FC ევროკრედიტი

ვალუტის კურსი

USD 2.411 0.0000
EUR 2.692 -0.0001
GPB 3.069 0.0000

გარდა იმისა, რომ “ევრო კრედიტი” ზრუნავს მომხმარებლებზე და გასცემს სალომბარდე ტიპის სესხებს, პირველია ბაზარზე ავტო დაკრედიტების სფეროში, ასევე ზრუნავს თანამშრომლების ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

13603770_667932736688147_7705646886519098245_o

ევრო კრედიტის საფეხბურთო გუნდი დაარსდა 2014 წლის აგვისტოში და დაარსების დღიდან მიიღო მონაწილეობა 3 ტურნირში:
2014-2015 წწ. BUSINESS CHAMPIONS LEAGUE – ითამაშა მეოთხედ ფინალში.
2015-2016 წწ. BUSINESS CHAMPIONS LEAGUE – ითამაშა ნახევარ ფინალში.
2016 წწ. LISI CUP – პირველი ადგილი.

 

ჟურნალი (2016 წლის გამოცემა) – Eurocredit-FC

 

“თავის გადასარჩენად ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ფიზიკური დატვირთვა. ის აუცილებელი დარჩა დღესაც მისი ორგანიზმის და სულის გან­ვითარებისთვის.

როგორც ამბობენ “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”.

ადამიანს ესაჭიროება მუდმივი ფიზიკური დატვირთვა, რათა არ დაირღვეს ბუნებ­რივი ბალანსი, რომელიც ჩამოყალიბდა მასში საუკუნეთა განმავლობაში.

ევროკრედიტში მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენი საფეხბურთო გუნდი არის ჯანმრთელი ადამიანის ნათელი მაგალითი, რომელიც ვითარდება ფიზიკური შრომით და ყოველთვის იბრძვის გამარჯვებისთვის.

გუნდის კაპიტანი და მისი ყოველი წევრი ჩვენი პირველობისთვის სწრაფვის საუკეთესო მაგალითია!”

ალექსანდრე ლილუაშვილი

კომპანიის გენერალური დირექტორი

 

“ჩვენი გუნდის წარმატების ფორმულაა – დისციპლინა, მონდომება და ვარჯიში!

ჩვენი გუნდის მიზანია მივაღწიოთ განსაკუთრებულ შედეგებს, როგორც ერთიანმა და შეკრულმა გუნდმა. ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები და მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ერთიანობა გვეხმარება წარმატებულ და სამართლიან მოქმედებებში. ჩვენ ერთად ვლახავთ სირთულეებს და ერთად გვიხარია ჩვენი მიღწევები და წარმატებები.”

ირაკლი ბურჭულაძე

ფეხბურთის გუნდის კაპიტანი