მოითხოვე დაფინანსება
ყოველთვის საუკეთესო პირობები ავტო სესხებზე!
მოითხოვე დაფინანსება
ევროკრედიტის სამუშაო განრიგი საგანგებო რეჟიმისას

თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება ევროკრედიტისთვის უპირველესი ღირებულებაა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა გადავიდა ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე და საგანგებო რეჟიმზე, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ და ორგანიზაციამ დაიცვას სახელმწიფოს რეკომენდაციები.


 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ყველა ფილიალში და სათავო ოფისში მაქსიმალურად გვაქვს დაცული ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია, ვიღებთ დამატებითი უსაფრთხოების ზომებს.


 მიმდინარე პერიოდში მუშაობას გააგრძელებს მხოლოდ შემდეგი ფილიალები:
• თბილისის ცენტრალური ფილიალი. გიორგი სააკაძის II შესახვევი №11
• ქუთაისის ფილიალი. თამარ მეფის №15
• ზუგდიდის ფილიალი. კოსტავას №3
• ბათუმის ფილიალი. ილია ჭავჭავაძის №97


 მიმდინარე პერიოდში თქვენ შეძლებთ მიიღოთ კომპაანიის დისტანციური მომსახურება შემდეგი არხების დახმარებით:
• ევროკრედიტის ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 2 904 000
• კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
• ჩვენი ოფიციალური Facebook გვერდის დახმარებით.

გვჯერა, რომ მალე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდება. გისურვებთ ჯანმრთელობას!