწილად პროცესების ავტომატიზებული სისტემითაა განპირობებული. სისტემა ავტომატიზირებულად მუშაობს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ევროკრედიტის გუნდისთვის.
ტრადიციული მიდგომებით სესხის აღებას შესაძლოა კვირები დასჭირდეს, მაგრამ ევროკრედიტში, პროცესების სიმარტივის წყალობით, თანხის მიღების დრო მინიმუმამდეა დაყვანილი.
სესხის მოთხოვნა დისტანციურად
სრულად მომხმარებელზე მორგებული სერვისი
თუ ჯერ კიდევ გაქვთ შეკითხვები, სწორედ ახლა გვსურს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ.