შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

ნამდვილად გსურთ გამოსვლა?

დიახ
გაუქმება

გააზიარე

ბლოგი

აგვისტო 06, 2024

Სესხი კურიერებისთვის - სიახლე ევროკრედიტში

Სესხი კურიერებისთვის - სიახლე ევროკრედიტში

Მიიღე სასურველი თანხა სკუტერის უზრუნველყოფით

ლოჯისტიკის და ონლაინ კომერციის სამყაროში კურიერებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრეს და დიდ როლს ასრულებენ სხვადასხვა პროდუქტის დანიშნულების ადგილამდე სწრაფად და ეფექტურად მიტანაში. კურიერების მთავარი და კომფორტული ტრანსპორტი კი გადატვირთულ მოძრაობასა და საცობებში სკუტერებია. Ბოლო წლებში, დიდი პოპულარობა მოიპოვა სკუტერებმა, როგორც მოსახერხებელმა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტმა მსოფლიოში. 

თავის მხრივ, სკუტერები გახდა მარტივად დასაქმების შესაძლებლობა, რადგან მისი შეძენა გაცილებით იაფია, ვიდრე მაგალითად ავტომობილის. Სწორედ ამიტომ, დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა საკურიერო კომპანიებში საქმდებიან. ამ ბლოგში მოგიყვებით კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობის შესახებ, რომელიც საკურიერო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ეძლევათ ევროკრედიტის  ახალი პროდუქტით, როგორიცაა სესხი კურიერებისთვის.

ევროკრედიტის ახალი შეთავაზება Სესხი კურიერისთვის სკუტერის უზრუნველყოფით. ეს სპეციალიზებული სესხია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან საკურიერო სფეროში, Ან სულაც არ მუშაობენ კურიერებად და აქვთ შემოსავალი. Მთავრი და უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ევროკრედიტის სკუტერით უზრუნველყოფილი სესხით სარგებლობისას, სკუტერი მფლობელის სახელზე, მისი მართვის უფლებით რჩება. ევროკრედიტი გთავაზობთ, კურიერების სესხს, რომლითაც შეძლებთ  სკუტერის ღირებულების 100%-ით დაფარვას. 

კურიერების სესხის აღება მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ, სკუტერის ღირებულების 100%-ით დაფარვით. გაცემის საკომისიო კი 0%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 50%-მდე.



  • Სესხი კურიერებისთვის - ახალი პროდუქტის პირობები

Ევროკრედიტი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 2011 წლიდანაა წარმოდგენილი და მომხმარებელს ამ დრომდე ავტო და ბიზნეს სესხებს სთავაზობდა. Წელს კომპანიამ კონკრეტულად თვითდასაქმებულებზე მორგებული სესხიც შესთავაზა ბაზარს, რომელიც იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდება. Ივლისიდან კი ევროკრედიტმა ახალი პროდუქტი, სპეციალურად კურიერებზე მორგებული სესხი გამოუშვა. კურიერების სესხის აღება შესაძლებელია, ახალი სკუტერის შესაძენად, ასევე სხვადასხვა სამოხმარებლო მიზნებისთვის, ან სულაც კურიერისთვის საჭირო ისეთი ინვენტარის შესძენად, როგორებიცაა ჩაფხუტი, GPS სისტემა, Bluetooth სისტემა და ა.შ.. Ევროკრედიტი საშუალებას გაძლევთ შეხვდეთ მოულოდნელ ხარჯებს მომზადებული და  სესხის აღება  ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით შეძლოთ, თანაც სკუტერის გადაფორმების გარეშე და Რაც მთავარია, სკუტერი ტარების უფლებით თქვენთან რჩება.

Სესხის ასაღებად, საკმარისია იყოთ 21 წელზე მეტის, გქონდეთ სტაბილური შემოსავალი. Ევროკრედიტი სკუტერის უმაღლეს შეფასებას გთავაზობთ და სესხს 4000₾-მდე მოცულობით გასცემს. თქვენ შეგეძლებათ სკუტერის ღირებულების 100% დაიფინანსოთ და ამავდროულად 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლოთ. ეფექტური 50%-მდე. სკუტერი თქვენ საზელზე და თქვენი მართვის უფლების ქვეშ რჩება, სესხით სარგებლობის სრულ პერიოდში.

Ხომ გახსოვთ, ავტო სესხის შემთხვევაშიც ასეა, ევროკრედიტში ავტო სესხის აღების შემთხვევაში, ავტომობილი სესხის სრული დაფარვის პერიოდში თქვენს სახელზე რჩება. ეს მომხმარებლებისთვის კომფორტული პირობა აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ, კურიერების სესხი ამის გათვალისწინებით დავაფორმირეთ.

