შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

აპრილი 03, 2023

როგორ დავზოგოთ ფული დასასვენებლად წასასვლელად ?

როგორ დავზოგოთ ფული დასასვენებლად წასასვლელად ?

მოგზაურობა ყველასთვის ბედნიერებაა, რომელიც დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ხარჯებთან. სწორედ ამ თემაზე  ევროკრედიტი გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ დაზოგოთ ფული დასვენების დაგეგმვისას.

 ზაფხულის სეზონთან ერთად, ზღვაზე დასვენება ან საზღვარგარეთ ყოფნა იდეალური განტვირთვის საშუალებაა ყოველდღიური დატვირთულობის, სტრესისა და პრობლემების დასავიწყებლად. თუმცა, ზოგჯერ ფინანსური პრობლემების გამო ამ ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელი ხდება. 

 ხარჯების შემცირება

 ჩვენს წინა სტატიებში განხილული გვაქვს ხარჯების შემცირების გზები, მათ შორის საყიდლებთან დაკავშირებით. უმეტესად, როცა საყიდლებზემივდივართ, საჭიროების გარდა, ისეთ პროდუქტებსაც ვიღებთ, რომლებიც არ გვჭირდება. სწორედ ამიტომ, სასურველია გვქონდეს საყიდლების კონკრეტული სია, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ. 

 არ იმოგზაუროთ მხოლოდ სეზონზე

 სეზონზე ხშირ შემთხვევაში ბილეთები, სასტუმრო და ზოგადი ხარჯები უფრო მაღალია ვიდრე სხვა პერიოდში. ამიტომაც ევროპაში მოგზაურობის დაგეგმვისას სექტემბერი და ოქტომბერი ყველაზე ხელსაყრელი თვეებია ფასების მიხედვით. 

 დაჯავშნეთ ძალიან ადრე ან ბოლო მომენტში

 ბილეთის ადრე ან ბოლო წუთს ყიდვა დაგეხმარებათ საუკეთესო შეთავაზებების მოძიებაში. სხვადასხვა ექსკურსიები, კრუიზები და ფრენები ხშირად აცხადებენ ფასდაკლებებს, რომლებიც ნამდვილად არ არის ხელიდან გასაშვები. თვალი ადევნეთ ასეთ საიტებს, რომ მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები. 

 პოპულარული ადგილები და არამხოლოდ

 ჩვეულებრივ, ძალიან დასახლებულ და პოპულარულ ადგილებს ფრენებისა და განთავსების კიდევ უფრო მაღალი ფასები აქვთ. საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტებიც უფრო ძვირია, ამიტომაც დასვენების დაგეგმვისას ასევე გაითვალისწინეთ ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ლამაზი და საინტერესო ადგილები.

 არ აირჩიოთ პირველივე სასტუმრო, რომელსაც იპოვით

 შვებულების დაგეგმვისას შეეცადეთ შეამოწმოთ რამდენიმე საიტი, რომელიც გთავაზობთ საცხოვრებელ ადგილს, რათა შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები შემოთავაზება. აღნიშნული მეთოდი მოგცემთ საშუალებას, აირჩიოთ ობიექტურად. 

შემდეგში, როდესაც გადაწყვეტთ შვებულების დაგეგმვას, გაითვალისწინეთ ევროკრედიტის რჩევები და ამ გზით შეძლებთ იმოგზაუროთ სასურველ მიმართულებებამდე დიდი ბიუჯეტის დახარჯვის გარეშე. 

... და ბოლოს, ტრადიციულად ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური რჩევა - მოითხოვეთ სესხი, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი საჭიროებების მიხედვით!

თანხის მოთხოვნა