Სესხი კურიერებისთვის გაძლევს შესაძლებლობას ევროკრედიტში უმაღლესი შეფასება მიიღო, რადგან თანხა არც ისე დიდი ოდენობისაა და მისი გადახდით შეძლებ გაიუმჯობესო ან გამოასწორო საკრედიტო ისტორია.

  • Როგორ ავიღოთ სესხი კურიერებისთვის?

Სესხი კურიერებისთვის შეგიძლიათ აიღოთ, როგორც ოფლაინ, ევროკრედიტის სერვისცენტრებში მისვლით, ასევე ონლაინ, დისტანციური სერვისის გამოყენებით ჩვენი ვებგვერდიდან, განაცხადის მარტივი ფორმის შევსებით და სწრაფი პროცედურის გავლით. 

ეს არის ევროკრედიტის მოქნილი სერვისი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საქართველოში პირველებმა დავნერგეთ, რათა მომხმარებლებს ჰქონოდათ შესაძლებლობა აეღოთ სესხი ონლაინ, სახლიდან, ოფისიდან, აგარაკიდან გაუსვლელად. Პირველი პროდუქტი, რომელზეც ონლაინ სერვისი დავნერგეთ ავტო სესხი იყო და წლების განმავლობაში გაზრდილმა მოთხოვნამ გვაჩვენა, რომ სესხი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გაგვეხადა. ამავე მიდგომით შეიქმნა ახალი პროდუქტი - სესხი კურიერებისთვის!

 

-კურიერის სესხი - სარგებლობის უპირატესობები

კურიერების სესხის აღება თავიდან აგარიდებთ ფინანსურ რყევებს, დაგეხმარებათ უპასუხოთ გამოწვევებს, თუ ასეთი იარსებებს ან საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ სერვისი, აღჭურვილობის განახლების თუ სერვისის გაფართოების თვალსაზრისით. 

სკუტერის სესხის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენიმე ნიშვნელოვან პარამეტრს:

1. სკუტერის ღირებულების რამდენ პროცენტს აფინანსებს კომპანია

2. გიწევთ თუ არა სკუტერის გადაფორმება

3. გაქვთ თუ არა სესხით სარგებლობის პერიოდში სკუტერის მართვის უფლება.

Ევროკრედიტში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დარეკოთ და მიიღოთ სატელეფონო კონსულტაცია ახალ პროდუქტთან დაკავშირებით. თქვენი სიმშვიდის გარანტი კი იქნება ევროკრედიტის რეპუტაცია, რომელიც ბიზნესთან და ცალკეულ მომხმარებლებთან მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება.

  • გადახდის გრაფიკი

ევროკრედიტის ყველა პროდუქტისთვის დამახასიათებელია  ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს, გავცეთ სესხი ყოველგვარი ბარიერების გარეშე!  Სესხის მარტივად და სწრაფად დამტკიცება, ბიუროკრატიული პროცედურების გვერდის ავლით ცალკე საკითხია, თუმცა მეორე და კომფორტული პირობაა მოქნილი გადახდის გრაფიკი, რომელიც წარმატებით მუშაობს ყველა პროდუქტის შემთხვევაში და ყოველგვარ გაუგებრობას და რისკებს თავიდან გვარიდებს. 

Სესხის გადახდის გრაფიკი “ევროკრედიტში” ინდივიდუალურად დგინდება და მსესხებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულია.

ეს პირობა განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ მსესხლებლებისთვის, რომელთა საქმეს შეიძლება სეზონურობა ახასიათებდეს და სტაბილური თანხის შემოდინება გარანტირებული არ იყოს.  

  • აიღე კურიერის სესხი ახლა

დასასრულს, თქვენი საჭიროებისთვის საუკეთესო კრედიტორის, როგორც მსესხებლის განსაზღვრა დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად ფაქტორზე. აუცილებელია  შეთავაზება მორგებული იყოს თქვენს პირობეზე, მათ შორის საპროცენტო განაკვეთები, დაფარვის მოქნილობა და იდეალურ შემთხვევაში გაცემის საკომისიოს არარსებობა.  Საბოლოო ჯამში საუკეთესო კრედიტორი არის ის, ვინც არა მხოლოდ გთავაზობთ კონკრეტულ ფინანსურ პირობებს, არამედ გაძლევთ საიმედოობას, გამჭვირვალობას და აცხადებს მზაობას თქვენი ფინანსური საჭიროებების ზედმიწევნით პასუხისთვის.

ამიტომ საფუძვლიანი კვლევის ჩატარება და საკრედიტო ბაზრის მოკვლევა მოგცემთ შესაძლებლობას განსაზღვროთ რომელი პროდუქტი ერგება თქვენს საჭიროებებს. 

თუ კურიერების სესხის აღება გსურთ, ვფიქრობთ, ბევრი რამ მოგიყევით და ანალიზის საშუალება მოგეცით, ჯერი მხოლოდ თქვენზეა. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე:  (032) 2 90 4000   

თანხის მოთხოვნა